მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 

დავით ულუ

ერთიანი საქართველოს მეფე 1247-1270 წლებში მისი თანამეფე იყო დავით ნარინი (1245/1247-1293 წწ)

 

            დავით ლაშას ძეს U”ულუმონღოლებმა შეარქვეს. ულუ მონღოლურად უფროსს  ნიშნავს, ხოლო ნარინი უმცროსს.

             ტანად ბრგე, მაგრამ ენამძიმე და მალემრწმენი, - ასე ახასიათებს მას ჟამთააღმწერელი. მისმა ამ თვისებამ არაერთხელ გამოუსწორებელი შეცდომა ჩაადენინა მეფეს. პირველ ცოლად მონღოლი ჯიგდა-ხათუნი ჰყავდა, რომელიც ყაენის ურდოში ყოფნის დროს შეირთო. მასთან შვილი არ გასჩენია და 1249-50 წელს მოუყვანია ოსი ალთუნი, რომელთანაც შეეძინა გიორგი და თამარი. შვილების გაჩენის შემდეგ დავით-ულუს, დადებული პირობის თანახმად, ალთუნი გაუშვია.1251 წელს გარდაიცვალა ჯიგდა-ხათუნი. ამის შემდეგ დავითმა იქორწინა რაჭის ერისთავ კახაბერიძის ასულ გვანცაზემისგან შეეძინა დავითს ვაჟი დემეტრე, შემდგომში დემეტრე თავდადებულად წოდებული. 1262 წელს, დავითის აჯანყების შეტყობის უმალმონღოლებმა გვანცა დედოფალი შეიპყრეს და მოაკვლევინესერთი წლის შემდეგ დავით ულუმ ჭორმაღონ და სერმონ ნოინების და ესუქნი მოიყვანა მესამე ცოლად.

      დავით ულუს ხასიათის შესაცნობად სამაგალითოა ასეთი ეპიზოდი: ჩრდილოეთის ულუსის მბრძანებელმა ბათუ ყაენმა დავიტ ულუ დაიბარა. მეფე გაემგზავრა და სამეფო დედოფალ ჯიგდა-ხათუნს და ვინმე მესტუმრე ჯიქურს ჩააბარა. ეს ჯიქური არაფრით ყოფილა გამორჩეული გარდა მეფისადმი განსაკუთრებული ერთგულებისა, ამიტომ დავითს განუდიდებია იგი ყველა სხვა მოხელეზე მეტად. სხვა კარისკაცებს არ მოსწონდათ ეს ამბავი და როცა შემთხვევა მიეცათ, მეფეს ეჭვი შეატანინეს მის ერთგულებაში. დავითმა ეს ფრიად განდიდებული კარისკაცი ადვილად და გაუსამართლებლად დასაჯა, როგორც ადრე დაუმსახურებლად განადიდა.

       1256 წლამე, სანამ ირანის ტერიტორიაზე სამხრეთის ულუსის (ილხანთა) საყაენო შეიქმნებოდა, საქართველო ჩრდილოეთის ულუსს ექვემდებარებოდა. აქ ჩასულა 1256 წლიდან კი საქართველოს მეფეებს ტახტის დასამტკიცებლად ან სადაო საქმეების გასარჩევად უკვე  ირანში უხდებოდათ ჩასვლა. ამ წელს ჩასულა დავით ულუ ილხანთა პირველ ყაენთან, ჰულაგუსთან და ტახტზე ასვლა მიულოცნია. ჰულაგუს მეფეპატივით შეუწყნარებია”, და ნოინებთან ერთად დოგმა-ჯდომის უფლება მიუცია. დავით ულუ მონღოლთა დიდი ნდობით სარგებლობდა.

        1259 წელს დავით ნარინის ხელმძღვანელობით დაწყებულ აჯანყებას დავით ულუ არ შეერთებია. მაგრამ მაშინ, როდესაც აჯანყებულთა წინააღმდეგ მონღოლთა 20 ათასიანი დამხმარე ძალა შემოვიდა, დავით ნარინი დასავლეთ საქართველოში აღმოჩნდა გადასული, ხოლო აჯანყებული _ ადრე მონღოლთათვის საიმედოდ მიჩნეული დავით ულუ. აჯანყების საბაბი გამხდარა ყაენის ბრძანება ულუსადმი მონაწილეობა მიეღო მონღოლთა ახალ ლაშქრობაში ეგვიპტის წინააღმდეგ. მეფემ გვანცა დედოფალი და მცირეწლოვანი დემეტრე ბიჯნისში გაისტუმრა, თვითონ კი ჯავახეთში გაემგზავრა, აქ მან შეკრიბა წარჩინებულები და განუცხადა: “აღარა მნებავს მონება თათართართაო”. ამავე დროს მეფემ, როგორც კერძო პირმა და არა როგორც ხელმწიფემ, ქართველ წარჩინებულებს  ნება დართო საკუთარი შეხედულების შესაბამისად მიეღოთ გადაწყვეტილება. მეფის ასეთიდიდსულოვნება”, რა თქმა უნდა, შექმნილ ვითარებაში აჯანყების საქმეს წინდაწინ განწირულს ხდიდა. ასეთმა განცხადებამ დამსწრეთა აზრი ორად გაჰყო. ქართლის დიდებულები: ამირსპასალარი ივანე მხარგრძელი, ქართლის ერისთავი გრიგოლ სურამელი, მეჭურჭლეთუხუცესი კახა თორელ-კამრეკელი და ჰერეთ-კახეთის წარჩინებულთა უმრავლესობა ყაენთან გაემგზავრა ეგვიპტის ლაშქრობაში მონაწილეობის მისაღებად.

      დავით ულუ სამცხეში დარჩა სარგის ჯაყელთან ერთად 8 ათასიანი ჯარითარღუნ ნოინმა დავით ულუზე შურის საძიებლად, უპირველეს ყოვლისა, გვანცა დედოფალი  და მისი მცირეწლოვანი ძე დაატყვედვა და ურდოში გაგზავნა, უპატრონოდ მიტოვებული ქართლისა და თბილისის მართვა კი ვიღაც შადინ სომეხს ჩააბარა და სამცხის მიმართულებით აჯანყებულთა წინააღმდეგ დაიძრა. მის ბანაკში ის ქართველებიც ერივნენ. რომლებმაც დავით ულუს მხარი არ დაუჭირეს. სარგის ჯაყელის რჩევით ქართველთაA ჯარი ტაშისკარის ვიწროებიდან გამოვიდა და გორის სიახლოვეს შეება სამჯერ უფრო მრავალრიცხოვან მტერს. აჯანყებულები დამარცხდნენ. არღუნ ნოინი ამ გამარჯვების შემდეგ ურდოში წავიდა, ხოლო მომდევნო წელს კვლავ დაბრუნდა სამცხეში დავით ულუს შესაპყრობად. მონღოლებმა სამცხე ააოხრეს, მაგრამ დავით ულუს დატყვევება ვერ შეძლეს, რომელიც სარგის ჯაყელთან ერთად ციხისჯვარის ციხეს აფარებდა თავს. სამაგიეროდ მონღოლებმა შური დატყვევებულ გვანცა დედოფალზე იძიეს. იგი სიკვდილით დასაჯეს.

      დამარცხებულმა დავით ულუმ თათბირი მოიწვია, სადაც მისმა ყველაზე მხურვალე მომხრეებმაც კი ურჩიეს ბრძოლის შეწყვეტა და დასავლეთ საქართველოში გადასვლა.

      დავით ულუ გადავიდა დასავლეთ საქართველოში, სადაც მონღოლთაA ბატონობა ფაქტობრივად ვერ აღწევდა. ჱდავით ნარინმა ბიძაშვილი მეფე და მისი ამალა შესაფერი პატივით მიიღო. ერთხანს მეფენი მშვიდობიანად ცხოვრობდნენ ერთად, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ ულუს მომხრეებს დავით ნარინის ტახტიდან ჩამოგდება და ულუს გამეფება განუზრახავთ. მათ შორის ყოფილა ულუს სიმამრი, რაჭის რისტავი კახაბერ კახაბერისძე. ეს განზრახვა ნარინის ძლიერი მხარდამჭერების წყალობით ძირშივე აღიკვეთა, მაგრამ მეფეთაA შორის ურთიერთობა დაიძაბა. საბოლოოდ ქუთაისში მომხდარა სიტყვიერი შეთანხმება მეფეებსა და დიდებულთა ორ ბანაკს შორის სამეფო შემოსავლების, დიდებულების, სატახტო ქალაქების  სანახევროდ გაყოფაზე. ამასობაში, სანამ მეფეები საქართველოს შუაზე იყოფდნენ, თბილისს სომეხი დიდვაჭარი შადინი დაეპატრონაუმეფო ქვეყანა ქაოსმა მოიცვა, შეუძლებელია, ამ ამბავს არ შეეშფოთებინა დავით ულუ და მისი მომხრე დიდებულთა დასი. არც აღმოსავლეთ საქართველოში მსხდომი მონღოლები ყოფილან კმაყოფილნირადგან, ჟამთააღმწერლის სიტყვით,  “დაიშალა ლაშქარი და მსახურება თათართა”. ამიტომ ულუმ და სარგის ჯაყელმა მონღოლებთან შერიგება არჩიეს და მათთან მოლაპარაკება გამართეს. მონღოლებმაც მიზანშეწონილად ჩათვალეს ულუს შემორიგება და ურდოში ყაენის კარზე  დაიბარეს (ბარდავში). დავით ულუმ ჰულაგუ ყაენს თავის გასამართლებლად გადასახადების ამკრეფთა სისასტიკრე და გაუმაძღრობა დაუსახელა. სარგის ჯაყელმა კი, რათა მეფისათვის შეემსუბუქებინა მოსალოდნელი სასჯელი, თავის თავზე აიღო მეფისდანაშაული”. მეფეს და სარგისს თარჯიმნობას უწევდა საქართველოდან წამოსული აზნაური სადუნ მანკაბერდელი, რომელიც თურმე მეფისათვის სასარგებლოდკაზმავდასათქმელს. არავინ იცის, როგორ დამთავრდებოდა ყაენის სასამართლო, რომ მოულოდნელად სხდომაზე შიკრიკი არ შემოსულიყო და დარუბანდის გზაზე ჩრდილოეთის ულუსის მბრძანებლის ბერქა ყაენის გამოჩენის ამბავი არ მოეხსენებინა. ამ ამბავმა ჰულაგუ ყაენს ულუს განზრახვა გადააფიქრებინა. ქართველების განაწყენება ასეთ დროს ერთობ საზიანო იყო, რადგან მათ შეეძლოთ ბერქა ყაენს შეკვროდნენ და მისთვის დარიალის გადასასვლელები გაეხსნათ. ჰულაგუ ყაენმა სასამართლო შეწყვიტა, ჯარის შეყრა ბრძანა და დავით ულუ და სარგის ჯაყელი მათი რაზმითურთ მოწინავეთა რიგებში ჩააყენა.

      ჩრდილოეთისა და სამხრერთის ულუსების დაპირისპირება საქართველოს ძვირად უჯდებოდა. ჩრდილოეთის ოქროს ურდოს მბრძანებლებს Aაზერბაიჯანის  ნოყიერი საძოვრები და საქარავნო გზები თავიანთ სამფლობელოდ მიაჩნდათ. ახლად ჩამოყალიბებულმა ილხანთა საყაენო კიAაზერბაიჯანს არ თმობდა, იგი თავის საყაენოს ცენტრად აქცია. დაპირისპირება ამ ტერიტორიის გამო ჩრდილოეთ და სამხრეთ ულუსებს შოირის არაერთხელ მისულა  სამხედრო შეტაკებამდე.

      ბერქა ყაენის ხსენებული შემოსევის დროს ჰულაგუ ყაენი დამარცხდა. 1265 წელს ბერქა ყაენი ჰულაგუს მემკვიდრის, აბაღა ყაენის წინააღმდეგ 30 ათასიანი ლაშქრით საქართველოში შემოიჭრა. ბერქა ამჯერადაც დარუბანდის გზით შემოვიდა, აბაღა ყაენი მტკვრის მარჯვენა ნაპირას დახვდა მოწინააღმდეგეს, მაგრამ არ შებრძოლებია, მდინარეს ქვეყნის შუაგულისაკენ აუყვა და გზადაგზა ხიდები აჰყარა. თავის მხრივ, ბერქა ყაენი მტკვრის მარცხენა ნაპირს ამოუყვა და გზადაგზა მოაოხრა შირვანი, ჰერეთი, კახეთი, ივრის პირის სოფლები. ამ დროს მოისპო გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან ახლო მდებარე სოფლები, მოიშალა სარწყავი სისტემა, პირწმინდად დაინგრა ქალაქები: ხორნაბუჯი, ხუნანი, რუსთავი, უფლისციხე. ბერქა თბილისამე მოსულა და მრავალი სული გაუწყვეტია. ეს ლაშქრობა ბერქას მოულოდნელმა გარდაცვალებამ შეაჩერა მხოლოდ.    

      ჯერ კიდევ ჰულაგუს სიცოცხლეში, 1263 წელს, ბერქას თავდასხმების შიშით მონღოლებმა საქართველო-შარვანის საზღვართან მდინარე ჩაღანუსუნის (თეთრი წყალი) ნაპირას სანგრები (სიბა) ააშენა, სადაც, მონღოლ-ქართველთა შეერთებულ ჯარს ყოველწლიურად შემოდგომიდან გაზაფხულამდე  უნდა ემორიგევა. წლების განმავლობაშისიბაზე დგომაქართველებისათვის მომქანცველ და უაზრო მოვალეობად იქცა. მას შედეგად მოსდევდა მუშახელის მოცდენა, ამიტომ მეურნეობის კიდევ უფრო გაპარტახება, მოლაშქრეთა უსაქმურობა, ეპიდემიების გავრცელება. აქ გავრცელებულმამუცლის სენმა” (როოგორც ვარაუდობენ, ტიფმა) მრავალი სული შეიწირა, მათ შორის 1270-/1271 წელს დავით ულუს ძე გიორგი და შემდეგ თვით დავით ულუ

      დავით ულუს მეფობაში საქართველოში _ ჟინვანშითბილისსა და დმანისში, აგრეთვე არაგვის ხეობაში _ მონღოლთა მფარველობის ქვეშ ჩასახლდნენ ჩრდილოეთიდან ლტოლვილი ოსები. შემდგომში ეს ოსები მონღოლთა საყრდენ ძალად იქცნენ საქართველოს წინააღმდეგ. უცხო ეთნიკური ელემენტის ხელოვნურად შემოყვანა, მონღოლთაგან საძოვრების დაჭერა, გადასახადის სახით ფულის და სხვა მატერიალური დოვლათის ქვეყნის გარეთ გადინება, მონღოლურ ჯარში სავალდებულო სამსახური _ ყოველივე ამან  დასცა საქართველოს ეკონომიკა. ამას ემატებოდა მონღოლთა შორის საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული მსხვილმასშტაბიანი ომები, რის შედეგად ნადგურდებოდა კულტურული მეურნეობა, ქალაქები და სოფლები. გაუკაცრიელებულ მიწებს, რომლებსაც შემოსავალი არ მოჰქონდა, მონღოლური ვალის დასაფარავად მიწის პატრონი ჰყიდდა ვაჭარ მევახშეებზე ან ეკლესიაზე, რომელიც შედარებით უკეთეს მდგომარეობაში იყო. მონღოლები თავდაპირველად (მაჰმადიანობის მიღებამდე) პატივს სცემდნენ დაპყრობილი ხალხების რწმენას და მათ ეკლესიებს გადასახადებისაგან ათავისუფლებდნენასე მოქცეულან  ისინი აქართველოშიც, ამიტომ შეინარჩუნა ეკლესიამ საერო ფეოდალურ წრესთან შედარებით უკეთესი მატერიალური მდგომარეობა. საერთო  კრიზისულმა ვითარებამ აზნაურული ფენა გააღატაკა. ამ ფენისMსაყოველთაო გაღარიბებამ, როგორც ჩანს, სტიქიურად  გამოიწვია შეწირული საეკლესიო მიწების გამოწირვის ცალკეული პრეცედენტებირისთვისაც შემდგომ დავით ულუს ხელისუფლებასA(საქართველოს იმდროინდელი დიდვაზირის, ბასილი ჭყონდიდელ-უჯარმელის გადაწყვეტილებით), წვრილი და საშუალო მიწისმფლობელების გადასარჩენად სისტემატური ხასიათი მიუნიჭებია. ამ პროცესმა ეკლესიის მძლავრი პროტესტი გამოიწვია. საგანგებოდ მოწვეულმა საეკლესიო კრებამ  ულტიმატუმით მიმართა მეფეს, რათა დაებრუნებინა ეკლესიისათვის ჩამორთმეული მიწები. სამღვდელოება თავის პროტესტს ამაგრებდა საშინელი მუქარით, რომ ეკლესიებს დახურავდნენ და მღვდელმსახურებას შეწყვეტდნენ. ეკლესიის ამ მუქარას სამეფო ხელისუფლების მხრიდან არავითარი დათმობა არ მოჰყოლია. როგორც ჩანს, ეკლესიის ამ პოზიციას საზოგადოების გავლენიან ფენებში არ აღმოაჩნდა მომხრეები. დავით ულუმ ეკლესიასდაუთმომხოლოდ ამ ღონისძიების ინიციატორი, ბასილი ჭყონდიდელ-უჯარმელი, რომელიც გაურკვეველი ბრალდებების გამო ჩამოახრჩვეს.

 

 

     wyaroebi da samecniero literatura:

  1. JamTaaRmwereli/qarTlis cxovreba, s. yauxCiSvilis gamocema, t.II, Tbilisi, 1959;
  2. grigor akaneli, moisarTa tomis istoria, n. SoSiaSvilis gamoc. Tbilisi, 1961.
  3. k. grigolia, JamTaaRmwereli da misi Txzulebis samecniero mniSvneloba, qarTuli istoriografia, I, 1968.
  4. r. kiknaZe, JamTaaRmwerlis sparsuli wyaroebi, juveini/kavkasiur-aRmosavlurikrebuli, t.II, Tbilisi, 1962.
  5. Рашид ад-дин, Сборник летописей, III, Перевод с персидского А.К. Арендса, М-Л. 1946.
  6. plano karpini, istoria monRolebisa, romelTac Cven TaTrebs vuwodebT, g. qiqoZis gamoc. masalebi saqarTvelosa da kavkasiis istotiisaTvis, nakv.II, 1942;
  7. Книга Марко Поло, Перевод И.П. Минаева, М. 1955.
  8. kirakos ganZakeci, istoria, erevani, 1946 (rusul enaze).
  9. Taki ad-din ahmed ibn ali makrizi, Histoire des Mamelaukes de lEgipte, trad. fr. Livrais II, 1845.
  10. iv.javaxiSvili, qarTveli eris istoria, t.III, Tbilisi, 1982;
  11. iv. javaxiSvili, socialuri brZolis istoria saqarTveloSi XI-XIII saukuneSi/ qarTveli eris istoria, meore damateba, Tbilisi, III, 1982.
  12. n. berZeniSvili, saqarTvelos istoriis sakiTxebi, t.III, Tbilisi, 1966;
  13. revaz kiknaZe, JamTaaRmwerlis sparsuli wyaroebi, juveini, /kavkasiur-axloaRmosavluri krebuli, II, Tbilisi, 1962;

 

 

 

moamzada mzia surgulaZem