მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 

დავით რექტორი (1745 – 1824)

ქართველი მწიგნობარი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი და ბიბლიოგრაფი, ერეკლე II-ის მდივან-მწიგნობარი.

 

 

დავით რექტორმა 1764-65 წლებში დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 70-80-იან წლებში იგი მოღვაწეობს ერეკლე II-ის კარზე, არის მისი მდივან-მწიგნობარი. ამავე პერიოდში იგი გაიოზ რექტორთან ერთად ხელმძღვანელობს საგანმანათლებლო საქმიანობას. 1783 წელს გაიოზ რექტორი მიემგზავრება რუსეთს და დავითი თელავის სემინარიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ხდება, ხოლო 1790 წლიდან მის გუქმებამდე (1801 .) მისი რექტორი.

XVIII საუკუნეში თავი იჩინა ძლიერმა კულტურულ-საგნმანათლებლო მოძრაობამ: გამოცოცხლდა საგანმანათლებლო საქმე, გაიხსნა პირველდაწყებითი და საშუალო საფეხურის სკოლებისემინარიები თბილისსა და თელავში, საფუძველი დაედო მნიშვნელოვან წიგნსაცავებს, დაიწყო წიგნის ბეჭდვის ხელობის შესწავლა, გაიზარდა წერა-კითხვის მცოდნეთა წრე; გამოცოცხლდა და განსაკუთრებით მრავალფეროვანი გახდა ქართული მწერლობა. (.კეკელიძე, II,315-316).

ამ პერიოდში ქართული სკოლები ვეღარ აკმაყოფილებდა საზოგადოების გაზრდილ ინტერესს განათლების მიმართ. ერეკლე მეორემ, რომლისთვისაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საზოგადოებრივი ცხოვრების ეს მხარე, რუსეთიდან მოიწვია განსწავლული და განათლებული მოღვაწე ანტონ პირველი, იმ დროს უკვე ექს-კათალიკოსი, და დანიშნა განათლების საქმეთა მეთაურად. იგი შეუდგაყრმათათვის სკოლების დაარსებას და სახელმძღვანელო წიგნების შედგენას” (. კეკელიძე). მისი ინიციატივით გაიხსნა სემინარიები თბილისსა და თელავში რუსული სემინარიების ყაიდაზე. ამ სასწავლებლებში ისწავლებოდა გრამატიკა, რიტორიკა, ფილოსოფია, მათემატიკა და ღვთისმეტყველება. ამ დაწესებულებებს ხარჯი მეფისაგან ეძლეოდათ. სემინარიებისთვის ხდებოდა სახელმძღვანელოების თარგმნა-შედგენა, ძირითადად რუსულიდან. (. სანიკიძე)

დავით რექტორს დიდი დამახურება მიუძღვის სახელმძღვანელოების შედგენის თვალსაზრისით. მან შექმნა სახელმძღვანელოები გეოგრაფიაში, არითმეტიკაში, დამუშავდა ალგებრას, გეომეტრიის, ფიზიკის სახელმძღვანელოები, ქართული წეირს დედნები და სხვ.

საინტერესოა, რომ ახლადდაარსებულ სასწავლებლებში წლის ბოლოს იმართებოდა ერთგვარი დისპუტები და პაექრობები თეორიული ცოდნის შემოწმება-შეჯამების მიზნით. ალ. ბარამიძე მიუთითებს დავით რექტორის მიერ 1792 წელს შედგენილ ერთ ოქმზე, სადაც ასეთი პაქრობაა ასახული. (ჟურნალიმოამბე”, 1902, V). სემინარიის მოსწავლეები დრამატულ ნაწარმოებებსაც დგამდნენ.

როგორც ირკვევა, გაიოზ რექტორის რუსეთში წასვლის შემდეგ სემინარიას შეუწყვეტია არსებობა და მხოლოდ ერეკლე მეორის მცდელობით  განუახლებია მუშაობა; მომხდარა მოწაფეთა ხელახალი შეკრებაც (. სანიკიძე). მეფის განსაკუთრებული ზრუნვა ასახულია ერთ საბუთში - QQd-1068-ში, სადაც აღნუსხულია ის ფინანსური წყაროები, საიდანაც გაიცემოდა ხელფასი და სხვა თანხები სემინარიისათვის.

საწავლებელში სწავლა-აღზრდის მკაცრი წესები იყო შემოღებული მოსწავლეთა ფიზიკური დასჯის ჩათვლით, რაც იოანე ბატონისვილის კრიტიკის საგანი გამხდარა. ზოგიერთი ნაკლის მიუხედავად, ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი კერა განათლებისა, სწავლა-აღზრდისა და, გარკვეულად, პედაგოგიკის განვითარებისა. სემინარიაში საგანგებო ყურადღება ექცეოდა შეგირდთა შემოქმედებითი უნარის, დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებას. დავით რექტორის შეგირდობა საამაყო ყოფილა. მის ღვაწლს დიდად აფასებდა ერეკლე მეორე.

შემდგომში, 1801 წელს მეფის რუსეთის განკარგულებით სემინარია გააუქმესდავით რექტორი დააპატიმრეს კიდეც 1802 წლის კახეთის შეთქმულებაში მონაწილეობისათვის. იგი მუდმივად ცდილობდა განეახლებინა სემინარია, რაც განუხორციელებელი დარჩა.     

დავით რექტორის მოღვაწეობა მოიცავდა  სამეცნიერო-ბიბლიოგრაფიულ და შემგროვებლურ საქმიანობასმან შეადგინა ქართულ ხელნაწერთა სია, რომელიც ცნობილია 1810 წლის კატალოგის სახელით. მის ბიბლიოგრაფიულ ნაშრომშიძველთა ქართველთა მთარგმნელთათვის, სადაც თავმოყრილია ძვირფასი ცნობები ქართველ მწერალთა და მთარგმნელთა, მათ მიერ შესრულებული თხზულებების შესახებ. მას შეუქმნია ქართულითიმსარიანისახალი, ვრცელი რედაქციაც.

დავითს ეკუთვნის სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის კომენტარებიც.

დავითი ალექსი-მესხიშვილების გვარის სხვა წარმომადგენლების მსგავსად შესანიშნავი კალიგრაფიც იყო. მის მიერ გადაწერილ მრავალ ხელნაწერთაგან აღსანიშნავია ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის ორტომიანი ანთოლოგია S 1511 და S 1512, სადაც დაცულია ქართული მწერლობის მრავალი პირველხარისხოვანი ნიმუში თავად შემდგენლის შენიშვნებით, წყაროების მითითებითა და სხვ.

 

 

 

            წყაროები და samecniero literatura:

            დავით რექტორის მიერ შედგენილი კრებულები, xelnawerebi:  S 1511 და S 1512

  1. ვუკოლ ბერიძე, დავით რექტორი, ტფ. 1936
  2. ქ. სანიკიძე, თელავის სემინარია და დავით რექტორი, ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის შრომები, ტ.6, თბ. 1946
  3. გ, მიქაძე, მასალები დავით რექტორის ცხოვრება-მოღვაწეობის შესახებ, ლიტერატურული ძიებანი, ტ. 13, თბ. 1961
  4. ა. როგავა, სახალხო განათლება ერეკლე მეორის ხანის ქართლ-კახეთში და ანტონ I, თბ.1950
  5. ტ. რუხაძე, ძველი ქართული ლირიკის ისტორიიდან, თბ. 1954
  6. ქართული პედაგოგიკის ისტორია, თბ. 1974
  7. swavla-aRzrdis istoria saqarTveloSi, masalebis krebuli, tfilisi, 1937
  8. А. А. Рогава, Зачатки капитализма в Грузии и политика Ираклия  II, Тб. 1974

 

 

moamazada Tamar abulaZem