მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

დედისიმედი

XVI . მეორე ნახევარი სამცხე-საათაბაგოს ფაქტობრივი მმართველი

 

დებორა-ყოფილი დედისიმედი ბაგრატ მუხრან ბატონის ასული, ამირსპასალარ ათაბაგ ქაიხოსრო II მეუღლე, დედა ყვარყვარე და მანუჩარ ათაბაგებისა, თვალშვენიერი ივანესი, ბექასა და ბასილისი, მზეჭაბუკისა, ელენესი და თამარისი, მამიდა ქეთევან წამებულისა, პატრონი ოქროს ციხისა, ოსმალური ნარატიული წყაროების `ქვრივი, `დედაბერი, `მდუმარე ბანოვანი, `ალთუნ-ყალას მფლობელი. XVI -ის II ნახევრის სამცხე-საათაბაგოს აქტიური პოლიტიკური მოღვაწე, `მესხური მატიანის შემოქმედი, ვალეს ღვთისმშობლის ეკლესიის მეორედ აღმშენებელი.

ბერი ეგნატაშვილი მას შეცდომით მიიჩნევს აშოთან მუხრან ბატონის ასულად და `მოწამის ქეთევან დედოფლის დად. მაგრამ ვახუშტი ბატონიშვილი მესხური მატიანის ცნობას იმეორებს და აღნიშნავს, რომ `დიდის ხნის უნახავნი და-ძმანი `პატრონი არჩილი ძე ბაგრატისა და დედისიმედი შეიყარნენ ქორონიკონსა sÁÀ მარიამობის თვის 4-. `რომ ქაიხოსრო ესიძა ვახტანგს, მუხრანის ბატონსა და მოიყვანა და მისი დედისიმედი. ვალეს ეკლესიის სააღმშენებლო წარწერაში თავად დედისიმედი ამაყად აცხადებს: `მე... ქართველთა მეფეთმეფის კოსტანტინეს შვილიშვილმან, მეფის ბაგრატის ასულმან, ათაბაგ ამირსპასალარის სახლის რძალმან დედისიმედმან მეორედ აღვაშენე წმიდა ესე ეკლესია.

ვფიქრობ, სახელი დებორა მას ერქვა 1545 წლამდე, ანუ გათხოვებამდე. დედის¬იმედი კი უწოდეს ათაბაგ ამირსპასალარის სახლის რძლად `მოყვანების შემდეგ: `ქაიხოსრო ძე ყუარყუარესი დაემძახლა პატრონსა მუხრანისასა და მოიყვანა ცოლად აშოთან (სიც!) მუხრანის ბატონისისა ასული და    სახელად დედის¬იმედი. ჩანს, ქაიხოსრომ `გააცოცხლა 1489 წელს გარდაცვლილი დედის სახელი.

ძნელი დასაჯერებელია ისიც, რომ 9 შვილის მშობელი, ენერგიითა და აქტიური ქმედებით გამორჩეული `პირველობის მოყვარე ქალი `შემონაზვნებუ¬ლიყო (ქრ. შარაშიძე, . ლომსაძე) ქმრის სიკვდილის შემდეგ (1573 წელი). `დაჯდა ყუარყუარე ათაბაგად ძე ქაიხოსროსი, მაგრამ ათაბაგობდა დედისიმედი, დედა მისი (ვახუშტი). ქვეყანას უკიდურესი ძნელბედობის დროს მართავდა; სამცხეში ირან-ოსმალეთის საომარი დაპირისპირებისა და აქ `ოსმალობის დამკვიდრების ჟამს რთული პოლიტიკური პროცესებისა და საომარი მოქმედებების წარმმარ¬თველი და აქტიური მონაწილე იყო.

1574 წელს `მოაკვლევინა `ერთგული ფეოდალი ვარაზა შალიკაშვილი. არ ისმინა და სპარსელებთან თანამშრომლობაში ბრალი დასდო. ამის გამო უწოდა ვახუშტი ბატონიშვილმა მას `ამაყი, გლისპი, მრისხანე და გაუსინჯავი. ვარაზა შალიკაშვილის სიკვდილს მოჰყვა ზემო ქართლის აოხრება (ვარაზა შალიკაშვილი ხომ შაჰის ცოლისძმა იყო). დედისიმედი შვილებთან ერთად გაოსმალებულ აჭარაში გაიქცა. შაჰმა ახალქალაქი, თმოგვი, ხერთვისი, ჩილდირი, ახალციხე და ფოცხოვი ვარაზას შვილს კოკოლა შალიკაშვილს მაჰმუდ ხანს მისცა. მაგრამ დედისიმედი აჭარიდან დაბრუნდა და თავის ქვეყანას დაეუფლა.

157678 წლებში სამცხის დიდგვაროვანთა აჯანყების დროს, დედისიმედმა 12 წლის ბექა იახლა და მიადგა ყუელის ციხეს და წაართვა იგი აჯანყებულებს. სურსათ-სანოვაგით თვითონვე მოამარაგა ათაბაგებისაგან `დაპყრობილი თმოგვის ციხე. მუსტაფა ლალა ფაშასთან მოლაპარაკებას აწარმოებს როგორც სამცხის სრულუფლებიანი გამგებელი და არა დედა მანუჩარ და ყვარყვარე ათაბაგებისა. დროის მოგების მიზნით, 1578 წლის 8 აგვისტოს მორჩილების წერილს უგზავნის ლალა ფაშას, რომლითაც პირდება მანუჩარის მძევლად მიცემას, ხოლო ყვარყვარესა და მისი რეაას მოხარკეობით დამორჩილებას (`ნუსრეთნამე). მუნეჯიმ ბაში თვითმხილველის სიმტკიცით იმეორებს იბრაჰიმ ფეჩევისა და მუსტაფა ნაიმას ცნობას იმის შესახებ, რომ `საქართველოს მეფე ქალმა, დედისიმედად წოდებულმა, თავისი შვილი მანუჩარი ექვსათასიანი ქართველთა ჯარით და რამდენიმე აზნაურით გაგზავნა და უბრძანა რომელი მხარეც გამარჯვებული გამოვა, იმ მხარეს დამორჩილდითო. მართლაც, 9 აგვისტოს, როცა ოსმალებმა სასტიკად დაამარცხეს ყიზილბაშები ჩილდირის ველზე 5000-ზე მეტი დახოცეს, ხელთ იგდეს 12 აქლემი მძიმე აღალით და ტყვედ ჩაიგდეს 500 დაჭრილი, დედისიმედმა სწრაფად შეაფასა შექმნილი ვითარება და ოსმალო სარდალს სამცხის ციხეთა გასაღებები გაუგზავნა მანუჩარის ხელით. ფაშამ პასუხად სახასო მფლობელობაში ქვრივს 3 სოფელი მისცა, მათ შორის იყო, ალბათ, ოქროსციხე, რადგან აღმ. საქართველოსა და შირვანში წარმატებული ლაშქრობის შემდეგ ლალა-ფაშა სამცხეს დაბრუნდა და გიორგობის თვის ერთ პარასკევ დღეს ოქროსციხესთან მივიდა. ციხიდან ყვარყვარე და დედისიმედი გამოვიდნენ და ფაშას ძღვენით შეხვდნენ. ძღვენი ლალა-ფაშამ თავაზიანად მიიღო, მაგრამ დედისიმედს ყვარყვარესა და მანუჩარის გამაჰმადიანება მოსთხოვა.

მტერი დედისიმედს დიდად უწევდა ანგარიშს. ამის დასტურია ზემოთ მოტანილი ყველა ფაქტი, ისიც, რომ ოსმალები ყვარყვარესა და მანუჩარს `ქვრივის შვილებად და `დედაბრის შვილებად  იხსენიებენ. როგორც ჩანს, მის დიპლომატიურ ნიჭსაც ხედავდნენ და `მდუმარე ბანოვანს უწოდებდნენ.

საკანაფეს ციხეში გამაგრებული `საქართველოს დედოფალი (მუნეჯიმ ბაში) სამცხეს 1587 წელს ტოვებს. როცა ქვეყნის ქრისტიანობით ცხოვრების იმედი მთლად გადაეწურება, ყვარყვარეს ძე 14 წლის ქაიხოსროსთან ერთად გადადის ქართლში ახალდაბაში.

მტერთან გულზვიადი, გლისპი და მრისხანე, ქართლის მეფეების ღირსეული შთამომავალი, პირველ რიგში, ერთგული თანამეცხედრე და შვილებისათვის თავწამკვდარი მზრუნველი დედაა: საყაზმისოდ მიმავალ თვალშვენიერს სხვა შვილებთან და ლაშქართან ერთად ვანაზიამდე მიაცილებს. როცა ყვარყვარეს სტამბოლს წასვლა შეიტყო, `რკინის ქალამნები მოირგო და ჯაყამდის სდია, მაგრამ ვერ დაეწია და აზნაურიშვილები დაადევნა. მოარული `ცხელებით შეპყრო¬ბილი დედისიმედი მოაბიდან საფარაში წავიდა, იმავე `ცხელებით დაავადებული შვილის ბერი ბასილის მოსავლელად. ყაზვინში მყოფ თვალშვენიერთან ელჩს აგზავნის თმოგვიდან და ატყობინებს სამცხეში ბოლო დროს მომხდარ ამბებს. შინაურ მტრებზე გამარჯვება და `ციხეების შოვნა შესთუალა. გარდაცვლილ შვილებს მზეჭაბუკი, იანგო, ყვარყვარე დასტირის ღმერთგამწყრალი, უბედური დედა (`გარისხდა ღმერთი მისი მშობლებისათვის, `დაუდგეს მის მშობელს დადაგული თვალები) და არა ქმრის ქაიხოსრო ათაბაგის, მუხრან ბატონებისა და მამა-ბიძათა მოსახსენებლების ზვიადი სტილით დამწერი პატივმოყვარე დედისიმედი.

დედისიმედის არც დაბადების თარიღია ცნობილი და არც გარდაცვალებისა. იგი `მესხურ მატიანეში უკანასკნელად 1587 წელს იხსენიება, სამაგიეროდ, მის სახელს რამდენჯერმე შეხვდებით ოსმალთა მიერ 1595 წელს ფისკალური მიზნით შედგენილ `გურჯისტანის ვილაეთის დიდ დავთარში: `ვენახი და ბაღი დედისიმედისა, აწ აწყურის ღულამის მუსტაფა აბდ-ულ-ლაჰის მფლობელობაში, `ვენახი დედისიმედისა I ნაკვეთი, აწ ოლთისის სიფაჰის ისმაილის მფლობელო¬ბაში, `ვენახი და ბაღი დედისიმედისა აწ სულთნის ჩავუშის უღურლუს მფლობელობაში. ასეთივე `მფლობელების ხელში აღმოჩნდა `ქართველობისა და `ქრისტიანობის არდამთმობი სხვა დიდგვაროვნების სამკვიდრო მამულები.

 

      wyaroebi da samecniero literatura:

  1. samxreT saqarTvelos istoriis masalebi (XV_XVI ss.), teqstebis publikacia, gamokvlevebi da saZieblebi qr. SaraSiZisa, Tbilisi 1961.
  2. vaxuSti batoniSvili, aRwera samefosa saqarTvelosa, qarTlis cxovreba, t.IV, Tbilisi, 1973.
  3. beri egnataSvili, axali qarTlis cxovreba, qarTlis cxovreba, t.II, Tbilisi, 1959.
  4. T. Jordania, qronikebi da sxva masala saqarTvelos istoriisa da mwerlobisa, t.II, Tbilisi 1912.
  5. f. odiSeli, mcire qronikebi (kinklosebis istoriuli minawerebi), Tbilisi, 1968.
  6. giorgi boWoriZe, mogzauroba samcxe-javaxeTSi, Tbilisi, 1992.
  7. gurjistanis vilaÁeTis didi dvori, wigni II, Targmani gamosca s. jiqiam, Tbilisi 1941. ali nusreT-name, wyaros Targmani s. jiqiasi, samwuxarod daikarga.
  8. `Tarixi selaniqi~, stamboli 1864.
  9. g. fuTuriZe. mustafa selianiqi saqarTvelos Sesaxeb, Tsu-s Sromebi, t.91, Tbilisi 1960.
  10. munejim baSi,      n. Sengelia, osmalo istorikosis munejim basis cnobebi lala-mustafa faSas amierkavkasiis qveynebSi laSqrobis Sesaxeb, qarTuli wyaroTmcodneoba, t.II, Tbilisi, 1968.
  11.  ibrahim feCevis cnobebi saqarTvelosa da kavkasiis Sesaxeb, Turquli teqsti qarTuli TargmaniTurT gamosca, Sesavali da SeniSvnebi daurTo s. jiqiam, Tbilisi, 1964.
  12. qr. SaraSiZe, dasaxelebuli naSromi.
  13. m. svaniZe, saqarTvelo-osmaleTis urTierTobis istoriidan (XVI_XVII ss.), Tbilisi, 1971.
  14. S. lomsaZe, samcxe-javaxeTi, Tbilisi, 1975.
  15. saqarTvelos istoriis narkvevebi, t.IV, Tbilisi, 1973.
  16. I.H. Danişmend, Izahli Osmanli Tarihi Kronolojisi. t.I_III.
  17. B. Kutükoğlu, Osmanli-Iran Sugasi münasebetleri 1578–90. stamboli, 1962.
  18. I.H. Uzunçarşili, Osmanli Tarihi, t.I_IV, ankara, 1946–59.
  19. M. Kirzioğlu, Osmanlilar’in Kafkas Fllerini Fethi (1451–1590). ankara, 1976.
  20. Gümüş Nebi, Osmanlilar’in Gürcistan Fethi Islamlaşma Hareketleri (XVI Yüzyil), Osmanli, t.I, ankara. Oditör Güler Eren.