მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 იესე ბარათაშვილი (1728 -1786 წწ.)

 პოეტი, მემუარისტი, მწერალი, ქართლ-კახეთის სამეფოს მდივანბეგი.

 

 

      იასე იყო შვილი თბილისის სიონის სახლთუხუცეს აზნაურ ოსე მიქაძისა. ოსმალობა-ყიზილბაშობის უმძიმეს წლებში ქართლში მცხოვრები მრავალი ოჯახი ტოვებდა მამაპაპურ კერას და კახეთს ან ომერეთს, ან კიდევ უფრო შორს იხიზნებოდა. ისეს მამასაც მიუტოვებია ოჯახი და სარჩოს საძებნელად  იმერეთში გადასულა. ოჯახი კი მცირეწლოვანი იესესათვის დაუტოვებიაერთადერთი ხელობა, რაც იესემ იცოდა, წერა-კითხვა და წიგნების გადაწერა იყო. “სამღვდელოს წიგნებს ვწერდი, ვყიდდი და იმით მოვირეწდიო”- ჰყვება თავის ანდრძში. ამ საქმიანობის წყალობით იგი იმ დროის  მაღალ სამღვდელოებას და თავადურ ოჯახებს დაუახლოვდა. შრომისმოყვარეობამ, მკვირცხლმა გონებამ და მწერლურმა ნიჭმა მას სამეფო კარისაკენაც გაუკაფა გზა, თუმცა ხშირად გამხდარა ინტრიგების მსხერპლი და შერისხვის საგანიც

      XVIII საუკუნის მეორე ნახევარში იესე ბარათაშვილი ქართლ-კახეთის სამეფო კარზე საშუალო რანგის სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. 1750 წელს გახდა თეიმურაზ II-ის მეუღლის, დედოფალ ანა-ხანუმის მდივანი, შემდეგ კი მოლარეთუხუცესის თანამდებობაზე დანიშნეს. 1758 წელს ამ თანამდებობიდან გადააყენეს და დატოვეს კალიგრაფ-მდივნად, ანუ სამეფო კანცელარიის მუშაკად. 1762 წელს ერეკლე მეფემ ყურადღება მიაქცია იესე ოსეს ძეს, უბოძა სამეფო მდივნის თანამდებობა, ხოლო 1764 წელს კითავადობა და ბარათაშვილის გვარი მისცა. ასე გახდა იასე ოსეს ძე იასე ბარათაშვილი. ერეკლეს წინააღმდეგ თავადთა შეთქმულების გამომჟღავნების დროს იესე ოსეს ძეს მოღალატე თავადებთან კავშირი დასწამეს. ერეკლე მეფემ მას თანამდებობაც ჩამოართვა, ყმა-მამულიც, მაგრამ, როგორც ჩანსიასე ოსესძე ბარათაშვილს დანაშაული ვერ დაუმტკიცდა. ამიტომ მას სასჯელად თფილელის ყმობამდე დამცრობა აკმარეს

      1777 წელს, დარეჯან დედოფლის მხარდაჭერით, იასე ოსეს ძე შეიწყალეს და მდივანბეგად დანიშნეს. 1786 წელს ახალციხესკენ მიმავალი იასე ოსეს ძე ბარათაშვილი ლეკებმა მოკლეს.

      იასე ოსეს ძე ეწეოდა ლიტერატურულ საქმიანობას. მას ეკუთვნის 73 სტროფიანი სატრფიალო ლექსი _ “ეშყი-ხონია”, რომელიც იმდროინდელი ლიტერატურული  გემოვნების მიხედვით შექმნილლექსთა სამიჯნუროთატიპიური ნიმუშია. ზოგი მკვლევარი იასე ბარათაშვილს მიაწერს პოემას _ “ნარგიზოვანს”. 1760-1762 წლებში იასე ბარათაშვილს ეკუთვნის საინტერესო თხზულება, სახელადდიალოგიმასში ავტორისა და ხუცესის საუბრის ფორმით გადმოცემულია ავტორის ბიოგრაფია და იმდროინდელი ყოფის მრავალი საინტერესო დეტალი.

იოანე ბაგრატიონის თქმით, ისესუცხო მადლი აქვნდა მწერლობისა, და ქმნა ქართველთა ზნეთა სწავლულებისა წიგნი, იყო კარგი პიიტიკოსი”.

      იასე ოსეს ძე ბარათაშვილს შეუქმნია აგრეთვე მემუარული ხასიათის თხზულებაცხოვრება-ანდერძი”, რომელშიც იგი თავისი შვილების სამახსოვროდ, დღიურების სახით აღწერს ნანახსა და განცდილს. ეს ნაწარმოები სცილდება ვიწრო, პირადულ ჩარჩოებს და უაღრესად საყურადღებო ცნობებს შეიცავს თანადროული პოლიტიკური მოვლენების, ქართველი ხალხის ყოველდღიური ყოფისსაზოგადოებრივი ცხოვრების, მათ შორისკულუარული ამბების შესახებ.  

 

 

 

               წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა

1.     ანდერძი (თავგადასავალი იესე ოსეს-შვილისა), ტექსტი გამოსცა შესავლით, შენიშვნებით, ლექსიკონითა და საძიებლებით . იოსელიანმა, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, თბილისი, 1950.

2.     თავგადასავალი ისე ოსეს-შვილისა, . კაკაბაძის გამოც. თბილისი, 1913.

3.     . კაკაბაძე, დამატებითი მასალები მსაჯულის იესე ოსეს ძის შესახებ, საისტორიო კრებული, II, 1928.

4.     იოანე ბატონიშვილი, კალმასობა, I, . კეკელიძის და ალ. ბარამიძის რედ. თბილისი, 1936.

5.     ალ. ჯამბაკურ-ორბელიანი, დაღესტნიდან ლეკების გადმოსვლა და სხვა ამბები, . კაკაბაძის გამოც. თბ. 1914.

6.     . შარაშიძე, იესე ოსეს ძისქორანიკონი”, ენიმკის მოამბე, XIII, 1942.. პაპუაშვილი, იესე ოსეშვილი და მისიიანდერძისისტორიული მნიშვნელობა (ისტორიოგრაფიული ნარკვევი), თსუ სტუდენტთა სამეცნიერო შრომების კრებული, V, თბ.1950.

7.     გივი მიქაძე, იესე ბარათაშვილი, ძველი ქართული მწერლობის საკითხები, ივ. ლოლაშვილის რედ. კრ. II, თბილისი, 1964. გვ. 155-168.

8.     ალ. ბარამიძე, წინასიტყვა წიგნში: “ჩვენი საუნჯე”, ქართული მწერლობა 20 ტომად, თბილისი, 1960.

 

 

 

მოამზადა გულნარა მჭედლიძემ