მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

დავით VIII

საქართველოს მეფე 1293-1311 წლებში, დემეტრე II-ის ძე

 

      XIII-XIV საუკუნეთა მიჯნაზეროცა დავით VIII- ტახტზე ასვლა მოუხდა, საქართველოში სრულიად სპეციფიკური შიდა პოლიტიკური ვითარება შეიქმნა. ფეოდალიზმისათვის დამახასიათებელი სეპარატიზმი ამ დროს შიდა დინასტიურ დაპირისპირებებში გამოიხატა. მოსახლეობის შემცირება, სარწყავი მეურნეობის მოშლა, მონღოლური გადასხადი და სხვ. უზარმაზარ ცვლილებებს იწვედა საზოგადოებაში. სამეფო კარის პოლიტიკურ სისუსტეს მისი ეკონომიკური დაქვეითებაც ახლდა. _ სამეფო დომენის შემოსავლებით შეუძლებელი იყო მომრავლებული სამეფო ოჯახის წევრების და გვერდითი შტოს ბაგრატიონების  ეკონომიკური უზრუნველყოფა. როგორც ჩანს, ამ პერიოდში ჩნდება ქართულ სამართალშისაბატონიშვილო მამულისცნება, რა პრაქტიკულად სამეფო დომენის უსასრულო დანაწილებაში და მისი ეკონომიკური ეფექტიანობის კიდევ უფრო დაცემაში გამოიხატებოდა.       მომრავლებულ ბატონიშვილებს თავიანთიგაზრდილ_შეზრდილებით” (ვასალებით) პოლიტიკური პრეტენზიები უჩნდებათ, რისი რეალიზაციის საუკეთესო გზა იყო მონღოლ ყაენებთან დამოუკიდებელი კავშირების დამყარება. მონღოლური სამართალი ტახტისმაძიებლებს ფართოდ უღებდა კარს, _ ისინი ადვილად უმტკიცებდნენ მეფობას ყველა პრედენდენტს, თუ კი იგი სამეფი გვარისა იქნებოდა. ასეთი პრეტენდენტები კი უხვად იყვნენ, რამაც იმ პერიოდშიმრავალმეფიანობაჩვეულებრივ მოვლენად აქცია

      ასეთ გარემოებაში 1293 წელს, დავით ნარინის ძის, ვახტანგ II-ის (1289-1293) გარდაცვალების შემდეგ,  “ლიხთ-ამერისტახტზე ადის დემეტრე თავდადებულის უფროსი შვილი, დავითი. მისი პირველი მეუღლე იყო დედოფალი ოლჯათი, ვახტანგ II-ის ქვრივი. თავდაპირველად  დავითმა მართლაც დაიმსახურა მონღოლთა ყაენის მოწყალება _ მონაწილეობდა ილხანთა წინააღმდეგ მიმართული რუმის ყაენის ქეიღათუს აჯანყების ჩახშობაში. ამ დამსახურებისათვის მას უბოძეს დმანისი, რომელიც თავის დროზე სადუნ მანკაბერდელმა დემეტრე II- მოტყუებით გამოსტაცა. 1295 წელს ბაიდუ ყაენი, რომლის მფარველობითაც დავითი სარგებლობდა, ყაზან-ყაენმა (1295-1304) მოაკვლევინა და თვითონ დაიკავა ტახტი (1295-1304).  მონღოლური ტრადიციის მიხედვით, მოკლულ ყაენთან ერთად მისი მომხრე ნოინებიც დაისაჯნენ. 1297 წელს ურდოში დავითიც დაიბარეს. აშკარა საფრთხეს დავითი მოერიდა, იგი ყაენის ბრძანებას არ დაემორჩილა _ დედაქალაქი დატოვა და თავის მომხრეებთან ერთადუკუდგა ჟინვანს”. აქედან მისი მეფობა წვდებოდა შიდა ქართლს და არაგვის ხეობას. ყაზან-ყაენის წინააღმდეგ დავითი მოკავშირეებს ილხანებთან მწვავედ დაპირისპირებულ ოქროს ურდოში ეძებს. აქ მან თავისი ძმა ვახტანგი გააგზავნა და ოქროს ურდოს ყაენს დარიალის ხეობით უმოკლესი გზა შესთავაზა ილხანთა წინააღმდეგ სალაშქროდვახტანგი ყაენმაკეთილად შეიწყნარა და უქადა საჭურჭლე მრავალი.”

      ყაზან-ყაენმა დავითთან მოსალაპარაკებლად თავისი ნოინი ხუტლუშა გამოაგზავნა. ამ უკანასკნელმა მოსალაპარაკებლად სანდო პირების წარგზავნა მოითხოვა ყაზან-ყაენთან. დავითმა გააგზავნა კათალიკოსი აბრაჰამი, ივანე ბურსელი და თბილისის ყადი. წარგზავნილებს ყაზან-ყაენმა უვნებლობის პირობის წიგნი გამოატანა, მაგრამ დავითისათვის, როგორც ჩანს, ყაენის პირობა საკმარისი არ იყო და აჯანყებაზე ხელს არ იღებდა. ყაზან-ყაენი კვლავ ამაოდ ცდილობდა დავითთან დაზავებას. მონღოლთა დამსჯელი რაზმები კი ამასობაში ქართლს აოხრებდნენ. ილხანთა მხარდაჭერით, ქართლის საზიანოდ, ჩრდილო კავკასიელი ტომებით შევიწროებულმა ოსებმა ლიახვის ხეობა და შიდა ქართლის დიდი ნაწილი დაიკავეს.

      დავითმა, გამოცდილმა მეომარმა, კარგად იცოდა მონღოლთა საომარი წესები და მოახერხა მთაში მათი მომწყვდევა და რამდენჯერმე დაამარცხა. ამჯერად ყაზან-ყაენმა აჯანყებულ დავითს სხვა ხერხი დაუპირისპირა _ მან მის ძმებს ვახტანგს და გიორგის მეფობა მიანიჭა. ამის გამო დავითმა საკუთარი ძმა, ვახტანგი, დაააპატიმრა (ჟამთააღმწერლი), რომელიც მოახერხებს გაპარვას, წავა  ყაენთან და მეფობადამტკიცებული დაბრუნდება უკან. ძმები სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკში აღმოჩნდნენ. მათი დაპირისპირება 7 წლის მანძილზე გრძელდებოდა, _ ვახტანგის გარდაცვალებამდე (1208 .). 1203 წელს ყაენმა  დავითს ალასტანი და ჯავახეთი (როგორც ჩანს, ქართული სამართლებრივი ტრადიციით, საუფლისწულო მამულები) უბოძა, სადაც იგი დაფუძნდება კიდეც.      ამ პერიოდიდან დავითი იწყებს აქტიურ დიპლომატიურ საქმიანობას. XIII საუკუნის 70-იან წლებში ეგვიპტის სულთანმა ქართველებს, ილხანთაA ლაშქრობებში ეგვიპტის წინააღმდეგ მონაწილეობისათვის, ჩამოართვა იერუსალიმის მახლობლად მდებარე ჯვრის მონასტერი და მეჩეთად გადააკეთა. ამ მოვლენს შემდეგ ქართული დიპლომატია გამუდმებით ცდილობს ჯვრის მონასტრის უკან დაბრუნებას. ცნობილია ქართველთა ელჩობები ეგვიპტის სულთანთან 1305/6, 1310/11, 1316/17და 1320 წლებში

      მკვლევართა ერთი ნაწილის მოსაზრებით, სწორედ დავითია ის მეფე, რომელიც 1305/6, 1310/11,  წლებში მოლაპარაკებებს მართავს ეგვიპტის სულთანთან ჯვრის მონასტრის გასათავისუფლებლად. დავითმა თავის ელჩობას ეგვიპტის სულთანთან მეტი წონა შესძინა ბიზანტიურ დიპლომატიასთან კავშირით. ეგვიპტის სულტანმა 1310 წელს ქართველებს ჯვრის მონასტრი დაუბრუნა, თუმცა ჯვრის მონასტრის სტატუსის სკითხი საბოლოოდ გიორგი ბრწყინვალის დროს გადაწყდა. ახლად მიკვლეულ არაბულ წყაროებზე დაყრდნობით, გაჩნდა მოსაზრება, რომ ამ მოლაპარაკებებს აწარმოებდა დასავლეთ საქართველოს მეფე, კონსტანტინე დავითის (ნარინის) ძე.

 

 

 

 

              წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.     ჟამთააღმწერელი, ქართლის ცხოვრება, . ყაუხჩიშვილის გამოც. თბილისი, 1959.

2.     . მესხია, ძეგლი ერისთავთა, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, 30, თბილისი, 1954.

3.     . მეტრეველი, მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის (XI-XVII სს.), თბილისი, 1963.

4.     XIV-XV სს. არაბი ისტორიკოსების ცნობები საქართველოს შესახებ, არაბულიდან თარგმნა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო . გოჩოლეიშვილმა, თბილისი, 1988.

5.     ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია/თხზულებანი თორმეტ ტომად, .III. თბილისი, 1982.

6.     . ჯაფარიძე, როდის დაუბრუნეს ქართველებს მამლუქების მიერ მიტაცებული ჯვრის მონასტერი? კრ. “შოთა მესხია, 90”, საიუბილეო კრებული, თბილისი, 2006.

7.     . ბერძენიშვილი, ქართველი ხალხის ბრძოლა მონღოლთA მფლობელობის წინააღმდეგ, საქართველოს ისტორიის დამხმარე სახელმძღვანელო, I, თბილისი, 1958.

8.     . ნინიძე, პროვინციის მეფეები XIV-XV სს. საქართველოში, 1995.

9.     მისივე, “მრავალმეფიანობის ხანის (1298-1318) ქართული დიპლომატია/ ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები, .I, 1998.

10.    . მამისთვალაშვილი, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ისტორია, გორი, 2002.

11.    . ალასანია, ქართველი მეფეების საგარეო პოლიტიკის ისტორიიდან მე-14 საუკუნის პირველ ნახევარში, კრ. “ნოდარ შენგელია” 75, თბილისი, 2008, გვ. 25-35.

 

 

მოამზადა მზია სურგულაძე