მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

დოსითეოზ   ჩერქეზიშვილი

დაახლ.1758-1789 წწ. ქართველი მწერალი და საეკლესიო მოღვაწე, ანტონ პირველის

       ლიტერატურული სკოლის წარმომადგენელი, ქართულ-სომხური ლიტერატურული ურთიერთობების განმამტკიცებელი.

 

 

 

      დოსითეოს ჩერქეზიშვილი (ნეკრესელი) XVIII საუკუნის ქართული მწერლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოღვაწეთაგანია. ბიოგრაფიული ცნობები მასზე საკმაოდ მწირია. არ ვიცით როდის და სად  დაიბადასად დაიწყო  მოღვაწეობა, როდის ავიდა ნეკრესის კათედრაზე ან როდის დატოვა იგი. ცნობილია, რომ დოსითეოსი ანტონ I კათალიკოსის თანამედროვეა. მასთან ერთად ტრიალებდა იმ ლიტერატურულ წრეში, რომელიც თავად კათალიკოსმა შექმნა.

      მისი სახელი, როგორც ნეკრესის კათედრის მპყრობელისა, პირველად ჩნდება 1758 წელს, როდესაც მან აკურთხა ერეკლე მეორის მიერ თელავში გახსნილი ფილოსოფიური საღვთისმეტყველო სკოლა. აღსანიშნავია, რომ იგი თავად ჩაწერილა ამ სკოლის პირველ მსმენელთა რიცხვში, რათა უკეთ დახელოვნებულიყო მეცნიერებაში.

      ნეკრესელად იხსენიება იგი 1762, 1784, 1785 და 1789 წლების  სიგელ-გუჯარებში. როგორც სიგელ-გუჯარიდან ირკვევა, მას, როგორც სწავლა-განათლების დიდ გულშემატკივარს, საკუთარ ეპარქიაში გაუხსნია პერველდაწყებითი სკოლა. ამ სკოლის ბედით ხშირად იჩენს დაინტერესებას ერეკლე მეორე.

დოსითეოს ჩერქეზიშვილი მჭიდრო კავშირში იმყოფებოდა თავის თანამედროვე ლიტერეტურულ წრეებთან. განსაკუთრებული სიახლოვე აკავშირებდა თელავის სკოლის რექტორთან _ ფილიპე ყაითმაზაშვილითან. დოსითეოზმა სომხური ენა კარგად იცოდა და ფილიპესთან ერთად ცდილობდა სომხური თარგმანებით შეევსო იმდროინდელი ქართული საეკლესიო მწერლობის ხარვეზები.

    დოსითეოს ნეკრესელი ძირითადად ფილოსოფიური ხასიათის თხზულებებზე მუშაობდა. ესენიაახსნა პორფირისადაშემოკლებითი ახსნა პერიერმენიასი წიგნთა”, რომლებიც 1762 წელს გადმოუწერია. ასევერიტორიკა”  მხითარ სევასტიელისა. ეს ნაშრომი ერეკლეს ბრძანებით გადმოუწერია 1761წლის 18 იანვარსერეკლესავე ბრძანებით, თელავის სკოლის გახსნისთანავე 1758-59 წლებში ფილიპესთან ერთად უთარგმნიაწიგნი საზღვართა”.   გადაუთარგმნია  “მცირე ლოღიკაც”. ანტონ ცაგარელ-ჭყონდიდელი გადმოგვცემს, რომ დოსითოზსდიდი ლოღიკისგადმოღებაც სურდა, მაგრამ გარეშე მიზეზთა გამო მხოლოდ მცირე გადმოწერაო.

დოსითეოს ნეკრესელს ფილოსოფიური ხასიათის თხზუულებათა გარდა სომხურიდან გადმოუღია აპოკრიფულისიყრმე ქრისტესი”, რიტორიკა და ისტორია სომხეთისა.

 დოსითეოზი ცნობილი ყოფილა, როგორც ნიჭიერი და მჭერმეტყველი მქადაგებელი და მოძღვარი თავისი სამწყსოსი.

 

 

 

 

wyaroebi da samecniero literatura:

xec, S :250;  2564; 1137;  4739;  278

1.        “moambe”1898w. #9

2.       T. Jordania, qarTl-kaxeTis monastrebisa eklesiebis istoriuli sabuTebi, tfilisi, 1903.

3.       k.kekeliZe. Zv. qarTuli literaturis istoria. T 1. Tb. 1980w.

4.       А. Xаханов, Очерки по истории грузинской словесности,  3, 409.

5.      L8 Пehwtkflpt7 Uhepbycrbt wthrjdyыt uel;fhи, Тб. 1905.

 

 

 

moamzada ana baqraZem