მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

გიორგი პროხორე, პროხორე ქართველი (†  1066 .)

 საეკლესიო მოღვაწე, იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტრის ამშენებელი, წმინდანი, ხსენების დღე 12 თებერვალი

 

გიორგი-პროხორეს ოჯახის შესახებ ძალზე ცოტა ცნობებია შემონახული. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მამამისს იოვანე ერქვა, დედას _ რიანუში. ცნობილია ისიც, რომ მას ჰყავდა ძმა, ვისთან ერთადაც აღიზარდა წყაროსთავის მონასტერში გიორგი-პროხორე

პროხორე წარმოშობით შავშეთიდან (საქართველოს ისტორიული პროვინცია. ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზეა) იყო. ჯერ კიდევ ყრმა პროხორე კლარჯეთში მდებარე წყაროსთავის მონასტერში გაეშურა, რადგან იქ თავისი ძმა ეგულებოდა. განათლება პროხორემ წყაროსთავის მონასტერში მიიღო. აქ უნდა დამოწაფებოდა იგი შესანიშნავ ქართველ მწიგნობარსა და საეკლესიო მოღვაწეს, ეფთვიმე გრძელს (ეფთვიმე იერუსალიმელს). წყაროსთავის მონასტერში აკურთხეს პროხორე დიაკვნად და აქვე აღკვეცა იგი მონაზვნად მისმა სულიერმა მოძღვარმა არსენიმ. მოგვიანებით პროხორე მღვდლად აკურთხეს.

      ამის შემდეგ გიორგი წმინდა მიწაზე გაემგზავრა და წმ. საბა განწმედილის ლავრაში დაიდო ბინა, სადაც მრავალი წელი გაატარა. იგი ხან უდაბნოში იმყოფებოდა ლოცვითა და მარხვით, ხან  ლავრაში; ხან მარტო იყო დაყუდებული, ხანაც ემსახურებოდა თავის სულიერ მოძღვარსა და უძლურ ძმებს, რომელთათვის საჭმელ-სასმელი ჩამოჰქონდა იერუსალიმიდან. პროხორეს ღვთისაგან ჰქონდა ბოძებული მსახურებისა და სულთა გამკითხვის ნიჭი.

      XI საუკუნის 30-იან წლებში პროხორემ მონასტრის მშენებლობა წამოიწყო იერუსალიმის დასავლეთით; იმ ადგილზე, სადაც, ლეგენდის თანახმად, იზრდებოდა მართალი ლოთის მიერ დარგული ხე. ამ ხისგან უფლის ჯვარცმის დროს შეკრეს ჯვარი, რომელზედაც მაცხოვარი აცვეს. როგორც ირკვევა, პროხორეს ჯვრის მონასტერი აუშენებია `ბრძანებითა და მოღუაწებითა კურთხეულისა კაცისა მამისა ეფთÂმესითა~. საფიქრებელი, რომ ეს უნდა ყოფილიყო ეფთვიმე გრძელი, რომელსაც წყაროსთავის მონასტერში შეხვდა ჯერ კიდევ ყრმა გიორგი-პროხორე.

მონასტერს ჯვრის მონასტერი უწოდეს, მისი ეკლესია მოხატეს და შეამკეს `ყოვლითა სამკაულითა~. 1056 წელს იერუსალიმს ეწვია გიორგი ათონელი, რომელმაც იერუსალიმში ჩაიტანა მეფე ბაგრატ IV-ის (1027-1072 წწ.) დედის, დედოფალ მარიამის მიერ გაგზანილი შეწირულება. გიორგი ათონელი დიდად შეეწია საფასით ჯვრის მონასტრის მშენებლობას. პროხორე კი, ჩანს, უკვე ფიქრობდა მომავალი მონასტრის წიგნსაცავზეც და როგორც გიორგი ათონელის ბიოგრაფი გვაუწყებს, ევედრებოდა ქართველ მწიგნობარს, ახლადაგებული მონასტრისათვის გამოეგზავნა მის მიერ თარგმნილი წიგნები

მონასტრის მშენებლობა წლების განმავლობაში მიმდინარეობდა: 1038 წელს უკვე შენდებოდა მონასტრის მთავარი ეკლესია, რომელიც 1042 წლისათვის უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო. მონასტრის მშენებლობა გრძელდებოდა 50-იან წლებშიც, გიორგი ათონელის იერუსალიმში ყოფნის დროს (1056 .). საფიქრებელია, რომ მშენებლობა საბოლოოდ დასრულდა XI საუკუნის 50-იანი წლების მიწურულს ან 60-იანი წლების დამდეგს.

ჯვრის ქართველთა მონასტრის წინამძღვარი გახდა პროხორე, რომელმაც მონასტერში ოთხმოცი ძმა შეკრიბა და მათ წმ. საბას ლავრის სამონასტრო კანონი დაუდგინა წესად. ამას გარდა, პროხორემ იერუსალიმში ააშენა დიდი და ლამაზი სასტუმრო (ქსენადუქი). პროხორე ჩინებული მწიგნობარი იყო. იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა ჯვრის მონასტრის მწიგნობართა საქმიანობაში. ჩვენთვის ცნობილია მისი შეკვეთით დამზადებული ხელნაწერები და მისი ავტოგრაფული ანდერძები, რომლებიც ძალზე საინტერესო ცნობებს გვაწვდიან ჯვრის ქართველთა მონასტრის ისტორიისა და, ზოგადად, საქართველოს ეკლესიის ისტორიის სხვადასხვა საკითხების შესახებ.

როდესაც პროხორე დაუძლურდა, ამოარჩია ერთ-ერთი თავისი მოწაფე, სახელად გიორგი და ის დაადგინა ჯვრის ქართველთა მონასტრის წინამძღვრად.

1061 წელს პროხორე არნონის უდაბნოში (ამჟამად ვადი-მუჯიბის ხეობა იორდანიაში) წავიდა და თან წაიყვანა თავისი ორი მოწაფე: ერთი მღვდელი და ერთი მონაზონი. ხუთი წლის შემდეგ, 1066 წლის 12 თებერვალს გიორგი-პროხორე გარდაიცვალა

გიორგი-პროხორეს ცხოვრება ვრცლად ყოფილა აღწერილი, მაგრამ ამ ტექსტმა ჩვენამდე არ მოაღწია. ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ მოკლე `ცხოვრება~, რომელიც დაწერილი უნდა იყოს ჯვრის მონასტერში, 1066-1070 წლებში.

 

ჯვრის ხის ლეგენდა:

ჯვრის ხის ლეგენდა მოგვითხრობს, რომ იერუსალიმის დასავლეთით ბიბლიურმა ლოთმა თავისი ცოდვის მოსანანიებლად სამი ხე _ სარო, ფიჭვი და ნაძვი დარგო. სამივე ხე ერთად შეერთებული ამოიზარდა მიწიდან  _ ეს ნიშანი იყო იმისა, რომ ღმერთმა ლოთს მიუტევა თავისი ცოდვა.

როდესაც მეფე სოლომონი იერუსალიმის ტაძარს აშენებდა, ლოთის მიერ დარგული ხე მოჭრეს და მშენებლობაზე წაიღეს, მაგრამ ტაძრის შენების დროს იგი აღარ გამოიყენეს და ტაძრის ეზოში დატოვეს უფლის ჯვარცმის დროს რომაელმა ჯარისკაცებმა ამ ხისაგან გააკეთეს ჯვარცმა და ზედ იესო აცვეს.

 

 wyaroebi da samecniero literatura:

 

1.        qronikebi da sxva masala saqarTvelos istoriisa, gamoc. T. Jordanias mier, II, Tb., 1897, 523-525.

2.       Zveli qarTuli agiografiuli literaturis Zeglebi, IV, Tb., 1968, 345-346.

3.       Zveli qarTuli literaturis qrestomaTia, gamoc. s. yubaneiSvilis mier, I, 1947, 215.

4.      Кипшидзе, Д., Житие Прохора, Известия Кавказского Историко-Археологического Института, II,  Тифлис, 1917-1925, 58-68.

5.       gabaSvili, t., mimoslva, gamoc. el. metrevelis mier, Tbilisi, 1957, 0214.

6.       kekeliZe, k., Zveli qarTuli literaturis istoria, I, Tb., 1980,

7.       menabde, l., Zveli qarTuli mwerlobis kerebi, II, Tb., 1980, 69-

8.       metreveli, e., masalebi ierusalimis qarTuli koloniis istoriidan, Tb., 1960, 30-36.

9.       metreveli, e., Sehanis udabno – XI saukunis ucnobi qarTuli skriptoriumi palestinaSi, mravalTavi, filologiur-istoriuli krebuli, V, Tb., 1975, 22-44.

10.    metreveli, e., Jer. 14 xelnaweris anderZis gagebisaTvis, macne, enisa da literaturis seria, # 4 (1984), 79-91 / metreveli, e.,  filologiur-istoriuli Ziebani, I, Tb., 2007, 287-300.  

 

მოამზადა  Tina ceraZe