მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

წმ. აბო თბილელი

 

 

 

აბუსერიძე ტბელი
XIII საუკუნის პირველ ნახევარი, წარჩინებული საგვარეულოს წარმომადგენელი, მწერალი, ჰიმნოგრაფი, მათემატიკოსი, ასტროლოგი-ასტრონომი

 

 

 

    ტბელ აბუსერიძე იყო ძე აჭარის ერისთავთ-ერისთავის ივანესი, წარმომადგენელი დიდი და ძლიერი საგვარეულოსი. მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა ადასტურებს ფართო და მრავალმხრივ განათლებას, რისი მიღებაც იმდროინდელ საქართველოში შეიძლებოდა. თავის ძმებთან _ აბუსერთან და ვარდანთან ერთად მფარველობდა მწერლობას, ზრუნავდა ხელნაწერთა შექმნა-გამრავლებაზე. სწორედ ამ საქმიანობით არიან ისინი მოხსენიებულნი არსენ ბულმაისიმისძის ეპისტოლეში (ხელნაწერი A-85).

   ტბელის ორიგინალური თხზულებებიდან ჩვენამდე მოღწეულია: 1. “სასწაულნი წმიდისა მთავარმოწამისა გიორგისნი”; 2. წელთაღრიცხვის სისტემებისადმი მიძღვნილი ნაშრომიქორონიკონი სრული მისითაA საუწყებელითა და განგებითა” _ ეს არის არითმეტიკული და ასტრონომიული ცნებებით შედგენილი ტრაქტატი, A რომელშიც ასახულია იმდროინდელ ბიზანტიასა და ახლო აღმოსავლეთში არსებული ცოდნა კალენდარული სისტემების შესახებ. XIX საუკუნეში ფრანგმა ქართველოლოგმა . ბროსემ ამ ნაშრომის გაცნობის შემდეგ განაცხადა, რომ ქართველებს 1233 წელს უკვე ცოდნიათ ნახევარი იმ  ცდომილებისა, რომელმაც 1582 წელს პაპი გრიგოლ XII აიძულა  შედგომოდა კალენდრის შესწორებასო. . კეკელიძის დაკვირვებით, ტბელი ცდილა შეეფარდებინა ერთმანეთისათვის ქართული და ბერძნული წელთაღრიცხვა და პასქალური სისტემა. ტბელი  მსჯელობს 532 წლიან დიდ ინდიქტიონზე და ურთავს მრავალრიცხოვან განმარტებას. ავტორი ამჟღავნებს ესქატოლოგიურ რწმენას სამყაროს აღსასრულის შესახებ მეორედ მოსვლის ჟამს, რომლის თარიღად დაუდვია  1396 წელი _ ქვეყნის გაჩენიდან 7 ათასი წლის განსრულების შემდეგ;  3. ტბელს ეკუთვნის აგრეთვე ჰიმნოგრაფიული კანონი _ გალობანი სამთაA იოანეთა: ნათლისმცემლის, მახარებლის და ოქროპირისადმი მიძღვნილი.

   ტბელის მთელი შემოქმედება თავმოყრილია 1233 წელს შედგენილ კრებულში AA-85. ეს ხელნაწერი თავისი შედგენილობით მრავალფეროვანია. მასში შეტანილია მდიდარი და პირველხარისხოვანი ჰიმნოგრაფიული მასალა _ ყველა დიდი დღესასწაულის დასაჩინოთაწმინდანთადმი მოძღვნილი საგალობლები; აგრეთვე დავით აღმაშენებლისგალობანი სინანულისანი”, გრიგოლ ღვთისმეტყველისასეულნი იამბიკონიეფრემ მცირისეული რედაქციისაიოანე პეტრიწის გალექსილი სათვეო სვინაქსარი სექტემბერ-იანვრისა, რომლის გაგრძელება, თებერვალი-მაისი, კრებულის შემდგენელს არსენ ბულმაისიმისძისათვის დაუკვეთავსაქვეა არსენ ბულმაისიმისძის საგალობელი მარტყოფის ხელთუქმნელი ხატისადმი, საბა სვინგელოზის ჰიმნოგრაფიული კანონი. კრებულის შედგენილობა უჩვენებს, რომ მის რედაქტორს მიზნად ჰქონია ქართული მწერლობის ანთოლოგიის შედგენა (. სულავა).  როგორც ხელნაწერის მინაწერებზე დაკვირვებამ ცხადყო, ეს რედაქტორი ტბელ  აბუსერისძე ყოფილა. მას შეუკრებია მასალა, დაუკვეთია ახალი, ამავე დროს ახალი საგალობლები თავადმოუკაზმავსძველის მიხედვით, Aანუ რიტმულ-მელოდიურად გაუმართავს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ტბელი მელოსის (მუსიკალური ფრაზის) ავტორიც ყოფილა.

   კრებულში შეტანილია ტბელის ორიგინალური ჰიმნოგრაფიული კანონი _ მიძღვნა სამი იოანესადმი. მკვლევარები აღნიშნავენ აბუსერისძეთა საგვარეულო მამულში (ხიხა) წმინდან იოანეთაA(ნათლისმცემელი, მახარებელი, ოქროპირი) განსაკუთრებულ პოპულარობას და ამ სახელის გავრცელებას აბუსერისძეთაA სახლში (. ხალვაში). საგალობელში ერთდროულად შექებულია სამი პირი, რომელთა შორის ავტორი მუდამ იცავს იერარქიულობის პრინციპს (ნათლისმცემელი, მახარებელი, ოქროპირი). მაგალითად, შემდეგ ტროპარში: “...მთავარ-მყავ  ხორცთაA ზრახვასა, ვითარცა ამიერ სახემან მთავრობათამან, წინამორბედო, და მთავარანგელოზებრ ჰბრძვე მბრძოლთა ჩემთა, ღმრთისმეტყუელო, და მოხსენ ანგელოზებრ მათგან, ოქრო-სახელო”, _ ქების ობიექტები ჰიმნოგრაფმა დაბალი იერარქიის დასებად: მთავრობად, მთავარანგელოზად და ანგელოზად წარმოადგინა (. სულავა).

   გალობა სამ იოვანეთა შესახებ კლასიკური ჰიმნოგრაფიული კანონის პრინციპების დაცვითაა შექმნილი (. სულავა). შექებული პირები შემკულნი არიან საღვთო _ არსობრივი და ჰიპოსტასური სახელებით. ამასთან ერთად თითოეულ იოანეს მოძებნლი აქვს მხოლოდ მისთვის განკუთვნილი ეპითეტი. მაგალითად, იოანე ნათლისმცემელი არის: წინამორბედი, ცა, ქადაგი, ახალი ელია, ხმა სიტყვისა, ბეჭედი საქმისა, სასუფეველი ღმრთისა, ელვა საღმრთოისა ნათლისა და სხვ. იოანე ღვთისმეტყველს ჰიმნოგრაფი ღმერთის ატრიბუტებად გამოყენებული ეპითეტების გარდა ამკობს საკუთრივ მისთვის შეთხზული ფრაზებით: თავი ღვთისმეტყუელი, სამყარო, ქრისტეს შეყუარებული, ღმრთივმოძრავი მდინარე ღმრთივ-სწავლულისა ღმრთისმეტყუელებისა, ქალწულებისა სახე, მღვდელი, ღრუბელი სამხედარი სიტყვისა, ქერობინი, ძალი, საუფლო მკერდის მახლობელი, ცუარისიტყვისა მკერდს მიყრდობილი და სხვ.

 IV საუკუნის უდიდეს ღვთისმეტყველს იოანე ოქროპირსაც მოიხსენიებს ტბელი საღვთო სახელებით და ამასთანავე უძებნის კერძოს, საკუთარს: ოქროისა საშუებლისა ღუარი, ეთერი, ელვა სიმაღლით და ბნელი ძალების მტეხელი, საღმრთო მეცნიერების სიღრმე, სიყვარულის ოქროისა ნესტვი, ვითარცა დასასრული სრულყოფისა, ანგელოზი მღდელი და ეზოისმოძღუარი ეკლესიისა და მრავალი სხვა.

    საერთოდ, აბუსერისძე ტბელის საგალობელი ამჟღავნებს ავტორის საფუძვლიან თეოლოგიურ განათლებას. საღვთისმეტყველო ცნებებს იგი უხვად მიმართავს წმინდანთა ქებისას. საგალობლები მდიდარია მხატვრული საშუალებებით, პოეტური აქსესუარებით, შინაგანი რიტმით, რაც მას გზას უადვილებდა ეკლესიის მრევლისაკენ

    აბუსერისძე ტბელისსასწაულნი წმიდისა მთავარმოწამისა გიორგისნი”,  მოგვითხრობს ვინმე ბოლოკ-ბასილის მიერ წმინდა გიორგის ბრძანებით მის სახელზე ეკლესიის მშენებლობის ამბავს, ალავერდის წმინდა გიორგის სასწაულქმედებას, წმინდა გიორგის მიერ ადამიანის ტყვეობიდან დახსნას, ხვარაზმელთა შემოსევას, ხიხათაA (აბუსერიძეთა მამული აჭარაში)Aეკლესიის აგებასა და შემკობას. მართალია, თხზულება მიზნად ისახავს წმინდა გიორგის სასწაულების აღწერას, მაგრამ რადგანდიდის ნიჭიერებით  შედგენილ სასწაულთA აღწერილობაში იმდროინდელი შინაური ყოფა-ცხოვრება ხორცშესხმულ სურათად არის წარმოდგენილი” (ივ. ჯავახიშვილი), იგი საინტერესო ისტორიულ წყაროდ არის მიჩნეული.

 

 

 

     wyaroebi da samecniero literatura:

1.        tbel abuserisZe, ggalobani wmidaTa ioaneTa, gamosacemad moamzada, gamokvleva, leqsikoni da komentari daurTo ramaz xalvaSma, baTumi, 1992.

2.       abuseriZe tbeli, bolok-basilis mSenebloba SuartyalSi da abuserisZeTa sagvareulo matiane, l. musxeliSvilis red. Tbilisi, 1941. .

3.       qarTul xelnawerTaA aRweriloba, A fondi, I, 85, gamosacemad moamzades T. bregaZem, m. qavTariam, l. quTaTelaZem, Tbilisi, 1974.

4.       Zveli qarTuli agiografiuli literaturis Zeglebi, IV, teqstebi gamosca da gamokvleva daurTo e. gabiZaSvilma, Tbilisi, 1968. 

5.       iv. javaxiSvili, Zveli qarTuli saistorio mwerloba/Txzulebani 12 tomad, t.VIII, Tbilisi, 1977.

6.       abuserisZe tbeli, 800, saq. mecn. akad., qarT. lit. in-ti, red. guram benaSvili, Tb., 1999

7.       wowonava Tengiz, abuserisZe tbeli: cxovreba da moRvaweoba, damxm. saxelmZRv., baTumi, 2000

8.       mwignobroba qarTuli,  t. 3, sasuliero mwerloba (giorgi mTawmindeli, giorgi Seyenebuli, giorgi mcire, arsen beri, nikoloz gulaberiZe, tbeli abuserisZe, grigol vaxvaxiSvili (dodorqeli), besarion orbeliSvili, gabriel mcire da sxv.) (tomis Semdg.-red. mixeil qavTaria), Tb., cicinaTela, 2007,

9.       xalvaSi ramaz,  tbel abuseriZis saxismetyveleba, baTumi, 1998

10.    xalvaSi ramaz, tbel abuserisZis "galobani mwvalebelTa SeCuenebisani", Tb., qarTuli wigni, 2003

11.     xalvaSi ramaz, tbel abuserisZis ucnobi himnografiuli kanoni, "galobani wmidisa RmrTismSobelisani", ramaz xalvaSi, Sromebi, humanitarul mecnierebaTa seria, baTumi, 2005 

12.    xalvaSi ramaz, makaraZe irma, tbel ivanes Ze abuserisZe, Sromebi, humanitarul mecnierebaTa seria, baTumi, 2005.

13.    abuseliZe giorgi,    tbel abuserisZis epoqis samxreT-dasavleT saqarTvelo (ekonomikuri mdgomareoba) Tbilisi, mecniereba, 2004.

14.    sixaruliZe i.,  tbel abuseriZe, XIII saukunis qarTveli mwerali, Tbilisi, sabW. saqarTvelo, 1963.

15.    sixaruliZe iuri,    naTeli dauRamebeli (tbel abuserisZis cxovreba da Semoqmedeba), baTumi, 1979

16.    gorgaZe revaz,  didi mwerlis samkvidroSi (narkvevi tbel abuseriZis mSobliur sof. xixaZirze), baTumi, sabW. aWara, 1982

17.    abuseriZe tbeli,   Txzulebani, teqsti gamosac. moamzades: nargiza goguaZem, mixeil qavTariam da raul Cagunavam, saq. mecn. akad., k.kekeliZis sax. xelnaw. in-ti, baTumi, 1998

18.    abuseriZe tbeli,  cxovreba qviTxuroisa basilisa, gamosacemad moamzada, gamokvleva da leqsikoni daurTo i. sixaruliZem, baTumi, 1981

19.    qronika, wminda tbel abuseriZisadmi miZRvnili konferencia xuloSi, sapatriarqos uwyebani, Tb., 2008, 13-19 noemberi, N39 (480), gv. 3.

20.   Ciqovani m., abuseriZe tbelis Txzulebis folkloruli wyaroebi, saqarTvelos ssr mecnierebaTa akademiis moambe, t. V, 1944, N7, gv. 753-760.

21.    sixaruliZe i., tbel abuserisZis vinaobis sakiTxisaTvis, (qarTuli saeklesio mwerlobis warmomadgeneli 13 s.), literaturuli aWara, 1963, N2, gv. 73-75

22.   mSvidobaZe m., "SuamToba", "kolxoba", "tbeloba" (saxalxo dResaswaulebi aWaraSi), Woroxi, 1980, N1, gv. 56-61

23.   rurua i.,  tbeloba (i. sixaruliZe. me-13 s-is mwerlis abuseriZe - tbelis cxovrebis furclebi. baTumi, sabWoTa aWara, 1979. mimoxilva), mnaTobi, 1980, #N2, gv. 169-170

24.   ratiani p.,  Zveli qarTuli literaturis Zeglebi (abuseriZe tbelis moTxroba rogorc saistorio wyaro), mnaTobi, 1979, #11, gv. 168-177

25.   baramiZe m., tbelis ena (tbel abuseriZe - cxovreba qviTxuroTa basilisa. baTumi. 1981. mimoxilva), Woroxi, 1984, # 5, gv. 84-87

26.   TvaraZe r., abuseriZe tbelis novela (saswaulni wmidisa giorgisni), Woroxi, 1983, #5, gv. 83-86

27.   SamilaSvili i., "saswaulni wmidisa... giorgisni.." rogorc mxatvruli nawarmoebi, Woroxi, 1989, #5, gv. 79-82

28.   siraZe revaz, wminda giorgis "qarTuli" saswaulebi (wm. giorgis saxe-idea - abuseris-Ze tbelis (XIII s.) SemoqmedebaSi. "saswaulni wmindisa mTavarmowamisa giorgisni"), skola da cxovreba, 1991, # 8, gv. 29-38

29.   sixaruliZe f., tbel abuseriZe 800 (astronomisa da mwerlis dabadebis 800 wlisTavisadmi miZRvnili samecniero sesia, 1992w 16-17 aprili, baTumi), baTumis saxelmwifo universitetis Sromebi, 1995, #1, gv. 198-199

30.   dumbaZe s.,  abuseriZe tbelis Txzulebis geografiuli saxelis Sesaxeb, literaturuli aWara, 1998, #5, gv. 107-110

31.    takiZe g., zogierTi mosazreba didi mecnieris Sesaxeb (XII sauk. qarTveli mwerali da moazrovne abuseriZe tbeli), literaturuli aWara, 1999, N1, gv. 95-98.

32.   surmaniZe r., "meyseuli kurnebai..." (samedicino-biologiuri cnobebi abuseriZe tbelis TxzulebaSi), saqarTvelos samedicino moambe, 1997, N4-5, gv. 71-73

33.    menabde l., abuserisZe tbeli-XII-XIII saukuneebis gamoCenili mwerali da mecnieri, mwignobari, 1998, gv. 117-133

34.   sulava n., abuserisZe tbeli-XIII s. krebulis (A-85) redaqtor-Semdgeneli, saqarTvelos mecnierebaTa akademiis macne, enisa da literaturis seria, 1998, N1-4, gv. 177-188

35.    gabiZaSvili e., abuseriZe tbelis TxzulebaTa sruli krebulis pirveli gamocema, mwignobari, 1999, gv. 251-254

36.   kekeliZe, k., Zveli qarTuli literaturis istoria, t. I, Tbilisi, gv. 1980, gv. 330-331

 

 

 

 

 

moamzada mzia surgulaZem