მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 

ისაყ / ისაკ ფაშა (1701_1748)

 

 

ისაყ||ისაკ ფაშა _ პირველი გამაჰმადიანებული ათაბაგ ჯაყე¬ლის, ბექა-ყოფილი საფარ ფაშას შთამომავალი, ახალციხის ფაშა და თბილი¬სის ვალი. `მპყრობელი და განმგებელი ყოვლისა საქართვე¬ლოსი~. ოსმალეთის სამთუღიანი ვეზირი.

ისაყ||ისაკ (ისჰაკ) ფაშას პაპას ასლან ფაშას გამაჰმადიანებულ ათაბათაგან ყველაზე მკვეთრად ჰქონდა შერჩენილი ქრისტიანული სული და ქართული ეროვ¬ული ცნობიერება. ამითვე გამოირჩეოდა ისაკის პაპიდა _ ელენე. ასლან ფაშას საიდუმლო ურთიერთობა ჰქონდა არჩილ მეფესთან, რასაც ემსხვერპლა კიდეც. 1679 წელს სოფ. კვახჭირში იგი სიკვდილით დასაჯეს (ქუთაისთან ახლოს). მომდევნო თაობამ `გამოასწორა~ ასლან ფაშას `შეცდომები~. ისინი რენეგატთა მხურვალებით ჩადგნენ ოსმალო მაღალჩინოსანთა რიგებში და თავდადებით იცავდნენ ოსმალეთის სახელმწიფოებრივ ინტერესებს, ორგანულად მოერგნენ ოსმალურ რეჟიმს. ქართული სისხლის ყივილი აღარც ათაბაგთა სახლის დედებისაგან ისმოდა.

ასლან ფაშას ძის _ იუსუფის გარდაცვალების შემდეგ, ისჰაკის მცირეწლოვა¬ნების გამო, ახალციხის ფაშად დასვეს იუსუფის ძმა სალიმი. მისი გამგებლობის წლებში უკიდეგანო გახდა იანიჩართა თავგასულობა და ავკაცობა. ქართული ელემენტი გაქრობის პირას დადგა. მისი გარდაცვალების შემდეგ გაჩაღდა დინასტიური ბრძოლა სალიმ ფაშას ძე ასლანსა და ისაკ იუსუფის ძეს შორის.

თუმცა ახალციხის ფაშობა გამაჰმადიანებულ ჯაყელ ათაბაგთა მემკვიდრეო¬ბითი სახელო იყო; მაინც აუცილებელი გახლდათ სულთნის კარზე პრეტენდენტის დროულად წარდგომა დიდძალი ძვირფასი ძღვენითა და ქრთამით. ნიშანდობრივია, რომ ბატონიშვილი ვახუშტი თითოეულის ახალციხის ფაშად აღზევებაში თხრობას ერთნაირად იწყებს: `შესძღუნა ქრთამი დიდი~, `მისცეს ფაშობა ქრთამით~. ისჰაკი ფაშად დასვეს 1701 წელს. იგი აქტიურად ჩაერია იმერეთის საქმეებშიო. მეფედ დასვა ალექსანდრეს ძე გიორგი. მტრად გაუხდა აბაშიძეს, დაასმინა ხონთქართან. რასაც მოჰყვა არზრუმის სერასქერთან ერთად მის მიერ იმერეთის დალაშქვრა. მაგრამ არც მისი მოწინააღმდეგენი იყვნენ უმოქმედოდ. კოლას ფაშამ, რადგან `ეძვინვებოდა ისაყს~, დაჭრა იგი. ისაკმა კი მოაკვლევინა. სულთნის კარისა და სერასქერის მითითების გარეშე ასეთი თვითნებური საქციელისათვის სულთანმა სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტა. ეს რომ შეიტყო, თავს უშველა და სტამბოლს გადაიხვეწა. ახალციხის ფაშად მისი მეტოქე ასლან სალიმის ძე დასვეს.

დრო გავიდა. სულთნად აჰმედ III აღზევდა, დიდვეზირიც შეიცვალა და სიკვდილმისჯილი ისაყ ფაშა `განცხადდა~, ქრთამი გაიღო და აჰმედ III-ის სიგელით კვლავ ახალციხის ფაშად დაჯდა. ხერხი იხმარა და ტახტის მოცილე ბიძაშვილი ასლან სალამის ძე სულთნის კარს სხვაგან დაანიშვნინა ფაშად. საგულისხმოა, რომ მისი ქალიშვილი ცოლად შეირთო ფირალიშვილმა, ყოფილმა მღვდელმა, რომელმაც `ვერცხლი~ იშოვა, სტამბოლს წავიდა და ჯავახეთის ფაშად დაჯდა 1680 წელს.

ჯაყელ ათაბაგთაგან ყველაზე დიდი პატივი ისაყ ფაშას ერგო. 1727 წელს იესეს გარდაცვალების შემდეგ იგი ქართლის ვალიდ დაინიშნა. მის გამგებლობაში აღმოჩნდა მესხეთი და ქართლი. როცა თბილისში ჩამოიყვანეს, ახალცხის ახალი ფაშა კი არ დასვეს, არამედ მისივე მუთესელიმი განაგებდა ადგილობრივ საქმეებს. ფაქტობრივად მთელს საქართველოს განაგებდა: როგორც ვახუშტი წერს `იქმნა ესე ისაყ ფაშა მპყრობელი და განმგებელი ყოვლისა საქართველოსი~. ფაქტობრი¬ვად მას ემორჩილებოდა გურია, იმერეთი, ჯავახეთი, ქიზიყი... სულთნის ბრძანებით მან წარმატებით ილაშქრა კახეთში. ჯილდოდ მას, ორთუღიან ფაშას, ერთიც დაემატა და სამთუღიანი ვეზირი გახდა. შესაბამისად, ამ ხანის ქართულ და ოსმალურ წერილობით ძეგლებში ისაყ ფაშა ვეზირად იხსენიება. ვეზირი ისაყ ფაშა თბილისში იჯდა `ვითარცა მეფე საქართველოსი~. მისი მმართველობის ჟამს განმტკიცდა ქართლში ოსმალობა _ ოსმალური პოლიტიკურ-ეკონომიკური რეჟიმი. ისაყ ფაშამ `განჰყო ქართლი, სომხითი. საბარათიანო მისცა ერასტი ყაფლანი¬შვილს, მცხეთას ზემოთ ბაგრატ ციციშვილს, ზემო ქართლი გივი ამილახორს, მუხრანი და საერისთაონი მათთავე მთავართა და ამათ მიერ მოიღებდა ხარკთა და სხუათა~.

30-იან წლებში იმძლავრა ლეკიანობამ. გამოჩნდა ნადირ შაჰი, ქართველნი გვერდით დაუდგნენ ირანელებს და ოსმალების წინააღმდეგ იწყეს ბრძოლა. ისაყ ფაშამ 1735 წლის ივლისის ბოლოს დატოვა თბილისი და 300 ურემზე დატვირ¬თული ქონებით ახალცისეს დაუბრუნდა, სადაც ფაშად იჯდა მისი შვილი იუსუფი, რომელიც ქარ¬თველებთან ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. დარდისაგან `ფრიად დამძიმებული~ ისაყი კვლავ ახალციხის ფაშად დაჯდა. ღრმად მოხუცებული 1748 წელს გარდაი¬ცვალა. ასეთია ცნობები, რომელიც ქართულმა ნარატიულმა და დო¬კუმენტურმა წყაროებმა შემოინახა ისაყ ფაშას შესახებ. ოსმალო დიდგვაროვანთა ბიოგრაფიათა ცნობარში _ მეჰმედ სურეÁას `სიჯილი ოსმანიÁეში~ კი აი რა წერია: `ისჰაკ ფაშა ჩილდირის მხარის დინასტიიდან არის (იგულისხმება გამაჰმადიანე¬ბული ათაბაგები). 1114 წელს (1702_1703) ჩილდირის სანჯაყის ბეგობა და იქ ლაშქრობა მიენდო. ერთი პერიოდი განთავისეფლებულ იქნა სამსახურიდან, შემდეგ კვლავ დააბრუნეს სამსახურში. 1136 წლის შევვალის 13- (=1724 წლის 5.VIII-) ვეზირის რანგში აღაზევეს, ამასთან დაინიშნა თბილისის ვალის თანამდებობაზე. მერე კი თბილისი ირანელთა ხელში გადავიდა და ისჰაკ ფაშა ჩილდირში დაბრუნ¬და, მაგრამ 1145 . (=1732_1733 წწ.) თბილისი კვლავ ოსმალებმა აიღეს და იქ ისევ ფაშა დასვეს. გარდაიცვალა 1161 წლის რამაზანის თვეში (=1748 . 25.VIII_24.IX) 100 წელს გადაცილებული. იგი იყო შორსმჭვრეტელი, მტკიცე ნებისყოფის კაცი. მისი შვილია ჰაჯი აჰმედ ფაშა, ამისა კი ჰასან ფაშა და მისი ძმა Áუსუფ ფაშა, რომლის შვილია იბრაჰიმ და .. ისჰაკის შთამომავლები ფაშები არიან~.

აღმოსავლეთ ანატოლიაში, ერზერუმის აღმოსავლეთია და ყარსის სამხრეთით აღრის ოლქში მდებარეობს ისჰაკფაშას დიდებული სასახლე. ვფიქრობ, იგი სწორედ გამაჰმადიანებულ ჯაყელთა გვარის წარმომადგენლის, თბილისიდან რომ 300 ურმით გაზიდა ნაალაფარი, ახალციხის ფაშისა და თბილისის (=ქართლის) ვალის ისჰაკ ფაშას მიერ უნდა იყოს აგებული.

 

 

წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა

1.        batoniSvili vaxuSti, aRwera samefosa saqarTvelosa, qarTlis cxovreba, t.IV, Tbilisi, 1973.  

2.       mehmed sureÁa, sijili osmaniÁe, Tbilisi, 1978.

3.       aqtebi (АКТЫt.I, t.VI, naw. II.

4.       saqarTvelos siZveleni, t.II, eq. TayaiSvilis redaqciiT, Tbilisi.

5.       m. brose, saqarTvelos istoria, naw. II, tfilisi, 1900.

6.       sin, t.III, Tbilisi, 1973.

7.       s. jiqia, mawevani da ateni Turqul sabuTebSi, aRmosavluri filologia. tII, 1972.

8.       s. jiqia, XVIII s-is ori Turquli dokumenti, Tsu-s Sromebi, t.99, Tbilisi 1962.

9.       c. abulaZe, osmalobis sanis sami Turquli firmani, aRmosavluri filo­ogia., t.III, 1973.

10.    S. lomsaZe. samcxe-javaxeTi (XVIII s-is Sua wlebidan XIX s-is Sua wlebamde), Tbilisi, 1975.

 

 

 

 

moamzada cisana abulaZem