მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

გიორგი II

საქართველოს მეფე 1072-1089 წლებში

  

ბაგრატ IV-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა გიორგი II. ბაგრატ IV-ის დროინდელი მღელვარე მოვლენები _ ომები ბიზანტიასთან, ფეოდალური განდგომილება საეკლესიო ცხოვრების მოშლა და სულ ბოლოს თურქ-სელჩუკთა თავდასხმები _ მძიმე მემკვიდრეობად დააწვა ახალგაზრდა მეფეს.

1071 წლის 24 აგვისტოს მანასკერტთან დიდმნიშვნელოვანი ბრძოლა მოხდა ბიზანტიასა და თურქ-სელჩუკებს შორის. თურქებმა სასტიკი დამარცხება აგემეს ბიზანტიელთა ლაშქარს. მათ ხელთ იგდეს ბიზანტიელთა  სამხედრო ბანაკი, ხაზინა და დაატყვევეს თვით იმპერატორი რომან დიოგენე, ბიზანტიელები წინა აზიიდან განდევნეს.

ბიზანტიელთა ამ მარცხმა უდიდესი ზეგავლენა მოახდინა  წინა აზიის, ბალკანეთის და სამხრეთი კავკასიის  ხალხების შემდგომ ბედზე. საქართველოს სამხრეთით აღარ არსებობდა სომხეთის სახელმწიფო, ამ დროს იწყება სომეხთა მასობრივი ემიგრაცია სამხრეთით, კილიკიის ოლქში. მაღალი კულტურის ბიზანტიის ნაცვლად საქართველოს გაუმეზობლდა მომთაბარე-მეჯოგური, ექსტენსიური მეურნეობის, აგრესიული მუსლიმური სახელმწიფოამ ბრძოლის შემდეგ ბიზანტიამ საბოლოოდ თქვა უარი ანატოლიაზე და კავკასიაზე. საქართველო ამ დროს მარტო აღმოჩნდა ძლიერი მტრის წინააღმდეგ

თურქებმა დაიპყრეს საქართველოს სამხრეთი და აღმოსავლეთი ნაწილებიგააძლიერეს შეტევა ქვეყნის შიდა რაიონებზე. ისინი მოდიოდნენ ოჯახებით, საქონლით და დაპყრობილ ტერიტორიებს იალაღებად აქცევდნენ. ადგილობრივ მკვიდრთა ინტენსიური სამიწათმოქმედო კულტურა ნადგურდებოდა, ფერხდებოდა ფეოდალური საზოგადოების განვითრება. ასე რომ თურქ-სელჩუკთა სახით საქართველოს მოევლინა სრულიად ახალი ტიპის დამპყრობელი, რომელიც ადგილობრივ მეურნეობას საფუძველს აცლიდა, იწვევდა მოსახლეობის მასობრივ განადგურებას და აყრას

ამავე დროს XI საუკუნის 70-იანი წლებიდან დიდ სელჩუკთა უზარმაზარი სახელმწიფო დაშლას იწყებს. ცალკეული ოლქების მმართველები, მართალია, ამ დროს ჯერ კიდევ დიდ სულთანს ემორჩილებოდნენ, მაგრამ ყოველ შესაძლებელ შემთხვევას იყენებდნენ  საკუთარი  დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად.   1077 წელს ანატოლიის მმართველმა სულეიმან შაჰმაც  სულთნის ტიტული მიიღო.

ალფ-არსლანის მემკვიდრე მელიქ-შაჰი ტახტზე ასვლის უმალ საქართველოსკენ ილაშქრებს. 1080-იანი წლებიდან ხშირდება განსაკუთრებული ძალის შემოსევები საქართველოზე. ამ პერიოდს ქართველი მემატიანეებიდიდ თურქობასუწოდებენ

ასეთ გარემოცვაში მოუხდა მეფობა გიორგი II-. გამეფებიდან რამდენიმე თვეში, 1073 წელსნიანია ქუაბულიძემ, ივანე ლიპარიტის ძემ და ვარდან სვანთა ერისთავმა აშალეს ქვეყანა _ ივანემ კახელები მიიმხრო და ქსნის პირას ჩადგა, ნიანიამ ქუთაისი დაიჭირა, ვარდან სვანთა ერისთავმა ეგრისი დაარბია. (მატიანე ქართლისა). დიდგვაროვან ფეოდალთა ეს გამოსვლა, როგორც ჩანს, კარგად მოფიქრებული გეგმა იყო, რომელსაც მეფის ხელისუფლების დამცრობა ჰქონდა მიზნად. მოწინააღმდეგეებს გიორგიმ უხვ წყალობათა დარიგებით უპასუხა და ქვეყანა დაამშვიდა. ივანე ლიპარიტის ძეს სამშვილდე უბოძამის ვაჟს, ლიპარიტს  _ ლოწობანი, ნიანია ქუაბულის ძეს რუსთავის ნაცვლად თმოგვი დასხუანი საქონელნი რჩეულნი,” ვარდანს _ ჯაყელთა ასკალანა და უთაღუბო

გიორგი მეფის ეს ნაბიჯი ზოგ მკვლევარს სამეფო კარის უკან დახევად მიაჩნია, მაგრამ იმასაც აღიარებენ, შექმნილ ვითარებაში სხვა გამოსავალი არ ჩანდა. ქვეყნის იმჟამინდელ მდგომარეობას, განსაკუთრებით თურქთა მოძალების პირობებში, შინაგანი სიმშვიდე ესაჭიროებოდა. ეს მოჩვენებითი მშვიდობა მალე ისევ დაარღვია კლდეკარის ერისთავმა ივანე ლიპარიტის ძემ. მეფე მესხების ლაშქრით  და აღსართან კახეთის მეფის დახმარებით სამშვილდეში ილაშქრა. ივანემ ვერ გაუწია წინააღმდეგობა, მეფემ ლიპარიტს ჩამოართვა ლოწობანი, ივანეს ერთგულების ფიცი ჩამოართვა, ისევ მიუბოძა კლდეკარი და სამშვილდე და ამგვარად კვლავ აღადგინა მშვიდობა. მიუხედავადშერიგებისა”, ორგული ფეოდალის მტრობა მეფისადმი არ დასრულებულა. რამდენიმე წლის შემდგ, მელიქ-შაჰის შემოსევამდე ცოტა ხნით ადრე, ივანემ გაგის ციხე მეფის მეციხოვნეებს გამოსტყუა და განძის ამირა ფადლონს მიჰყიდა. როდესაც  მელიქ-შაჰი საქართველოს მოადგა, ივანემ თავისი შვილი ლიპარიტი წინ მიაგება. იგი სულთანმაშეიწყნარადა თავისთან რამდენიმე ხანს დატოვა. ჩვენთვის უცნობი მიზეზით ლიპარიტი მალევე გამოპარვია სულტანს. ამის გამო მელიქ-შაჰმა პირველად მისი  სამფლობელო _ სამშვილდე  დაარბია დალიპარიტის მამა ივანე მთელი ოჯახით დაატყვევა. ამის შემდეგ თურქ-სელჩუკები მთელ ქართლს მოედვნენ, დაარბიეს და განძისაკენ გაბრუნდნენ. აქ მათ განძა დაიმორჩილეს და მმართველად თურქი ამირა სარანგი დასვეს. სწორედ ეს სარანგი დვინისა და დმანისის ამირებთან ერთად შემოესია ქართლს. გიორგი მეფემ შეკრიბა ლაშქარი, მოიშველია  აღსართან კახთა მეფე და ფარცხისთან მტერს შეება. აქ ქართველებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს (ამ ბრძოლის თარიღი სხვადასხვა ისტორიკოსის გამოთვლებით მერყეობს 1073-1077 წლებს შორის).

ფარცხისთან გამარჯვების შემდეგ გიორგი მეფე დასავლეთ საქართველოში გადასულა  და ბიზანტიისაგან წართმეული ციხე-სიმაგრეები დაუბრუნებია. აფხაზეთში მან დაიკავა ანაკოფია, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში _ კლარჯეთ-შავშეთის, ჯავახეთისა და არტაანის ციხე-სიმაგრეები. ტაოში ყოფნისას მასთან მისულა ბიზანტიის სამსახურში მყოფი ქართველი დიდებული გრიგოლ ბაკურიანის-ძე და გიორგისათვის გადაუცია კარის ციხე-ქალაქი. ამის შემდეგ კვლავ წარმატებული ბრძოლები გადაუხდია გიორგის სასაზღვრო ზონებში _ დაუკავებია კარის, ვანანდისა და კარნიფორის ციხეები, სადაც თურქები თარეშობდნენ.

მაგრამ გიორგი მეფის სამხედრო წარმატებები ხანმოკლე აღმოჩნდა. საქართველოს სამხრეთ საზღვრებთან შევიწროებული თურქები შურისძიებაზე ფიქრობდნენ. 1070-იანი წლების დასასრულს  მელიქ-შაჰმა ამირ მაჰმადის მეთაურობით დიდი ლაშქარი გამოაგზავნა საქართველისაკენ. პირველად მათ არზრუმი და ოლთისი დაიპყრეს, დაიკავეს კარი და ყველის ციხეში მდგომ მეფეს მოულოდნელად თავს დაესხნენ _ “აოტეს გიორგი მეფე და სპა მისი”. მტერმა დიდძალი ნადავლი ჩაიგდო ხელთ და გაბრუნდა. სწორედ ამ დროს ამირ მაჰმადის ჯარი ბიზანტიისკენ მიმავალ თურქთა ორ დიდ ამირს _ აბუ იაყუბს და ისა ბორს შეეჩეხა. ამირ-მაჰმადმა მათ უამბო საქართველოზე გამარჯვების ამბავი და წარმტაც ფერებში დაუხატა ამ ქვეყნის სიმდიდრე. მონათხრობმა  სარდლებს მიმართულება შეაცვლევინა _ მათ ბიზანტიას თავი ანებეს და გეზი საქართველოსკენ აიღეს. უკვე ომგადახდილ ქვეყანას კალიებივით მოედვნენ. დალაშქრეს და იავარქმნეს მთელი დასავლეთი და აღმოსავლეთი საქართველო: ასისფორი, კლარჯეტი, შავშეთი,   აჭარა, სამცხე, ქართლი, არგვეთი, სამოქალაქო და ჭყონდიდიაღივსო თურქითა”.

      ამის შემდეგ თურქები ყოველი წლის გაზაფხულზე მოდიოდნენ და დაზამთრებამდე რჩებოდნენ. თანდათანოით ქართლ-კახეთის მიწათმოქმედებისათვის ნაყოფიერი სავარგულები მეჯოგეების საზამთრო სადგომებად იქცა. მთა და ზეგნები საზამთრო საძოვრებად გაიხადეს. “არა იყო მათ ჟამთა შინა თესვა და მკა, მოოხრდა ქუეყანა და ტყედ იქცა, ნაცვლად კაცთა  მხეცნი და ნადირნი ველისანი დაემკვიდრნეს მას შინა”. დაიწყოდიდი თურქობა”.

დამარცხებული გიორგი მეფე აჭარაში გადავიდა, აქედან აფხაზეთშიგიორგი მეფე ქვეყნის გადასარჩენად სხვა გამოსავალს ვეღარ ხედავდა, გარდა სულთანთან მორიგებისა. დიდებულებთან მოთათბირების შემდეგ იგი მალიქ -შაჰს ისპაჰანში ეახლა (1083 .). მელიქ-შაჰმა მეფეშეიწყნარა, ვითარცა შვილი საყვარელი”, ყოველი სათხოვარი აღუსრულა, გაათავისუფლა მისი სამეფო ზედამარბეველთაგან და მისცა კახეთი და ჰერეთი. ამ ნაბიჯით გიორგი მეფემ ქვეყანა მოასვენა დამანგრეველი თავდასხმებისაგან, სამაგიეროდ მძიმე ხარკი იკისრა, რომელსაც თურქებიჟამსა მრავალსაკრეფდნენ საქართველოში.

სამშობლოში დაბრუნებულ გიორგის კვლავ დიდი შინაგანი სირთულის დაძლევა უწევდა ჰერეთ-კახეთის შემოსაერთებლად, რისთვისაც სულთანმა ჯარი გამოაყოლა (ამ დროს კახტა მეფე აღსართანი არ ემორჩილებოდა საქართველოს მეფეს). გიორგიმ ვეჯინს ალყა შემოარტყა, მაგრამ ორი თვის შემდეგ თურქთა ჯარი მიატოვა და დასავლეთ საქართველოში გადავიდა. ზოგი მეცნიერი მეფის ამ ნაბიჯში ხედავს მეფის დაუდევრობას და სისუსტეს, ზოგი _ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას _ მონაწილეობა არ მიეღო თურქთა მიერ კახეთის აოხრებაში.

კახეთიდან გიორგის წასვლის შემდეგ კახთა მეფე აღსართანი თავად ეახლა მელიქ-შაჰს, რჯული შეიცვალა და კახეთი მიიღო. ამრიგად, კახეთი პოლიტიკურად კიდევ უფრო დაშორდა ერთიან საქართველოს. კახეთში რომ ფეხი მოიკიდა, მელიქ-შაჰმა აზერბაიჯანი თავის ახლო ნათესავს ყოთბ ედ-დინ ისმაილს უბოძა და კავკასიაში დაპყრობილი ქვეყნების მართვა-გამგეობაც მას ჩააბარა. გიორგი მეფემ მართვის სადავეები დაკარგა, არ წყდებოდა არც თურქთა მომტაბარეობა. ”მოოხრებულ იყო ქართლი და თვინიერ ციხეთა სადამე, არა სადა იყო კაცი სოფელსა შინა, არცარა შენებულობა”. ქალაქები: რუსთავი, დმანისი, სამშვილდე _ მტრის ხელში იყო. თურქებსავე ეკავათ ხორნაბუჯი, აგარანი, ქავაზნი, გაგი და სხვა ციხეები. მატერიალურად განადგურებულ და მორალურად დაცემულ მოსახლეობას უმძიმეს ტვირთად აწვა თურქებისათვის გადასახადი ხარკი. ასეთ მძიმე საშინაო და საგარეო პირობებში გიორგი მეფე გადადგა ტახტიდან და სამეფო თავის შვილს, 16 წლის დავითს გადასცა.

 

            წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.     მატიანე ქართლისა/ ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით . ყაუხჩიშვილის მიერ, თბილისი, 1955.

2.     ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი/ ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით . ყაუხჩიშვილის მიერ, თბილისი, 1955.

3.     ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, II, თბილისი, 1966;

4.     . ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის სდაკითხები, . IV, თბილისი, 1973;

5.     . ლორთქიფანიძე, საქართველოსშინაპოლიტიკური და საგარეო ვითარება X . 80-იანი წლებიდან XI . 80-იან წლებამდე, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, . III, თბილისი, 1979;

6.     . შენგელია, სელჩუკები და საქართველოXI საუკუნეში, თბილისი, 1968.

 

მოამზადა მზია სურგულაძემ