წმ. აბო თბილელი
ავაგ მხარგრძელი
XIII ს. ლაშა-გიორგის აღმზრდელი,
საქართველოს ამირსპასალარი მონღოლთა შემოსევის დროს
ავაგ მხარგრძელი, ივანე ათაბაგის ძე, მხარგრძელთა ძირითადი შტოს უკანასკნელი წარმომადგენელი (ძე არ ესვა), საქართვე¬ლოს ამირსპასალარი და ათაბაგი მთავარყვეს მამის _ ივანე ათაბაგის გარდაცვალების შემდეგ. მეუღლე გვანცა დედოფალი, ცხოვრობდა მონღოლთა შემოსევებისა და მათი ბატონობის დასაწყის ხანაში. ეპოქას რამდენადმე ალღო აუღო და `თათართა დიდად პატივით შეეწყნარა~, თუმცა ამავე დროს იყო `დამდები სულისა თვისისა ქუეყანისა მისისათÂს~.
XIII ს-ის 40-იანი წლების დასაწყისში საქართველო მონღოლებმა დაიპყრეს. უმეფოდ დარჩენილ აღმოსავლეთ საქართველოში `ძლიერნი ამაქვეყნისანი~ მტერს დამორჩილდნენ. საქართველოს უზენაესი ხელისუფლება მონღოლთა შემოსევას არაადექვატური განწყობით, სრულიად მოუმზადებელი შეხვდა. დიდგვაროვნები ქვეყნის დაცვისა და მტრის წინააღმდეგ გაერთიანების ნაცვლად, თავიანთი სამფლობელოების შესანარჩუნებლად, მომხდურთან შებმას გაურბოდნენ, ან თავიანთ ციხე-სიმაგრეებს აფარებდნენ თავს ანდა მორჩილებას უცხადებდნენ და მათ სამსახურში დგებოდნენ.
მონაპირე, ძმადნაფიცი ქვეყნებისათვის მიშველება არც უფიქრია მთავარ¬სარდლობას. ბედისანაბარა დარჩენილებმა ადგილობრივი ძალებით ვერაფერი გააწყეს. მტერმა ისე გამოიარა ლორე და სამშვილდე და მოადგა თბილისს, რომ მცირე წინააღმდეგობასაც კი არ წასწყდომია. რუსუდან დედოფალი იმერეთს გადაიხვეწა. მანდარტუხუცესი აჭარაში გაიქცა. მრავალსარდალი ავაგ მხარგრძელი თავის ციხე-სიმაგრე კაენში გაიხიზნა და იქ გამაგრდა. თბილისს მცველად მხოლოდ ციხისთავი შერჩა, რომელმაც მთავარსარდლისგან ერთადერთი საბრძოლო დავალება მიიღო: როგორც კი მონღოლები დმანისს მოუახლოვდებოდნენ, თბილისი დაეცალა და გადაეწვა, რომ მტერს იქ გამაგრება არ შეძლებოდა. ავაგ მხარგრძელი, ქვეყნის ამირსპასალარი, ნაცვლად იმისა რომ ქართული ჯარი სწორად გაეწყო და სარდლობა გაეწია, სიმამაცისა და გონიერების მაგალითი ყოფილიყო, სამარცხვინო ლაჩრობისა და ხელმძღვანელის უგუნური საქციელის პირველჩამდენი აღმოჩნდა. გათითოკაცებულმა ერის მთავრებმა თავთავიანთ ციხე-სიმაგრეებს მიაშურეს, ხალხმა კი ტყესა და მთებს შეაფარა თავი. როგორც ივ. ჯავახიშვილი წერს: `სახელმწიფოს ორგანიზაცია განრღვეული ადამიანის სხეულს დაემსგავსა~.
ვინ იცის, მონღოლთა სიმრავლის, ძალისა და ომისუნარიანობის წინაშე სწორად მოიქცა ავაგ მხარგრძელი, როცა შებმას მორჩილება და მათ სამსახურში დგომა არჩია. პირუთვნელი ჟამთააღმწერელი მის ქმედებას მკაცრად არ ეკიდება. ურდოში მის წასვლას ისტორიკოსი თავისი ქვეყნისათვის ავაგის სულის დადებად მიიჩნევს.
მონღოლთაგან ალყაშემორტყმულ, სხვა რომ არა უწყლოდ დარჩენილ კაენის ციხეში მომწყვდეულმა სარდალმა ბარდავს მყოფ მონღოლთა მთავარს ჩორმაღან ნოინს მოციქული გაუგზავნა და ზავი სთხოვა; მორჩილება, სამსახური და ხარაჯის გადახდა აღუთქვა. იმათაც სიხარულით მიიღეს ავაგის პირობა. ამის შემდეგ საქართველოს ყველა ციხე-სიმაგრე მონღოლებმა დაიკავეს.
ავაგ მხარგრძელი რუსუდანის თანამზრახველი სარდალი გახლდათ. მას ათაბაგობა ხომ სწორედ რუსუდანმა უბოძა. როცა ავაგის გარჯის შედეგად გადმოვიდა ქუთაისიდან დედოფალი და მისი ძე დავითი აღმოსავლეთში, დედოფალს ავაგი მიეგება შანშე მანდატურთუხუცესთან და ეგარსლან ბაკურციხელთან ერთად. მერე აქტიურად მონაწილეობდა მონღოლთა ლაშქრობებში. 5 წელი დაჰყო მონღოლთა შორის. ჯერ ბათო ყაენთან იყო (სადაც საოცარი ერთგულება გამოაჩინა მისმა ეჯიბმა _ ივანე ახალციხელის შვილმა დავითმა. თავი სასიკვდილოდ გადადო. ავაგის ტანსაცმელში გამოეწყო და ისე წარსდგნენ ბათო ყაენის წინაშე), მერე კი დიდ ყაენთან ყარაყორუმში. ავაგი ჰულაგუ ყაენმაც `კეთილად შეიწყნარა.
ავაგ მხარგრძელი საქართველოში დაბრუნების შემდეგ მალე, 1250 წელს გარდაიცვალა. მას ვაჟი არ ჰყავდა _ გარდაცვალების შემდეგ `სახლი ავაგისი~ და ქალიშვილი ხვაშაგი დარჩა ეპოქის ღვიძლ შვილს სადუნ მანკაბერდელს. შემდეგ ავაგის ყმა-მამული მონღოლი მოხელის გამგებლობაში აღმოჩნდა. მოგვიანებით მეფე დიმიტრი II-ის მფლობელობაში გადავიდა არღუნ ყაენის მეშვეობით. ქვრივი გვანცა ცოლად შეირთო დავით ულუმ და ისტორიას შემორჩა გვანცა დედოფლის სახელით.
ავაგ მხარგრძელი დასაფლავებულია ახპატში მხარგრძელთა საგვარეულო მონასტერში.
wyaroebi da samecniero literatura
1. JamTaaRmwereli, aswlovani matiane, teqsti gamosacemad moamzada, gamokvleva, SeniSvnebi daurTo revaz kiknaZem, Tb., 1987.
2. grigol akaneli, moisarTa tomis istoria, somxuri teqsti, qarTuli TargmaniT da komentarebiT gamosca n. SoSiaSvilma, Tb., 1961.
3. Киракос Гандзакеци, История, Москва, 1976.
4. iv. javaxiSvili, qarTveli eris istoria, t.III, Tb., 1982.
5. saqarTvelos istoriis narkvevebi, t. III, Tb., 1979.
6. qse, t.VI, Tb., 1984.
moamzada cisana abulaZem