მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 

იუსუფ ფაშა II 1680-1690

სამცხე-საათაბაგოს მმართველ ჯაყელთა შთამომავალი, ჯავახეთის ფაშა

 

 

             იუსუფი ფაშად დასვეს 1680 წელს. იგი წინაპართა თვისთა მსგავსად ოსმალთა რიგზე წარმართავდა ქვეყანას. მაგრამ სიმშვიდე, დიდი მფარველის მიერ ზურგგამაგრებულს, დაურღვია ფირაღისშვილმა. ფირაღისშვილი გაყიდა გურულმა. განთავისუფლებული ვაჭრობით ვერცხლით აივსო. გამაჰმადიანთა და სტამბოლს წავიდა. ოსმალური წესის მიხედვით დიდი ქრთამი გაიღო და ჯავახეთის ფაშობა მიიბოძა. მან და მისმა მემკვიდრეებმა ამრავლეს უგვანო საქციელი, დაუპირისპირდნენ მესხებს და მესხეთს და დანაწილებული ქვეყანა საქართველოს კიდევ უფრო მოაშორეს. სამცხეს ოფიციალურად ევალებოდა დედასამშობლოზე თვალყურის დევნება. ამ ხანებში კიდევ უფრო განადგურდა ეკლესია-მონასტრები და გამრავლდა მეჩეთები. ქართული ყველაფერი ქრებოდა ენის გარდა.

      იუსუფ ფაშა ავად ერეოდა იმერეთსა და ქართლის სამეფოს საქმეებში. იგი საქართველოსთან დაკავშირებულ ყველა საქმესაგვარებდასულთნის კარზე. სულთან მეჰმედ IV-თან მისი შუამდგომლობით დასვა იმერეთის ტახტზე ბაგრატ IV-ის უკანონო ვაჟი ალექსანდრე, რომელმაც ამრავლა უგვანო საქციელიტყვეებით ვაჭრობა. იუსუფ ფაშამ ღალატით მოაკვლევინა ქაიხოსრო გურული და გურულად დასვა მისი ძე მამია.

      იუსუფ II-ის გარდაცვალების თარიღად ქართულ წყაროებში 1690 წელი სახელდება, თურქულ ისტორიოგრაფიაში კი 1703 წელია მითითებული. საერთოდ სამომავლო საქმედ მესახება ათაბაგ-ჯაყელთა საგვარეულო სახლის გენეალოგიის დადგენა ყველა წერილობითი წყაროს გამოყენებით.

              

 

              წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.     ვახუშტი, ქართლის ცხოვრება, . IV, თბილისი, 1973.

 

2.     ქართლის ცხოვრება, .II, ბერი ეგნატშვილი, პირველი ტექსტი, თბილისი, 1959.

 

3.     . ბაქრაძე, არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში, ბათუმი, 1987.

 

4.     . ჩოჩიევი, სამცხე-საათაბაგო მე-17 საუკუნის მეორე მეოთხედში, სტალინის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, VI, 1958.

 

 

 

მოამზადა ცისანა აბულაძემ