მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

იოსებ სააკაძე-ბაბათაშვილი XVII .–ის მეორე ნახევარი

 თბილელი მიტროპოლიტი, საეკლესიო მოღვაწე, მწერალი.

 

იოსებ სააკაძე, მისი პირველი ბიოგრაფის, პლატონ იოსელიანის ცნობით, იყო ძის ძე დიდი მოურავისა, გიორგის ძის, სიაუშის შვილი. ამ აზრს იზიარებენ დავით ჩუბინიშვილი, მოსე ჯანაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ალ. ხახანაშვილი. . კეკელიძემ და . ლეონიძემ უფრო სარწმუნოდ მიიჩნიეს იოსების დიდი მოურავის ძმისაგან ჩამომავლობა. ქართულ ხელნაწერებში ის მოიხსენიება: ტფილელ იოსებად (S-101; A-1125), იოსებ ტფილელ მიტროპოლიტად (S-4629); სააკაძე იოსებ ტფილელად (H-771); ბაბათაშვილ ტფილელად იოსებად (H-1193;S-3704).

პლ. იოსელიანის ცნობით, “ბაბათა”, თურქულადმხცოვანსნიშნავს და ეს მეტსახელი იოსების მამისათვის უნდა შეერქმიათ ოსმალეთში, სადაც სიაოშ სააკაძემ ცხოვრების ბოლო წლები გაატარა. იოსებ სააკაძის ბიოგრაფიასთან დაკავშირებული საკითხები საგანგებოდ შეისწავლა რიმა ფირცხალაიშვილმა. მისი მტკიცებით, იოსებ ტფილელი დიდი მოურავის ძმისწულის, ქაიხოსროს ძე უნდა იყოს.

პლატონ იოსელიანისავე ცნობით, იოსებ თბილელი ქვათახევის მონასტერში აღიზარდა და იქვე აღიკვეცა ბერად. მას როგორც ჩანს, კარგი განათლება მიუღია. იოსებ თბილელი თავისი პოემის პროლოგში აღნიშნავს, რომ ისრიტორთა კაცთა ზრდილიყოფილა. ანტონ კათალიკოსი კი მის შესახებ წერს:

იოსებ კმადღა გამოცდილ იყო სრულიად.

 პიიტიკოსთა ელოვნებათა მიმართ.

საფილოსოფოსთა და წერილთა შინა გამოცდილსუწოდებს მას იოანე ბატონიშვილიც. როგორც ჩანს, იოსებ სააკაძეს თავისი ნიჭიერებითა და განათლებით თავის თანამედროვეთა შორის საყოველთაო პატივისცემა დაუმსახურებია ანტონ კათალიკოსის სიტყვებით რომ ვთქვათ:

საყუარელ-იყო, ერთაცა ყოველთაგან,

აქებდეს მისსა სიბრძნის-მოყუარებასა”.

პლატონ იოსელიანი გადმოგვცემს, რომ იოსებ სააკაძე ქვათახევიდან (ქართლი) ნიკორწმინდას (რაჭა) წასულა. აქ ის ეპისკოპოსად უკურთხებიათ. რაჭაში დიდხანს არ დარჩენილა და ქართლში დაბრუნებულა. როსტომ მეფესა და მარიამ დედოფალს ის სამცხეში წარუგზავნიათ და დაუვალებიათ ოსმალთაგან გაუქმებულ აწყურის ეპარქიაში მღვდელმსახურების აღდგენა. ამ მიზნით იოსებ სააკაძე აწყურის ეპარქიის მღვდელმთავრად დაუნიშნიათ. რამდენად სარწმუნოა ეს ცნობა, ძნელია თქმა, მაგრამ თავად ფაქტი, რომ ;ატონ იოსელიანს შესაძლებლად მიაჩნია იმ პერიოდის სამცხეში აწყურის კათედრის ამოქმედება, უთუოდ ინტერესს იმსახურებს

თბილისში დაბრუნებულ იოსებ სააკაძეს 1661-1686 წლებში (ელისე საგინაშვილის შემდგომ) თბილელის სამიტროპოლიტო კათედრა უპყრია (აქედან წარმოსდგება მისი წოდება _ ტფილელი).        

ღრმად განსწავლული იოსებ სააკაძებაბათაშვილი ვახტანგ V-ის სამეფო კარზე მიღებული და დაფასებული პირი იყო. ალბათ, ამიტომაც ქართლის მეფემ თავისი უფროსი ვაჟის არჩილისათვის ღვთისმეტყველების სწავლება სწორედ მას მიანდო. თბილისის მიტროპოლიტი ქართლის იმდროინდელ არისტოკრატულ საზოგადოებაში მაღალი ავტორიტეტით სარგებლობდა. ისსაყვარელ იყო მეფეთა მაშინდელთა” (ანტონ კათალიკოსი).

იოსებ სააკაძის სიახლოვეზე სამეფო კართან მეტყველებს არაერთი სამეფო სიგელი, დაწერილი მის მიერ.          იოსებ სააკაძე მონაწილეობას იღებდა სასამართლოს საქმიანობაში, რიგ შემთხვევებში კი თავად აწარმოებდა სამართალს. ჩვენამდე შემონახულია ქვათახევის მონასტრის წინამძღვარ ქრისტეფორესა და მაღალაძეთა შორის ჩამოვარდნილი სამაულო დავის თაობაზე შედგენილი 1683 წლის განჩინების წიგნი, რომელშიც აღნიშნულია: “ამისა გარჩევა და სამართალი ჩვენ თბილელ ეპისკოზს იოსებს გვიბრძანა ელმწიფემა”.

ვახტანგ V-ისა და მის თანამოაზრეთა ერთგული იოსებ სააკაძე თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ეხმარებოდა მცხეთის  ტახტს განემტკიცებინა საეკლესიო ორგანიზაცია, აღმოეფხვრა პოლიტიკური ვითარებით გამოწვეული საეკლესიო სეპარატიზმის ტენდენციები. ჩვენამდე შემონახულია ალავერდელი მიტროპოლიტის ნიკოლოზ ანდრონიკაშვილის იოსებ თბილელისადმი მიწერილი წერილი. წერილიდან ჩანს, რომ ნიკოლოზ ალავერდელს ქართლის კათალიკოსთან შეთანხმების გარეშე დაუდგამს თავს გვირგვინი. ამ ფაქტს მათ შორის დაპირისპირება გამოუწვევია. იოსებ სააკაძე ხსენებულ საქმეში შუამავლად ჩარეულა და ალავერდელისათვის უთხოვნია დამორჩილებოდა ქართლის კათალიკოსს. ამ ფაქტთან დაკავშირებით . ლეონიძე წერს: “ამრიგად, იოსებს მონაწილეობა მიუღია კახეთის ეკლესიის სეპარატიზმის ალაგმვაში, რასაც შესაფერისი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა”.   

იოსებ სააკაძის სახელს უკავშირდება სიონის წიგნსაცავის დაარსება და მისი მატერიალური კეთილდღეობისათვის ზრუნვა. პლატონ იოსელიანის გადმოცემით, თბილისის მიტროპოლიტმადიდად განამრავლა ბიბლიოთეკა, ანუ წიგნთასაცავი სიონის ეკლესიისა, მოუსყიდა და მოუშოვნა ყმანი და მამულნი. მისისავე ღუაწლითა და შუამდგომლობითა მიეცა სიონისავე წმინდასა ტაძარსა მეფისა გიორგი XI ანუ სხვათ სახელით შაჰნავაზ მეორისაგან ტფილისს აბანო მანმდე წოდებული აბანოდ სიონისაზაქარია ჭიჭინაძის ცნობით, იოსებ სააკაძეს თბილისის მახლობლად დაუარსებია საეკლესიო სკოლა. მისთვის შემდგომშიკათალიკოსის სკოლაუწოდებიათ.    

იოსებ თბილელს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული ხელნაწერი წიგნების გამრავლებაში.          1681 წელს გადაწერილიდავითნი”- ანდერძი გვამცნობს: “ყოვლისა არსთა მაარსებლისა შეწევნითა აღვაწერინე დავითნი ესე მე, ფრიად ცოდვილმან და უღირსმან ტფილელმან იოსებ, სულისა ჩემისა სალხინებლად და ცოდვათა ჩემთა შესანდობლად, უკანასკნელ შემდგომად ჩემსა ვინც ელად მიიღოთ შენდობას ბრძანებდით, ჩემ ცოდვილის ტფილელის იოსებისათბის, ღთისათვის გევედრები, აღიწერა დავითნი ესე ქორონიკონსა ტნით”. (ხეც,  H-43).

. ლეონიძის ვარაუდით, მას უნდა გადაეწერაზაზასეული” “ვეფხისტყაოსანიდაამირანდარეჯანიანი”.      

იოსებ სააკაძემ დაგვიტოვა თვითმყოფადი და მეტად საინტერესო ლიტერატურული მემკვდრეობა. იოსებ სააკაძის კალამს ეკუთვნის საისტორიო ჟანრის პოემადიდმოურავიანი”. მასში რუსთველური შაირითაა გალექსილი დიდი მოურავის, გიორგი სააკაძის ცხოვრება-მოღვაწეობის ამსახველი ფაქტები. “დიდმოურავიანისპროლოგიდან ვიგებთ, რომ ეს ნაწარმოები დაწერილია მეფე არჩილ II-ის დაკვეთით 1681-1687 წლებში. “დიდმოურავიანში”          იოსებ თბილელი არჩილ მეფისადმი მიძღვნილ სტროფში წერს:

მეფევ სიბრძნით აღსავსეო, ხელმწიფეთა პირმშოვ შვილო,

ღრმის სიტყვისა ამომცნობო და ძნელისა გამადვილო,

ცოტა სიტყვა განმიმარტე”, გებრძანა თუჩემო ჩრდილო,

და შენ სიბრძნისა ვერ მიმწთომო, მაგრა რიტორთ კაცთა ზრდილო”.

აღსანიშნავია, რომ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულიადიდმოურავიანის” 15 ხელნაწერი. (ესენია: S-15,9-5233, S-1536, S-2992, S-2536, S-4629, S-101, S-951, H-123, H-124, H-612, H-1757, H-3222, A-1125, 1378). ეს კი ნათლად ადასტურებს საზოგადოების დიდ ინტერესს ამ წიგნისადმი.

დიდმოურავიანისგარდა იოსებ თბილელის კალამს ეკუთვნის კიდევ რამდენიმე თხზულება: 1) “ცხოვრება და მოქალაქეობა ალექსი კაცისა ღმრთისა, ახლად შაირად გარდათარგმნილი, მარგებელი მსმენელთა და მკითუცლთათვსცა თქმული სააკაძის იოსებ ტფილელისაგან” (-2394, H-771 და სხვა); 2) “ანბანთქება ახლად თქმული ბაბათაშვილის ტფილელის იოსების მიერ თქმული” (H-1193); 3) “ქება და წამება წმიდისა მირიანისი” (S-1512); 4) “წმიდათა კრებულთათვის” (S-281); 5) იოსებ თბილელის მიერ იაკობ შემოქმედელისადმი  დუმბაძისადმი მიწერილი გამოცანა (H-771).

იოსებ სააკაძეს წვლილი შეუტანიავეფხისტყაოსნის.. გაგრძელებათა შექმნაშიც. . კეკელიძის დაკვირვებით, იოსებ თბილელს გამოუთქვამს 65 სტროფივეფხისტყაოსნისციკლიდან.

იოსებ სააკაძეს ღირსეული ადგილი უჭირავს ქართველ ქტიტირთა შორის.

სოფ. ბობნევში (გორის -ნი) სააკაძეთა სამკვიდრო მამულში აგებულ ტაძარს ორი ისტორიული წარწერა შემოუნახავს.

1)         ლაპიდარული წარწერა ეკლესიის შესასვლელის ზემოთ ჩატანებულ ქვაზეა ამოკაწრული:

1+ სახელითა:--თი [საÁთა:. აღვაშენე:-:.]

2+ []ლესია:.ესე:.მე [ფილედ მთავარ ეპისკო]

3+ პოზმან:.იოსებ:.საა[კაძემან:.სახელსა:.]

4+ ედა:.იოვანე:.მახარებლი[სასა სახსენებე]

5+ ლად:.და:.საოხად:.სულისა [ჩემისათვის:.ქკს...]

             ამ ცნობას ავსებს ბობნევის ეკლესიაში შემონახული ფრესკული წარწერის მონაცემები, საიდანაც ვიგებთ, რომ ეს ტაძარი იოსებ თბილელს საკუთარი ხარჯით 1683 წელს  აუშენებინებია და მოუხატვინებია.

აღსანიშნავია, რომ ბობნევის ეკლესიაში დაცულია იოსებ თბილელის პორტრეტული გამოსახულება.

იოსებ სააკაძე საქართველოს შინაპოლიტიკური აშლილობის ჟამს დაიღუპა. 1688 წელს, როდესაც დუშეთის სიახლოვეს გიორგი XI კახეთის შემოერთებისათვის მოწინააღმდეგე დასს შეება, მაშინუმეტეს უწყეს მეფის დროშასა სროლა, მოკლეს ტფილელი იოსებ და ქაიხოსრო ციციშვილი და სხუანი მრავალნი” (ვახუშტი ბატონიშვილი).

ამგვარად, იოსებ სააკაძე-ბაბათაშვილის სამოღვაწეო არეალი ერთი კონკრეტული სფეროთი არ შემოიფარგლებოდა. ის მრავალმხრივი მოღვაწე იყო. თბილისის მიტროპოლიტი იოსებ სააკაძე გვევლინება ცნობილ კალიგრაფად, მწიგნობრად, პედაგოგად, პოეტად, სასულიერო და საერო მოღვაწედ. მან წარუშლელი კვალი დატოვა ქართველი ერის, როგორც პოლიტიკური ასე კულტურული აღირძინებისათვის ბრძოლის ისტორიაში.

 

 

 

წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელნაწერები: A-1125, S-101, S-1512, S-228, S-2394, S-3771, S-4629, H-43, H-771, H-1193.

 

1.          ბატონიშვილი ვახუშტი, “აღწერა სამეფოსა საქართველოსა/“ქართლის ცხოვრება”, . IV, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით . ყაუხჩიშვილის მიერ. თბ. 1973. გვ. 461-462.

2.          ჟორდანია , ქართლ-კახეთის მონასტრებისა და ეკლესიების ისტორიული საბუთები, ფოთი 1903, გვ. 205-207.

3.          . ჟორდანია, “ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა”, წიგნი II, გვ. 1897. გვ. 483.

4.          “ქართული სამართლის ძეგლები. III, ტექსტი გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო პროფ. . დოლიძემ, თბ. 1970. გვ. 564.

5.          “ქართული სამართლის ძეგლები”, . IV, ტექსტი გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო . დოლიძემ, თბ. 1972. გვ. 149.ქართული სამართლის ძეგლები, . IV, ტექსტი გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო პროფ. . დოლიძემ, თბ. 1972. გვ. 149.

6.          ხახანაშვილი ალ. გუჯრები, ქუთაისი 1891 . გვ.-სქ.

7.          პლ. იოსელიანი, “დიდმოურავიანის” 1951 წლის გამოცემის წინასიტყვაობა,                          

8.          ანტონ კათალიკოსი, წყობილსიტყვაობა, . ლოლაშვილის გამოც. თბ. 1980, გვ.257-258.    

9.          იოანე ბატონიშვილი, კალმასობა, II, თბ. 1948. გვ. 168.

10.        პლ. იოსელიანი, იოსებ ტფილელი «დიდმოურავიანი». ტფ. 1851. გვ. 2,3.

11.        . კეკელიძე, “ქართული ლიტერატურის ისტორია”, წიგნი II, თბ. 1959. გვ. 525.

12.        ლეონიძე . იოსებ ტფილელი, «დიდმოურავიანი», თბ. 1989. გვ. XXII-XXV, XXII, XXXI, 3.

13.        ფირცხალაიშვილი . «იოსებ თბილელი და მისი «დიდმოურავიანი». თბ. 1978. გვ. 32.

14.        შარაშიძე ქრ. «პირველი სტამბა საქართველოში  (1709-1722 წწ.. თბ. 1955. გვ. 45.

15.        . ჭიჭინაძე, ქართული მწერლობა და ქართველი მწერლები მეჩვიდმეტე და მეთვრამეტე საუკუნეებში. თბ. 1888. გვ.

16.        . ფირალიშვილი, "ბობნევის მოხატულობა და რეალისტირული ტენდენციის შესახებ XVII საუკუნის ქართულ მხატვრობაში, თბ. 1952 .,

 

 

 

მოამზადა ნათია ფსუტურმა