მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 

დავით ნარინი

 საქართველოს მეფე 1245/1247-1293 წლებში

 

      დავით ნარინი, რუსუდან მეფის ძე, ხუთი წლის ასაკში გამოაცხადა ქუთაიში გადასულმა  რუსუდანმა თავის თანამოსაყდრედ. იმ საშინელი განსაცდელის დროს, რომელიც რუსუდანის მეფობის პერიოდში საქართველოს თავს დაატყდა, დავით უფლისწულმა უმეტესი დრო დასავლეთ საქართველოში გაატარა.

      რუსუდანი მონღოლებს 1242 წელს დაეზავა. საზავო პირობების თანახმად, ყაენი დავით რუსუდანის ძეს მთელი საქართველოს მეფედ ცნობდა. დაზავების შემდეგ სამეფო ოჯახი და საქართველოს მთავრობა თბილისში დაბრუნდა. ახალგაზრდა დავით რუსუდანის ძე ტახტის დასამტკიცებლად ბათოსთან გაგზავნეს, აქედან იგი მანგუ ყაენთან გაუგზავნიათ, ყარაყორუმს. მონღოლები არ ჩქარობდნენ ქართველი უფლისწულის უკან გამოშვებას. რუსუდან მეფე 1245 წელს ისე გარდაიცვალა, რომ დავითი ურდოდან ჯერ დაბრუნებული არ იყო.   უმეფობის პერიოდში მონღოლებმა ქვეყნის მართვა საკუთარი წესების მიხედვით მოაწყვეს, ქვეყანა დაყვეს რვა სამხედრო-სამოქალაქო ერთეულად _ დუმნად (ათიათასეული). დუმნების მიხედვით გამოჰყავდათ ჯარი და კრეფდნენ გადასახადებს. ეს დუმნები იყო: 1. ჰერეთი, კახეთი, კამბეჩანი; 2. ქვემო ქართლი შამქორამდე; 3. სომხური თემები;4. შიდა ქართლი; 5. ჯავახეთი; 6. მესხეთი; 7-8. დასავლეთ საქართველოყოველი დუმნის სათავეში მონღოლებმა ქართველი მთავრები ჩააყენეს და თითოეულთან ცალ-ცალკე დაამყარეს საქმიანი ურთიერთობა. ამიტომ ამბობს მემატიანე, რომ მონღოლებასაქართველო განიყვეს”. ამასობაში საქართველოს ტახტისათვის მებრძოლი ავანტურისტებიც გამოჩნდნენ. ქართულ სახელმწიფოებრივობას სერიოზული საფრთხე დაემუქრა, რის გამოც ქართველ წარჩინებულებს შეთქმულება მოუწყვიათ. ეს შეთქმულება გამჟღავნებულა და, რომ არა ცოტნე დადიანის ვაჟკაცური თავგანწირვა, შეთქმულებს სიკვდილი არ ასცდებოდათ.

      დიდებულთა მეორე ჯგუფი მეფის ახალი კანდიდატურის მოსაძიებლად რუმის სასულთნოში ჩასულა და დავით ლაშას ძე ჩამოუყვანიათ. იგი  დიდებულთა ამალით ურდოში გაგზავნეს. იქ ჩასულებს დავით რუსუდანის ძე ცოცხალი და უვნებელი დახვდათ. ასე აღმოჩნდა ტახტის ორი მემკვიდრე და ქართველ დიდებულთაA ორი დაჯგუფება ერთმანეთის პირისპირ. ქართული სამართლის მიხედვით, ტახტის კანონიერი მემკვიდრე დავით რუსუდანის ძე იყო, მაგრამ დავიტ ლასას ძის მომხრენი პოზიციებს არ თმობდნენ. იტალიელი დიპლომატის პლანო კარპინის ცნობით, რომელიც იმ დროს ყარაყორუმში იმყოფებოდა, დავით ლაშას ძის მომხრეებმა საქმის გადაწყვეტა მონღოლებს მიანდვეს. მონღოლური სამართალისათვის სრულიად უცხო იყო კანონიერი და უკანონო შვილის ცნება, ამიტომ საქართველოს მეფედ ორივე კანდიდატი დაამტკიცეს. რადგან ორივე კანდიდატს დავითი ერქვა, ამიტომ მონღოლებმა დავით ლაშას ძეს უფროსობის გამოულუუწოდეს, ხოლო დავით რუსუდანის ძეს უმცროსი _ ”ნარინი”. ასე აღმოჩნდა ერთიან საქართველოში ორი კანონიერი მეფე. მართალია, თავიდან ორივე მეფე შეთანხმებულად მართავდა სამეფოს, მაგრამ სახელმწიფოს გაყოფის საფრთხე ობიექტურად მაინც შეიქმნა, რისი რეალობად ქცევა ყოველ ხელსაყრელ შემთხვევითობას შეეძლო.

      მეფეების საქართველოში დაბრუნების შემდეგ 1247/1248 . მონღოლებმა გააუქმეს საქართველოს დუმნებად გაყოფა, მაგარამ, ცხადია, არც მონღოლური (14 სახეობის ) გადასახადები და არც მონღოლურ ჯარში სავალდებულო სამსახური არ გაუუქმებიათ. მდგომარეობა იმდენად აუტანელი იყო, რომ 1259 წელს ილხანთა წინააღმდეგ სახალხო აჯანყება დაიწყო, რომელსაც სათავეში დავით ნარინი ჩაუდგა. სწორედ ამ დროს ასეთივე აჯანყებები მონღოლთა წინააღმდეგ აზერბაიჯანსა და ზოგიერთ სხვა პროვინციაშიც მომხდარა. ამ დროს ულუ დავითი აჯანყებულთა მხარეს არ ყოფილა. ჰულაგუ ყაენმა დიდი ჯარი გამოაგზავნა აჯანყებულთა წინააღმდეგ. შეტაკებას აჯანყებულთა და მონღოლთა ჯარს შორის დიდი იყო მსხვერპლი მოჰყოლია ქართველთაA მხრიდან, მაგრამ მონღოლებს მაინც ვერ მიუღწევიათ გამარჯვებისათვის. აჯანყება გრძელდებოდა. ამიტომ ჰულაგუ ყაენმა საქართველოში ერაყის დუმნის ლაშქარიც გამოიძახაამ ამბის მცნობმა დავით ნარინმა ბრძოლის გაგრძელება უაზროდ მიიჩნია და დასავლეთ საქართველოში გადავიდა, სადაც იგი სიცოცხლის ბოლომდე დარჩა

      ჟამთააღმწერელს შემოუნახავს გადმოცემა დავით გარეგნობასა და ინდივიდუალურ თვისებებზე. იგი ყოფილა საშუალო სიმაღლის მოხდენილი გარეგნობის ჭაბუკიმჭერმეტყველებაში გაწაფული და დინჯად მოუბარი. ქვეშევრდომთა შორის დავით ნარინს სამართლიანი ხელმწიფის სახელი ჰქონია მოპოვებულიცოლად ჰყავდა ამანელასძეთა ასული დედოფალი თამარი, რომელთანაც შესძენია ვაჟები: ვახტანგი, კონსტანტინე და მიქელი. თამარის გარდაცვალების შემდეგ დავითმა მეორედ იქორწინა იმპერატორ მიხეილ პალეოლოგოსის ასულზე. მასთან შეეძინა ძე ალექსანდრე.

      ოქროს ურდოსთან და ეგვიპტის ომებით დაკავებულმა მონღოლებმა ვერც ერთხელ ვერ მოახერხეს დასავლეთ  საქართველოში  გადასვლა ურჩი ქვეშევრდომის დასასჯელად. დავით ნარინიც საკუთარი პოზიციების გადაძლიერებლად ფხიზლად ადევნებდა თვალს ილხანთა პოლიტიკას და მათ ყველაზე საშიშ მოწინააღმდეგეებთან კრავდა კავშირს. ორ საყაენოს შორის ამტყდარი ომის დროს დავით ნარინი ილხანთა საწინააღმდეგოდ მოქმედებდა. ერთ-ერთ ამგვარ მცდელობად უნდა ჩაითვალოს 1264/1265 წელს დავით ნარინის ელჩობა ეგვიპტის სულთან Aბეიბარსთან. ილხანთა ინტერესების საზიანოდ უმასპინძლა მან მონღოლთა ჩრდილოელ უფლისწულ თეგუდარსაც, რომელსაც ირანში ყოფნის დროს აბაღას დამხობა ჰქონდა დავალებული. როცა თეგუდარის განზრახვა გამჟღავნდა, მან დასავლეთ საქართველოს შეაფარა თავი მთელი თავისი ურდოთი. დავიტ ნარინმა შეიკედლა აბაღასაგან გადმოხვეწილი ვინმე ღალღურიც, მაგრამ დავით ნარინის ტაქტიკა ყოველთვის ვერ ამართლებდა. ხსენებული ღალღური რაჭის ერისთავ კახაბერ კახაბერისძეს შეუკავშირდა, რომელიც დავით ულუს სიმამრი და, როგორც ჩანს, მისი მხარდამჭერი იყო. მასთან ერთად აბაღა ყაენთან ჩასულა და მეფის შეპყრობას შეჰპირებიაყაენმა მათ 30 ათასიანი ჯარი  გამოატანა. მონღოლთა ჯარი თრიალეთის გავლით დასავლეთ საქართველოში გადავიდა და ქუთაისში მოულოდნელად შეიჭრა. აბანოში მყოფმა ნარინმა ძლივს გაასწრო მომხდურებს. თავდამსხმელები ძარცვა-რბევით გაბრუნდნენ უკან. ორი წლის შემდეგ ამავე პირებმა კვლავ რამდენჯერმე სცადეს დავით ნარინის ცოცხლად შეპყრობა და ყაენისათვის გადაცემა, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ მიაღწიეს საწადელსმოღალატეები ძარცვა-გლეჯით უკან გაბრუნდნენ. დროთა განმავლობაში დავიტ ნარინმა შემოირიგა კახაბერისძე, მაგრამ მან კვლავ რამდენჯერმე უღალატა მეფეს, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ, ნარინმა კახაბერისძე სიკვდილით დასაჯა. დავით ნარინის სამეფოს სამხრეთ-დასავლეთით ტრაპიზნის საკეისრო ესაზღვრებოდა. საქართველოს მონღოლთაგან დაპყრობამ ქართული გავლენა ტრაპიზონის საკეისროზე საგრძნობლად შეასუსტა. ამავე დროს (1244 წლიდან) ტრაპიზონის სამეფოც იკონიის სასულთნოსთან ერთად მონღოლებს ხარკს უხდიდა. ასეთ პირობებში ბიზანტიის იმპერიას მეტი საშუალება მიეცა საფუძვლიანად აღმოეფხვრა ტრაპიზონიდან ქართული გავლენა. ეს გავლენა კი, გარდა ადგილობრივი მოსახლეობის ეთნიკური კუთვნილებისა (ტრაპიზონის მოსახლეობის უმეტესობა ჭანურ-ლაზური იყო), ტრაპიზონის სამეფოს მმართველი დინასტიის საქართველოს სამეფო ოჯახთან ქორწინებებითაც იყო ხოლმე განმტკიცებული. ბიზანტიის იმპერატორმა მიხეილ პალეოლოგოსმა  სწორედ ამგვარი კავშირების გაწყვეტა დაისახა მიზნად და ამიტომ გადაწყვიტა ტრაპიზონის ახალგაზრდა კეისრის, იოანე II-სათვის (1282-1297) თავისი ასულის ცოლად შერთვა. მართლაც, ბიზანტიის კეისარმა აიძულა იოანე II კონსტანტინოპოლში ჩასულიყო და ექორწინა იმპერატორის ასულზე, თუმცა ამ ამბის გამო იოანეს დიდი დამცირების გადატანაც მოუხდა

      საქართველოსათვის ტრაპიზონის საკეისროს არსებობას მის სამხრეთ-დასავლეთ საზღვართან სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. ამ ქვეყანაში გავლენის დაკარგვას, საქართველო, ადვილად ვერ შეეეგუებოდა. ამიტომ ხსენებული ქორწინების შემდეგ, 1282 წელს, დავით-ნარინმა ილაშქრა ტრაპიზოპნის საკეისროში. აქ მას ქალაქ ტრაპიზონამდე მთელი ტერიტორია დაუკავებია, მაგრამ თვით ტრაპიზონი ვერ აუღია და უკან გამობრუნებულა. 1283 წელს იოანე კონსტანტინოპოლიდან დაბრუნდა და ტრაპიზონის ტახტზე ადის. ქართული და კონსტანტინოპოლური ორიენტაციის დაჯგუფებების ბრძოლა ტრაპიზონის საკეისროში კარგა ხანს გაგრძელდა.

 

 

 

 

    wyaroebi da samecniero literatura:

  1. JamTaaRmwereli/qarTlis cxovreba, s. yauxCiSvilis gamocema, t.II, Tbilisi, 1959;
  2. grigor akaneli, moisarTa tomis istoria, n. SoSiaSvilis gamoc. Tbilisi, 1961.
  3. k. grigolia, JamTaaRmwereli da misi Txzulebis samecniero mniSvneloba, qarTuli istoriografia, I, 1968.
  4. r. kiknaZe, JamTaaRmwerlis sparsuli wyaroebi, juveini/kavkasiur-aRmosavlurikrebuli, t.II, Tbilisi, 1962.
  5. Рашид ад-дин, Сборник летописей, III, Перевод с персидского А.К. Арендса, М-Л. 1946.
  6. plano karpini, istoria monRolebisa, romelTac Cven TaTrebs vuwodebT, g. qiqoZis gamoc. masalebi saqarTvelosa da kavkasiis istotiisaTvis, nakv.II, 1942;
  7. Книга Марко Поло, Перевод И.П. Минаева, М. 1955.
  8. kirakos ganZakeci, istoria, erevani, 1946 (rusul enaze).
  9. Taki ad-din ahmed ibn ali makrizi, Histoire des Mamelaukes de lEgipte, trad. fr. Livrais II, 1845.
  10. miqel panaretosi, trapizonis qronika, a. gamyreliZiы gamocema, masalebi saqarTvelosa da kavkasiis istoriisaTis, nakv.  34, 1960, agreTe georgika, VII, Tbilisi, 1967.
  11. iv.javaxiSvili, qarTveli eris istoria, t.III, Tbilisi, 1982;
  12. iv. javaxiSvili, socialuri brZolis istoria saqarTveloSi XI-XIII saukuneSi/ qarTveli eris istoria, meore damateba, Tbilisi, III, 1982.
  13. n. berZeniSvili, saqarTvelos istoriis sakiTxebi, t.III, Tbilisi, 1966;

 

 

moamzada mzia surgulaZem