წმ. აბო თბილელი
ასათ მოქმედი
X საუკუნის ქართველი ოქრომჭედელი, ავტორი ბრილის ჯვარისა
1898 წელს სოფელ ბრილში აღმოჩნდა მასიური ვერცხლის ფირფიტაზე გამოჭედილი საწინამძღვრო ჯვარი ზომით: 27,2X16,2 (ამჟამად ინახება საქართველოს ხელოვნების ისტორიის სახელმწიფო მუზეუმში). ჯვრის წინა მხარეზე გამოსახულია ჯვარცმული ქრისტე,, მის ორსავე მხარეს, ქვედა მკლავზე, მარიამი ყრმით და იოანე ნათლიისმცემელი; ზედა მკლავზე _ მამა ღმერთი და მედალიონები ნახევარფიგურებით. თავისუფალი არე დაფარულია მცენარეული ორნამენტით.
ჯვრის ქვედა მკლავზე მოთავსებული წარწერა იუწყება, რომ იგი შეუკვეთია დავით კურაპალატს: “ქრისტე, ადიდე დღეგრძელობით დავით კურაპალატი, ამინ”. ზურგზე მიწერილია ჭედურობის შემსრულებლის სახელი: “ ასათ მოქმედი”.
ქრისტე გამსახულია ადრეული ხანის ქრისტიანულ ხელოვნებაში მიღებული მშვიდი პოზით, აწეული თავით და აპყრობილი ხელებით. სხეული გადმოცემულია განზოგადოებული ფორმებით, ერთგვარი სქემატურობით. ქვემოთA რეგისტრში მოთავსებული ღვთისმშობლის გამოსახულება მთელი ტანით, ყრმით ხელში. ჯვრის ზურგზე გამოსახულია წმინდა ნინო.
ბრილის ჯვარი ქართული ოქრომჭედლობის ერთი შესანიშნავი ნიმუშთაგანია. მისი შემოქმედის ხელწერის თავისებურება _ ფიგურათა სკულპტურულობა, სხეულის პროპორციების შეგნებული რღვევა, გამოსახულებებს ექსპრესიულობას და ემოციურობს სძენს.
samecniero literatura:
S. amiranaSvili, qarTuli xelovnebis istoria, Tbilisi, 1961, gv.221-223. qse, I, Tbilisi, 1975.
saqarTvelos marTlmadidebeli eklesiis enciklopediuri leqsikoni,avtor-Semdgenlebi: e.gabiZaSvili, m. mamacaSvili, a. RambaSiZe, Tbilisi, 2007.
მოამზადა ვალერი სილოგავამ