მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

წმ. აბო თბილელი

 

 

არსენ საფარელი

XI . II ნახევრის ქართველი საეკლესიო მოღვაწე, საფარის მონასტრის ბერი, მწერალი-პოლემისტი. ავტორი ანტიმონოფიზიტური ტრაქტატისაგანყოფისათვის ქართლისა და სომხითისა”.

 

 

ქართულ-სომხური საეკლესიო განხეთქილება არაერთხელ ქცეულა შუა საუკუნეების ქართველ და სომეხ პოლემისტ ავტორთა განსჯის საგნად. საუკუნეების მანძილზე საკითხი მეტად მწვავედ აღიქმებოდა, რადგან ამ განხეთქილებამ დიდად განსაზღვრა კავკასიის ხალხების ძალთა ბალანსი და მათი შემდგომი პოლიტიკური ბედი. ამ თემისადმი მიძღვნილი პოლემიკურ თხზულებები, გარდა ურთიერთბრალდებებისა, შეიცავენ მეტად საინტერესო ისტორიოგრაფიულ დაკვირვებებს თავად მოვლენის გამომწვევ მიზეზთა შესახებ, ამჟღავნებენ პოლემიკის მეთოდოლოგიას, არგუმენტაციის ხარისხს და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ხშირ შემთხვევაში გვაწვდიან წყაროთმცოდნეობითი მნიშვნელობის ინფორმაციას, რომელიც შესაძლოა სხვაგან არც კი იყოს დამოწმებული.

განყოფისათვის ქართლისა და სომხითისა” _ ეს არის არსენ საფარელის  ორიგინალური პოლემიკური თხზულება. თავის თხზსულებაში არსენ საფარელი სამხრეთ კავკასიის საეკლესიო ისტორიას (VII საუკუნის დასაწყისიდან VII საუკუნის 80-იან წლებამდე) განიხილავს ამ რეგიონში ბიზანტიისა და სპარსეთის  ინტერესთა დაპირისპირების ფონზე. თხზულების შინაარსი და იდეოლოგიური მიზანდასახულობა აშკარად მიანიშნებს საკითხის აქტუალობაზე ავტორის მოღვაწეობის დროს _ XI საუკუნის მეორე ნახევარში.

არსენ საფარელის თხზულებაში შემონახულია მთელი რიგი უნიკალური ცნობებისა, რომლებიც  სხვაგან არ გვხვდება, ამდენად იგი პირველხარისხოვანი  წყაროა საქართველოსა და სომხეთის ეკლესიათა ისტორიისათვის

ნაწარმოებში მოთხრობილია ქართული და სომხური ეკლესიების საბოლოო განხეთქილების შესახებ, რასაც ადგილი ჰქონდა 726 წელს სომხეთში გამართულ მანაზკერტის კრებაზე. საინტერესოა ავტორის მსჯელობა იმ სარწმუნოებრივი და პოლიტიკური მიზეზების შესახებ, რომლებმაც განსაზღვრეს ამ ორი ეკლესიის ისტორიული არჩევანი. ამ მოვლენის უმთავრეს მიზეზს არსენ საფარელი ქართლისა და სომხეთის განსხვავებულ პოლიტიკურ ორიენტაციაში ხედავს, რაც გაპირობებული იყო ბიზანტიასთან და ირანთან მათი დამოკიდებულებებით.

არსენ საფარელი განეკუთვნება შუა საუკუნეების იმ ქართველ მოღვაწეთა რიცხვს, რომლებიც კავკასიაში წარმოქმნილ საეკლესიო განხეთქილების მიზეზს პოლიტიკურ სიბრტყეზე ეძებდნენ. საეკლესიო მოვლენებზე  მსჯელობისას არსენი, მართალია, კიცხავს მონოფიზიტობას, მაგრამ ცდილობს უდანაშაულოდ გამოაცხადოს სომეხი ხალხი, რომლის ცდუნების მიზეზად აცხადებს ირანის ძალმომრეობრივ პოლიტიკას (.ალექსიძე).

საეკლესი პოლემიკის სფეროდან ტრაქტატში ლაპარაკია ზოგიერთ იმ დოგმატურ-სარწმუნოებრივ საკითხზე, რომელიც საცილობელი იყო ქართულ  და სომხურ ეკლესიებს შორის. ასეთთაგანია სომხური ეკლესიის მიერ მიღებულიხაჩეცარი”, რომელიც მდგომარეობს სამწმიდაობით გალობაში ( “წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდავო”) სიტყვების _ “რომელი ჯუარს ეცუ ჩუენთვი” – ჩართვაში. ამ დამატების შედეგად, მართლმადიდებელი ქალკედონიტების რწმენით, სომეხი მონოფიზიტების მიერ ჯვარცმულად გამოცხადებულია არა მხოლოდ სამების მეორე წევრი, ძე-სიტყვა, არამედ მთლიანად წმიდა სამება. Eეს კი მართლმადიდებელთა პოზიციიდან წარმოუდგენელი წვალებაა.Aარსენი ასევე პოლემიკური პათოსით მსჯელობს სომხური ეკლესიისთვის ტრადიციული ალაჯორის მარხვის და წეს-განგების პრაქტიკაში, ევქარისტიაში, წყალგაურეველი ღვინისა და უცომო პურის გამოყენების თაობაზე.

არსენ საფარელის ცხოვრების შესახებ არაფერია ცნობილი. IX-XI საუკუნეებში არსენის სახელით რამდენიმე საეკლესიო მოღვაწის, მათ შორის მწერლის არსებობამ გაართულა მისი იდენტიფიკაცია და, შესაბამისად მოღვაწეობის თარიღის განსაზღვრაც. მკვლევარები არსენ საფარელს, აიგივებდნენ  VII საუკუნეებიდან მოყოლებული (.კაკაბაძე, . ინგოროყვა), ვიდრე XIV საუკუნემდე მცხოვრებ სხვადასხვა არსენთან

. ჟორდანიას იგი მიაჩნდა  არსენ ვაჩეს-ძედ, რომლის კათალიკოსობას იგი სდებდა  961 წლის ახლო ხანებში (ქრ.I, 1892, 309); ივ. ჯავახიშვილსა  და . კეკელიძესგანყოფისათვის ავტორიგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში მოხსენიებული ქართლის კათალიკოსიდიდი არსენი ეგონათ. ასეთი დასკვნა ემყარებოდა თხზულებაში გამომჟღავნებულ ავტორისეულ ცოდნას _ “განყოფისათვის ავტორი არ იცნობს წმ. ნინოს და ქართლის განმანათლებლად გრიგოლ პართელს მიიჩნევს, ქართლის ეკლესია კირიონის დროსაც კი კანონიკურად სომხურ ეკლესიაზე დამოკიდებულად მიაჩნია. “ამგავრი შემცდარი აზრები უფრო ადრინდელ დროს შეჰფერის, ვიდრე მერმინდელს, უფრო IX საუკუნეს, ვიდრე X-, როდესაც წმ.ნინო ერთადერთ განმანათლებლად იყო აღიაერებული (ჯავახიშვილი). არსენ საფარელისა და მისი თხზულების წყაროების კვლევაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა . მელიქსეთბეგმა.

მან პირველმა გამოავლინა წყარო, რომლებითაც უსარგებლია თხზულების ავტორს. კერძოდ, VIII საუკუნეში შექმნილი ანტიმონოფიზიტური ტრაქტატი narration de rebus Armeniae . მელიქსეთბეგის აზრითაც, არსენ საფარელი IX . II ნახევრის მოღვაწე უნდა ყოფილიყო.

შემდგომშიგანყოფისათვისკიდევ უფრო ღრმა შეწავლამ - ტექსტში მინიშნებული ისტორიული რეალიების და არსენის მიერ გამოყენებული წყაროების უფრო სრულად გამოვლენამ გამორიცხა შესაძლებლობაგანყოფის ავტორის მოღვაწეობის დროის განსაზღვრისა XI საუკუნის II ნახევარზე ადრე (. ალექსიძე).

თავისი შრომისათვის ავტორს გამოუყენებია ბერძნული, სომხური და ქართული წყაროები. იგი კარგად იცნობს სომხურ ენაზე შედგენილ ანტიმონოფიზიტურ ტრაქტატს ნარრატიონ დე რებუს Aრმენიაე (მოღწეულიაVIII საუკუნის ბერძნული თარგმანით), აგათანგელოზის (V .), მოვსეს ხორენაცის (V .),ლაზარე ფარპეცის (V .), კონსტანტინოპოლის პატრიარქ ფოტის ეპისტოლეს სომხეთის პატრიარქ ზაქარიასადმი (895 .), იოანე დრასხანაკერტეცის სომხეთის ისტორიას (X .), სტეფანოს ტარონელის მსოფლიო ისტორიას (1004 . ), და ანონიმი ავტორის  საეკლესიო ქრონიკას. გარდა ამისა, იგი იცნობს ეპისტოლეთა წიგნს (VII .),იოანე ოძუნელის  შრომას სომხეთის  საეკლესიო კრებების შესახებ (726) გრიგოლ განმანათლებლის ცხოვრების ქართულ ვერსიას (XI .), საჰაკ პართელის ხილვის ვერსია(IX-Xსს.).

 

 

 

      wyaroebi da samecniero bibliiografia:

  1. Сабинин М. Арсений Мцхетский каталикос и отделение армянской церкви от православия вообще и от Грузии в частности.. Домашняя беседа. СПб, 1874, Вып. 16, с. 451-464. 

  2. ganyofisaTvis qarTlisa da somxiTisa// qronikebi da sxva masala saqarTvelos istoriisa, T.Jordanias gamocema, 1892 w. Tbilisi.

3.       s. kakabaZe, rodis aris dawerili traqtati « ganyofisaTÂs qarTlisa da somxiTisa 

4.      Л. Меликсет-Бек, Грузинские источники об Армении и армянах, I, Ереван, 1934.

5.      p. ingoroyva, Zveli qarTuli literaturis istoriis mokle mimoxilva

  1. k.kekeliZe, arsen didi safareli/ qarTli literaturis istoria, Tbilisi, 1960, t.1;

  2. iv. javaxiSvili, arsen didi safareli /Txzulebani, t.8, Tbilisi, 1977.

  3. arsen safareli, ganyofisaTvis qarTvelTa da somexTa, teqsti kritikulad daadgina, gamokvleva da komentarebi daurTo zaza aleqsiZem. Tbilis, 1980.

  4. arseni mcxeTeli kaTalikozi, ganyofisaTvis qarTlisa da somxiTisa, gamosacemad moamzada da SeniSvnebi daurTo e. WeliZem, kreb. spekali marTlmadideblobisa, Tbilisi, 2007, gv.659-669.

     

 

 

moamzada mzia surgulaZem