მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

წმ. აბო თბილელი

 

 

 

ალექსანდრე ამილახვარი (1750-1802)
XVIII საუკუნის მწერალი და პოლიტიკური მოღვაწე, “განათლებული რეაქციონერი”.

 

 

 

 

ალექსანდრე ამილახვარი იყო ერეკლე II-ის წინააღმდეგ 1765 წელს მოწყობილი შეთქმულების აქტიური წევრი. იგი პაატა ბატონიშვილის მხარეს იბრძოდა, რისთვისაც სატიკად იქნა დასჯილიმას ცხვირი მოაჭრეს და გადაუჭრეს ფეხის ძარღვი. 1771 წელს მან პატიმრობას თავი დააღწია და რუსეთში გადაიხვეწა. აქ ერეკლეს მუდმივი მოწინააღმდეგე დაუკავშირდა ტახტის პრედენდენტს ალექსანდრე ბაქარის ძეს. 1783 წელს ალექსანდრე ამილახვარი ერეკლეს თხოვნით დააპატიმრეს რუსეთში და ჩასვეს ვიბორგის ციხეში. 1801 წელს იგი გაათავისუფლეს. საქართველოსკენ მომავალი ამილახვარი გზად, ასტრახანთან გარდაიცვალა.

ალექსანდრე ამილახვარი ქართული პოლიტიკური აზროვნების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. მისი თხზულებები და პოლიტიკური შეხედულებები XVIII საუკუნის ევროპელ განმანათლებელთა  ნააზრევითაა შთაგონებული, ძირითადად მონტესკიეს თხზულებითკანონთა სულის შესახებ”. იგი პირველი ქართველი მოღვაწეა, რომელიც მთლიანად დასავლეთის პროგრესული იდეებითაა ნასაზრდოები.

1799 წელს პეტერბუგში რუსულ ენაზე გამოქვეყნდაგეორგიანული ისტორია ჭაბუკ თავად ამილახვარზე” – პოლიტიკური პამფლეტი, სადაც გადმოცემულია საქართველოს ისტორია ვახტანგ VI-ის მეფობამდე, აგრეთვე ერეკლეს წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების ამბებიავტორი მოგვითხრობს საკუთარ თავგადასავალსაც, წარმოგვიდგენს პოლიტიკურ შეხედულებებს. თხზულება გამსჭვალულია შეუზღუდველი მონარქიისადმი სიძულვილით.

ალექსანდრე ამილახვრის მეორე თხზულება, რომელიც ავტორმა 1780 წლისათვის დაამთავრა, არისბრძენი აღმოსავლეთისა”. ეს თხზულება ეძღვნება სოლომონ პირველს. იგი გამოცემული ექვთიმე თაყაიშვილის მიერ 1902 წელს.

ტრაქტატში სხვადასხვა სოციალური ფენის შესახებ არის საუბარი; წარმოდგენილია მათი უფლება - მოვალეობები, როლი და ადგილი სახელმწიფოში. საგანგებოდ არის ხაზგასმული ჰუმანური მონარქის საჭიროება, მონარქისა, რომელიც ფლობს უფლებებსარა უსამძღვროდ”. ევროპელ მოაზროვნეთა მსგავსად, ავტორი მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს მეფის ფუნქციების გადანაწილება სხვადასხვა ორგანოთა და წარჩინებულ პირთა შორის. ამასთან უნდა გაძლიერდეს თავადთა უფლებები და გაიზარდოს მათი როლი ქვეყნის მართვა-გამგეობაში.

მწერალი ფაქტიურად სახელმწიფოს ყველა ფუნქციას ეხება, მათ შორის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სამხედრო ორგანიზაციას. უაღრესად საინტერესოა, რომ ავტორი ქადაგებს ტოლერანტობას, მოითხოვს ეკლესიის სახელმწიფოსაგან ჩამოშორებას, რადგან, მისი აზრით, მართალია, ეკლესია სიკეთეს ქადაგებს, მაგრამ ამავე დროს ხშირად განხეთქილების მიზეზიცაა.

გლეხობა თხზულებაშისაზრდოს მწარმოებელფენად, “მუშაკადმოიხსენიება. ავტორს მიაჩნია, რომ აუცილებელია მათი დაცვა და საქმიანობის მხარდაჭერა. მფარველობა სჭირდება ვაჭრობასაც, რომელიც ქვეყნისგანმაძლიერებულიძალაა.

ადამიანთა შორის თანასწორობა, სოციალურ ფენათა შორის თანამშრომლობაავტორის აზრით, ქვეყნის ძლიერების საწინდარია. ეს ბუნებრივი კანონია და ბედნიერია ის ერი, რომელიც ამ კანონით ცხოვრობს.

ალექსანდრე ამილახვარი ილაშქრებს ადამიანთა სიცოცხლის ხელყოფის, სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ.

ავტორი განსაკუთრებულ როლს სახელმწიფოებივ ცხოვრებაში, მის წინსვლაში  მიაკუთვნებს სწავლა-განათლებასა და მეცნიერებას. განათლებული მმართველი, ერთი მხრივ, და განათლებული საზოგადოება, მეორე მხრივ, განაპირობებს ქვეყნის წინსვლას. მთელი სისტემის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს სახელმწიფოებრივი კანონმდებლობა, რომელიც უნდა ემყარებოდეს კონკრეტული დროის მოთხოვნილებას, ადამიანთა თავისებურებებს. ხალხი უნდა იყოს მორჩილებაში, მაგრამ კანონი არ უნდა იყოს უცხო და მიუღებელი საზოგადოებისათვის; არ უნდა მოხდეს ერთი ქვეყნისჰჯულისბრმად მისადაგება მეორე ქვეყნისათვის გარემო პირობების გაუთვალისწინებლად

ალექსანდრე ამილახვარს ეკუთვნის დრამატული ნაწარმოები, სატირა-კომედიამოქმედება ასტრახანსა შინა”, რომელიც მის პირად თავგადასავალს მოგვითხრობს. იგი წარმოაჩენს ამ უაღრესად საყურადღებო მოღვაწის ნიჭს, მოვლენათა გონებამახვილურ, სხარტ ხედვასა და შეფასებებს.

 

 

 

      wyaroebi da samecniero literatura:

  1. “brZeni aRmosavleTisa”, “moambe”, 1902, #2

  2. “georgianuli istoria”, Targmani g. qiqoZisa, “mnaTobi”, 1939, #8

  1. g. akofaSvili, sazogadoebrivi azrovnebis istoriidan saqarTveloSi XVIII s. dasasruls, istoriis institutes Sromebi, 1955, t. I

  2. t. ruxaZe, Zveli qarTuli Teatri da dramaturgia, Tb.

  3. l. asaTiani, “volterianoba” saqarTveloSi, Tb. 1933

  4. p. geleiSvili, aleqsandre amilaxori, rogorc politikuri moRvawe, mwerali da moazrovne, Tb. 1936

  5. k. kekeliZe, qarTuli literaturis istoria, t. II, Tb. 1958

  6. t. ruxaZe, gardamavali xanis mwerloba, qarTuli literaturis istoria, rusTavelis sax. qarTuli literaturis institutis gamocema, II, T. 1966

 

 

 

 

 

moamzada Tamar abulaZem