მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
                 

 

 

 

 ბოგდან გურჯიცკი, XVII . მეორე ნახევარი

ქართველი დიპლომატი პოლონეთის სამეფო კარზე

 

XVII საუკუნეში პოლონეთის მეფის იან კაზიმეჟის ელჩთა შორის განსაკუთრებით საინტერესო ფიგურას წარმოადგენს ეროვნებით ქართველი, პოლონურ ისტორიოგრაფიაში ბოგდან გურჯიცკის სახელით ცნობილი პირი, რომელიც თითქმის ოცდაათი წლის განმავლობაში ასრულებდა პოლონეთის მეფის მუდმივი რეზიდენტის მოვალეობას შაჰის კარზე. პოლონურ ლიტერატურაში ბოგდან გურჯიცკი, იგივე ბუხტამ-ბეგი, ბურბინ ბუგდან-ბეგი, ბოგდან სპარსი, ბოგდან გურჯი, სამეფო ჯარების როტმისტრი, პოლონეთის სამსახურში მყოფი, სემდეგში ცნობილი დიპლომატი, დახასიათებულია, როგორც საერთაშორისო პოლიტიკაში გარკვეული პიროვნება, აღმოსავლური და ევროპული ენების და სამხედრო საქმის საუკეთესო მცოდენე. ცნობილია, რომ ჰყოლია ძმები: ფარსადანი, ნაზარე და მერაბი.

თავდაპირველად გურჯიცკი ქართველი (ქართლის?) მეფის სამსახურშია, XVII . II ნახევრიდან პოლონეთში იმყოფება. 1662 წლიდან პოლონეთის სამეფო ჯარების როტმისტრია. ამ პერიოდის სამხედრო კამპანიების დროს გამოჩენილი მამაცობისათვის პოლონეთის 1666 წლის ნოემბერში სეიმის სამხედრო ხელმძღვანელობას ბოგდან გურჯიცკის ჯილდოდ მოუთხოვიათ მისთვის აზნაურობის მინიჭება. მაგრამ როგორც ჩანს, ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა. მხოლოდ 1676 წელს ბოგდანმა და მასთან ერთად მისმა ძმამ ფარსადანმა მიიღეს აზნაურობა (შლიახტიჩობა). ეს წოდება დადასტურებულია 1676 პოლონეთის საკორონაციო სეიმის კონსტიტუციით. ამ დროისათვის მიიღო მან მამულები ლენჩიცკის რაიონში.

1668 წელს აგვისტოსი ბოგდან გურჯიცკი მეფე იან კაზიმეჟმა ირანის შაჰ სულეიმანთან გააგზავნა ელჩად. მას  დავალებული ჰქონდა პოლონეთის მეფის სახელით მიელოცა  შაჰისათვის ტახტზე ასვლა და მოეთხოვა მისგან კათოლიკური მისიების მფარველობა. მას ჰქონია საიდუმლო დავალება მიეღო სპარსეთის ხელისუფლებისაგან თანხმობა მოკავშირეობაზე თურქეთის წინაარმდეგ. სამეფო კანცელარიაში მან მიიღო ინსტრუქცია რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოზე გავლის დროს გადაეცა მეფე ვახტანგ V-ისათვის კანცლერ იან ლეშჩინსკის თავაზიანი წერილები თხოვნით, რომ მფარველობა გაეწია პოლონეთის ელჩისათვის, ხოლო უკან დაბრუნებისას გაეგო, თუ როგორი სავაჭრო ურთიერთობის დამყარება შეეძლო პოლონეთს საქართველოსთან.

მას მართლაც მოუნახულებია ქართლის მეფე ვახტანგ V, გადაუცია მისთვის პოლონეთის კანცლერის წერილები. როგორც ჩანს, შემდგომშიც, როცა სპარსეთში იმყოფებოდა, მას მჭიდრო ურთიერთობა ჰქონია საქართველოსთან. ცნობილი ჰო;ლანდიელი მოგზაურის იან სტრეისის ცნობით, ბოგდანს საკუთარი ექიმი ადამი გაუგზავნია ვახტანგ V-სათვის. ცოტა მოგვიანებით კი გიორგი XI- მისთვის თბილისში სასახლე უბოძებია. სპარსეთში ყოფნის დროს გურჯიცკის წარმატებით შეუსრულებია პოლონეთის მეფის დავალებები. შაჰისაგან მან მიაღწია კათოლიკე მისიონერებისათვის მიცემული პრივილეგიების დამტკიცებას და მიიღო ნებართვა ქალაქ ერევანში დაეარსებინათ იეზუიტთა ახალი მონასტერი.

ბოგდან გურჯიცკი თავისი პირველი ელჩობიდან მხოლოდ1672 წელს დაბრუნებულა. 1672 წლის სექტემბერში იგი შემახიიდან ასტრახანში ჩადის. გზად კვლავ გაუვლია საქრთველოში და თან წაუღია ვახტანგ V-ის წერილი პოლონეთის მეფე მიხეილ ვიშნევეცკისთანწერილები დათარირებულია 1671 წლის 26 მარტით. 1675 წლის იანვარში ბოგდანი ჩადის მოსკოვში. 3 იანვარს იგი მიუღია საელჩო პრიკაზის ხელმძღვანელს არტემ მატვეევს, რომელთანაც ვრცელი საუბარი ჰქონია რუსეთ-ირანის ურთიერთობათა შესახებ. ამ საუბრებისდან ჩანს, რომ ბოგდან გურჯიცკი ირანსა და რუსეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს ხედავდა. ერთ-ერთ საკითხად განუხილავთ ქართველი უფლისწულის ერეკლეს (ნიკოლოზ) მოსკოვიდან საქართველოში დაბრუნება. ბოგდანი არასწორად მიიჩნევდა ერეკლე ბატონიშვილის საქართველოში დაბრუნებას, როგორც ჩანს, იგი ქართლისა და კახეთის ურთიერთობაში ვახტანგ V-ისა და მისი ვაჟის არჩილ II-ის პოლიტიკას ემხრობოდა.

იმდროინდელი ქართველი პოლიტიკოსების თვალში ერეკლეს გამოჩენა საქართველოში თეიმურაზ I-ის პოლიტიკის გაგრძელებას ნიშნავდა, ხოლო მუხრანბატონთა შტოს ბაგრატიონების პოლიტიკა სპარსეთის დროშის ქვეშ საქართველოს გაძლიერებას ემსახურებოდა. ბოგდანი საქართველო-ირანის ურთიერთობის საკითხში ქართველ პოლიტიკოსთა იმ ნაწილის აზრს იზიარებდა, რომლებიც საგარეო პოლიტიკაში ირანულ ორიენტაციას ემხრობოდა.

1675 . მაისში ბოგდანის ელჩობა პოლონეთში დაბრუნდა, სადაც 1676 წლის ივლისამდე დარჩა. მეფე იან III კვლავ აგზავნის ბოგდანს ირანში. 1676 წლის გაზაფხულზე იგი ჯერ მოსკოვში ჩადის, და სთხოვს რუსეთის მეფე ალექსი მიხეილის ძეს, რომ გაუშვან სპარსეთში, სადაც იგი პოლონეთის მეფის მიერ რეზიდენტად იგზავნება შაჰის კარზე. ამის შემდეგ მრავალი წლის მანძილზე სპარსეთშია და ასრულებს პოლონეთის მფის დავალებებს. პოლონეთის მეფე თავის რეზიდენტთან ურთიერთობისათვის პერიოდულად აგზავნის სპარსეთში თავის წარმომადგენლებს, რომელთა შორისაა დესპანი ფარსადან გურჯიცკი, ბოგდანის ძმა.

XVIIII . ცნობილი პოლონელი მოგზაურის და მემატიანის იან კრუშინსკის და თანამედროვე პოლონელი ისტორიკოსის ბოგდან ბარანოვსკის თანახმად, გურჯიცკის შაჰ სულეიმანისაგან მიღებული ჰქონდა საკმაოდ დიდი მამულები შირვანის პროვინციაში. ისპაჰანში ყოფნის დროს ბოგდანს მაჰმადიანობაც მიუღია, მაგრამ რაკი იან III- თავისთან მისი ძმა და შვილიშვილი მძევლად ჰყავდა, კვლავ დაბრუნებულა კათოლიკური ეკლესიის წიაღში.

1699 წელს, 24 ნოემბერს ბოგდან გურჯიცკი ჩადის სპარსეთიდან მოსკოვში და სურს აქედან პოლონეთში გაემგზავროს, მაგრამ უკვე მოხუცი დიპლომატი ამას ვეღარ ახერხებს. 1700 . 12 იანვარს იგი გარდაიცვალა მოსკოვში, სადაც დაკრძალეს.

 

 

    წყაროები და samecniero literatura:

  1. 1.Армяно-русские отношения  в17 веке.Сборник  документов под редакцией ВюАю Парсомяна, Ереван, 1953.
  2. 2.Bohdan Baranowski, Znajomose wschodu w dawnei Polsce do XVIII wieku. Lodz. 12950.
  3. გ.ზედგინიძე, ქართველი დიპლომატი ბოგდან გურჯიცკი/მნათობი  N12, 1665.
  4. გ.ზედგინიძე,ბოგდან გურჯიცკის დიპლომატიური მოღვაწეობის საკითხისათვის/ თსუ შრომები, ტ.165, 1975.
  5. 5.Н.Бантыш-Каменский, Обзор внешних сношений России (по 1800 г.) Москва, 1897.
  6. 6.Jan Reychman, Bohdan Gurziecki /PSB,t.IX, Warszawa, 1960.
  7. Krusinski J.T. Prodromus od tragicam vertentis belli Persici historiam, Leopoli, 1740.
  8. Leopold Hubert, Pamiietniki historyczne, Warszawa, t.II, 1961.
  9. Я. Стрейс,Три путешествия, Огиз, 1935.
  10.  ЦГАДА ф. 79,Сношения России с Польшей,1669,стб. 23.
  11.  ЦГАДА ф. 77,Сношения России с Польшей,1673,ед.хр.1.
  12.  ЦГАДА ф. 77,Сношения России с Польшей,1673,стб. 18.
  13. ი. ცინცაძე, მასალები პოლონეთისა და საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის, თბილისი, 1966.

 

moamzada ana baqraZem