მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

გუბაზ I

ეგრისის  მეფე V საუკუნის შუა ხანებში

 

 

ეგრისის სამეფოს ისტორიაში გუბაზ მეფე ბიზანტიის წინააღმდეგ ამბოხებული მეფის სახელით არის შესული. რამ აიძულა გუბაზ მეფე ესოდენ ძლიერ მოწინააღმდეგეს დაპირისპირებოდა, როდესაც მის წინაპრებს რომთან დიდი ხნის მშვიდობიანი ურთიერთობის გამოცდილება ჰქონდათრომი დაინტერესებულიც კი იყო ეგრისთან მშვიდობით, რადგან ეგრისელები ბრძოლით აკავებდნენ კავკასიონის ზეკარებიდან გადმოდინებულ მომთაბარეთა ტალღებს, რომლებიც რომის იმპერიის აღმოსავლურ პროვინციებს წალეკვით ემუქრებოდნენ. ამიტომ ამბობს ბიზანტიელი ისტორიკოსი: “კავკასიაში (იგულისხმება ჩრდილოეთი კავკასია) მოსახლე ბარბაროსთათვის ლაზიკე არის მხოლოდ საწინააღმდეგო ტიხარი” (პროკოპი კესარიელი).

ამ ვითარებამ ხელი შეუწყო ეგრისის გაძლიერებას. III-IV საუკუნეებში ეგრისის სამეფო მთელ დასავლეთ საქართველოს მოიცავდა, რომლის სამხრეთი საზღვრები ჭოროხის შესართავამდე ვრცელდებოდააღმოსავლეთით სურამის ქედამდე აღწევდა და მოიცავდა არგვეთსრომელიც ქართლსა და ეგრისს შორის პერიოდულად ცილობის საგანი ხდებოდა. (II-III საუკუნეებში არგვეთი ქართლის სამეფოს საერისთავო იყო, IV საუკუნიდან ეგრისის სამეფოს ფარგლებში შედიოდა, V საუკუნის მეორე ნახევარში იგი კვლავ შემოიერთა ვახტანგ გორგასალმა, VI საუკუნეში ისევ ეგრისის ხელშია), დასავლეთით ეგრისის სამეფოს გავლენა ვრცელდებოდა აბაზგებსა და აფსილებზე, ჩრდილოეთით _ სკვიმნიაზე (ლეჩხუმი) და სვანებზე. რომი (ბიზანტია) ეგრისს, თუმცა თავის ვასალურ ქვეყნად მიიჩნევდა, მაგრამ გაძლიერებაში ხელს არ უშლიდა, რადგან ეს მის უშუალო ინტერესებში შედიოდა. ბიზანტიისმაღალი მფარველობაეგრისისადმი გამოიხატებოდა ეგრისის მეფეების ტახტზე დამტკიცების წესში. უკვე შეთანხმებულ სამეფო კანდიდატურას იმპერატორი  უგზავნიდა სამეფო ინსიგნიებს _ ოქროს გვირგვინს, გრძელ ქიტონს, მიტრას, წითელ წაღებს და თეთრ ქლამიდას. ზოგადად ასეთი იყო ეგრისის მდგომარეობა ზოგადად, მაგრამ პერიოდულად  მისი პოლიტიკური სტაბილურობა მაინც ირყეოდა მას შემდეგ, რაც რეგიონში ბატონობისათვის რომის იმპერიას ირანი დაუპირისპირდა

V საუკუნის 50-60-იან წლებში, როდესაც ტახტზე გუბაზ მეფე  იჯდა, იწყება ეგრისის დასუსტება. ამ პროცესს ძლიერი ბიძგი მისცა სვანთა აჯანყებამ  დამოუკიდებლობისათვისრაც, როგორც ჩანს, არაერთხელ მომხდარა და საბოლოოდ სვანეთის ქართლის სამეფოსთან მიერთებით დასრულდა. ამ მოვლენის კონკრეტული გარემოებები და ზუსტი თარიღები ჩვენთვის უცნობია. არსებობს მოსაზრება, რომ შესაძლოა, სწორედ სვანთა აჯანყებამ მისცა საბაბი ვახტანგ გორგასალს, რათა ჩრდილოეთის ლაშქრობის შემდეგ ქართველ-სპარსელთა ჯარით დასავლეთ საქართველოში გადასულიყო და შეემუსრა იქაური ციხეები. ამიერიდან ეგრისის სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში დიდი მნიშვნელბა შეიძინა ირანის ფაქტორმა. ამ მოვლენას წინ უძღოდა ბიზანტიასთან ურთიერთობის გამწვავებაც. ეგრისის მეფეს იმდენად დაუკარგავს ბიზანტიისადმი ნდობა, რომ მას პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლა განუზრახავს. ფიქრობენ, რომ ამისი მიზეზი უნდა ყოფილიყო ეგრისის ტერიტორიების მიტაცება ბიზანტიის მიერ _ ბიზანტიელებმა ეგრისს წაართვეს ჯერ სამხრეთით და მოგვიანებით დასვლეთით მდებარე ტერიტორიები (. ლეთოდიანი, . მუსხელიშვილი, 152-153). როგორც ჩანს, ამ ვითარებამ გამოიწვია გუბაზ მეფისამბოხიც”, რომელიც სინამდვილეში ამბოხი არც ყოფილა.

იმპერატორ მარკიანეს (450-458) დროს გუბაზ მეფეს თავისი შვილი წათე იმპერატორის  უკითხავად ტახტზე  აუყვანია, რაც, ბიზანტიამ, სავსებით სწორად, გამოწვევად მიიჩნია და ეგრისში ჯარი შემოგზავნა. გუბაზ მეფე, როგორც ჩანს, საქმის  ასეთ გამწვავებას მოელოდა და ირანში ელჩები გაუგზავნია დახმარების სათხოვნელად, მაგრამ ირანს ამ დროს ომი ჰქონდა კიდარიტ ჰუნებთან და ეგრისის ელჩობა უარით გამოუსტუმრებია (კიდარიტებთან ომი პეროზმა დაასრულა 468 წელს, ამდენად გუბაზის ამბოხი ამაზე უწინარეს უნდა მომხდარიყო). გუბაზი მარტო დარჩა ძლიერი მტრის წინააღმდეგ და იძულებული გახდა ისევ ბიზანტიელებს დაზავებოდა. ბიზანტიის დესპანმა გუბაზს მოსთხოვა ან თვითონ ეთქვა უარი ეგრისის ტახტზე, ან შვილი გადაეყენებინა. გუბაზმა შვილის სასარგებლოდ არჩია თვითონ გადამდგარიყო. ამის შემდეგ იმპერატორმა მარკიანემ გუბაზის კონსტანტინოპოლში ჩასვლა მოითხოვა. გუბაზი სატახტო ქალაქში მომდევნო იმპერატორის, ლეონის (457-474) მეფობის პირველ წლებში ჩასულა. გუბაზი ისევ ცდილა ბიზანტიის ხელისუფლებისათვის თავისი (ეგრისის) მნიშვნელობის დემონსტრირებას იმით, რომ სამეფო კარზე სპარსულ სამოსში გამოწყობილი და სპარსელთა წესისამებრ შუბოსნების თანხლებით გამოცხადდა. ამის გამო სამეფო კარზე გუბაზი გაკიცხეს, მაგრამ შემდეგ დაუყვავეს. გუბაზმა ისინი მოხიბლა თავისი სიტყვა-პასუხით და საქრისტიანო ნიშნების ტარებითო, - გადმოგვცემს პრისკე პანიონელი. ამრიგად, გუბაზი იძულებული გამხდარა ისევ დაზავებოდა ბიზანტიას. რომელსაც აჯანყებული სვანების წინააღმდეგ სთხოვდა დახმარებასეგრისისა და სვანებისშიდა კონფლიქტსარაერთხელ ჰქონია ადგილი, მაგრამ ამჯერად, დაახლოებით 468 წელს, ირანი სვანთა მთავარს მიეშველა, რითაც ეგრისს და, შესაბამისად, ამ რეგიონში ბიზანტიის პოზიციების დასუსტებას ცდილა. სინამდვილეში ირანი ქართლის მეფის ხელით მოქმედებდა, რომელსაც ტერიტორიული პრეტენზიები ჰქონდა ეგრისის სამეფოსთან. ამ კონტექსტში  მეტ დამაჯერებლობას იძენს ვახტანგ გორგასლის მემატიანის ზემოთ მოყვანილი ცნობა დასავლეთ საქართველოში ვახტანგის ლაშქრობის შესახებ. ყოველივე ამის გამო ეგრისის მეფე გუბაზი იძულებული იყო ბიზანტიისათვის ეთხოვა დამხმარე ჯარი. ბიზანტიელებიც დაჰპირებიანდამხმარე ჯარისა და მისი წინამძღოლი კაცის გაგზავნას”(პრისკე პანიონელი). წყაროებში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ როგორ წარიმართა შემდგომ გუბაზის მეფობა, სამაგიეროდ, ვახტანგ გორგასლის მემატიანე იუწყება, რომ ვახტანგის წარმატებული ლაშქრობა დასავლეთ საქართველოში სამი წლის განმავლობაში გაგრძელდა და მან მრავალი ციხე დაიპყროვიდრე ციხე-გოჯამდე” (ეგრისის მეფეების სატახტო ქალაქი). 

ბიზანტიურ წყაროებში ხაზგასმულია გუბაზ მეფის ღვთისმოსაობა. ზოგი მკვლევარი ამას გუბაზის დიპლომატიურ მანევრად მიიჩნევს, ზოგი კი ამ დროისათვის ეგრისში ქრისტიანობის ოფიციალური სტატუსის დამადასტურებელ ფაქტად.

 

wyaroebi da samecniero literatura:

1.      priske panioneli, georgika, bizantieli mwerlebis cnobebi saqarTvelos Sesaxeb, teqtebi qarTuli TargmanebiTurT gamosces da komentarebi daurTes al. gamyreliZem da s. yauxCiSvilma, t. I, Tbilisi, 1961;  

2.       prokopi kesarieli,  georgika, bizantieli mwerlebis cnobebi saqarTvelos Sesaxeb, teqtebi qarTuli TargmanebiTurT gamosca da komentarebi daurTo s. yauxCiSvilma, t. II, Tbilisi, 1965; 

3.       agaTia sqolastikosi, georgika, bizantieli mwerlebis cnobebi saqarTvelos Sesaxeb, teqtebi  qarTuli TargmanebiTurT gamosca da komentarebi daurTo s. yauxCiSvilma, t. III, Tbilisi, 1936; 

4.       ioane malala, georgika, t. III, Tbilisi, 1936; 

5.       menandre protiqtori, georgika, III, Tbilisi, 1936; 

6.       К.Кекелидзе, Историко-агиографические отрывки, Христианский Восток, 1913, II,1;

7.       ix. javaxiSvili, qarTveli eris istoria, Txzulebani 12 tomad t.I, Tbilisi, 1979;

8.       n. lomouri, saqarTvelosa da bizantiis urTierToba V saukuneSi, Tbilisi, 1989; n. lomouri, egrisis samefos istoria, Tsu gamomcemloba,Tbilisi, 1968;

9.       n. lomouri, dasavleT saqarTvelo (egrisi) IV-V saukuneebSi/saqarTvelos istoriis narkvevebi, II, 1973;

10.    a. bogveraZe, priske panionelis erTi cnobis Sesaxeb, ivane javaxiSvilis dabadebis     100 wlisTavisadmi miZRvnili krebuli”, Tbilisi, 1976;

11.     d. leTodiani, egrisis samefos urTierToba bizantiis imperiasTan V saukunis meore naxevarSi/ qarTuli diplomatia, weliwdeuli, #1, Tbilisi, 1994;

12.    d. leTodiani, egrisis (lazikis) samefos samxreTi sazRvris sakiTxi bizantia-egrisis urTierTobaSi 9V-VI ss.), qarTuli diplomatia, weliwdeuli, #4, Tbilisi, 1977;

13.    n. asaTiani, saqarTvelos istoria, Tbilisi, 1999;

14.    s. kakabaZe, Ziebani qarTvelTa IV-VI saukuneebis istoriis Sesaxeb, saistorio krebuli, II,Tbilisi, 1928;

15.    d. musxeliSvili, saqarTvelos istoriuli geografiis ZiriTadi sakiTxebi, I Tbilisi, 1977;

16.    d. musxeliSvili, saqarTvelo IV-VIII saukuneebSi,Tbilisi, 2003;

 

 

moamzada mzia surgulaZem