მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

წმ. აბო თბილელი

 

 

 

ამბროსი ნეკრესელი

 იგივე ზაქარია მიქაძე (1728-დაახლ.1812, თბილისი) _ ნეკრესის ეპისკოპოსი,

საეკლესიო მოღვაწე, პოეტი, მქადაგებელი.

 

            ამბროსი ნეკრესელის ცხოვრების შესახებ მეტად მწირი ცნობები შემონახულია XVIII-XIX საუკუნეების ხელნაწერთა მინაწერებში. მისი წინაპრები XIII საუკუნეში სამეგრელოდან გადმოსახლებულან აღმოსვლეთ საქართველოში, ეკუთვნოდნე სასულიერო წოდებას. სამეფო კარზე ეპყრათ მეფის ჯვარისმტვირთველის თანამდებობა. მეფისაგან სარგოდ გაჩენილი ჰქონიათ შემოსავლის წილი ბოლნისის სამეფო მიწა-წყლიდან. მათი ერთ-ერთი შთამომავალი, XVI საუკუნეში თბილისის სიონში გახდა მთავარდიაკონი (მეორე მცხეთის არქიდიაკონის შემდეგ). 1718-1746 წწ. ამავე საეკლესიო პატივი მინიჭებული ჰქონდა მის მამასაც.

      მოსე ჯანაშვილის ცნობით, ამბროსის  მასწავლებლები ყოფილან ქართთლის კათალიკოს-პატრიარქები: ბესარიონ ორბელიშვილი და ნიკოლოზ ხერხეულიძე, თუმცა პლატონ იოსელიანი მასსწავლასა შინა არა დახელოვნებულადმიიჩნევდა. იოანე ბატონიშვილი კი აქებს მის მეცნიერებას, საღმრთო წერილის ცოდნას, “პიიტიკოსობასდა მუსიკოობას

1777 წელსუკვე დიაკვნობის დროს, ეკურთხა ბერად. გამხდარა იკორთის წინამძღარიც, 1778 წლის 9 აპრილს აკურთხეს წილკნის ეპისკოპოსად. აქ მას უმძიმეს პირობებში უმოღვაწნია _ მოუშენებია ლეკთა გამუდმებული თარეშისაგან გაუდაბურებული სოფლები, თუმცა ლეკიანობა არც მის დროს შეწყვეტილა და თავადაც არაერთხელ დაურბევიათ.

1792 . ერეკლე მეფეს ამბროსისათვის მიუწერია:”ცისკრის ალილო ქართლსა და კახეთში აღარვის ახსოვს, ამიტომ ქალაქს ჩამოდი, დაგვასწავლეო…”. სინამ,დვილეში ამბროსის გამოძახება თბილისში სასახლის ინტრიგის შედეგი ყოფილა. ამბროსის მეფისათვის უთხოვია, “შენს მლოცველად დამმაგდეო”. მეფეს შეუწყნარებია, მაგრამ გაუთავისუფლებია წილკნელობისაგან მანგლისის ეპისკოპოსად დაუნიშნავს. მანგლელლად ამბროსი 1794 წლის ბოლომდე დარჩენილა. ამის შემდეგ ამბროსი ნეკრესელად გაუმწესებიათ. ამ კათედრას, მიტროპოლიტის პატივით, განაგებდა იგი 1812 წლამდე (რეზიდენცია შილდაში). ამ დროს ნეკრესის ეპარქიაში შემოდიოდა 14 სოფელი და 5 სათავადო სახლი. ამბროსის დიდი მონდომებით ნეკრესში გაუხსნიათ სკოლა, რუსეტის მმართველობის დროსაც განაგრძობდა ფუნქციონირებას

1801 წელს ამბროსი საქართველოში მეფობის გაუქმების გამო ამბოხებულ თავადაზნაურებს შეუერთდა, რომლებიც მოითხოვდნენ ერეკლე მეფის ანდერძის შესრულებას (აქტები I, 387). 1802 წელს ამბროსი ნეკრესელი მთავრობამ აჯანყებულ მთიულებთან მოსალაპარაკებლად გაგზავნა. მოლაპარაკების დროს რუსულმა მხარემ, გენერალ ტალიზმანის მეთაურობით, მლეთა დაარბია _ მოსახლეობა აიკლო, ეის გამოც ამბროსის და სხვა შუანმავლების ავტორიტეტი ხალხის თვალში სერიოზულად შეილახა

1812 წელს, როდესაც რუსეთის მტავრობამ საეკლესიო რეფორმა ჩაატარა, ნეკრესის ეპარქია დაიხურა. ამბროსი ნეკრესელი თბილისში დასახლდა. აქვე გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისის სიონში.

ამბროსი ნეკრესელს მოღვაწეობა უხდებოდა საქართველოს მთიან ზონებში, სადაც მოსახლეობა მოწყვეტილი იყო ბარის კულტურულ ცხოვრებას, მოკლებული იყო სახელმწიფო ზრუნვას და გამუდმებით უხდებოდა თავდაცვა მოძალებული ლეკიანობისაგან. მოსახლეობაში, სადაც ისედაც ძლიერი იყო წარმართული კულტების თაყვანისცემის ტრადიციები, ქრისტიანობას საფუძვლები შეერყა. ზოგიერთ სოფელში ეკლესიის მსახურებს არც უშვებდნენ. ასეთ გარემოში უხდებოდა ამბროსი ნეკრესელს ნამდვილი მისიონერული საქმიანობა 34 წლის განმავლობაში. ყოფილა წლები, როცა იგი ღვთისმსახურების ჩატარებას ვერ ახერხებდა. ანტონ II კათალიკოსისადმი პასუხად მიწერილ ერთ ლექსში იგი ასე აღწერს თავის მდგომარეობას:

...მოგახსენებ, ხელმწიფეო, სად ყოფნით, გდებით, ბერია,

გებრძანა ავერ გიახელ, ტკივილი ბევრი მერია,

აქ მყოფ ბოროტთა ურჩთაგან გონება გადამერია,

ეს სხვა ჭირი და საწუხი, საგურამო ლეკს სჭერია.

ქადაგების გარდაგდება, ლექსთა თქმა რა სახელია;

წლამდის უწირავად დოგმა, ეპისკოპოსთ რა ხელია,

სხვა ცოდნა, ტიპიკონი, გალობა გარდამელია,

დღესასწაულთა გარდახდას თვალით აღარ მნახველია...

ამბროსი ნეკრესელი უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობით ეკიდებოდა   თავის მოვალეობას: “ ვალი გვაქვს, რომ თქვენ უნდა მოგიაროთ, გამცნოთ, გასწავლოთ და კეთილად გიძღოდეთ... თქვენი სულისა და ქრისტიანობის სადიდებელ სიტყვას მპოგახსენებდე, გამცნებდე და გამხილებდე... თუ ამას ვერ ავასრულებ ჩემს თანამდებობას, ღმერთი მომთხოვს...” ამბროსი ღვთისმსახურთა მცირერიცხოვან გუნდთან ერთად ხატებით ხელში, ლოცვითა და გალობით ხეობიდან ხეობაში, სოფლიდან სოფელში დადიოდა და ხალხს საღმრთო წერილს აცნობდა, თავისი შესანიშნავი ქადაგებებით ხალხს განუმარტავდა  ქრისტიანულ დღესასწაულათა არსს და საეკლესიო წესების დაცვის მნიშვნელობას. იქ, სადაც მისვლას ვერ ახერხებდა, ადგილობრივ მღვდლებს ატანდა საკუთარ ქადაგებებს, თავისივე ხელით გადაწერილთ, რათა მათ მრევლისათვის წაეკითხათ.

            ამ ქადაგებების დიდი ნაწილი პუბლიცისტური პათოსით არის გაჟღენთილი და გასაგები იმდროინდელი მსმენელისათვის. ქადაგებებში იგრძნობა წუხილი ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობის და მისი სავალალო შედეგების გამო, გამოხატულია თანაგრძნობა ღატაკი ადამიანებისადმი, ეხება მაჰმადიანურ შემოტევას, საზოგადოების ზნეობრივ ნაკლოვანებებს, ამხელდა ცრუმორწმუნოებას. ამბროსი ქადაგებით ცდილობდა  აემაღლებინა მრევლში ქრისტიანული მორალი და რწმენა, გადაერჩინა ადამიანები სულიერი დაკნინებისაგან, რათა გაძლიერებულები დახვედროდნენ საგარეო თუ საშინაო საფრთხეს.

ამბროსის, მრევლის გარდა, თავად სამღვდელოების დამოძღვრა უხდებოდა, რომლებიც ხშირად თვითონ იყვნენ ქრისტიანული მორალის და საეკლესიო წესების დამრღვევნი.

მჭერმეტყველების ნიჭით დაჯილდოებული მღვდელთმთავარი თავის ქადაგებებს ლიტერატურულად ამუშავებდა. იგი ხშირად იმოწმებს ეკლესიის უდიდესი ავტორიტეტების შრომებს, რომელთაც კარგად იცნობდა. ეკლესიის დოგმასტებისადმი მიძღვნილი ამბროსის ქადაგებები კათალიკოს ანტონ პირველის სქოლატიკურ- რიტორიკული სტილით არის გამართული

            ამბროსი ნეკრესელის ქადაგებების ნაწილი პირველად გამოქვეყნდა 1881 . . ჯანაშვილის წინასიტყვაობით (-177-ის მიხედვით). ბევრი მათგანი დაკარგულია.

- ეკუთვნის შესხმა-ქებები, მიძღვნილი ანტონ II კათალიკოსისადმი, ლევან და ვახტანგ ბატონიშვილებისადმი, წმინდა მოწამე აბიბოს ნეკრესელისადმი. ცნობილია აგრეთვე მისი  2 საგალობელი (ქრისტესათვის, სიკუდილისათვის), იამბიკოები ქადაგებებისათვის (ილია წინასწარმეტყველის შესახებ, წმინდა ჯვრის აღმართვის შესახებ), არსებობს აგრეთვე მისი რამდენიმე ნაწარმოები _ავტობიოგრაფიული და საქმიანი შინაარსის ლექსები, განკუთვნილი ერეკლე II-სა და კათალიკოს ანტონ II-სათვის.

 

 

      wyaroebi da samecniero literatura:

  1. ambrosi nekreselis sityvebi da qadagebebi/ m. janaSvilis winasityvaobiT, Tiflisi, 1881.

  2. p. ioseliani, cxovreba giorgi XIII-isa, tfilisi, 1840, 46-47.

  3. a. xaxanaSvili, gujrebi, Tbilisi, 1891.

  4. misive Грузинские дворянские акты  и родословные росписи, Тифлис,  1893, т.1. 8-9,531, т.2. 324,507.

  5. ioane batoniSvili, mcire uwyeba qarTvelTA mweralTaTvis, e. TayaiSvilis gamocema, saistorio masalani, w,I.

  6. ს. ყუბანეიშვილი, ამბროსი ნეკრესელი: ცხოვრება ლიტერატურული მოღვაწეობა /ლიტერატურული ძიებani, III, თბილისი, 1947, gv.  225-253.

  7. კ.კეკელიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ.I,  თბილისი, 1980. 390-391.

 

 

 

მოამზადა ნათია ფსუტურმა