მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

იოანე მარუშისძე, X .–ის მეორე ნახევარი

 ქართლის ერისთავი, გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწე

 

      იოანე მარუშისძეს, დასავლეთ საქართველოს დიდ ფეოდალს, 70-იან წლებში აფხაზთა მეფის მიერ ბოძებული ქართლის ერისთავის თანამდებობა ეპყრა. იოანე მარუშისძემ დიდი როლი შეასრულა ფეოდალური საქართველოს გაერთიანების საქმეში.

      საქართველოს ერთიანი მონარქიის შექმნა _ ეს იყო პოლიტიკურად მომწიფებული ამოცანა, რომელიც შემზადდა თანმხვედრი კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესებით.      

      ნიშანდობლივია, რომ საქართველოს პოლიტიკურ გაერთიანებას წინ უსწრებდა საეკლესიო გაერთიანება. ქართული ეკლესიის კულტურული ზეგავლენით ყალიბდებოდა  საერთო ქართული თვითშეგნებაქართული ენის, ქართული მწიგნობრობის დაქართულიქრისტიანობის საფუძველზეიმ დროს, როდესაც კახეთი, ჰერეთი და ქართველთა სამთავრო (ტაო-კლარჯეთი) ჯერ კიდევ დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულებს წარმოადგენდნენ, ეკლესიურად მაინც მცხეთის ტახტს ექვემდებარებოდნენ. მაგრამ სხვა ვითარება იყო დასავლეთ საქართველოში _ დასავლეთ საქართველოს ეკლესია დიდი ხნის განმავლობაში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ემორჩილებოდა. ამ დამოკიდებულებისაგან იგი გათავისუფლდა X საუკუნის შუა ხანებისათვის. ამ დროიდან იგი უკვე სრულიად საქართველოს ეკლესიასთან იყო გაერთიანებული.

      საქართველოს გაერთიანებას ხელი შეუწყო  უაღრესად მძიმე საგარეო ვითარებამაც _ საქართველოს ცალკეულ კუთხეებს განუწყვეტელი ბრძოლა უხდებოდათ ბიზანტიელთა და არაბთა წინააღმდეგ. ამ  განმანთავისუფლებელი ბრძოლის თანმდევი ნაწილი იყო ბრძოლა, მიმართული შიდა პოლიტიკური ერთიანობისაკენ და ხელისუფლების ცენტრალიზაციისაკენ. ძლიერი ცენტრალიზებული სახელმწიფო, დამყარებული  სუზერენულ-ვასალურ პოლიტიკურ სისტემაზექართველ აზნაურთა ინტერესებსაც შეესაბამებოდა.

      ქვეყნის გაერთიანების ერთ-ერთ ძირითად საფუძველს წარმოადგენდა საერთო ეკონომიკური აღმავლობა, მეურნეობის სხვადასხვა დარგში ცალკეული რაიონების დაწინაურება, რაც ასევე განაპირობებდა ერთიანობისაკენ მისწრაფებას.

      X საუკუნის 60-იან წლებიდან განსაკუთრებით დაიძაბა საქართველოს საშინაო ვითარება. 967 . გარდაიცვალა ეგრის-აფხაზთა მეფე ლეონ III, მის შემდეგ ტახტზე ადის ლეონის ძმა დემეტრე III. ამ დროს აფხაზთა მეფეების გამგებლობაში შიდა ქართლიც შედიოდა.  დემეტრეს  პოლიტიკით უკმაყოფილო ფეოდალებმა ბიზანტიაში მყოფ მეფის ძმას, თეოდოსის (თეოდოსი და მისი ძმა ბაგრატი მათ მამას, გიორგის, ბიზანტიაში ჰყავდა გაგზავნილი), მოუწოდეს, დახმარება და ტახტი აღუთქვეს. თეოდოსის ქართლისა და მესხეთის აზნაურობა უჭერდა მხარს. დემეტრეს _ დავით ტაოს მეფე და კახთა ქორეპისკოპოსი. ბოლოს დემეტრემ შემოირიგა თეოდოსი და თანამეფობაზე დაითანხმა, მაგრამ მალე გატეხა ფიცი და ძმას თვალები დასთხარა. 975 წელს, დემეტრეს  გარდაცვალების შემდეგ, ტახტზე უსინათლო თეოდოსის მეფობით ისარგებლეს კახელებმა და შიდა ქართლის დაპყრობას შეეცადნენ.

      ასეთი იყო პოლიტიკურ ძალთა განლაგება X საუკუნის 70-იან წლებში, რომელიც იმდროინდელმა მოწინავე ქართველებმა თავიანთი პოლიტიკური იდეალის _ ერთიანი ქართული სახელმწიფოს _ განხორციელებისათვის შესაფერის დროდ მიიჩნიეს. იოანე მარუშისძე ამმოწინავეთადასის საუკეთესო წარმომადგენელია. იგი აღმოჩნდა პიროვნება, რომელიც სწორედსაჭირო ჟამსდასაჭირო ადგილასდროის მოთხოვნათა სიმაღლეზე აღმოჩნდა. იოანე მარუშისძემ შეიმუშავა ქვეყნის გაერთიანებისათვის ოპტიმალური გეგმა. ამ გეგმის განხორციელებისათვის მიმართა ტაოს მეფეს დავით კურაპალატს, რომელსაც დიდ ანგარიშს უწევდნენ როგორც საქართველოში, ასევე სომხეთში, ბიზანტიასა და არაბულ საემოროებში. იოანე მარუშისძეს კარგად ჰქონდა გააზრებული თავისი გეგმის განხორციელებაში დავით კურაპალატის მონაწილეობის მნიშვნელობა.

      როგორც ცნობილია 976 წელს იოანე მარუშისძემ დავით კურაპალატს შესთავაზა ან თვითონ შემოეერთებინა ქართლი, ან თავისი შვილობილი ბაგრატ გურგენის ძე დაესვა მის გამგებლად. ბაგრატი წარმომადგენელი იყო აშოტ კურაპალატის შთამომავალთა შუათანა შტოსი, რომელსაცქართველთა მეფობაჰქონდა დამკვიდრებული. აღნიშნულ პერიოდში ქართველთა მეფის ტიტულს ბაგრატის მამა, გურგენი ფლობდა. ბაგრატის დედა გურანდუხტი, ეგრის-აფხაზთა მეფის, უსინათლო თეოდოსის და იყო, ბაგრატი კი ამ ოჯახის ერთადერთ მემკვიდრედ ითვლებოდა. “მატიანე ქართლისაავტორის სიტყვებით, აფხაზეთი და ქართლი ბაგრატ უფლისწულის დედულეთი იყო, ხოლო მამის მხვრივ ბაგრატიქართველთა სამეფოსანუ ტაო-კლარჯეთის მემკვიდრედ ითვლებოდა. ბაგრატისათვის მხარის დაჭერა იოანე მარუშისძემ დავით კურაპალატს შესთავაზა, რადგანაც ბაგრატი, როგორც ცნობილია, დავითსგაეზარდა შვილად სად”. დავით კურაპალატმა მოიწონა იოანე მარუშისძის გეგმა და ქართლისკენ გამოემართა. ეს რომ კახელებმა შეიტყვეს, მიატოვეს ჩუმად ქართლი. დავით ტაოელმა უფლისციხეში ბაგრატი დატოვა, მაგრამ რადგან ბაგრატი ჯერ სრულწლოვანი არ იყო, “თანაგამგებლად”  მამამისი გურგენი დაუნიშნა. “მატიანე ქართლისაგადმოცემით, დავითმა ქართლის აზნაურებს აუწყა, რომ ბაგრატიარის მკვიდრი (მემკვიდრე) ტაოსი, ქართლისა და აფხაზეთისა, შვილი და გაზრდილი ჩემი, და მე ვარ მოურავი ამისი და თანაშემწე. ამას დაემორჩილენით ყოველნი”.

      როგორც კი დავითი ტაოში გაბრუნდა, კახელები კვლავ შემოვიდნენ ქართლში, დაიპყრეს უფლისციხე, დაატყვევეს ბაგრატი, მამამისი გურგენი და დედა გურანდუხტი. იოანე მარუშისძემ მომხდარი ფაქტი დავით ტაოელს შეატყობინა, რომელიც დაუყონებლივ გამოემართა. კახელებმა დავითს მოციქული მიუგზავნეს, ტყვეები გაათავისუფლეს და დატივეს უფლისციხეში. მათ ქართლის ყველა დაპყრობილი ტერიტორია დააბრუნეს წირქუალის და გრუას გარდა.

      უფლისციხის აქციიდან (975 .) სამი წლის შემდეგ იოანე მარუშისძე კვლავ გააქტიურდა. უსინათლო თეოდოსის მეფობაში აირია მდგომარეობა დასავლეთ საქართველოში, ამიტომ იოანემ გადაწყვიტა უკვე სეულწლოვანი ბაგრატის მოყვანა აფხაზთა მეფედ და ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად მან ისევ დავით კურაპალატს მიმართა. დავითი კი თავს იკავებდა, რადგანაც მან, მართალია, თვით აღიარა ბაგრატ ბაგრატიონი აფხაზთა ტახტის მემკვიდრედ, მაგრამ არა თეოდოსის სიცოცხლეში. იოანე მარუშისძე კი ჩქარობდა, რადგან უსინათლო მეფის დროს აფხაზთა სამეფო ტახტს შეიძლება სხვა პრეტენდენტიც გამოსჩენოდა, ვინაიდან დასავლეთ საქართველოში ყველა როდი იყო მოსურნე ბაგრატ ბაგრატიონის გამეფებისა. დავით ტაოელმა ამჯერად დიდი სიფრთხილე გამოიჩინა, ქართლისა და აფხაზეთის წარჩინებულთაგან მძევლები მოითხოვა და მხოლოდ შემდეგ დათანხმდა იოანე მარუშისძის წინადადებას. 978 წელს ბაგრატ ბაგრატიონი აფხაზთა მეფედ აკურთხეს.

      იოანე მარუშისძემ დავით ტაოელთან ერთად გონივრულად აღასრულა თავისი დიდი ჩანაფიქრი. საქართველოს მთელმა შემდგომმა ისტორიამ დაადასტურა მისი არჩევანის სისწორე. მისი არჩევანი გაამართლა თავად ბაგრატმაც, შუა საუკუნეების ერთიანი საქართველოს პირველმა მეფემ, ბაგრატ III (978-1014 წწ.) და მთლიანად ბაგრატიონთა სამეფო საგვარეულომ, რომელსაც ღირსეულად ეკავა საქართველოს სამეფო ტახტი მთელი 10 საუკუნის მანძილზე.

 

 

 

              წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.     მატიანე ქართლისა / ქართლის ცხოვრება, I, . ყაუხჩიშვილის რედაქტორობით, თბილისი, 1955;

2.     სტეფანოს ტარონეცი, (ასოღიკი). მსოფლიო ისტორია, პეტერბურგი, 1885 (სომხურ ენაზე);

3.     სტეფანოს ორბელიანი, სისაკანის სახლის ისტორია, თბილისი,  1910 (სომხურ ენაზე);

4.     ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, II, თბილისი, 1965;

5.     . მელიქიშვილი, ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება და საქართველოში ფეოდალურ ურთიერთობათა განვითარების ზოგიერთი საკითხი, თბილისი, 1973;

6.     . პაპასკირი, ერთიანი ქართული ფეოდალური სახელმწიფოს წარმოქმნა და საქართველოს საგარეო-პოლიტიკური მდგომარეობის ზოგიერთი საკითხი, თბილისი, 1990;

7.     . ლორთქიფანიძე. ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება, თბილისი,  1963;

 

 

 

მოამზადა ელენე ცაგარეიშვილმა.