მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

იოანე თორნიკე (თორნიკე ერისთავი) (გარდ. 985 )

პოლიტიკური და სასულიერო მოღვაწე

 

 

 

      თორნიკე ერისთავი, ტაოელი დიდებულის ჩორდვანელის ძე, ბერად აღკვეცის შემდეგ იოანე-თორნიკედ წოდებული, X საუკუნის II ნახევარში ცნობილი ქართველი სახელმწიფო და სასულიერო მოღვაწე იყო. ერთხანს იოანე თორნიკე ათონის მთაზე, განთქმულ ათანასე დიდის ლავრაში იყო ბერად შემდგარი. ათანასეს ლავრა, რომელიც 963 წელს დააარსა ათანასე ათონელმა იმპერატორ ნიკიფორე ფოკას სახსრებითა და დახმარებით, ბერმონაზვნური მოძრაობის და იმავდროულად ბიზანტიური  მწიგნობრობის განთქმულ ცენტრს  წარმოადგენდა. ათანასეს დროს ლავრაში 120-მდე მონაზონი ცხოვრობდა, მათ შორის ქართველებიც.

      X საუკუნის 60-იან წლებში ათანასეს ლავრაში მოვიდნენ ქართველები _ იოანე (იოანე ათონელი) ბერი, მისი ძე ეფთვიმე (ეფთვიმე ათონელიდა თორნიკე ერისთავი, რომლებიც ერთ წელიწადზე მეტ ხანს დარჩნენ ლავრაში, შემდეგ კი მათ სხვა ქართველებთან ერთად ათონის ივერთა მონასტერი ააშენესიოანე თორნიკე საქართველოს ისტორიაში ცნობილია აგრეთვე, როგორც დავით კურაპალატის სახელგანთქმული სარდალი, რომლის დახმარებითაც X საუკუნის 70-იან წლებში (976-979 წწ.) ჩააქრეს საიმპერატორო ტახტის წინააღმდეგ ამბოხებული ძლევამოსილი ბიზანტიელი სარდლის, ბარდა სკლიაროსის აჯანყება.

      როგორც ცნობილია, X საუკუნის შუა ხანებში ბიზანტიამ თვალსაჩინო წარმატებებს მიაღწია არაბთა წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ 70-იან წლებში შექმნილმა საშინაო ვითარებამ შეზღუდა იმპერიის შესაძლებლობანი. ბარდა სკლიაროსის აჯანყებამ საფრთხე შეუქმნა კონსტანტინოპოლის საიმპერატორო ტახტს. მან მთლიანად დაიპყრო ბიზანტიის იმპერიის აზიური ნაწილი და ტაოს დაუმეზობლდა. იმპერატორის ჯარების სარდალმა ბარდა ფოკამ ბიზანტიის დაქვრივებულ დედოფალს, ტახტის მცირეწლოვანი მემკვიდრეების _ ბასილისა და კონსტანტინეს დედას, თეოფანას, ურჩია სამხედრო დახმარებისათვის მიემართა განთქმული დავით ტაოელისათვის, რომლის სამფლობელოებსაც საფრთხე ელოდა ბარდა სკლიაროსის გაძლიერებით.     ბიზანტიის სამეფო კარმა დავით კურაპალატისაგან დახმარების აღმოჩენისათვის შუამდგომლობა ათონის მონასტრის ბერს იოანე-თორნიკეს სთხოვა. ბერად შემდგარმა იოანე-თორნიკემ თავდაპირველად უარი განაცხადა, მაგრამ შემდეგ, გაითვალისწინა რა ათონის მთაზე მოღვაწე ქართველ ბერთა მდგომარეობის მოსალოდნელი გაუარესება, დათანხმდა და წარმატებით შეასრულა შემოთავაზებული დავალება. კონსტანტინოპოლიდან იოანე-თორნიკეს დავით კურაპალატთანსათხოვარი წიგნებიგაატანეს.

      დავით ტაოელი დათანხმდა დახმარებას და მის საფასურად მოითხოვა .. “ზემო ქუეყანანი” _ არზრუმის (კარინის) მხარე, სამხრეთი ბასიანი (ჩრდილო ბასიანი დავითის სამფლობელოში ისედაც შედიოდა), ჩორმაირის, სევუკის, ჰარქისა და აპაჰუნიქის ციხეები ჭოროხის, არაქსის და ევფრატის სათავეებში.

      დავით კურაპალატმა თორნიკე ერისთავის სარდლობით ბიზანტიაში გაგზავნა 12 ათასი ქართველი მეომარი, რომლებმაც სასტიკად დაამარცხეს ბარდა სკლიაროსი და ხელთ იგდეს დიდძალი ნადავლი. ბიზანტიის საიმპერატორო კარმა დაპირებისამებრ აღნიშნული ტერიტორია დავითს გადასცა. სამხედრო ნადავლიდან მიღებული წილი იოანე-თორნიკემ ათანასეს ლავრასა და ბერძენთა სხვა მონასტრებს შესწირა, უდიდესი ნაწილი კი ათონის ივერთა მონასტრის აგებას მოახმარა.

      980 წელს ბიზანტიის კეისარმა იოანე-თორნიკეს სვინგელოზის (პატრიარქის თანაშემწე ბერი) წოდება უბოძა.

      ბიზანტიის საიმპერატორო კარმა, ფაქტობრივად, ქართველთა ლაშქრის მეშვეობით სძლია ბარდა სკლიაროსს. ქართველი მეომრების წყალობით შეინარჩუნა ტახტი (იმჟამად მცირეწლოვანმა) იმპერატორმა ბასილი II-, ბიზანტიის იმპერიაც გადაურჩა მორიგ სამხედრო გადატრიალებას. ამ გამარჯვებით სარგებლობა ნახა დავით დიდმა კურაპალატმაც. მან მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი გავლენა აღმოსავლეთში. თორნიკე ერისთავი კი ამიერიდან უფრო დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ბიზანტიის საეკლესიო და პოლიტიკურ წრეებში.

 

რასაკვირველია, დავით კურაპალატის მიერ ბიზანტიის იმპერიისათვის გაწეული დახმარება ტაოს სამეფოს ინტერესებთანაც იყო დაკავშირებული. ჯერ კიდევ აჯანყებამდე, ბარდა სკლიაროსი ბასილი II- ხანზიტისა და ხალიდიატის ოლქების გამგებლად დანიშნა. ხანზიტა მეოთხე არმენიის ერთ-ერთი ოლქი იყო და ტარონს ესაზღვრებოდა, ხოლო ხალიდიატი ტარონის ოლქში შედიოდა. ბარდა სკლიაროსი არმენიაში იყო გამაგრებული, მას დაპყრობილის ჰქონდა იმპერიის ის მიწა-წყალი, რომელიც ტაოს სამეფოს ესაზღვრებოდა.

ის გადამწყვეტი როლი, რაც ქართველ მეომართა მონაწილეობამ შეასრულა ბარდა სკლიაროსის აჯანყების ჩაქრობასა და ბიზანტიის იმპერიის გადარჩენაში, სათანადოდ არ არის ასახული განმაზოგადებელ ნაშრომებში, რომლებიც ბიზანტიის ისტორიას ეძღვნება. (მაგალითად, Bცნჯჰბზ Вბპფყნბბ, . II, V. 1967.) რაც შეეხება ქართულ ისტორიოგრაფიას, ამ საინტერესო ეპიზოდს ბიზანტია-საქართველოს ურთიერთობაში რამდენიმე ნაშრომი მიეძღვნა (ივ. ჯავახიშვილი, . ინგოროყვა, . კოპალიანი, . ლომოური, . ლორთქიფანიძე,   კახაძე და სხ.)

      როგორც ცნობილია, იოანე-თორნიკე, გარდა სამხედრო-დიპლომატიური მოღვაწეობისა, საქართველოს ისტორიაში ცნობილია,როგორც ქართული კულტურის დიდი მოამაგეუდიდესია მისი ღვაწლი ათონის ივერთა მონასტრის დაარსებისა და იმთავითვე მისი კულტურული პროფილის განსაზღვრის საქმეში. ჯერ კიდევ ათონზე გამგზავრებამდე, თორნიკე ერისთავის შეკვეთით  გადაწუერიათ ოშკის ტაძარში .. ოშკის ბიბლია (978 .) და კირილე ალექსანდრიელის თხზულებისგანძის” 981 წლის ნუსხა.

 

 

      wyaroebi და სამეცნიერო ლიტერატურა:

  1. giorgi mTawmideli, cxorebai iovanesi da efTvimesi, Zveli qarTuli agiografiuli literaturis Zeglebi, II, ilia abulaZis redaqtorobiT, Tbილისი, 1967;
  2. matane qarTlisai, qarlis cxovreba, I, s. yauxCiSvilis redaqtorobiT. Tbილისი, 1955;
  3. sumbat daviTis Zis qronika tao-klarjeTis bagrationTa Sesaxeb, e. TayaiSvilis gamocema/masalebi saqarTvelosa da kavkasiis istoriisaTvis. nakv. 27, Tbილისი, 1949;
  4. batoniSvili vaxuSti, aRwera samefosa saqaTvelosa, qarTlis cxovreba,  IV, s. yauxCiSvilis gamocema, Tbილისი, 1973;
  5. თ. Jordania, qronikebi, I, 1893;
  6. georgika. bizantieli mwerlebis cnobebi saqarTvelos Sesaxeb, s. yauxCiSvilis gamocema, IV -V, Tbილისი,  1963;  VI, 1966; Анна Комнина. Алексиада.1965 г.
  7. sumbat sparapeti. JamTaaRmwerloba, erevani, 1954 (somxur enaze).
  8. iv. javaxiSvili, qarTveli eris istoria, II. Tbილისი, 1948;
  9. n. berZeniSvili, iv. javaxiSvili, s. janaSia, saqarTvelos istoria, nawili I, 1948;
  10. e. metreveli, narkvevebi aTonis kulturul-saganmanaTleblo keris istoriidan, Tbილისი, 1996;
  11. c. qurcikiZe, aTonze gadawerili erTi xelnaweris Sesaxeb, krebuli “mwignobari” Tbილისი, 1980;
  12. e. cagareiSvili, zogi ram davi kurapalatis saxelmwifoebriv-politikuri moRvaweobis Sesaxeb, “mravaltavi”, XX, Tbილისი, 2003;
  13. Православная энциклопедия. Под редакцией патриарха Московского и всея Руси Алексея II. т.III,  Москва, 2001;
  14. История армянского народа. ч. I, 1951;
  15. Н. Ломоури. К истории восстания Варды Склира, Tu შრომები #67
  16. С.Н. Джанашия, Об одном примере искажения исторической правды, Тб. 1947

 

 

moamzada elene cagareiSvilma