მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

გრიგოლი ოშკელი, ოშკის ტაძრის მაშენებელი  (X საუკუნის  II ნახევარი)

 ოშკის ტაძრის მშენებლობის ხელმძღვანელი, მოხსენიებულია ტაძრის სამშენებლო  წარწერებში.   

 

 

            ოშკის ტაძარი მდებარეოს სახრეთ საქართველოს ისტორიულ რეგიონ ტაოში (ამჟამად თურქეთის რესპუბლიკის ართვინის ოლქში) 

            pirveli წარწერა, მოთავსებული ტაძრის სამხრეთი შესასვლელის ტიმპანზე 12 გრძელ სტrიქონad,  შესრულებულია ასომთავრული ასოებით, წითელი საღებავით. ტექსტში გრიგოლი თავის Tავს უწოდებსსაქმესა ზედა ზედამდგომს”. წარწერა უნიკალურია იმ მხრივაც, რომ მასში გრიგოლი აღრიცხავს ტაძრიs mშენებლობისას ერთი წლის მანძილზე გაწეულ ხარჯს. ბოლო მონაცემების   მიხედვითSკის ტაძრის  მშენებლობას ადგილი ჰქონდა 963-976 წლებS. 963-966 წლებში მას აშენებდნენ ტაოელი ხელმწიფეები ძმები ბაგრატ ერისთავთა -ერისთავი და დავითი, ხოლო 966 წელს, ბგრატის გარდაცვალების შემდეგ, Sენებლობა უწარმოებია 10 წლიs განმავლობაში მის ძმას დავითს, მომავალ დავით კურაპალატს გარდ. 1001 . ოშკის ტაძრის წარწერების მიხედვით ისე ჩანს, მშენებლობის ყველა ეტაპზე მასში მონაწილეობდა გრიგოლი, როგორც სამუშაოთა ხელმძღვანელი.

      meore warwera,  “გრიგოლი” ,ამოკვეთილია აღმოსავლეთ ფასადზე ბაგრატთან და დავითთან, აგრეთვე როგორც ჩანს, ოშკის მონასტრის პირველ წინამძღვრებთან - მიქაელთან და იოვანესთან ერთად. ასევე, ოშკის ტაძარში, 2003 . Rმოჩენილი ერთ-ერთი სტელის -ღმრთისმშობელი ყრმით (ნიკოპეადა დავითის გამოსახულებით, ყველაზე ვრცელ, 33 სტრიქონად ამოკვეთილ წარწერაში, რომელშიც იგი დასახელებულია, როგორცხატისა ამის აღმმართებელიდა ეკლესიისა ამის მშრომებელი”;

      mesame წარწერა, რომელიც ტაძრის სამხრეთ კედელზე იყო წითელი საღებავიT დაწერილი, ამჟამად გახუნებულ-გადასულია, “გრიგოლიიხსენიება ბიზანტიელი იმპერატორების ბასილი II -სა (976-1025) და კონსტანტინე VIII-სთან (1025-1028) ერთად. მას შემდეგ, რაც 1023 წლის ზავით ოშკი და მისი მიდამოები საქართველოს სამეფოდან ბიზანტიის მფლობელობაში გადავიდა, ოშკის ტაძარი იმპერატორებს ახალი სახურავით გადაუხურავთ, რაც აღნიშნულია სწორედ ამ წარწერაში. როგორც Cანს, გრიგოლს ხანგრძლივად უცოცხლია, რადგან 60 წლის მანძილზე მისი მონაწილეობის კვალი ჩანს ტაძრის მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზე.ბოლოს, დასახელებული წარწერის მიხედვით ისე ჩანს, რომ გრიგოლი მონაზვნად Sემდგარა, ცხადია, Sკის მონასტერში. ზოგიერთი ავტორი ამ გრიგოლს აიგივებს  საუკუნის მწერალ გრიგოლ ოშკელთან, რომელსაც უთარგმნია გრიგოლ ღვთისმეტყველის  r ნაწარმოები, მაგრამ ეს სწორი არაა. სევე არაა სწორი ზოგიერთი ავრტორi მოსაზრება, რომ გრიგოლი იყო ოშკის ტაძრის ხუროთმოძღვარი _ წარწერების მიხედვით იგი მხოლოდ საუშაოთა ხელძღვანელია.

      შემორჩენილია გრიგოლის რელიეფური გამოსახულება, რომელიც მოთავსებულია ტაძრის სამხრეთი გალერეის .. რვაწახნაგა სვეტზე. აქ იგი წარმოდგენილია მლოცველის პოზაში ვედrებიs კომპოზიციის წინაშე. გამოსახულებას ახლავს წითელი საღებავით შესრულებული ასოთავრული წარწერა: ”ქრისტე, შიწყალე მონაი შენი გრიგოლი”.

 

 

      wyaroebi da samecniero literatura:

  1. Е.Такаишвили,Археологичесуая экспкдиция 1917-го года и южные провинции Грузии,Тбилиси,1951Б 51-52.

  2. v. beriZe, Zveli qarTveli ostatebi, Tbilisi, 1967,75-76.

  3. W.Djobadze, The georgien Churches of Tao-Klarjeti: Construction Methods and Materials (IX ti XI century), Oriens Christians, Bd, 62, 1962, p.162-128.Taf.VII, fig.9;

  4. W.Djobadze, Early medievalGeorgiann monasteries in historic Tao Klarjeti and Savseti, Stutgart, 1992, p. 131-134, pl.145;

  5. D.Winfield, Some early medieval figure sculpture from north-east Turkry, Journal of the Wazburg and Courtaud Instites, vol. XXXI, London, 1968, p. 38-57, pl.20 a,b.

 

 

 

moamzada ვალერი სილოგავაm