მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

გიორგი მცირე / გიორგი ხუცესმონაზონი (გარდ. 1083 წლის შემდეგ)

   XI  საუკუნის ქართველი სასულიერო მოღვაწე, მწერალი, მწიგნობარიმოღვაწეობდა საქართველოში, ათონის მთაზე, კონსტანტინოპოლში (ბიზანტია),  შავი მთაზე (სირია), იერუსალიმში (პალესტინა). 

 

გიორგი მცირე სიყრმიდანვე გიორგი ათონელის მოწაფე და სულიერი შვილი ყოფილა. იგი განუშორებლად ახლდა თან თავის მოძღვარს ყველა ადგილას, სადაც კი მოუხდა ყოფნა გიორგი ათონელს, იქნებოდა ეს შავი მთა თუ კონსტანტინოპოლი, საქართველო თუ იერუსალიმი.

გიორგი ათონელის გარდაცვალების შემდგომ (1065 .), გიორგი დაყუდებულმა, შავი მთის ქართველმა მოღვაწიემ და გიორგი ათონელის სულიერმა მოძღვრმა, სთხოვა გიორგი მცირეს, აღეწერა გიორგი ათონელის ცხოვრება. მან ორგზის მიმართა ამგვარი თხოვნით გიორგი მცირეს. ამასვე აიძულებდა გიორგი მცირეს იოანე ჭყონდიდელი, რომელიც, ბაგრატ მეფის დავალებით იყო ჩასული კონსტანტინოპოლში

გიორგი დაყუდებულს სურდა, მომავალ თხზულებაში აღწერილი ყოფილიყო გიორგი ათონელის ცხოვრების მეორე ნახევარიშავი მთიდან ათონზე გამგზავრებიდან ვიდრე მის სიკვდილამდე. განსხვავებული შეხედულება ჰქონიათ ათონელ მამებს, რომელთაც სურდათ ეხილათ გიორგის `ცხოვრება~ დაბადებიდან ვიდრე მის სიკვდილამდე. გიორგი მცირემ სწორედ ამ სურვილს გაუწია ანგაეიში.

`გიორგი ათონელის ცხოვრების~ ტექსტს წინ უძღვის წერილი (ეპისტოლე), რომლის ადრესატიცაა გიორგი დაყუდებული. ამ წერილიდან ირკვევა, რომ გიორგი დაყუდებულს ორჯერ მიუწერია წერილი გიორგი მცირესთან დაჟინებული თხოვნით, რომ ამ უკანასკნელს აღწერა გიორგი ათონელის ცხოვრება. თავის მხრივ, გიორგი მცირე გიორგი დაყუდებულისადმი მიწერილ წერილში ადრესატისაგან ითხოვდა უკცე დასრულებული თხზულების წაკითხვას და სრულყოფას: `რომელი იპოოს ნაკლულევანებაÁ მიზეზითა ჩუენ მიერ აღწერილობისაÁთა, განემართოს თქუენ მიერ მადლითა სულისა წმიდისაÁთა, რომელი მკÂდრ არს თქუენ თანა..~. მთელი თხზულება გამსჭვალულია გიორგი ათონელისადმი უდიდესი სიყვარულისა და პატივისცემის გრძნობით, დაწერილია ნატიფი სტილით

თხზულება ორ უმთავრეს ნაწილად არის დაყოფილი. თითოეული ნაწილი ავტორის მიერ შემუშავებული გეგმის თანახმადაა დაწერილი. თავისი მოძღვრის შესახებ გამოთქმული ყოველი აზრის დასამტკიცებლად გიორგი მცირეს ყველა შემთხვევაში მოჰყავს მაგალითები მოძღვრის ცხოვრებიდან და მოღვაწეობიდან. ავტორი, როგორც წესი, ასახელებს ხოლმე თავისი ცნობების წყაროსესენია თვით გიორგი ათონელის მიერ მოყოლილი ამბები და, ამას გარდა, სანდო პირებისაგან მოწოდებული ცნობები. ამგვარად, გიორგი მცირე იმავე მეთოდებს იყენებს თავისი თხზულების წერისას, რასაც თავად მისი მოძღვარი გიორგი ათონელი `იოანე და ეფთვიმეს ცხოვრების~ დაწერისას. სწორედ ამიტომაა, რომ გიორგი მცირის თხზულება სრულებით სანდო საისტორიო წყაროდ არის მიჩნეული.

გიორგი მცირის თხზულების დაწერის ზუსტი თარიღი უცნობია. `ცხოვრების~ ტექსტიდან ჩანს, რომ ავტორი თავისი თხზულების დაწერას შედგომია გიორგი ათონელის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე, ანუ 1066 წლის პირველი ნახევრიდან ვიდრე 1068 წლამდე, როდესაც გარდაიცვალა გიორგი შეყენებული.

გიორგი მცირე ცნობილია აგრეთვე როგორც მწიგნობარი, რომელიც ზრუნავდა ქართული ხელნაწერების გამრავლებაზე. ჩვენამდე მოაღწია მის მიერ გადაწერილმა ერთმა შესანიშნავმა ხელნაწერმა, რომელიც გიორგი ათონელის მიერ თარგმნილი `სამოციქულოს~ ტექსტს შეიცავს (ხელნაწერი A 584). და გადაწერილია 1083 წელს. ამ თარიღის შემდეგ ჩვენთვის არაფერია ცნობილი გიორგი მცირის შესახებ.

 

      wyaroebi da samecniero literatura:

  1. saqarTvelos samoTxe, sruli aRweraÁ RuawlTa da vnebaTa saqarTvelos wmidaTa, Sekrebili qronologiourad da gamocemuli m. sabininis mier, sankt-peterburgi, 1882, 437-488.

  2. janaSvili, m., aTonis iveriis monastris 1074 w. xelnaweri aRapebiT, tfilisi, 1901, 279-351.

3.       Zveli qarTuli agiografiuli literaturis Zeglebi, II, Tb., 1967, 106-207.

4.       Zveli qarTuli agiografiuli literaturis Zeglebi, IV, Tb., 1968, 420-425; 267-271 (giorgi aTonelis svinaqsaruli `cxovreba~).

5.       Zveli qarTuli literaturis qrestomaTia, gamoc. s. yubaneiSvilis mier, I, 1947, 180-214 (Semoklebuli teqsti).  

6.       Сабинин, М., Житие славных преподобных отцев наших Иоанна и Евфимия, Полное жизнеописание святых грузинской церкви, II, СПб, 1872, 161-212.

7.       Peeters, P., Histoires monastiques géorgiennes. Vita beati patris nostri Iohannis atques Euthymii, conscripts a paupercolo Georgio presbytera et monacho, Analecta Bollandiana, t. XXXVI-XXXVII, 1917-1919, 74-159.

  1. afciauri, j., giorgi mciris giorgi mTawmidelis cxovreba, Tb., 1980.

  2. kekeliZe, k., Zveli qarTuli literaturis istoria, I, Tb., 1980, 247- 250.

  3. javaxiSvili, i., Zveli qarTuli saistorio mwerloba, wignSi: iv. javaxiSvili, Txzulebani Tormet tomad, t. VII, Tb., 1977, 153-157.  

  4. Peeters, P., Histoires monastiques géorgiennes. Vita beati patris nostri Iohannis atques Euthymii, conscripts a paupercolo Georgio presbytera et monacho, Analecta Bollandiana, t. XXXVI-XXXVII, 1917-1919, 69-74.

 

moamzada Tina ceraZem