მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

ეტიფანე (ეპიფანე), კათალიკოსი

ქართლის კათალიკოსი დაახ. 1210-1220 წწ.

 

            ეტიფანეს სახელთან არის დაკავშირებული ორი წერილობითი ძეგლის _ ანისის ქართული ეკლესიის 1218 წლის წარწერა და იენაშის ოთხთავი.

            ანისის წარწერა იურიდიული შინაარსის დოკუმენტია, შედგენილია მეტად საინტერსო ფორმით _ კათალიკოსი მოძღვრავს ანისის ქართულ სამღვდელოებას და მრევლს. ტექსტში კითხვითი წინადადებების ჩართვით და ამასთანავე განსაზღვრავს საეკლესიო საიდუმლოებათა (ჯვრისწერა, მიცვალებულისათვის წესის აგება) აღსრულებაზე დაწესებულ გადასახდს.        წარწერა აღმოჩნდა 1910 წელს აკად. . მარის ხელმძღვანელობით ანისში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების დროს ერთ-ერთ ქართული ეკლესიის ნანგრევების გაწმენდისას. წარწერიანი ქვები მიწით იყო დაფარული. მათი აწყობის შემდეგ მთლიანად გაიმართა დიდი მოცულობის ტექსტი. . თაყაიშვილის დახასიათებით, ეს ვეებერთელა წარწერა ამოკვეთილია 20 სტრიქონად, 50-ზე მეტ ქვის ფილაზე. ტექსტის პირველი 19 სტრიქონი ქართული ასომთავრულითაა ნაწერი, ხოლო მე-20 სტრიქონი _ სომხური დამტკიცება _ გრიგოლ ეპისკოპოსისა და ანისის ამირა ვაჰრამისა _ ერკათაგირით. წარწერიანი ფილების ადგილსამყოფელი ამჟამად უცნობია (1915 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს ანისისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის დაკავებამდე თურქეთის ჯარების მიერ ანისის არქეოლოგიური მუზეუმის თანამშრომლებმა სხვა მასალასთან ერთად რომელთა გამოზიდვა ვერ მოასწრეს, წარწერიანი ფილები კვლავ მიწაში ჩაფლეს).

            ეტიფანე კათალიკოსის მიერ ამ განჩინების შედგენა გამოუწვევია შემდეგ გარემოებას: 1218 წლის წინა ხანებში ანისის ქართულენოვან მართლმადიდებელ მრევლსა და სამღვდელოებას შორის განხეთქილება ჩამოვარდა  საეკლესიო გადასახების თაობაზე. სამღვდელოება ქორწინების და მიცვალებულის წესის აგებისათვის მრევლისაგან ითხოვდა 100 დრამას. ამას უკმაყოფილება გამოუწვევია, როგორც ჩანს, მისი სიდიდის გამო, რაც იმაში გამოხატულა, რომ მრევლის ერთ ნაწილს შეუწყვეტია წირვა-ლოცვაზე დასწრება. ამის საპასუხოდ სამღვდელოების ერთ ნაწილსაც უარი უთქვამს წირვა-ლოცვის ჩატარებაზე. ამ დაპირისპირებულ მხარეთა შერიგებას ისახავს მიზნად კათალიკოსის განჩინება. იგი ორი ნაწილისაგან შედგება. პირველ ნაწილში იგი სამღვდელოებას მიმართავს: “უსასყიდლოდ მიგიღებიეს და უსასყიდლოდ მისცემდით” (მათე, 10,9) და იქვე განმარტავს სახარების ამ ადგილს: ეს ნიშნავს, რომ უფალი გეუბნებათ: ჩემთვის რა მოგიციათ იმ მადლის საფასურად, რომელიც ჩემგან გაქვთ მიღებული? არც თქვენ შეგეფერებათ ხალხისათვის ლოცვის მიყიდვა”. მეორე ნაწილში კატალიკოსი მრევლს მიმართავს: “სიხარულით მიეცით დაძალების გარეშე, რადგან სიხარულით მისაცემელი უყვარს უფალს” (შდრ. კორინთელთა 9,7). შემდეგ კათალიკოსი მოძღვრავს მრევლს: “ქალაქის მკვიდრნო ქაერთველნომღვდელთაგან უნდა მიიღოთ ლოცვა და წირვა, ნუ დაუჭერთ მათთვის მისაცემელს”. ბოლოს კათალიკოსი მიმართავს ორთავე მხარეს: ”თქუენ გიყვარდეთ, ვითარცა მამანი სულიერნი და მათ უყუაარდეთ, ვითარცა შვილნი სულიერნი”. კათალიკოსის ამ სიტყვებს გულისხმობდა . თაყაიშვილი, როდესაც წერდა: “კათალიკოსი ეპიფანე დიდად განათლებული კაცი ყოფილა, ნიჭიერი და სათნო მწყემსი, მართლმსაჯული და უნარის მქონე. მან  მშვიდობიანად მოაწესრიგა შუღლი თავის სამწყსოს წევრთა შორის ქრისტიანული მორალის და სიყვარულის მიხედვითო”.

            ეტიფანე კათალიკოსს, “განჩინებისმიხედვით, მრევლის მხარე დაუჭერია და მის სასარგებლოდ გადუწყვეტია დავა. საეკლესიო გადასახდი 100 დრამის ნაცვლად 100 “ტფილურითგანუსაზღვრავს. ფულის ერთეულიტფილურისხვაგან არ გვხვდება. როგორც ჩანს, იგი ახლად შემოსული უნდა ყოფილიყო ხმარებაში, რადგან იქვე განმარტავს, სამი ტფილური ერთი დანგი არისო. ერთ-ერთ გადასახადად მრევლს კათალიკოსიძროხის ტყავსუწესებს. აქ იგულისხმება იმ ხარის ტყავი, რომელიც მიცვალებულის სულის მოსახსენებლად იკვლებოდა. როგორც ტექსტიდან ჩანს, ტყავს მთლიანად იტოვებდა მიცვალებულის ჭირისუფალი _ იგი გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენგდა (გამოიყენებოდა საქალამნედ, ტიკების, ტანსაცმლის ნაწილების და სხვ. დასამზადებლად). ხოლო ამის შემდეგ საქონლის ტყავი (შოლტი) ეკლესიისათვის უნდა მიეცათ. . მარის დაკვირვებით, შოლტში იგულისხმება საქონლის ტყავის შუა ნაწილი, რომელიც მას ზურგზე გასდევს. გარდა ამისა, ქორწინებისათვის მრევლს სამღვდელოებისათვის ევალებოდა პურის ჭმევა, ხოლო მიცვალებულის წესის აგებისათვის თუ ძალი ედვას, “პური აჭამოსდა სხუაი წაღებაი, ძალისაებრ. .. ორივე შემთხვევაში ითვალისწინებდა მრევლის შეძლებას.

            ეტიფანე კათალიკოსი პირადად ჩასულა ანისში, ადგილზე გაურჩევია დავა მრევლსა და სამღვდელოებას შორის და ისე გამოუტანია განაჩენი, რადგან წარწერის ტექსტში იგი ერთგან წერს: “ესე მე ეტიფანეს კათალიკოზსა ჩემითა ხელითა დამიწერია, ოდეს ანისს ეკლესიანი ვაკურთხენო”.

            ეტიფანე კათალიკოსის შეკვეთითაა დამზადებული ქართული ოთხთავის ერთ-ერთი ყველაზე მდიდრულად შემკული ხელნაწერი, რომელიც მას მცხეთის საკათალოიკოსო საყდრისათვის შეუწირავს. იგი ამჟამად ინახება სვანეთში, მესტიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. 27X21 სმ. ზომის ხელნაწერი შედგება ეტრატის 252 ფურცლისაგან. სახარებათა ტექსტების წინ მოთავსებულია მახარებელთა მინიატურები, თავსმკაულები, ხოლო ტექსტის ყოველ გვერდზე უამრავი ფერადი საღებავებით შესრულებული საზედაო ასოებიმარტო მოხატული ასოდონიხელნაწერში 170-ზე მეტჯერ გვხვდება. გარდა ამისა, ხელნაწერს უძღვის მხატვრულად შემკული ევსებიოსის წერილი კარპიანესადმი, რომელსაც მოსდევს ფურცლის ორივე მხარეს განაწილებული 12 კამარა მათში ჩაწერილიკანონებით”. თითოეული კამარის ზედა მხარე ორნამენტული სახეებითაა ჩაწერილი. ხელნაწერის გადამწერია სხვა წყაროებით უცნობი იონა, რომელიც სხვადასხვა ადგილას ჩაწერილ ანდერძ-მოსახსენებელშია მოხსენიებული თევდორესთან ერთად. 120 -ზე მოსახსენებელში დასახელებულია ეპიფანე” “დაესრულა თავი მარკოზისი, ხელითა ფრიად ცოდვილისა იონაისით, მოძღურისა ჩემისა ეპიფანესთვის”.

            ხელნაწერის უკანა ყდის ვერცხლის ჭედურობაზე სამსაფეხუროვან კვარცხლბეკზე გამოსახულია სვეტიცხოველი, მის მარჯვენა მხარეს მაცხოვარი სრული ტანითხოლო მარცხნივ ასევე სრული ტანით და საკათალიკოსო სამოსლით ეპიფანე ვედრების პოზაში სვეტიცხოვლისაკენ. კათალიკოსოს თავის გასწვრივ მოთავსებულია წარწრერა: “ეპიფანე”. მის უკან, 11 სტრიქონად, შვეულად ჩამოწერილია ასომთავრული წარწერა: “ამის ნეტარისა ეპიფანე ქართლის კათალიკოზისგან მოგებული, ამისგანვე შეიმკო კათოლიკე ეკლესიისათვის სახრებაი ესე, მოიხსენე, ქრისტე”. წარწერა ადასტურებს , რომ სახარების შემკვეთი ყოფილა ეპიფანე კათალიკოსი, რომელსაც იგი სვეტიცხოვლისათვის შეუწირავს.

            კათალოკოსის პორტრეტული გამოსახულება სამღვდელმთავრო სამოსით, წარმოდგენილი იენაშის ოთხთავის უკანა ყდაზე, იგი ასეთი გამოსახულების ჯერჯერობით უძველესი ნიმუშია ქართული ხელოვნების ისტორიაში.

 

 

 

      wyaroebi da samecniero literatura:  

  1. anisis qarTuli eklesiis warwera 1218 wlisa;
  2. ienaSis saxareba-oTxTavi.
  3. Н.Я. Марр, Надпись Епифания, каталикоса Грузии(из раскопок в Ани1910 г.,Известия Императорской Академи наук, №17,СПб,1910,1433-1442.
  4. i.javaxiSvili, socialuri brZolis istoria saqarTveloSi IX-XIII saukuneebSi, tfilisi, 1934, 10-11; misive, qarTveli eris istoria, wigni V, Tbilisi, 1953, 474-481; misive, Txzulebani Tormet tomad, t.VI, Tbilisi, 1982, 347;
  5. Н.Я. Марр, Ани. Книжная история города и раскопки на месте городища,М-Л., 1934,таб.XLII, №182.
  6. В.Дондуа, К социально-экономической жизни средневековой грузии по анисской надписи (1218) Епифания, Акадкмия наук СССР академику Н.Я. Марру XLV, М-Л., 1935, 643-670. v.dondua, saistorio Ziebani I, Tbilisi, 1969,54-55;
  7. E. TaqaiShvili, L' inscription d 'Epiphane, Catholicos de Géorgie, Revue  de l' Orient chretien III série,t.X (XXX), 1935-1936, N1-2, Paris, pp.216-224, 4 tab. (n. maris werilis farnguli Targmani)
  8. somxuri warwerebis krebuli I, anisi, i.orbelis gamocema, erevani, 1966(somxur enaze), 61, N187, tab.XX, zemodan pirveli suraTi (somxuri damtkicebis publikacia);
  9. qarTuli samarTlis Zeglebi.III, teqstebi gamosca, SeniSvnebi da saZieblebi daurTo i.doliZem, Tbilisi, 1967,153-154;
  10. p.muradiani, qarTuli warwerani somxeTidan, erevani, (somxur enaze), 1977,41-43, tab.I [tab.XXXII (grafikuli asli], 294-295 (rusuli Targmani);
  11. m. berZniSvili, anisis qarTuli warwera 1218;
  12. enciklopedia saqarTvelo, Tbilisi, 1997, 161.

 

moamzada valeri silogavam