ეფთვიმე (ექვთიმე) ათონელი / მთაწმიდელი (დაახლ 955-1025 წ.)
X-XI საუკუნეების ქართველი მწერალი, მთარგმნელი, მწიგნობარი; ათონის ქართველთა მონასტრის _ ივირონის წინამძღვარი თავისი მამის, იოანე ათონელის გარდაცვალების შემდეგ; ათონის მონასტრის ქართული სალიტერატურო სკოლის ფუძემდებელი; საქართველოს ეკლესიისა და საბერძნეთის ეკლესიის წმინდანი. მის ხსენებას საქართველოს ეკლესია აღნიშნავს ძვ. სტილით 13 მაისს (ახ. სტილით 26 მაისს).
ეფთვიმე წარჩინებული ოჯახის შვილი იყო; მამამისი, იოანე ათონელი, ჩორდვანელთა სახლს _ სამხრეთ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარ და გავლენიან საგვარეულოს მიეკუთვნებოდა.
ეფთვიმე ათონელი ქართველი დიდებულის ოჯახში დაიბადა. მამამისი დავით კურაპალატის დროის ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული პირი იყო. ეფთვიმე ჯერ კიდევ მცირეწლოვანი იყო, როცა მამამისი ბერად აღიკვეცა იოანეს სახელით Cოთხთა ეკლესიის დიდებულ ლავრაში (ტაო-კლარჯეთი), შემდგომ კი ულუმბოს მთაზე (მცირე აზია) მდებარე ერთ-ერთ მონასტერში დამკვიდრდა. იგი არავის უმხელდა თავის ვინაობას და უბრალო ბერის ცხოვრებას ეწეოდა.
იოანეს ცოლ-შვილი, მათ შორის ეფთვიმეც, იოანეს სიმამრმა, აბუჰარბმა და ცოლისძმებმა წაიყვანეს თავისთან. გარკვეული ხნის შემდეგ ბიზანტიის იმპერატორმა მეფე დავით კურაპალატს მძევლები მოსთხოვა. სხვა წარჩინებული საგვარეულოს წარმომადგენლებს შორის, რომლებიც მძევლებად გააგზავნეს იმპერატორის კარზე, ეფთვიმეც აღმოჩნდა. ამის გაგებისთანავე იოანემ გაამხილა თავისი ვინაობა და კონსტანტინოპოლში მდებარე მეფის სასახლისაკენ გაემართა. სამეფო კარზე ყველანი იცნობდნენ აბუჰარბს, იოანეს სიმამრს, ამიტომ ბერძნები დიდი პატივით შეხვდნენ იოანეს. აქვე იყო აბუჰარბიც, რომელსაც იოანემ მწარედ უსაყვედურა: განა თქვენ საკუთარი შვილები არ გყავდათ, რომ მძევლად გამოგეგზავნათ იმპერატორის კარზე? ჩემთვის ცხადია, რომ თქვენ საკუთარი შვილები ვერ გაიმეტეთ და ჩემი ძე, როგორც ობოლი, გაწირეთ მძევლად~. მეფეთა თანხმობით იოანემ თავისი შვილი მძევლობისგან დაიხსნა და ისევ უკან, ულუმბოს მთაზე დაბრუნდა. ულუმბოს მთაზე მალე გაითქვა იოანეს სახელი. იგი შეწუხდა იმ დიდი პატივის გამო, რასაც მის მიმართ იჩენდნენ ბერძნები და ქართველები, ამიტომ ისევ უცხოებაში წავიდა _ დაახლოებით 965 წელს იოანე თავის შვილთან და მოწაფეებთან ერთად ულუმბოს მთიდან (მცირე აზია) ათონის მთაზე (საბერძნეთი) გადასახლდა და დაემკვიდრა ათანასე დიდის ლავრაში. ულუმბოს მთაზე, იოანესთან ჩავიდა მონაზვნად აღკვეცილი დიდი თორნიკეც, მაგრამ როდესაც გაიგო, რომ იოანე ათონზე იყო გადასული, თვითონაც იქითკენ გაეშურა და იოანეს მსგავსად, ათანასეს ლავრაში დამკვიდრდა.
მოგვიანებით, იოანე ათონელისა და თორნიკე ერისთავის თაოსნობით, ათონის ქართველებმა საკუთარი მონასტრის მშენებლობა წამოიწყეს. ათონის ქართველთა მონასტრის (რომელიც ცნობილია აგრეთვე, როგორც ივირონი / ივირონის მონასტერი) მშენებლობა დასრულდა 983 წელს და ახლადაგებული მონასტრის პირველ წინამძღვრად იოანე ათონელი დაადგინეს.
ეფთვიმე მამამისმა თავდაპირველად ქართულ ენაზე განსწავლა, შემდეგ ეფთვიმემ ბრწყინვალე განათლება მიიღო ბერძნულ ენაზე, მაგრამ უცხო გარემოში აღზრდილს, თანდათან ავიწყდებოდა მშობლიური ენა.
ჭაბუკი ეფთვიმე ერთხელ მძიმე სენით დაავადდა. სასოწარკვეთილი იოანე ღვთისმშობლის ეკლესიისკენ გაემართა და მხურვალე ცრემლებით ევედრებოდა ღვთისმშობელს თავისი ძის გადარჩენას. შემდეგ მღვდელს სთხოვა, ეზიარებინა სიკვდილის პირას მდგარი ეფთვიმე და სასწრაფოდ დაბრუნდა შვილთან. ეფთვიმეს სენაკში შესულმა იოანემ საოცარი ნელსურნელება იგრძნო, თავისი შვილი კი სრულიად მომჯობინებული, საწოლში მჯდომი იხილა. ეფთვიმეს სიტყვებით, მას გამოეცხადა ბრწყინვალე სამოსლით მოსილი დედოფალი და ქართულად ჰკითხა: `რა არის, რა გტკივა, ეფთვიმე?~. ეფთვიმემ მიუგო: `ვკვდები, დედოფალო~. ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ დედოფალი მიეახლა ავადმყოფს, ხელი შეახო მას და უთხრა: `არაფერი გჭირს. ადექი, ნუ გეშინია და თავისუფლად ილაპარაკე ქართულად~. ეფთვიმე სასწაულებრივად გამომჯობინდა და იმ დღის შემდეგ სრულიად თავისუფლად ლაპარაკობდა ქართულად.
მამამ ეფთვიმეს ადრიდანვე შეამჩნია მწიგნობრული ნიჭი და შვილს სთხოვა, ხელი მიეყო ბერძნულიდან თარგმნისათვის, რადგანაც ქართულ ენაზე იმ დროს არ მოიპოვებოდა მრავალი წიგნი. ეფთვიმე დამორჩილდა მამის ნებას, შეუდგა საეკლესიო წიგნების გადმოთარგმნას ქართულად და ყველანი განაცვიფრა თავისი ნიჭიერებით. ეფთვიმეს ბიოგრაფის სიტყვებით, ეფთვიმესნაირი მთარგმნელი არასოდეს ყოფილა ქარველებს შორის და საეჭვო იყო, რომ მომავალში გამოჩენილიყო ვინმე. საოცარი იყო ეფთვიმეს შრომისუნარიანობა: იგი დღე და ღამე შეუსვენებლივ მუშაობდა, თარგმნიდა ყველგან _ ულუმბოს მთაზე და ათონის მთაზე, კონსტანტინოპოლის გზაზე და სხვა ადგილებში. თავის თარგმანებს ეფთვიმე საქართველოში, დავით კურაპალატთან გზავნიდა, რომელიც დიდი სიხარულითა და მადლობით ღებულობდა ეფთვიმეს შრომის შედგეს.
იოანე ათონელის გარდაცვალების შემდეგ, 1005 წელს ათონის ქართველთა მონასტრის მეორე წინამძღვარი ეფთვიმე ათონელი გახდა. მანამდეც, მრავალი წლის განმავლობაში ეკისრებოდა მას მონასტერზე ზრუნვა, რადგან მამამისი – იოანე მძიმე სენით იყო დაავადებული და ვეღარ უძღვებოდა მონასტერს. 1005 წელს კი, როდესაც იოანემ სიკვდილის მოახლოება იგრძნო, იოანე წინამძღვრად ეფთვიმე დაადგინა.
ეფთვიმეს უდიდესი ავტორიტეტი ჰქონდა მოხვეჭილი საეკლესიო პირებს შორის. 1001 წელს, ათანასე დიდი ანდერძის თანახმად, იგი დაინიშნა ათანასეს დიდის ლავრის `სულიერ ეპიტროპად~ ანუ მზრუნველად (იკონომოსი). ეფთვიმეს `ცხოვრების~ ავტორის თქმით, დიდი ქართველ მოღვაწეს ყოველდღიურად ეთათბირებოდნენ ხოლმე ათონის სხვა მონასტრების მამასახლისები და თავად პროტიც კი, რომლებიც მასთან შეთანხმების გარეშე ერთ ნაბიჯსაც არ დგამდნენ. უამრავი საზრუნევის მიუხედავად, ეფთვიმეს თარგმანი არ მიუტოვებია და რადგან დღისით მუდმივად მოუცლელი იყო, წიგნების უმეტესობას ღამ-ღამობით, სანთლის შუქზე თარგმნიდა ხოლმე. ეფთვიმე ჭეშმარიტად ასკეტური წესით ცხოვრობდა: არაფერს იტყოდა წმინდა წერილის დამოწმების მოყვანის გარეშე, ეკლესიაში საათობით იდგა კვერთხისა და კედელზე მიყრდნობის გარეშე, სამოსლად ძაძა ჰქონდა არჩეული და ძაზის ზემოთ მძიმე ჯაჭვი ჰქონდა მოხვეული. 14 წლის შემდეგ, 1019 წელს ეფთვიმემ წინამძღვრობას თავი დაანება და მონასტერი თავის ნათესავს, გიორგის ჩააბარა. ეს ნაბიჯი ეფთვიმემ იმ მიზნით გადადგა, რომ უფრო მეტი დრო ჰქონოდა ლიტერატურული მოღვაწეობისათვის. ეფთვიმემ მრავალი წიგნი თარგმ,ნა წინამძღვრობიდან გადადგომის შემდეგ, მასვე ეკისრევოდა დიდ ლავრაზე ზრუნვაც.
1028 წელს ეფთვიმე ათონელი ათანასე დიდი ლავრის საქმეებზე სათათბიროდ იმყოფებოდა ბიზანტიის იმპერატორის კარზე. კონსტანტინოპოლში იგი უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა: სახედარზე მჯდარ ეფთვიმეს, რომელიც ერთ ხატმწერთან სალაპარაკოდ მიეშურებოდა, ძონძებში ჩაცმული მათხოვარი მიუახლოვდა მოწყალების მისაღებად. სახედარი გლახაკის იერსახემ დააფრთხო და სირბილი დაიწყო. იგი დიდხანს ეხეთქებოდა აქეთ-იქით და ფრიად გვემა მხედარი, რომელიც ბოლოს ძირს ჩამოაგდო. ნაგვემი, სიკვდილის პირზე მყოფი ეფთვიმე გლოვითა და ტირილით გადაიყვანეს მონასტერში. მომხდარმა ამბავმა ძლიერ დაამწუხრა ყველანი _ მოქალაქეები, დიდებულები, მთავრები, თვით იმპერატორი კონსტანტინეც, რომელმაც კაცი გამოგზავნა ეფთვიმეს მდგომარეობის გასაგებად. განუზომელი იყო ქართველთა მწუხარება, რომლებიც გვერდიდან არ მოცილებიან თავიანთ წმინდა მოძღვარს სიკვდილამდე.
ეფთვიმეს ცხედარი ათონის მთის ქართველთა მონასტერში (=ივირონში) გადაასვენეს და დაკრძალეს სამარხ ლუსკუმაში, იოანე ნათლისმცემლის სახელზე აგებულ ეკლესიაში. ეფთვიმეს `ცხოვრებიდან~ ვიგებთ, რომ ეფთვიმეს წმინდა ნაწილების მადლით მრავალი კურნების სასწაული აღსრულებულა.
ეფთვიმე ათონელისა და მამამისის, იოანე ათონელის ხსოვნის უკდავსაყოფად დაიწერა იოანე და ეფთვიმე ათონელების `ცხოვრება~, რომლის ავტორიცაა ცნობილი ქართველი მწერალი და მწიგნობარი გიორგი ათონელი. (1009-1065 წწ.) იოანე და ეფთვიმე ათონელების უდიდეს ავტორიტეტზე მეტყველებს აგრეთვე ის ფაქტი, რომ ეფთვიმე ათონელი საბერძნეთის ეკლესიის მიერ წმინდანად იქნა შერაცხული. გიორგი ათონელის თხზულება ადრევე თარგმნეს ბერძნულ ენაზე. ჩვენამდე მოღწეულია ორი ბერძნული თხზულება: `ცხოვრება და მოქალაქეობა წმიდისა მამის ჩვენისა ეფთვიმე ბერისა~ და `ცხოვრება და მოქალაქეობა წმიდათა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთა იოვანესი, ეფთვიმესი და გიორგისი, წმიდისა და დიდისა ივერთა ლავრის მასენებელთა~.
ლიტერატურული მოღვაწეობა
ორიგინალური შემოქმედება ჩვენამდე მოაღწია ეფთვიმეს რამდენიმე ორიგინალურმა თხზულებამა, საიდანაც ჩანს, რომ ეფთვიმე მარტო მთარგმნელი არ ყოფილა. ოროგინალურ თხზულებებს ეფთვიმე ქმნიდა ორ ენაზე: ქართულად და ბერძნულად.
1. კანონიკურ-ლიტურგიკული შრომა ეფთვიმესი, რომელშიც განმარტებულია სხვადასხვა საკითხები, როგორებიცაა: აკრძალულ წიგნთა შესახებ, მარხვათა, მუხლისდრეკის, სულიერი მოძღვრის, სქემის კურთხევის, ცოცხალთათÂს ჟამისწირვის, სამონასტრო დეკანოზისა და სხვათA შესახებ.
2. ეფთვიმეს `ლოცვა~.
3. თხზულება, რომელიც ეფთვიმემ ბერძნულ ენაზე დაწერა თავისი ბერძენი მოწაფისათვის და რომელიც მოგვიანებით ქართულადაც თარგმნეს. ესაა `წესი, თუ ვითარ ჯერ არს ცხორებაÁ დაყუდებულისაÁ გინა მარტოდმყოფისაÁ~, რომელიც სამი ნაწილისგან შედგება (ზოგადი ქცევა დაყუდებულისა, ლოცვა, საჭმელ-სასმელისათÂს). დღესდღეობით შემონახულია ამ თხზულების მხოლოდ ქართული თარგმანი.
თარგმანები
არ დარჩენილა საეკლესიო მწერლობის არც ერთი დარგი, რომელიც ეფთვიმეს არ გაემდიდრებინოს თავისი თარგმანებით. ეფთვიმეს `ცხოვრების~ ავტორის, გიორგი ათონელის სიტყვებით, `იგი სანატრელი (=ეფთვიმე) შეუსვენებლად თარგმნიან და რაÁთურთით არა სცემდა განსვენებასა თავსა თÂსსა, არამედ დღე და ღამე ტკბილსა მას თაფლსა წიგნთა საღმრთოსათა შვრებოდა...~.
ეფთვიმეს თარგმნის მეთოდი გიორგი ათონელის სიტყვებით, ეფთვიმეს ღვთის მადლით ჰქონდა მინიჭებული ტექსტის კლებისა და შევსების უნარიც, რაც ნიშნავს, რომ ეფთვიმეს მთარგმნელობითი მეთოდი არ გულისხმობდა ბერძნული ტექსტის ზუსტ გადმოღებას. ეფთვიმეს მეთოდს, გიორგი ათონელის სიტყვებზე დაყრდნობით, `კლება-მატებას~ უწოდებენ. გიორგისავე თქმით, ტექსტისადმი ამგვარი მიდგომა გამართლებული იყო იმდროინდელი ქართველობის განათლების არცთუ მაღალი დონით. ამიტომაც იყო ეფთვიმე იძულებული, რომ თარგმნის დროს ტექსტებიდან ამოეღო ძნელად გასაგები ადგილები (თეოლოგიური, დოგმატური მსჯელობები და მისთ), ზოგ შემთხვევაში კი, პირიქით, ჩაერთო საკუთარი განმარტებები, რათა ტექსტი უფრო ადვილად აღსაქმელი გაეხადა ქართველი მკითხველისათვის.
ა) ეფთვიმეს მიერ ბერძნული ენიდან ქართულ ენაზე თარგმნილი თხზულებები:
ბიბლიოლოგია ზოგიერთი მკვლევრის თვალსაზრისით, ეფთვიმე ნათარგმნი უნდა ჰქონდეს სახარება. ეფთვიმეს მიერ შესრულებული თარგმანი დაცულია 1033 წელს გადაწერილ ე.წ. მესტიის სახარებაში ხელნაწერში: (კ. კეკელიძე).
აპოკრიფები `ავგაროზი~; მაქსიმე აღმსარებლის `ღმრთისმშობლის მიცვალებისათვის~; იოანე მახარებლის აქტები, აღწერილი მისი მოწაფის, პროხორეს მიერ; ანდრია მოციქულის აქტები, შეკრებილი ნიკიტა-დავით პაფლაღონელის მიერ; პეტრე მოციქულის აქტები, აღწერილი პეტრე მოციქულის მოწაფის, კლემენტოს რომაელის მიერ; ბაგრატ ტავრომენიელის `ცხოვრება~, აღწერილი ევაგრეს მიერ; ცალკეული სტატიები აპოკრიფული კრებულიდან `მარგალიტი~.
ეგზეგეტიკა ანდრია კრიტელის `იოანე მახარებლის გამოცხადების თარგმანება~; იოანე ოქროპირის ორი თხზულება: `იოანეს სახარების თარგმანება~ და `მათეს სახარების თარგმანება~; ბასილი დიდის ორი თხზულება: `ფსალმუნთა თარგმანება~ და ბასილი დიდის `მელქისედეკის გამოცხადების თარგმანება~; გრიგოლ ნოსელის ორი თხზულება: `მამაო ჩვენოს~ თარგმანება~ და `მოსე წინასწარმეტყველის ცხოვრების~ თარგმანება; გრიგოლ ღვთისმეტყველის `თარგმანება სახარების სიტყვებისა: რომელმან მთევზურნი წინაÁსწარვე იჩინნა იესო ქადაგად სიმართლისა და ჭეშმარიტებისად~; მაქსიმე აღმსარებლის 3 თხზულება: `თალასეს მიმართ ხუცისა და მამასახლისისა მრვალათა მონასტერთაÁსაÁ სიტყუათათÂს, რომელთა განმარტებაÁ ეთხოა ნეტარსა მაქსიმესგან~, `სიტყუანი სახარებისანი, გამოკრებულნი წმიდათა მამათა მიერ წმიდისა მაქსიმე თქმულთაგან~, რომელსაც კითხვა-მიგების სახე აქვს, `თარგმანებაÁ ძნიად გულისხმი-საყოფელთა ქრისტეს შობისა საკითხავისათა გრიგოლ ღმრთისმეტყუელისა~.
დოგმატიკა და პოლემიკა გრიგოლ ღვთისმეტყველის 3 თხზულება: `თქუმული სარწმუნოებისათÂს არიანოზთა და ევნომიანოზთა მიმართ მწვალებელთა~, `თქუმული ძისათÂს პირველ საუკუნეთა მამისაგან შობილისა~ (I-II თავები), `თქუმული სულისა წმიდისათÂს სიტყÂსგებაÁ ბოროტთა მწვალებელთა მიმართ~; მაქსიმე აღმსარებლის 2 თხზულება: `სიტყÂსგებაÁ, რომელი იქმნა შორის წმიდისა მაქსიმესსა და პიროსი კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა მწვალებელისა~, `თავნი ათხუთმეტნი ღმრთისმეტყუელებისათÂს~; იოანე დამასკელის 2 თხზულება: `წინამძღუარი~ (შედგენილი ეფთვიმეს მიერ ძირითადად, იოანე დამასკელის, აგრეთვე ეკლესიის სხვა მამების თხზულებებიდან ამოკრებილი ადგილებით), `ორისა ბუნებისათÂს ქრისტესსა~; მიქელ სÂნკელოსის `სიმბოლო~, გრიგოლ ნოსელის `ძიენბაÁ სულისათÂს დისა თÂსისა მაკრინაÁს თანა~.
ასკეტიკა და მისტიკა გრიგოლ ნაზიანზელის 2 თხზულება: `სწავლანი სულიერნი~ 100 თავად, `ღმრთის სათნო-ყოფისათვის~; მაქსიმე აღმსარებლის 5 თხზულება: `სიტყÂსგებისათÂს ვნებათაÁსა, მიწერილი მამისა თალასეს მიმართ~, `სწავლანი სულიერნი~, რომელიც შეიცავს 97 სულიერ სწავლას, აგრეთვე მაქსიმეს სწავლების შემცველი კიდევ ორი კრებული _ `სწავლათაგან მაქსიმე აღმსარებელისა, რომელი მეექუსისა კრებისგან განბრწყინდა~, დაწერილი კითხვა-მიგების სახით, `სწავლათაგან წმიდისა მამისა ჩუენისა მაქსიმე აღმსარებელისა~, სადაც ლაპარაკია სულიერი მამის მორჩილებაზე, `სწავლაÁ მონისა ღმრთისა სერგის მიმართ მაგისტროსისა~; გრიგოლ რომის პაპის `დიალოღონი~; მამა ზოსიმეს `სწავლანი~; ამბა დოროთეს `სწავლანი სამონაზვნონი~; იოანე სინელის `კლემაქსი~; მაკარი ეგვიპტელის `პისტოლენი~, ეფრემ ასურის `სწავლანი~, რომელიც 5 სწავლას შეიცავს; ისააკ ასურის `სწავლანი~, რომელიც 42 თავისგან შედგება; ანდრია კრიტელის `ამაოებისათÂს კაცობრივთა საქმეთა და შესუენებულთათÂს~; თეოფანე კესარია-კაბადუკიელის 5 თხზულება: `სულისა მიმართ თÂსისა~, `თავისა თÂსისა მიმართ~, `ლოცვაÁ სინანულისაÁ~, `შიშისათÂს ღმრთისა~, `მცნებათა ღმრთისა დაცვისათÂს~; იოანე ოქროპისი `სწავლაÁ~; ისაია ხუცესის `სათნოებისათÂს~, ნილო მონაზვნის `სწავლანი~; მარკოზ განშორებულის `ეპისტოლე~; კასიანე ჰრომაელის `თქმული რვათა მათ გულის სიტყუათათÂს ბოროტთა~; ბასილის დიდის `ითიკა~, რომელიც 53 საკითხავისგან შედგება; გრიგოლ ნოსელის 2 თხზულება: `შემოსლვისათÂს წმიდათა მარხვათაÁსა~ და `სწავლაÁ ქალწულებისათÂს~; სÂმეონ მესოპოტამიელის `სწავლაÁ სიკუდილისათÂს~; ასკეტიკური კრებული `წიგნი ცხორებისათÂს და მოქალაქობათა წმიდათა და ნეტართაA მამათა ჩუენთა~.
ჰომილეტიკა გრიგოლ ნაზიანზელის 17 თხზულება; გრიგოლ ნოსელის 3 თხზულება: `ცხორებისათÂს დისა თÂსისა მაკრინაÁსი, `შესხმაÁ წმიდისა ბასილისი~, `მარხვათათÂს~; იოანე დამასკელის `შობისათმიდისა ღმრთისმშობელისა~; ანდრია კრიტელი3 თხზულება: `შესხმაÁ წმ. ნიკოლოზ საკვივრლთმოქმედისა და წმ. გიორგისი~, `თქმული ამაოებისათÂს კაცობრივთა საქმეთა და შესუენებულთათÂს~, `ამაღლებისათÂს პატიოსნისა და ცხოველმყოფელისა ჯუარისა~; იოანე ოქროპირის თხზულებათა კრებული `მარგალიტი~; გიორგი ნიკომიდიელის `თქმული ჯუარცმისათÂს და დაფლვისა უფლისა~, იოანე მმარხველის `ტაძრად მიყვანებისათÂს ღმრთისმშობელისა~.
ჰაგიოგრაფია აპოკრიფულ-ჰაგიოგრაფიული თხზულებები: `ღმრთისმშობლის მიმოსლვა~; პეტრე მოციქულის, იოანე მახარებლის, ანდრია პირველწოდებულის `მიმოსლვანი~; ბაგრატ ტავრომენიელის `ცხოვრება~; 20-მდე ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები ძველი, კიმენური რედაქციისა; სვიმეონ მეტაფრასტის რედაქციის ათამდე ჰაგიოგრაფიული თხზულება.
ლიტურგიკა ათონის ივერიის მონასტრის წესი; `მცირე სვინაქსარი; `მარხვანი~, `მრავალთა წმიდათა გალობანი~, `კურთხევანი~; ბასილი კესარიელის `ლოცვანი წმიდისა მარტვილიისანი~; `წესი და განგებაÁ სატფურებისა~; `კურთხევაÁ წიგნის მკითხველისა და ფსალტისაÁ~; სხვადასხვა მწვალებელთა მართლმადიდებლობით ეკლესიაში მიღების ან შემოერთების `წესი~; `ჟამნი~.
საეკლესიო სამართალი იოანე მმარხველის, კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსის `კანონნი შეცოდებულთანი~; `მცირე სჯულისკანონი~; `მცნებაÁ და განგებაÁ მსოფლიოთა ხუცესთაი~.
ბ) ეფთვიმეს მიერ ქართული ენოდან ბერძნულ ენაზე თარგმნილი თხზულებები:
`სიბრძნე ბალაჰვარისი~ (ბერძნულად `ვარლაამი და იოასაფი~);
`აბუკურა~ (`მიქაელ საბაწმიდელის მარტვილობა~).
wyaroebi da samecniero literatura:
saqarTvelos samoTxe, sruli aRweraÁ RuawlTa da vnebaTa saqarTvelos wmidaTa, Sekrebili qronologiourad da gamocemuli m. sabininis mier, sankt-peterburgi, 1882, 401-432.
janaSvili, m., aTonis iveriis monastris 1074 w. xelnaweri aRapebiT, tfilisi, 1901.
giorgi mTawmindeli, cxorebaÁ netarisa mamisa Cuenisa iovanesi da efTÂmesi, gamosacemad moamzada iv. javaxiSvilma, Tb., 1964.
4. Zveli qarTuli agiografiuli literaturis Zeglebi, IV, Tb., 1968, 38-1000.
giorgi mTawmidlis `cxovreba~ iovanesi da efTÂmesi, gamosacemad moamzada m. kaxaZem, Tb., 1946 w., 56-61.
gabiZaSvili, e., eqvTime mTawmidlis `cxovrebis~ svinaqsaruli redaqcia, Zveli qarTuli mwerlobis oTxi Zegli, Tb., 1965, 7-68.
Zveli qarTuli agiografiuli literaturis Zeglebi, IV, Tb., 1968, 331-345.
8. Сабинин, М., Житие славных преподобных отцев наших Иоанна и Евфимия, Полное жизнеописание святых грузинской церкви, II, СПб, 1872, 127-160.
9. Peeters, P., Histoires monastiques géorgiennes. Vita beati patris nostri Iohannis atques Euthymii, conscripts a paupercolo Georgio presbytera et monacho, Analecta Bollandiana, t. XXXVI-XXXVII, 1917-1919, 13-68.
berZeniSvili, n., `aTonis krebulis~ redaqcia, saq. sax. muzeumis moambe, XI-B, 1941, 25-40.
georgika, gamoc. s. yauxCiSvilis mier, t. VIII, Tb., 1970/
kekeliZe, k., qarTuli literaturis istoria, I, Tb., 1980, 184-187, 231-232.
kekeliZe, k., aTonis literaturuli skolis istoriidan, etiudebi, II, Tb., 1945, 218-236.
kekeliZe, k., eqvTime aTonelis mTragmnelobiTi moRvaweobis erTi nimuSi, etiudebi, II, Tb., 1945, 237-268.
kekeliZe, k., ori eqvTime Zvels qarTul mwerlobaSi, kreb. `Cveni mecniereba~, ## 2-3, 1923, 102-121.
lolaSvili, iv., aTonur qarTul xelnawerTa siaxleni, Tb., 1975.
maCxaneli, m., ioane, efTvime da giorgi aTonelebis berZnuli `cxovreba~, Tb., 1982.
menabde, l., Zveli qarTuli mwerlobis kerebi, Tb., II, 1980.
metreveli, e., iovane da efTvime aTonelebisadmi miZRvnili `samaxsovro~ wignebi, filologiuri Ziebani, Tb., II, 1995.
metreveli, e., aTonis qarTvelTa monastris (ivironis) winamZRvris dadgenis wesi, mravalTavi, XVI, 1991.
metreveli, e., narkvevebi aTonis kulturul-saganmanaTl;eblo keris istoriidan, Tb., 1996.
metreveli, e., aTonis qarTvelTa monastris saaRape wigni, Tb., 1998.
SaniZe, a., giorgi mTawmidlis ena iovanesa da eqvTimes cxovrebis mixedviT, wignSi: g. mTawmideli, cxorebaÁ iovanesi da efTÂmesi, gamosacemad moamzada i. javaxiSvilma, Tb., 1946.
javaxiSvili, i., Zveli qarTuli saistorio mwerloba, Tb., 1945, 237-268.
xaxanaSvili, al., qarTuli sityvierebis istoria, Tb., 1919, 164-173.
xinTibiZe, e., bizantiur-qarTuli literaturuli urTierTobani, 1969, Tb., 19-22; 103-108.
Metreveli, H., Du nouveau sur l”hymne de Ioasaph, Le Muséon, t. 100, 1987, 251-258.
Metreveli, H., Le rôle de l”Athos dans l”histoire de la culture géorgienne, JurnalSi: Bedi Kartlisa, XLI, 1988, 17-26.
Metreveli, H., Iviron Ktitors of the House of Chordvaneli, Acts of XVIIIth International Congress of Byzantine Studies, Moscow, 1991, I, 438-444.
Метревели, Е., О ктиторах Ивирона, Jurn. macne, els, @#2, 1992, 49-53.
Хаханов, А., Очерки по истории грузинской словесности, вып. 2, 1897 г., 61-71.
მოამზადა თინა ცერაძემ