მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

გაბრიელ ტფილელი

XI საუკუნის ქართველი საეკლესიო მოღვაწე

 

      ცნობები გაბრიელის ვინაობისა და ოჯახის შესახებ ჩვენამდე მოღწეული არ არის. უცნობია აგრეთვე, რა იგულისხმება გაბრიელის ზედწოდებაში `ტფილელი სადაურობა (წარმოშობით ტბილისიდან) თუ სამოღვაწეო ადგილი (თბილისთან დაკავშირებული რაიმე სასულიერო წოდება ტფილისის ეპისკოპოსი, სხვ.)

XI -ის შუა ხანებში გაბრიელ ტფილელი იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტრის ძმობის წევრი იყო. 1065 წლამდე მან დატოვა ჯვრის მონასტერი, გაემართა ტრანსიორდანიაში და დააარსა ქართველთა ახალი მონასტერი შიჰანის (ქართ. ტრანსკრიფციით შეჰანის) მთაზე; მდ. არნონის (დღევანდელი ელ-მუჯიბი) ხეობასთან.

დაახლ. 1065 წლისათვის შეჰანის მონასტერი უკვე  მოქმედებსამ დროისათვის ახლადაგებულ შეჰანში გადაიწერა ქართული ხელნაწერი, რომელიც ამჟამად იერუსალიმის ბერძნული მართლმადიდებლური საპატრიარქოს ბიბლიოთეკაშია დაცული.

საფიქრებელია, რომ შეჰანის მონასტერი იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტრის მეტოქი იყო; ყოველ შემთხვევაში, წერილობითი წყაროებიდან (ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერები) ჩანს, რომ ამ ორ მონასტერს განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან

გაბრიელ ტფილელის მიერ დაარსებულ მონასტერს დიდხანს არ უარსებია: XII -ის შუა წლებში შეჰანის მონასტერი ჯერ კიდევ მოქმედი იყო და იქ მოღვაწეობდნენ გაბრიელ ტფილელის შვილიშვილები: იოსებ და იოვანე. XIII -ში შეჰანის მონასტერი უკვე აღარ არსებობს _ მისი კუთვნილი ხელნაწერები ამ დროისათვის უკვე იერუსალიმის ჯვრის მონასტერშია გადატანილი; ორი საუკუნის შემდეგ კი, XV -ში, შეჰანის მონასტრის სახელი უკვე დავიწყებასააა მიცემული.

    

    wyaroebi da samecniero literatura:

    qarTuli xelnawerebi: Jer. Georg. 50 (XIs.), 67r; Jer. Georg.  42 (1066 wlamde), 141v; Paris. Georg. 28 (XII saukune), 246v.

1.        e. metreveli, Sehanis udabno – XI s-is ucnobi qarTuli skriptoriumi palestinaSi, mravalTavi, V, 1975,  22-44;

2.       T. ceraZe, Sihanis mTa (iordania) da Sehanis qarTvelTa monasteri iordaniaSi: wyaroebi, perspeqtivebi, mravalTavi, XXI.

 

moamzada Tina ceraZem