მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
               

 

 

 

 

ბაკურ იბერიელი II (VI .)

 

 

 

ფარნავაზიანი, გამოჩენილი ქართველი სარდალი ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანეს (527-565 წწ.) დროს ებრძოდა ოსტგუთთა მეფე ტოტილას.

ბაკურ იბერიელი ცნობილი ქართველი სარდალი ბიზანტიის საიმპერატორო კარზე. ფარნავაზიანი, გურგენ მეფის შთამომავალი. ცნობილი ბიზანტიელი სარდლის პერანის ძე, რომელიც სახელმოხვეჭილი მხედართმთავარი იყო იუსტინიანე იმპერატორის კარზე, ბიზანტიელი ავტორები იბერიის სამეფო გვარის წევრად და კარგ სტრატეგად თვლიდნენ. პროკოფი კესარიელი პერან ფარნავაზიანის სამშობლოდან ბიზანტიის იმპერიაში ჩასვლის მიზეზის შესახებ წერდა, რომ `პერანი სპარსელებთან მტრობის გამო რომაელების მხარეზე გადავიდაო~. ეს, მართლაც, ასე იყო. ქართლიდან ბიზანტიაში წასულმა პერანმა თან წაიყვანა თავისი ვაჟი ბაკური და ძმისწული ფაზა. პერანი სამხედრო ნიჭის წყალობით სწრაფად დაწინაურდა ბიზანტიის სამხედრო ასპარეზზე და დიდ წარმატებებსაც მიაღწია. მან გაზარდა გაბედულ და მამაც მეომრებად თავისი შვილი ბაკური და ძმისწული ფაზა, რომლებიც მალე ბიზანტიის საიმპერატორო ჯარების სარდლები გახდნენ.

ბაკური იბერიელი და ფაზა, როგორც სარდლები, ორივე დიდი შემართებით იბრძოდნენ ცნობილი გერმანელი მეომარი ტომების _ ოსტგუთების წინააღმდეგ, რომლებიც შემოიჭრნენ ბიზანტიის იმპერიაში და მალე დიდი პრობლემები შეუქმნეს მას. ბიზანტიელები მათ ბარბაროსებს ეძახდნენ. ტოტილა, რომელიც ოსტგუთების მეფე იყო 541-552 წწ-ში, სათავეში ჩაუდგა ანტიბიზანტიურ აჯანყებას და ბრძოლით შეძლო მთელი იტალიის გაწმენდა ბიზანტიელებისაგან. მაგრამ დაბალი სოციალური ფენებისადმი არათანმიმდევრული პოლიტიკის გატარების გამო, ტოტილამ ბევრი მომხრე დაკარგა. თვითონ ტოტილა ძალიან მამაცი და გაბედული ადამიანი იყო. იმპეროატორმა იუსტინიანემ ახალი ჯარები გაგზავნა მის წინააღმდეგ საბრძოლველად, თუმცა ტოტილამ ადრე რამდენჯერმე დაამარცხა ბიზანტიელები.

547 წელს ბიზანტიელთა ბრძოლას ოსტგუთების წინააღმდეგ მეთაურობდნენ ქართველი მხედართმთავრები _ ბაკურ და ფაზა იბერიელები. ფაზა იბერიელი ცხენოსანთა რაზმებს სარდლობდა. ბრძოლა ბიზანტიელთა გამარჯვებით დამთავრდა. გამარჯვებული მეომრები გაიფანტნენ სურსათ-სანოვაგის საშოვნელად. მაგრამ ამ დროს ტოტილას დამხმარე ძალა მოუვიდა და შეტევა ახალი ძალით განაახლა. ფაზა კარავში ისვენებდა, ოსტგუთები რომ დაესხნენ, თავს  იგი არნახული სიმამაცით იცავდა, მაგრამ ოსტგუთებმა ფაზა სარდალი მოკლეს. ბაკურ იბერიელი კი თავისი ჯარით უვნებელი გადარჩა.

552 წელს ბიზანტიელებსა და ოსტგუთებს შორის დიდი ბრძოლა მოხდა, რომელიც ტაგინეს ბრძოლის სახელწოდებით არისი ცნობილი. ამ ბრძოლას სარდლობდა ცნობილი ბიზანტიელი მხედართმთავარი ნარსესი, ხოლო ერთ-ერთი ბიზანტიელი სარდალი იყო ბაკურ იბერიელი, რომელმაც თავი გამოიჩინა ამ ომში, როგორც ნიჭიერმა და მამაცმა სტრატეგმა.

ბიზანტიელმა მეომრებმა ოსტუგთთა მეფე ტოტილა ალყაში მოიქციეს. იგი გმირულად იბრძოდა. ბიზანტიელები მოიხიბლენ ტოტილას სიმამაცით და გადაწყვიტეს გაქცევის საშუალება მიეცათ, ალყა გახსნეს, მაგრამ ტოტილამ გაქცევას, ბრძოლის ველზე მამაცურად სიკვდილი ამჯობინა.

ბაკურ იბერიელს, როგორც გამოჩენილ სარდალს და პერანის ვაჟს, პროკოფი კესარიელი 532-552 წლებში იხსენიებს. შემდეგ წყაროებში მისი ხსენება ქრება. როგორც ჩანს, გარდაიცვალა.

 

 

 

 

     wyaroebi da samecniero literatura:

1.        iv. javaxiSvili, qarTveli eris istoria, t.I, Tbilisi, 1979;

2.       s. janaSia, saqartvelo adrindeli feodalizmis gzaze, Sromebi I, Tbilisi, 1949;

3.       Ю. Кулаковский История Византии, т.1, Кикв, 1910.

4.       prokopi kesarieli. qarTuli Targmani s. yauxCiSvilisa / georgika, t.II, bizantieli mwerlebis cnobebi saqarTvelos Sesaxeb, Tbilisi, 1965;

5.      Прокопий из Кесарии, Война с Готами к V-VIII вв. перевод с греческого С.П. Кондратьева, Москва, 1950.

6.      З.В.Удальцова, история Византии, т.3, Москва, 1959

7.      n. lomouri, narkvevebi qarTlis(iberiis) samefos istoriidan, Tbilisi, 1975;

8.      v.goilaZe, farnavazianTa saxlis qristian mefeTa qronologia, Tbilisi, 1990;

 

 

 

moamzada gulnara mWedliZem