მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

წათე, ეგრისის მეფე

ეგრისის მეფე VI საუკუნის 20-30_იან წლებში.

 

ირანისა და ბიზანტიის დაპირისპირება დასავლეთ საქართველოში V საუკუნის 80-იანი წლებში ირანის სასარგებლოდ დასრულდაამრიგად, ბიზანტიელთა ბატონობა ეგრისში ირანელებმა შეცვალეს. 518-523 წლებში, როდესაც ირანის   შაჰის კავადის (488-523) და იმპერატორ იუსტინეს(518-527) ელჩები საზავო მოლაპარაკებას აწარმოებდნენ, სადაოდ ქცეულა ეგრისის საკითხი. სპარსელი ელჩები ამტკიცებდნენ, რომ ლაზები ძველთაგანვე სპარსელების ქვეშევრდომნი იყვნენო (პროკოპი კესარიელი); ამიგად, კავადის დროს ეგრესის ირანისადმი დაქვემდებარების ფაქტი არავითარ ეჭვს არ იწვევს. ზოგიერთი მეცნიერის საფუძვლიანი მტკიცებით, ეს უნდა მომხდარიყო კიდევ უფრო ადრე, ვახტანგ გორგასლის ინიციატივით  60-იან წლებში (. მუსხელიშვილი). ამიერიდან ეგრისის მეფეებს ირანი ამტკიცებდა (იოანე მალალა) ისევე, როგორც მანამადე ამას აკეთებდა ბიზანტიის იმპერატორი. “სპარსელებში მიღებული იყო, რომ როდესაც ლაზთა მეფე გარდაიცვლებოდა, სპარსელთა მაშინდელი მეფე მათ სხვა მეფეს დაუყენებდა” (პასქალური ქრონიკა). 523 წელს ქართლში გურგენ მეფის ხელმძღვანელობით ირანელთა წინააღმდეგ აჯანყებამ იფეთქა. აჯანყების ჩასაქრობად ქართლში ირანელთა იმდენად დიდი ჯარი შემოვიდა, რომ გურგენი ოჯახითა და თავისი მოხრე დიდებულებით ეგრისში გადავიდა. უთუოდ ქართლის ამ მოვლენებთან არის დაკავშირებული ეგრისის მეფის, წათეს საქციელი: 523 წელს წათეგადაუდგა სპარსელთაA სამეფოს, როდესაც იქ მეფობდა კავადი, რომელსაც წათე იმდენად უყვარდა, რომ ის ლაზთა მეფედ დააყენა. წათე მივიდა ბიზანტიაში იუსტინესთან და სთხოვა მეფეს, რათა მას გაექრისტიანებინა ის და მასვე ეკურთხებინა ის ლაზთა მეფედ. მეფემ სიხარულით მიიღო ის, მონათლა და შვილად გამოაცხადა. წათიმ შეირთო რომაელი ქალი, პატრიკიოს და აპოკუროპალატ ნომოსის შვილიშვილი, სახელად ვალერიანე, რომელიც წაიყვანა საკუთარ ქვეყანაში, როდესაც იუსტინეს მიერ ლაზთა მეფედ იქნა ნაკურთხი (თეოფანე ჟამთააღმწერელი, პასქალური ქრონიკა). 

ამ ცნობათა საფუძველზე წათე პირველ ქრისტიან ლაზ მეფედ მიაჩნია ზოგიერთ მკვლევარს. მაგრამ ასეთ დასკვნას აბათილებს VI საუკუნის ავტორის იოანე მალალა, რომელიც სხვაგვარად  გადმოსცემს წათის გაქრისტიანების ამბავს: “...ლაზთა ეს მეფე გადავიდა წარმართთა (ელინთა) სარწმუნოებაზე, რადგან ეშინოდა, ვაითუ სპარსელთა მეფემ კოადმა მეფედ არ დამნიშნოსო, მსხვერპლსაც სწირავდა და ყოველგვარ სპარსულ წეესს ასრულებდა. ხოლო როდესაც გარდაიცვალა  მისი მამა დამნაზე, მაშინვე მივიდა იუსტინე მეფესთან ბიზანტიონში, გამოაცხადა თავი მის მორჩილად და სთხოვა, ლაზთა მეფედ მაკურთხეო. მეფემ მიიღო ის და აკურთხა...” როგორც ჩანს, წათე თავადპირველად ქრისტიანი ყოფილა და რათა ირანელთაგან ტახტი მიეღოწარმართულ, და არა ირანულ სარწმუნოებაზე გადასულა შემდეგ, როდესაც წათის ისევ ბიზანტიელთა ქვეშევრდომობა აურჩევია, ისევ ქრისტიანობას დაბრუნებია (. ლომოური).  

წათის გაქრისტიანებას ირანის შაჰის რისხვა გამოუწვევია. 528 წელს სპარსელთა დამსჯელი ჯარი ეგრისში შეიჭრა. წათეს ამჯერად ბიზანტიელებმა რეალური დახმარება გაუწიეს _ ეგრისელებმა ბერძნების სამხედრო ძალის დახმარებით ირანელები ქვეყნიდან განდევნეს. 532 წელს ირანსა და ბიზანტიას შორის დაიდო .. უვადო ზავი, რომლის შედეგად მხარეებმა დაპყრობილი ტერიტორიები ერთმანეთს დაუბრუნესეგრისისათვის ამ ზავმა ის ნაყოფი გამოიღო, რომ სკანდისა და შორაპნის ციხეებში ბიზანტიელებმა თავიანთი რაზმები ჩააყენეს, გაამაგრეს ეგრისის დედაქალაქი ციხე-გოჯი და  ზღვის სანაპიროზე ააშენეს ციხე-სიმაგრე პეტრა (ციხისძირი), რომელიც   ბიზანტიელთა ჯარების სარდლის (სტრატეგოსის) რეზიდენციად იქცა.

 

 

 

             წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.         პროკოპი კესარიელიგეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტექტები ქართული თარგმანებითურთ გამოსცა და კომენტარები დაურთო . ყაუხჩიშვილმა, . II, თბილისი, 1965; 

2.         იოანე მალალა, გეორგიკა, . III, თბილისი, 1936; 

3.         პასქალური ქრონიკა, გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტექტები ქართული თარგმანებითურთ გამოსცა და კომენტარები დაურთო . ყაუხჩიშვილმა, . IV, I;

4.         იხ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, თხზულებანი 12 ტომად .I, თბილისი, 1979;

5.         . ლომოური, ეგრისის სამეფოს ისტორია, თსუ გამომცემლობა,თბილისი, 1968;

6.        . ბოგვერაძე, ადრეფეოდალური ქართული სახელმწიფოები VI-VIII საუკუნეებში/ საქართველოს ისტორიის ნარკვევები, II, 1973;

7.         . მუსხელიშვილი, საქართველო IV-VIII საუკუნეებში,თბილისი, 2003;

 

 

 

 

მოამზადა ელენე ცაგარეიშვილმა