მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 

გაბისულავა ანდრონიკე XIV .

წალენჯიხის მონასტრის ბერი, მხატვარი

 

             ანდრონიკემ, მეორე ბერთანმახარობელ ქვაბალიასთან ერთად, სამეგრელოს მთავრის ვამეყ დადიანის (1384-1396) დავალებით კონსტანტინოპოლიდან ჩამოიყვანა მხატვარი კირ მანუელ ევგენიკოსი, რომელმაც შესანიშნავი ფრესკული მხატვრობით შეამკო წალენჯიხის მთავანგელოზთა ტაძარი. ამის შესახებ მოთხრობილია ტაძრის სვეტებზე მოთავსებულ საღებავით შესრულებულ ქართულ და ბერძნულ წარწერებში.

      წალენჯიხის მხატვრობა პალეოლოგოსთა  ეპოქის ბიზანტიური ფერწერის ერთ-ერთი საუკეტესო ნიმუშია საქართველოში. გამოთქმულია მოსაზრება, რომ კირ მანუელ ევგენიკოსს ტაძრის მოხატვაში გაბისულავა ანდრონიკე და ქვაბალია მახარობელი ეხმარებოდნენ.

 

 

      wyaroebi da samecniero literatura:

  1. walenjixis taZris svetis qarTul-berZnuli warwera

  2. e.TayaiSvili, arxeologiuri mogzaurobani da SeniSvnani, w.II, 1914.

  3. Ш.Амиранашвили,История грузинского искусства, М. 1963.

  4. И.Лордкипанидзе, Роспись в Цаленджиха, Тбилиси, 1993.

 

 

moamzada valeri silogavam