მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 

სოლომონ ლიონიძე (1741/54-1818)

სახელმწიფო მოღვაწე, მდივანბეგი ერეკლე II-ის კარზე, დიპლომატი, მწიგნობარი

 

 სოლომონ ლიონიძე მოღვაწეობდა საქართველოს ისტორიის იმ პერიოდში, როდესაც დიდი პოლიტიკური ძვრების შესაბამისად ძირეულად შეიცვალა ქვეყნის განვითარების ხაზი. ერეკლე II-ის ბრძოლა, რომელიც ქვეყნის ერთიანობისა და ცენტრალიზაციისაკენ იყო მიმართული, წარმატებით ხორციელდებოდაგაერთიანდა ქართლ-კახეთი, დაიწყო სოციალურ-ეკონომიკური აღმავლობა, საფუძველი ჩაეყარა სტაბილურ სამხედრო ძალას (მორიგე ჯარი); “ირანის ბატონობისაგან განთავისუფლება და სომხეთ-აზერბაიჯანის სახანოების დაქვემდებარება, ისევე, როგორც სამეფო ხელისუფლების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში, იმის მაჩვენებელი იყო, რომ საქართველო თავისთავადი, დამოუკიდებელი განვითარების ფართო ასპარეზზე გამოდიოდა” (. დუმბაძე). ერეკლესა და თეიმურაზ II-ის მიერ ჩატარებულმა რეფორმებმა, მშვიდობიანმა პერიოდმა ხელი შეუწყო მიწისმფლობელ-მოლაშქრეთა და მწარმოებელი ფენის მეტ-ნაკლებად გაძლიერებას, შეიმჩნეოდა ბურჟუაზიული ურთიერთობის ნიშნებიც.

საზოგადოებაში იმძლავრა ევროპელი განმანათლებლების გავლენამ, გაჩნდა განახლებისა და მოწინავე პოლიტიკურ-კულტურული იდეების მატარებელი დასი, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ალექსანდრე ამილახვარიგარსევან ჭავჭავაძეგაიოზ რექტორი, დავით რექტორი, საიათნოვა, გიორგი ავალიშვილი, სოლომონ ლიონიძე და სხვები.

სოლომონ ლიონიძე დაბალი ფენიდან იყო გამოსული. იგი იზრდებოდა თელავში. მან კარგი განათლება მიიღო, შეისწავლა სომხური, სპარსული, თურქული, რუსული ენები. იგი კარგად იცნობდა საბერძნეთ-რომის ისტორიას, ლიტერატურას, ფილოსოფოსთა შრომებს. მისი ღრმა ერუდიცია, მჭევრმეტყველების უნარი გამოსჭვივის მის ნაწერებსა და ნააზრევში. ლიონიძის დაწინაურებას ხელი შეუწყო იმ განმანათლებლურმა ატმოსფერომ, რომელიც ერეკლე მეფის კარზე სუფევდა. ერეკლე დიდად აფასებდა ნიჭიერ და განათლებულ ადამიანებს და შესაძლებლობას აძლევდა, ასეთებს თავიანთი უნარი სახელმწიფოსათვის სასარგელო საქმეებში გამოეყენებინათ. ლიონიძეს თავი გამოუჩენია არა მარტო განათლებისადმი წყურვილით, არამედ მხედრული ნიჭითA. საბრძოლო დამსახურებისათვის მას მეფისაგან მიუღია პატივის სიგელი დარერბი ვაჟკაცობისა _ ღერკულეს აღჭურვილი ლახტითა და შემოხვეული ლომის ტყავითა და სათავადოთა გვირგვინითა”.

XVIII -ის 80-იანი წლებიდან 1801 -მდე იგი გაერთიანებული ქართლ-კახეთის კარის მსაჯული, მდივანბეგია. მან დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის გაერთიანებასა და ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებაში. სოლომონი აქტიურად მონაწილეობდა 1783 წელს გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმებაში, რაც ქართველთათვის  ირან-ოსმალეთის აგრესიისაგან თავის დაღწევისა და ქვეყნის შემდგომი განვითარებისათვის უაღრესად საჭირო მშვიდობის მოპოვების ერთადერთ გზად იყო მიჩნეული. ეს იყო უაღრესად რთული და შინაგანი წინააღმდეგობების შემცველი ნაბიჯი, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის ძლიერი როლითა და საერთო პოლიტიკურ და სამხედრო მოწინააღმდეგეებთან (ირანათან და ოსმალეთთან) დაპირისპირებით იყო ნაკარნახევი.

ცნობილია, რომ სოლომონ ლიონიძემ აქტიურად დაუჭირა მხარი ფეოდალური არისტოკრატიის ერთი ნაწილის იდეას ერთმთავრობის დამყარების შესახებ, რაც იმერეთის სამეფოს ქართლ-კახეთთან გაერთიანებას გულისხმობდა. 1790 წელს, სამეფო დარბაზის სხდომაზე, სადაც ეს საკითხი იხილებოდა, ერეკლე მეფემ არ დაუჭირა მხარი იმერეთის დიდებულთა  იდეას.

ზაქარია ჭიჭინაძის თქმით, სოლომონი შემდეგშიც თავდაუზოგავად ცდილობდა სამეფო-სამთავროთა მთლიანობის აღდგენას, მაგრამ უშედეგოდ – “მეცადინებდა შინაკავშირითა გაეუქმებინა გარეკავშირი”, რადგანერი დაცული გარეთითა უცხოთა ნათესავთაგან მფარველობითა, არის მარადის დამდაბლებულიმისი მცდელობა უშედეგო იყო

      1790 წლის ივნისში სოლომონის უშუალო ინიციატივით შედგა მეფე-მთავართა სამოკავშირეოტრაქტატი ივერიელთა მეფეთა და მთავართაგან დამტკიცებული ქართლისა, კახეთისა, იმერთა, ოდიშისა და გურიისა, აღწერილი სამეფოსა ქალაქსა თფილისს” (ქართული სამართლის ძეგლები, II). ამ დოკუმენტით საქართველოს მეფე-მთავრები სამხედრო კავშირს ამყარებდნენ ქართლ-კახეთის სამეფოსთან და უერთდებოდნენ 1783 წლის ტრაქტატს; აღიარებული იყო მეფე ერეკლეს უზენაესი როლი ქვეყნის მართვა-გამგეობასა და რუსეთთან ურთიერთობაში. ამ ხელშეკრულებით ქართველმა პოლიტიკოსებმა დაადასტურეს სიცოცხლისუნარიანობა იმ ეროვნული ღირებულებებისარომლებიც  ასაზრდოებდა ქართველ ხალხს მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში. ეს დოკუმენტი იმ დროისათვის საქართველოს ეროვნული ერთობის უმაღლესი გამოხატულება იყო _ ერთობა ენით, მიწა-წყლით, სისხლით, სარწმუნოებით და ურთიერთსიყვარულით, _ ასეთი იყო ამ ტრაქტატის პათოსი.

სოლომონ ლიონიზეს იმხანად გულწრფელად სჯეროდა, რომ ქართული სამეფო-სამთავროების საერთო ნების გამომხატველი დოკუმენტის შექმნა თვით რუსეთის ინტერესებშიც უნდა ყოფილიყო. იგი იმედოვნებდა, რომ საქართველოს ერთგულებაში დარწმუნებულ რუსეთს დოკუმენტის არსებობა გაუადვილებდა ოსმალეთთან მომავალი საზავო მოლაპარაკებების დროს საქართველოსათვის სასარგებლო შედეგების მიღწევას

შემდგომ პერიოდში საქართველოს კვლავ ირანის მოძალებული აგრესიის  მოგერიება უხდებოდა. აღა-მაჰმად ხანის მიერ 1795 წელს თბილისის განადგურებამ  საბოლოოდ გააქარწყლა ქართველთა იმედები რუსეთის მხრიდან ქვეყნის დაცვის თაობაზე. 1798 წელს ერეკლე გარდაიცვალა, ტახტის მემკვიდრე გიორგი XII კი ვერ აღმოჩნდა თავისი სახელოვანი მამის საქმეთა ღირსეული გამგრძელებელი. ცნობილია სოლომონ ლიონიძის სამგლოვიარო ეპისტოლე ერეკლე II-ის გარდაცვალების გამო - “მოთქმით ტირილი საქართველოს მეფის ღერკულეს ნეტარისა და ღირსისა”. მასში მეფის ხოტბაა მოცემული, მზე და მთოვარი იმის ბედნიერს ლაშქრობაში ხანდაზმულნი არიან” - წერს მსაჯული მის შესახებ.

გიორგი XII-ის გარდაცვალებისთანავე (1800 .) გენერალმა ლაზარევმა მაშინვე შეკრიბა თავადები და მათ იმპერატორ პავლეს სურვილი გააცნო. მისი სიტყვები ორაზროვანი იყო და არაფერს ამბობდა საქართველოს მეფის უფლებებზე, თუმცა ხაზგასმული იყო რუსეთის იმპერატორის უზენაესი უფლება ქართლ-კახეთის მომავლის გადაწყვეტის საქმეში. სოლომონ ლიონიძეს ამ შეკრებაზე ხმამაღლა განუცხადებია, რომ გენერალი მეფე დავითს (დავით ბატონიშვილი) მეფობას ულოცავსო. გენერალი განრისხებულა და სოლომონი მალევე დაუპატიმრებიათ. სოლომონმა მოახერხა გათავისუფლება დავითის შუამდგომლობის საფუძველზე და იმერეთს შეაფარა თავი. აქ იგი იმერეთის მეფის სოლომონ II-ის კარზე აგრძელებს დიპლომატიურ მოღვაწეობას. სოლომონ მეფე არაფერს წყვეტდა ლიონიძესთან  თათბირის გარეშე. იმერეთის სამეფოს თანმიმდევრული კურსი რუსეთთან ურთიერთობისას სოლომონის წინდახედულობის და პოლიტიკურად სწორი გააზრების შედეგიც იყო. მას დიდი გავლენა ჰქონდა მეფეზე, უაღრესად ავტორიტეტულ და გამოცდილ დიპლომატად თვლიდნენ სოლომონს რუსი მოხელეებიც და ცდილობდნენ ჩამოეშორებინათ იგი მეფისაგან. მისი მოსყიდვაც კი სცადეს, მაგრამ უშედეგოდ.

1803 წელს სოლომონ II- ლიონიძე პეტერბურგში გააგზავნა. იმპერატორისადმი მიწერილპუნქტებში”  მეფე ითხოვდა, რომ რუსეთს ყვალა სახელმწიფოსათვის ეცნობებინა იმერეთის სამეფოს მფარველობაში მიღების აქტი. ამგვარი საჯარო განცხადება, სოლომონ მეფისა და მისი მრჩევლის აზრით, იმერეთის სამეფოს შენარჩუნების გარანტია იქნებოდა. “პუნქტებშიჩამოყალიბებული მოთხოვნები არსებითად იმეორებდა ქართველი მეფეების დიდი ხნის წინ შემუშავებულ კონცეპციას _ ძლიერი რუსეთის მფარველობაში მოქცეული საქართველო რუსული ინტერესების დამცველი კავკასიაში. ამ გეგმის სარგებლიანობაში ამაოდ არწმუნებდა რუსეთის ხელისუფალთ ქართველი დიპლომატირუსეთს კარგა ხანია უარყოფილი ჰქონდა ეს ძველი გეგმა და უახლოეს მომავალში მთელი საქართველოს შემოერთებას აპირებდა. ამიტომ იმერეთის ურჩი მეფის ელჩს აღტაცებით არ შეხვედრიან. პირიქით, საყვედურებითაც აავსეს იმის გამო, რომ სოლომონ მეფე რუსეთს მფარველობას სთხოვდა და იმავდროულად ოსმალეთშიც აგზავნიდა ელჩს; ამავე დროს ავიწროებდა რუსეთის ერთგულ დადიანს და .. ამ დროისათვის რუსეთის მთავრობას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა იმერეთის ოკუპაცია და საჭიროდ აღარ მიუჩნევიათ იმერეთის ელჩთან მოლაპარაკებების გაგრძელება. ლიონიძეს აცნობეს, რომ იმერეთის სამეფოს მფარველობაში მიღების საკითხის გადაწყვეტა ციციანოვს დაევალასინამდვილეში ციციანოვს გაუგზავნეს .. რესკრიპტი, რომელიც მთავარსარდალს ავალებდა, რომ ქართლიდაეცვა იმ უწესობათაგან, რომელიც იმერეთში დღე-დღეზე ძლიერდებოდა”, და რომ იმერეთი უნდა დაპყრობილი ყოფილიყო იმისგან დამოუკიდებლად, თუ როგორ შეიცვლიდა იმერეთის მეფე თავის დამოკიდებულებას რუსეთისადმი. ამავე დროს რუსეთის  სახელმწიფო კანცლერი სწერდა ციციანოვს პეტერბურგიდან, რომ სოლომონ ლიონიძე თბილისში დაეკავებინათ და არ გაეშვათ მანამ, სანამ იმერეთის დაპყრობა არ დასრულდებოდა.

თბილისში ჩამოსული ლიონიძე შეხვდა ციციანოვს. ცნობილია, რომმრისხანე თავადზე” (ციციანოვი) ლიონიძის ბრძნულმა მსჯელობამ და  მჭერმეტყველებამ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა.   ციციანოვმა ლიონიძეს გაუმხილა, რომ მას დავალებული ჰქონდა იმერეთის იარაღით დაპყრობა და სოლომონ მეფეზე დროული ზემოქმედების მიზნით იმერეთში მაინც გაუშვა. ლიონიძეს უნდა დაერწმუნებინა სოლომონი, რომ თავად ციციანოვი თანახმა იქნებოდა მის მეფედ დატოვებაში, თი კი იგი მის მიერვე შემუშავებულ საქვეშევრდომომუხლებსმიიღებდა. ამის შჲმდეგ კი სოლომონ მეფეს წერილით უნდა ეცნობებინა ციციანივისათვის, რომ თანახმა იყო შემოთავაზებულ პირობებზე. ლიონიძემ ეს ყველაფერი შეატყობინა მეფეს, მაგრამ მან ეს პირობები არ მიიღო.

  ლიონიძე სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ნიჭიერი დიპლომატი, საქართველოს აღდგენა-განახლებისათვის თავდადებული მებრძოლი იყო. საქართველოს დაუძლურების მიზეზს იგი სამართლიანად ხედავდა მის პოლიტიკურ დაშლილობაში და დროსთან ჩამორჩენილ ფეოდალურ აზროვნებაში. ამ აზროვნების დაძლევის იმედი ასულდგმულებდა მას, როდესაც მისი ინიციატივითივერიელთა ტრაქტატიიწერებოდალიონიძემ ზუსტად აფასებდა თავისი დროის საგარეო პოლიტიკურ სიტუაციას და დიპლომატის უტყუარი ალღოთი გრძნობდა მოწინააღმდეგის განზრახვას. მან პირველმა გამოიტანა დასკვნა, რომ 1801 წლის ტრაქტატის შემდეგ ვერ შეურიგდებოდა იმერეთში მეფის ხელისუფლების არსებობას. უთუოდ ლიონიძის დამსახურება იყო თვით რუსი მოხელეების  მიერ აღიარებული მტკიცე წესრიგი იმერეთის სამეფოში. რუსები ბევრჯერ ცდილან უნდობლობა დაეთესათ სოლომონ II-სა და ლიონიძეს შორის, მაგრამ ლიონიძეს გამჭრიახობაში ვერავინ სჯობნიდა. უკვე ღრმად მოხუცებული ლიონიძე სოლომონის გვერდით ბოლომდე იბრძოდა უკვე წაგებულ ომში, მაგრამ სახელმწიფოებრივობის იდეისათვის მაინც არ უღალატნია.

       

 

 

წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.     აქტები, II, გვ. 314, 694.343-344.

2.     . დუმბაძე, იმერეთის სახელმწიფოს გაუქმება და ცარიზმის პოლიტიკა საქართველოში /საქართველოს ისტორიის ნარკვევები, .IV გვ.844-859).

3.     . ჭიჭინაძე, საქართველოს გაერთიანების აზრი XVIII .-ში, “მწყემსი”, 1902, 6).

4.     . ჭიჭინაძე, სოლომონ ლეონიძე, მსაჯული, ანუ ვიცე-კანცლერი მეფე ერეკლე და სოლომონ იმერთა მეფისა, ტფ. 1910.

5.     . ქიქოძე, ერეკლე მეორე, რჩეული თხზულებანი, III, თბილისი, 1965.

6.     . ბერძენიშვილი, სოლომონ ლიონიძე / საქართველოს ისტორიის საკითხები, II, გვ. 380-381.

 

 

 

მოამზადა თამარ აბულაძემ