მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

წმ. აბო თბილელი

 

 

 

არსუკისძე

XI საუკუნის ქართველი ხუროთმოძღვარი, სვეტიცხოვლის მაშენებელი

 

 

 

          სვეტიცხოვლის აღმოსავლეთ ფასადზე, შუა თაღის ქვემოთ ამოკვეთილ მედალიონში და ჩრდილოეთის ფასადის მტავარი სარკმლის ზემოთ, მოთვსებულია წარწერა: “ხელი მონისა არსუკისძისაი, შეუნდვეთ”. ჩრდილოეთის ფასადი წარწერას შუაში კვეთს ხელი გონიოს გამოსახულებით. ეს წარწერები სამშენებლო წარწერათა რიგს განეკუთვნებიან და მიუთითებენ ტაძრის ამგები ხელოსნის (ხუროთმოძღვრის) ვინაობას. როგორც ჩანს, ქვაზე ნაკვეთი ხელის გამოსახულებამ, რომლის მსგავსი ბევრია შემონახული (.. ხელიანი სტელები), და ძველად გამოხატავდა უფლებას _ “ხელის” (თანამდებობის ან ხელოსნობის დარგის) ქონას, შთააგონა ხალხური ფანტაზია  და დაიბადა ლეგენდა სვეტიცხოვლის ამგებისათვის მკლავის მოჭრის შესახებ: “დამიჭირეს, მკლავი მომჭრეს...”.

            არსუკისძე XI საუკუნის მოღვაწეა. იგია მელქისედეკ კათალიკოსის თანამედროვე, რომელიც ითვლება ტაძრის მთავარ ქტიტორად. მშენებლობა მიმდინარეობდა 1010-1029 წლებში. როგორც სვეტიცხოვლის ხუროთმოძღვრული ანალიზი უჩვენებს, არსუკისძეს გამოუყენებია ძველი, ვახტანგ გორგასლის დროინდელი ტაძრის ფრაგმენტები, მაგრამ სრულიად ახალი კონსტრუქცია შეუქმნიაარსუკიძის ხუროთმოძღვრებაში ახალ საფეხურზეა აყვანილი X საუკუნის II ნახევარში ქართულ ხუროთმოძღვრებაში (ტაო-კლარჯეთი) დამკვიდრებული ჯვარგუმბათოვანი კონსტრუქცია, რომელშიც შიდა სივრცის მთავარ კომპოზიციურ ელემენტებს ქმნიან მაღალი გუმბათი და უფრო დაბალი ჯვრის მკლავები.

 

 

 

              სამეცნიერო ლიტერატურა:

1.        . ამირანაშვილი, ქართული ხელოვნების ისტორია, 1961, გვ.221-223. ქსე, I, თბილისი, 1975.

2.        საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი,ავტორ-  შემდგენლები: .გაბიძაშვილი, . მამაცაშვილი, . ღამბაშიძე, თბილისი, 2007.

 

 

მოამზადა ვალერი სილოგავამ