მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

გრიგოლ ლორთქიფანიძე, კათალიკოსი

   დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1696-1742.

 

 

                გრიგოლ ლორთქიფანიძეს დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსო საყდარი ეპყრა კათალიკოს დავით ნემსაძის შემდეგ. დასავლეთ საქართველოში გამეფებული ანარქიის გამო ყოველი ახლად დადგენილი კათალიკოსის უპირველესი საზრუნავი საკათალიკოსო ყმა-მამულის აღნუსხვა, მიტაცებული მამულების დაბრუნება და მეურნეობის აღდგენა ხდებოდა, მაგრამ ყველა კათალიკოსი როდი ახერხებდა ამ საქმეების მოგვარებას. გრიგოლ კათალიკოსი მხნედ შეუდგა თავისი სამწყსოს მოვლას. მან არა თუ აღადგინა საკათალიკოსოს დაცემული მეურნეობა, არამედ დაიბრუნა  მიტაცებული საკათალიკოსო მამულები იმერეთის მეფეებისა და დიდი თავადებისაგანოდიშის მთავრის, გურიელის, რაჭის ერისთავისაგან. მოაწესრიგა და გაამარტივა საგადასახადო საქმე _ საკათალიკოსო შემოსავლის გაზრდის მიზნით ადრე გუქმებული ფულადი ბეგარის ნაცვლად შემოიღო სანთლის ბეგარა. ამითვე შეცვალა ნატურალური საკომლო ბეგარის ნაწილიც.       

                გრიგოლის კათალიკოსობის დროს ენგურსგადაღმა გრძელდებოდა ჩრდილოკავკასიელ მთიელთა ჩამოწოლა. ოსმალთა ზეგავლენით ამ მხარეში სწრაფად ვრცელდებოდა მაჰმადიანობა. მრავალი ქართველი ტოვებდა თავის მიწა-წყალს და ენგურსგადმოღმა სახლდებოდა. გრიგოლ კათალიკოსი  ამ პროცესს ფხიზლად ადევნებდა თვალს და ყოველნაირად ცდილობდა ახალმოსახლეების დახმარებას. განსაკუთრებით მფარველობდა აფხაზეთის სამთავროს ტერიტორიაზე შევიწროებულ ყოფილ საკათალიკოსო ყმებს, მათში საფასურს უხდიდა ადგილობრივ მთავარს და სამწყსოს ტერიტორიაზე ასახლებდა. ენგურსა და კოდორს შორის მდებარე ტერიტორიიდან იმერეთსა და ოდიშში კათალიკოსმა გადმოასახლა ის საეკლესიო ყმებიც, რომლებიც ტყვეთა მტაცებლებს გადაურჩნენ. ამით მან შეინარჩუნა სამწყსო, მფარველობის განცდა ჩაუნერგა ბედის ანაბარა დარჩენილ ადამიანებს და ეკლესიას შემოსავალი გაუზარდა. გრიგოლის ძალისხმევით საკათალიკო ტახტმა არა მარტო შეინარჩუნა ყმა-მამულის უმეტესი ნაწილი, არამედ მრავალი სხვაც შეიძინა იმერთში, გურიასა და ოდიშში. გრიგოლის ეს მოღვაწეობა ძირითადად შეჯამებულია მის მიერ 1733 წელს შედგენილ ბიჭვინთის გუჯარში.

                თავისი მორალური შეგონებებით კათალიკოსი ებრძოდა  მაჰმადიანობის გავრცელებას, ქვეყნის მოღალატეებს. მან პირობა დაადებინა იმერეთისა და ოდიშის თავადებს, რომ ისინი ყოველ ღონეს იხმარდნენ თურქთაგან ქუთაისის ციხისა და იმერეთის გასათავისუფლებად, ასევე არ შეეკვრებოდნენ მაჰმადიანთ იმერეთისწასახდენად”, არცთათართალაშქარს შემოუძღვებოდნენ საკუთარ ქვეყანაში. 1701 წელს ოდიშის გამგებელმა ლიპარტიანმა ფიცით აღუთქვა კათალიკოსს, რომ ტყვეთა სყიდვაზე უარს იტყოდა. 1707-1710 წლებში დააფიცა იმერეთის საკათალიკოსო ყმები, რომ არ გაერეოდნენ ტყვის სყიდვის საქმეში. 1709 წელს ასეთივე პირობა დაუდეს ჩაჩუებმა,  1717 წელს - ბეჟან დადიანმა და რაჭის ერისთავმა.       

                გრიგოლი ცდილობდა კავკასიის მთიანეთის მოსახლეობაში ქრისტიანობის აღდგენას.  1713 წელს სამეგრელოს გავლით ევროპაში მიმავალ ფრანგ მისსიონერს რიშარს და სულხან-საბა ორბელიანს გრიგოლმა დაავალა, რომ იმერეთში მისიონერები ჩამოეყვანათ, რათა ისინი აფხაზეთსა და ჩერქეზეთში სამოღვაწეოდ გაეგზავნა.

                სვლილებები შეიტანა კათალიკოსმა საეკლესიო იერარქიაში: ჭყონდიდელ ეპისკოპოსს მიანიჭა მიტრიპოლიტის ხარისხი. 1740 წელს მას უბოძებია ქუთაისის მიტროპოლიტობა იმ ხანად გელათის იღუმენად მყოფ ანტონისათვის (კათალიკოსი ანტონ I).

                კათალიკოსი გრიგოლი მონაწილეობდა იმერეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ებრძოდა თავადთა თვითნებობას, რასაც ქვეყანა ანარქიამდე მიჰყავდა. მისი მხარდაჭერით მეფობა ჩამოართვეს გიორგი V აბაშიძეს და სამეფო ტახტზე აიყვანეს გიორგი VI ბაგრატიონი, იმერეთის ტახტის კანონიერი მემკვიდრე

 

 

 

           wyaroebi da samecniero literatura:

        xelnawrebi: xec: A #123, Q #631

        saqarTvelos siZveleni, I, Tb. 1929, #42, #45, #46.

1.       eq, TayaiSvili, saistorio masalani, Tb. 1912.

2.       s. kakabaZe, saistorio moambe, II 1925w, ,,afxazeTis saklesio didi davTari.”

3.       literatura:

4.       lominaZe b., masalebi dasavleT saqarTvelos XVII-XVIII saukuneTa istoriis qronologiisaTvis /masalebi  saqarTvelosa da kavkasiis istoriisaTvis, 1954, nakv. 31.

5.       lominaZe b., feodaluri meurneobis organizaciis istoriidan gvian feodalur saqartveloSi /masalebi  saqarTvelosa da kavkasiis istoriisaTvis, 1954, nakv. 30.

6.       m. TamaraSvili, istoria kaTolikobisa qarTvelTa Soris, 1902..

7.       s.kakabaZe, dasavleT saqarTvelos saeklesio sabuTebi, I. 1920.

8.       saqarTvelos kaTalikos-patriarqebi,nekeri, 2000.

 

 

 

 

 

moamzada ana baqraZem