მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

იოვანე ზოსიმე, X .

სინის მთის წმ. ეკატერინეს მონასტრის ქართველი მოღვაწე. მწიგნობარი, რედაქტორი, გადამწერი. ავტორი ორიგინალური ნაშრომისა  "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი”.
 

 

საბაწმინდელ-სინელ მოღვაწეებს შორის განსაკუთრებით გამორჩეულია X -ის მწიგნობრის, საეკლესიო მოღვაწის და ჰიმნოგრაფისიოვანე-ზოსიმეს სახელი. ბიოგრაფიული ცნობები მის შესახებ მეტად მწირია. ჩვენ მისი მხოლოდ ლიტერატურული შემოქმედების შესახებ ვიცით შედარებით დაწვრილებით, რადგან ეს მის მიერ გადაწერილ ხელნაწერების ანდერძებში მრავალგზისაა აღბეჭდილი ქრონოლოგიურ ცნობებთან ერთად. იოვანე-ზოსიმეს მიერ მრავალი ხელნაწერი გადაიწერა, შეიქმნა, შეიმოსა და განახლდა ჯერ საბაწმინდის ლავრაში, ხოლო შემდეგ სინის მთაზე. საბაწმინდაში იოვანე-ზოსიმე, როგორც ჩანს, მოღვაწეობდა X -ის 40-60-იან წლებში, ხოლო აქ არაბთა მოძალების შედეგად, როდესაც საბაწმინდის საძმო დაიფანტა პალესტინის და მახლობელი აღმოსავლეთის სხვადასხვა მონასტრებში, იოვანე-ზოსიმეც, ქართველ ბერებთან ერთად, გადასულა სინის მთაზე. აქ წმ. ეკატერინეს მონასტერში ქართველებს თავიანთი პატარა კერამცირე ეკლესია და საცხოვრებელი სენაკები გაუჩენიათ. დადგენილია, რომ ყველაზე ადრინდელი ხელნაწერი, რომელზეც იოვანე-ზოსიმემ სინის მთაზე იმუშავაშემოსა, .. ყდაში ჩასვა 973 წელს, არის სინა-35 – ლიტურგიკული კრებული. ხოლო, ყველაზე გვიანდელი ხელნაწერია N-93 ხელნაწერი, გადაწერილი და შემოსილი მის მიერ H986 წელს.

იოვანე-ზოსიმეს ლიტერატურულ საქმიანობასთან დაკავშირებით აღსანიშნავია შემდეგიიგი იმ საეკლესიო მოღვაწეთა უკანასკნელი თაობის წარმომადგენელია, რომლებიც ღმრთისმსახურების, ანუ ლიტურგიის წინაბიზანტიურ ანუ იერუსალიმურ წესს აღასრულებდნენ.

როგორც ცნობილია, X -ის მეორე ნახევრიდან, მას შემდეგ რაც საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია შეიცვალა და იგი ერთიან სახელმწიფოდ ჩამოყალიბების გზას დაადგა, ქვეყანა, როგორც პოლიტიკურად, ისე სულიერი ცხოვრების სფეროში კონსტანტინეპოლურ, ანუ ბიზანტიურ ორიენტაციაზე გადავიდა. ასე მოხდა ეს ღმრთისმსახურებაშიცსაქართველოს ეკლესია დაადგა კონსტანტინეპოლის საღმრთისმსახურო წესს. იოვანე-ზოსიმე თავისი საქმიანობით აღმოჩნდა ღმრთისმსახურების ძველსა და ახალ წესს შუა, ამიტომაც, მის მიერ შედგენილი კრებულები გამოირჩევიან ერთდროულად სიახლით და სიძველით. მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიული კრებული სინა-34. ხელნაწერის ანდერძის მიხედვით ამ კრებულის შედგენა იოვანე-ზოსიმეს 965 წელს დაუსრულებია, თუმცა, გარკვეული შენიშვნები, განმარტებები და მასალები მასში მას შეუტანია სინის მთაზე მოღვაწეობის გაგრძელების პერიოდში. ეს კრებული, როგორც მრავალმხრივ გამორჩეულია, ასევე საინტერესო თავგადასავლის მქონეა. მისი სხვადასხვა ნაწილები ინახება სინის მთის წმ. ეკატერინეს მონასტერში, პეტერბურგის საჯარო ბიბლიოთეკაში და ლაიფციგის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელნაწერთა კოლექციაში. იოვანე-ზოსიმე გარდა ჰიმნოგრაფიულ-ლიტურგიკული კრებულების შედგენისა, ავტორია მთელი რიგი ორიგინალური ან კომპილაციების გზით აგებული ორიგინალური თხზულებებისა. მათ შორის, აღსანიშნავია, პასკალური შინაარსის ვრცელი ნაშრომი `ცნობისათვის და უწყებისა, ჭეშმარიტად, რომელი მოგუეთხრა ჩუენ მოძღუართა მიერ, განსაზღვრული გამოძიებისათვის ჟამთა და წელთა~. იგი მოთავსებულია ორ ხელნაწერშისინა-34 და სინა-38. ამ ნაშრომში განმარტებულია ქართული და ბიზანტიური ტრადიციები სხვადასხვა კალენდარული გამოთვლებისა და წარმოდგენილია 532 წლიანი ციკლის მეცამეტე მოქცევის, ანუ 791-1312 წლების ტაბულა. აქ სხვადასხვა ქრონოლოგიური სისტემებია. მათ შორის, იოვანე-ზოსიმე ცალკე გამოყოფს .. `ქართველთა სათვალავს~. იოვანე-ზოსიმეს შედგენილი მეორე ნაშრომია, კომპილაციური ხასიათის თხზულება `კრებაი თთუეთაი წელიწადისათაი~. იგი პალესტინური ტრადიციის საეკლესიო დანიშნულების ვრცელი კალენდარია.

ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერებში იოვანე-ზოსიმე მოხსენიებულია, როგორც ტექსტის დამდგენელი, რედაქტორი, მომგებელი, შემმოსველი, რაც ერთიანად სიტყვა `მჩხრეკალითაა~ აღნიშნული. ითვლება, რომ იგი ამ ანდერძებში არსად არაა დასახელებული ავტორად ან მთარგმნელად. ეს უთუოდ მისი ქრისტიანული თავმდაბლობის გამოხატულებაა. იგი, ცხადია, ორიგინალური შემოქმედი იყო და ამისი მაჩვენებელია შესანიშნავი ნაწარმოები `ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი~, რომელიც მას ოთხჯერ გადაუწერია, სამჯერ ნუსხურით და ერთხელასომთავრულით. თითოეულ ამ გადანაწერში, მართალია, მცირეოდენი, მაგრამ მაინც რედაქციული მუშაობის კვალი ჩნას, რაც, ცხადია, მისი გადამწერის ავტორობითაა განპირობებული. ჲეს თხზულება ქართული ენის ჰიმნია, თავისი დანიშნულებით იგი ტროპარია, თუმცა, არა ლიტურგიკაში გამოყენებული. როგორც ჩანს, მას პალესტინაში მოღვაწე ქართველი ბერები ცალკე გალობდნენ თავისი სამშობლოს გასახსენებელ-მოსაგონებლად. იქ წარმოდგენილ ქართული ენის განდიდებას, მათ შორის იმას, რომ ქრისტე მეორედ მოსვლისას ამ ენაზე განსჯიდა კაცობრიობას, სერიოზულად არც მაშინ აღიქვამდა ვინმე და, მითუმეტეს, არც დღეს. ეს და ქართული ენის სხვა განმადიდებელი ეპითეტები, უცხოეთში მოღვაწე ქართველების გულის მოსაოხებელი სიტყვებია თავისი ქვეყნის გულანთებული პატრიოტებისა. სხვადასხვა მკვლევართა მიერ ამ ტექსტში აღმოჩენილი `მისტიკური თუ ალეგორიული მინიშნებანი~, ცხადია, ზედმეტია და უნაყოფო. შემთხვევით არაა, რომ ამ ლექსმა - `ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაიმ~, პალესტინის გარდა სხვაგან გავრცელება ვერ ჰპოვა; საქართველოში მისი კვალი არც X -ში და არც შემდეგ ხანებში არ ჩანს. პირველად მას მიაკვლია მარი ბროსემ XIX -ის შუა ხანებში პეტერბურგში დაცული ხელნაწერის მიხედვით და მანვე გამოაქვეყნა, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, მისი ფრანგული თარგმანი, ქართული ტექსტის გარეშე. შემდეგშიც, არც მარი ბროსეს, არც ივანე ჯავახიშვილს, არც ნიკო მარს და ამ ტექსტის სხვა კორიფე მკვლევარებს მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ მიუნიჭებიათ. და მხოლოდ პავლე ინგოროყვამ დაუდო სათავე XX -ის 20-იან წლებში რაღაც მისტიკური მინიშნებების ძიებას `ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაიში~.  

იოვანე-ზოსიმეს მიეწერება ერთი ორიგინალური აკროსტიკული ლექსი, ანუ ისეთი, რომლის ორმხრივ კიდურწერილობაში გარკვეული სიტყვა იკითხება. აქ ეს სიტყვაა `გეორგი~. ზოგიერთი თვლის, რომ ლექსის ავტორი სწორედ ეს `გეორგია~ და არა იოვანე-ზოსიმე.

X -ის 80-იანი წლების ბოლოდან იოვანე-ზოსიმეს კვალი სინურ ხელნაწერებში არ ჩანს. ცხოვრების ბოლოს იგი დაბრმავებულა და ხელნაწერთა ყდებში ჩასმით, ან რესტავრაცია-განახლებით ყოფილა დაკავებული. ითვლება, რომ იოვანე-ზოსიმე გარდაიცვალა X -ის 90-იან წლებში.

 

 

 წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:
ხელნაწერები: ძველი სინური კოლექცია: №№26, 30, 34, 37, 38; ახალი კოლექცია: №№19, 67, 69,71.
ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, სინური კოლექცია, ნაწ. I, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს ე. მრეტრეველმა, ც. ჭანკიევმა, ლ.ხევსურიანმა, ლ. ჯღამაიამ, თბილისი, 1978.
პ. ინგოროყვა, თხზულებათა კრებული, III, თბილისი, 1965, გვ. 363, 541-542, 558-კ. კეკელიძე, ქართული ლიყერატურის ისტორია, I, I, თბილისი, 1960, გვ. 164-170.559.ც. ჭანკიევი, პალესტინელ გადამწერ იოვანეთა შესახებ, მრავალთავი, III, 1973, გვ.45-50.
ძლისპირნი და ღმრრთისმშობლისანი, ორი ძველი რედაქცია X-XI საუკუნეების ხელნაწერების მიხედვით, გამოსცა და გამოკვლევა დაურთო ე. მეტრეველმა, თბილისი, 1971, 0106.
ლ. ხევსურიანი, იოანე-ზოსიმეს ერთი ხელნაწერის შესახებ, მრავალთავი, VII, გვ.50-64.
ლ. ხევსურიანი, იოანე-ზოსიმე, ენციკლოპედია “ქართული ენა”, გამომც. “ჲროვნული მწერლობა”, თბილისი, 2008, გვ. 253-254.

 

 

 

მოამზადა ვალერი სილოგავამ