მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

იაკობ შემოქმედელი / სამებელი  (1647-1713 წწ.)

 

   ქართველი საეკლესიო მოღვაწე, შემოქმედის (გურია) მიტროპოლიტი 1647 წლიდან. ქართველი საეკლესიო მოღვაწე, მწერალი, მწიგნობარი.

 

 

გვიანშუასაუკუნეებში (1555 წლის ამასიის ზავის შემდგომ) დასავლეთი საქართველო ოსმალეთის ძლიერი გავლენის ქვეშ მოექცა. ოსმალეთი, მართალია, ადგილობრივ ხელისუფალთაგან არ მოითხოვდა სარწმუნოების შეცვლას, ისე როგორც  ამას ირანი აკეთებდა აღმოსავლეთ საქართველოში, მაგრამ ზოგიერთ რეგიონში (სამცხე-საათაბაგო, იგივე ახალციხის საფაშო, აჭარა, ქვემო გურია, აფხაზეთი) ისლამი მაინც ფართოდ გავრცელდა. ამ მხარეების მოსახლეობისათვის სარწმუნოების გამოცვლასთან იყო დაკავშირებული სასიცოცხლოდ აუცილებელი ეკონომიკური და სოციალური უფლებებიასეთი პირობები, რასაკვირველია, ეროვნული ცნობიერების თანდათანობით წაშლას უწყობდა ხელს. ამ რთულ და ხანგრძლივ პროცესს შეძლებისდაგვარად წინ აღუდგნენ ქართული ეკლესიის მესვეურები. მათ ხელში იყო მხოლოდ მამხილებელი სიტყვა _ ზეპირი ქადაგებით თუ პოლემიკური ნაწარმოებების გავრცელებით ისინი ცდილობდნენ მართლმადიდებლური იდეოლოგიის განმტკიცებას. ამ ამოცანის შესრულება, რასაკვირველია, გულისხმობდა მაჰმადიანობის განქიქებასაც.

XVI საუკუნის ბაგრატ მუხრანბატონმა დაწერა ანტიმაჰმადიანური პოლემიკური ნაშრომიმოთხრობა შჯულითა უღმრთოთა თათრისათა, გამოკრებილი და სიტყÂ-გება ქრისტიანთა მიერ”, რომელსაც, როგორც ჩანს, კარგა ხნის განმავლობაში ეყრდნობოდნენ ქართველი მოღვაწეები  მაჰმადიანობის განსაქიქებლადსწორედ ეს ნაწარმოები, მეფე გიორგი XI-ის დავალებით, გალექსა იაკობ შემოქმედელმა. პროზაული პოლემიკური თხზულებისათვის სალექსო ფორმის მინიჭება თავისთავად მეტყველებს მის ფართო საპროპაგანდო დანიშნულებაზე. იაკობ შემოქმედელი, გურიის მთავარი კათედრის მესაჭე, რა თქმა უნდა, ყოველდღიურ ცხოვრებაში ხედავდა  მაჰმადიანური აგრესიის შედეგს _ სამცხე-საათაბაგოდან და ლაზეთიდან გამოხიზნულ  ქრისტიან მოსახლეობას და სამღვდელოებას. ამდენად, იაკომ შემოქმედელისათვის ბაგრატ მუხრანბატონის შრომის გალექსვა მხოლოდ ლიტერატურული საქმიანობა კი არა, მუსლიმთა წინააღმდეგ ბრძოლის ფორმა იყო.

იაკობ შემოქმედელის `უსჯულოს მოჰამადისა და ქრისტიანეთ გაბაასება~, შედგება 289 თექვსმეტმარცვლიანი სტროფისაგან. იგი დაწერილია იმ დროისათვის პოპულარული კითხვა-მიგების ფორმით.

ისევე როგორც ეს ბაგრტის ნაწარმოებშია, იაკობი მაჰმადიანთა განსაქიქებლად უმთავრეს იარაღად იყენებს ბიბლიას. ადარებს ბიბლიისა და ყურანის ცალკეულ პასაჟებს, ყურადღებას მიაპყრობს ყურანშიარასწორინტერპრეტაციებს დასწორიგაგებისათვის ისევ ბიბლიიდან მოუხმობს სათანადო ადგილებს. ზოგჯერ ავტორი  აპოკრიფულ გადმოცემებსაც იყენებს.

იაკობის კალამს ეკუთვნის აგრეთვე თითო სტროფიანი ლექსები _ არჩილ II-ის ხოტბა, პასუხი იოსებ თბილელის შეკითხვა-გამოცანაზე, რომელიც ბიბლიურ თემას ეძღვნება; აგრეთევ ერთი ფორმალისტური, წაღმა-უკუღმა წასაკითხი ლექსი. ზოგიერთი ხელნაწერის თანახმად, იაკობ დუმბაძეს უნდა ეკუთვნოდეს აგრეთვე გადაკეთებული `აბდულმესიანი~, რომელშიც თამარ მეფისა და დავით სოსლანის ნაცვლად შექებულია არჩილ მეორე

 

 

     wyaroebi da samecniero literatura:

  1. menabde, l., Zveli qarTuli mwerlobis kerebi, t. I, nakv. 2, Tb., 1962.
  2. Марр, Н., Из книги царевича Баграта о грузинских переводах духовных сочинений и героической повести `Дареджаниани~, Известия Академии Наук, 1899, т. 10, № 2.

 

 

moamzada Tina ceraZem