მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

წმ. ევსტათი მცხეთელი, VI .

ეროვნებით სპარსი საქართვდლოს ეკლესიის წმინდანი

 

დაახლ. 540 ან 541 წელს სპარსეთიდან ქართლისაკენ გამოემართა და მცხეთაში დასახლდა სპარსული წარმოშობის მქონე ვინმე გვირობანდაკი, ეროვნებით სპარსი, რომელსაც მოგვი მამა ჰყავდა. ამ დროს გვირობანდაკი 30 წლისა იყო. მცხეთაში დასახლებულმა გვირობანდაკმა მეჩექმეობის შეისწავლას მიჰყო ხელი; აქვე გაეცნო იგი ქრისტიანულ მოძღვრებას და იწამა მისი. ხელობის ათვისების შემდეგ სპარსმა მეჩექმემ ქრისტიანი ცოლი ითხოვა და ქრისტიანული წესით მოინათლა. ნათლობისას მას სახელად ევსტათი დაარქვეს.

ერთ დღეს მცხეთაში მცხოვრებმა სპარსმა ხელოსნებმა ერთად მოიყარეს თავი  მაზდეანური დღესასწაულის აღსანიშნავად და ამ ზეიმზე ევსტათიც მიიწვიეს. ევსტათიმ თანამემამულეებს გამოუცხადა, რომ იგი ქრისტეს მიმდევარი იყო და უარი თქვა ზეიმში მონაწილეობის მიღებაზე

დღესასწაულის დამთავრების შემდეგ სპარსელმა ხელოსნებმა ევსტათი უსტამ მცხეთის ციხისთავთან დააბეზღეს. უსტამმა თავისთან დაიბარა ევსტათი, რომელიც ჯერ შედრკა, არ უნდოდა წასვლა ციხისთავთან, მაგრამ შემდეგ გული გაიმაგრა და უსტამის წინაშე წარდგა.

ციხისთავმა ევსტათის ვინაობა და აღმსარებლობა გამოჰკითხა. ევსტათიმ აუწყა ციხისთავს, რომ წარმოშობით იგი იყო ქალაქ განძაკიდან, არშაკეთიდან; და რომ თავდაპირველად იგი, მოგვი მამის შვილი, მოგვობას აპირებდა თავადაც, მაგრამ განძაკში მცხოვრები ქრისტიანი ეპისკოპოსებისა და მღვდლებისაგან მოისმინა ქრისტეს შესახებ და მიხვდა, რომ მხოლოდ იესო იყო ჭეშმარიტი ღმერთი. უსტამმა უთხრა: შენ არავინ დაგანებებს ქრისტიანად ყოფნას, დიდი ტანჯვა მოგელის, თუკი შენი ნებით არ უარყოფ ქრისტიანობასო. ევსტათისაგან უარის მიღების შემდეგ ციხისთავმა იგი გააგზავნა თბილისში, ქართლის მარზპანთან (მმართველთან), არვანდ გუშნასპთან, რომელსაც ხელეწიფებოდა სასიკვდილო განაჩენის გამოტანა. ციხისთავმა ევსტათისთან ერთად მარზპანთან გააგზავნა მცხეთაში მცხოვრები შვიდი სპარსი, რომლებიც, ევსტათის მსგავსად, ქრისტიანულ წესზე იყვნენ მონათლულები.

არვანდ გუშნასპმა ქრისტიან სპარსელებს შესათავაზა, დაუყოვნებლივ დაბრუნებოდნენ მამაპაპეულ სარწმუნოებას, წინააღმდეგ შემთხვევაში სასტიკი სასჯელით ემუქრებოდა მათ. ორი მათგანი გატყდა და უარყო ქრისტიანობა; დანარჩენები, მათ შორის ევსტათი, მტკიცედ დახვდნენ ამ განსაცდელს. არვანდმა ბრძანა, ბორკილები დაედოთ ურჩებისათვის და ციხეში დაემწყვდიათ ისინი.

ექვსი თვის შემდეგ, როდესაც არვანდი სპარსეთში მიემგზავრებოდა სპარსეთის ხელმწიფესთან, მასთან გამოსათხოვრად შეკრებილმა ქართლის დიდებულმა აზნაურებმა და სამოელ ქართლის კათალიკოსმა არვანდ გუშნასპს ტყვეების_ ქრისტიანობამიღებული მცხეთელი სპარსელების გათავისუფლება სთხოვეს, რაზედაც მარზპანისაგან თანხმობა მიიღეს.

სამი წელიწადში თბილისში ახალი მარზპანივეჟან ბუზმირი დაინიშნა. Aხალ მარზპანთან ისევ მივიდნენ მცხეთელი მაბეზღარები და შეატყობინეს ახალგაქრისტიანებულთა შესახებ. Aვეჟან ბუზმირმა ორი მხედარი გააგზავნა მცხეთაში ევსტათისა და სტეფანეს ჩამოსაყვანად. ევსტათი წინასწარ გრძნობდა, რომ ამჯერად სიკვდილი არ ასცდებოდა და სათითაოდ გამოემშვიდობა თავისი ოჯახის წევრებს

ვეჟან ბუზმირმა მალევე გაუშვა სტეფანე, რადგან გაირკვა, რომ იგი (სტეფანე) ქრისტიანი დედ-მამის შვილი იყო. ევსტათის კი უბრძანა, მოეყოლა მისთვის თავისი წარმომავლობისა და აღმსარებლობის შესახებ. ევსტათიმ აუწყა მარზპანს, რომ ჯერ კიდევ სპარსეთში, მშობლიურ ქალაქში ყოფნისას შეიყვარა იესო და მისი მოძღვრება, რომლის შესახებაც მან სამოელ არქიდიაკონისაგან შეიტყო.

მარზპანმა შესთავაზა ევსტათის, დაბრუნებოდა მაზდეანობას - მამაპაპეულ სარწმუნოებას, მისგან უარის მიღების შემდეგ კი ბრძანა, ევსტათი საპყრობილეში წაეყვანათ და თავი მოეკვეთათ მისთვის, მისი გვამი კი ნადირთა შესაჭმელოდ გადაეგდოთ. სიკვდილისწინა ლოცვის დროს ევსტათიმ ღმერთს შესთხოვა, რომ მისი გვამი მცხეთის მიწას დაბრუნებოდა დასამარხად. ამის პასუხად ზეციდან მოისმა ხმა, რომელიც ევსტათის მისი უკანასკნელი სურვილის ასრულებას დაპირდა.

ევსტათის გვამი ღამით წაიღეს და ქალაქგარეთ გადააგდეს. ჲეს გაიგეს იქაურმა ქრისტიანებმა, რომლებიც სტეფანეს მიერ იყვნენ გაფრთხილებულნი. მათ ევსტათის გვამი  მცხეთაში წაიღეს და სტეფანეს შეატყობინეს. სტეფანემ, თავის მხრივ, სამოელ კათალიკოსს აუწყა ევსტათის მოწამეობრივი აღსასრულის შესახებ. ევსტათის გვამი დიდი პატივით დაკრძალეს მცხეთის მინდა ეკლესიაში და მის საფლავზე მრავალი სასწაული აღსრულდება.

ევსტათის წამების თარიღად . ჯავახიშვილი და . ჰარნაკი 544-545 წელს მიიჩნევენ; . კეკელიძე კი თვლის, რომ ევსტათი აწამეს არაუადრეს 551 წლისა.

სხვადასხვა თვალსაზრისი არსებობს ევტათის `წამების~ დაწერის დროისა და ავტორის შესახებ: . კეკელიძის თანახმად, თხზულება დაწერილი უნდა იყოს  არა უგვიანეს VI საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისისა, მონოფიზიტობის მიმდევარი მცხეთელი ქართველის მიერივ. ჯავახიშვილი და . ჰარნაკი მიიჩნევენ, რომ ავტორი თხზულებისა არის ევსტათის თანამედროვე გაქრისტიანებული სპარსელი. დაწერის თარიღად . ჰარნაკი მიიჩნევს VI საუკუნის უკანასკნელ წლებს. ივ. ჯავახიშვილის აზრით, თხზულების თავდაპირველი რედაქცია, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია, მეექვსე საუკუნის დასასრულსა თუ მეშვიდე საუკუნის დამდეგს შეიცვალა და დღევანდელი სახე მიიღო

`ევსტათი მცხეთელის მარტვილობის~ შემცველი უძველესი ხელნაწერი თარიღდება X საუკუნის ბოლოთი - XI საუკუნის დამდეგით

გარდა ამისა, ცნობილია ანტონ კათალიკოსის მიერ შექმნილი მეტაფრასული რედაქცია (1768-69) და 2 სვინაქსარული რედაქცია (XVIII სს.).

 

 

     წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:
1. საქართველოს სამოთხე, გამოცემული გობრონ პავლეს ძე საბინინის მიერ, პეტერბურღი, 1882, გვ. 313-322.
2. ს. კაკაბაძე, საიტორიო კრებული, წიგნი III, 1928, გვ. 80-94;
3. ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, I, შეგენილი სოლ. ყუბანეიშვილის მიერ, თბილისი 1946, გვ. 44-45;
4. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, I, თბილისი, 1963, გვ. 3-45;
5. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, VI, თბილისი, 1980, გვ. 208-228; 493-495 (ანტონ კათალიკოსის რედაქცია);
6. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, IV, თბილისი, 1968, გვ. 385-386, 207-209 (სვინაქსარული რედაქციები).
7. М. Сабинин, Полное жизнеописание святых грузинской церкви, II, СПб. 1872, გვ.79-91;
8. Das Martyrium des Heiligen Eustatius von Mzcheta, iv. javaxiSvilis Targmani JurnalSi Sitzungsberichte der könig. preussischen Akademie der Wissenschaften, Berlin, 1901, XXXVIII, s. 875-912.

9. ივ. ჯავახიშვილი, ძველი ქართული საისტორიო მწერლობა, (V-VIII სს.), თბილისი, 1945, გვ. 66-70;
10. კეკელიძე კორნელი, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I, თბილისი, 1980, გვ. 508-515;
11. ს. კაკაბაძე, ევსტათი მცხეთელის ცხოვრება, საისტორიო კრებული, წიგნი III, 1928, გვ.76-80

 

 


მოამზადა თინა ცერაძემ