მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

იოანე ანჩელი მთავარეპისკოპოსი, რკინაელი

XII -ის II ნახევრის საეკლესიო მოღვაწე, ჰიმნოგრაფი.

 

 

      ცნობები იოანე ანჩელის შესახებ მოიპოვება რამდენიმე წერილობით ძეგლში _ ტბეთის 1195 წელს გადაწერილ .. მეორე ოთხთავის ანდერძში, ანჩისხატის მოჭედილობის წარწერაში და ანჩისხატის საგალობელში. ტბეთის II სახარების (Q-929) ანდერძში მისი მომგებელი პავლე მტბევარი ერთგან ჩამოთვლის თავის ნათესავებს, რომელთა სალოცავადაც შეუკვეთია ეს სახარება. აქ ასახელებს იგი თავის დისწულსაც, იოანე ანჩელს. ამავე ანდერძის მიხედვით, იოანეს უახლოესი ნათესავები: ბიძა _პავლე მტბევარი, ძმები ან დეიდაშვილები _ ნიკოლოზ ქუთათელი მთავარეპისკოპოსიარსენი ქუთათელი მთავარეპისკოპოსი და ანტონ ოპიზის წინამძღვარი დაწინაურებულ სასულიერო წოდებას ეკუთვნოდნენ. ბუნებრივია, მათ მიღებული ექნებოდათ ყველაზე საუკეთესო განათლება, რისი მიღებაც კი იმ დროის საქართველოში შეიძლებოდა. იოანე ანჩელი გვარად რკინაელი ყოფილა, როგორც ეს უეჭველად ჩანს ანჩისხატის მოჭედილობის კტიტორული წარწერიდან: “.ბრძანებითა და ნივთისა ბოძებითა ღმრთივ გუირგუინოსნისა დიდისა დედოფალთა-დედოფლისა თამარისათა, მე, იოვანე ანჩელმან რკინაელმან ელვყავ საშინელისა ამის ხატისა პატივით მოჭედად; მრავალმცა არს მეფობისა მათსა, აქა და საუკუნესა. მოიჭედა ელითა ბექასითა, ქრისტე, შეიწყალე”.

მაშასადამე, იოვანე ანჩელს, გვარად რკინაელს, უზრუნია ანჩის ხატის მოუჭედვაზე ავს თამარ მეფის მიერ ბოძებულინივთით”, ოქრომჭედლად მოუწვევია ბექა ოპიზარი.

      იოანე ანჩელს ანჩის ხატი არა მარტო შეუმკია შესანიშნავი ჭედურობით, არამედ, მის სახელზე აკროსტიქული საგალობელიც შეუთხზავს _ “თავნი იტყვიან საშინელსა ანჩის ხატსა, უგალობ უნდო იოვანე ანჩელი.”

      ანჩის ხატის საგალობლის ტექსტი მიუთითებს ძველი საეკლესო ტრადიციის არსებობაზე, რომლის თანახმად, წმ. ანდრიამ საქართველოში ჩამოიტანა მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი. საგალობელში იოვანე ანჩელი წერს: “ინებე რა მოქცევაი ჩუენი, ურწმუნო სარწმუნოებად, ქრისტე, ღმერთო სახიერო, ხატი განკაცებისა შენისა მოციქულისა ანდრიასა მიერ გამოგვიბრწყინვე”; ამასვე იმეორებს მეორეგან: “ანდრია, თავი მოციქულთა, პირველწოდებული მოწაფე მეუფისა დიდისა, იდიდებოდნენ ყოველთაგან უღაღთა ღადოთა კლარჯეთისათა, იერაპოლით მოვიდა და ხატი ესე საშინელი ჩუენ, მოსავთა მისთა, მოგუანიჭა”.

      მაშასადამე, იოვანე ანჩელის მიხედვით, ანდრია პირველწოდებული იერაპოლიდან მოსულა კლარჯეთში და თან მოუტანია მაცხოვრის და არა ღმრთისმშობლის ხატი, როგორც ამას იუწყება XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსი ლეონტი მროველი. აღსანიშნავია, რომ ანდრია პირველწოდებულის  ღმრთისმშობლის ხატის საქართველოში მობრძანების და აწყურის ტაძარში დასვენების ამბავი ლეონტი მროველის ტექსტში ჩანართადაა მიჩნეული, იგიქართლის ცხოვრების” XVIII-XIX საუკუნეების სამ ხელნაწერს შემოუნახავს. აწყურის ღმრთისმშობლის ძველი ხატი დღეს არსად ჩანს. ხოლო ის ხატი, რომელიც საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება დააწყურის ღმრთისმშობლის”  სახელითაა ცნობილი, შეუქმნიათ 1578-1585 წლებს შორის იმერეთის მეფის, გიორგი II-ის დაკვეთით. ხატი, შემკულობის სტილური მახასიათებლების მიხედვით, კახური ხატების ჯგუფს უკავშირდება (. საყვარელიძე).

      მაშასადამე, წმ. ანდრისთან დაკავშირებით, არსებობს ორი საეკლესიო გადმოცემა: 1. იოვანე ანჩელი მთავარეპისკოპოსისა, რომლის თანახმად  წმინდა ანდრია მოციქულს საქართველოში ჩამოუბრძანებია მაცხოვრის ხატი და 2. უფრო გვიანი საისტორიო ტრადიცია, რომ ხატი ყოფილა  ღმრთისმშობლისა. ამ ცნობების შეთანხმება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავუშვებთ, რომ მოციქულებმა ორივე ხატი მოაბრძანეს, რომელთაგან მხოლოდ ერთ-ერთი _ ანჩის მაცხოვრის ხატი შემორჩა.

      იოანე ანჩელი იმ დროს მოღვაწეობდა, როდესაც ქართული ეკლესია და, შესაბამისად, მთელი ქართული საზოგადოება გამოხატავს განსაკუთრებულ დაინტერესებას ხელთუქმნელი ხატებისადმი. ასეთი ხატების საქართველოში ჩამოტანა გაიაზრებოდასაზეპურო” (=ქართველი) ერის ღვთისაგან გამორჩეულობის ნიშნად და იმდროინდელი პოლიტიკური იდეოლოგიის მნიშვნელოვან დასაყრდენს წარმოადგენდაამ ინტერესის დადასტურებაა  XIII საუკუნის პირველ მესამედში არსენ ბულმაისიმისძის და საბა სვინგელოზის მიერ შექმნილი საგალობლები, მიძღვნილი უფლის ხელთუქმნელი ხატისადმი.   

      ამ რიგის ლიტერატურულად დამუშავებული ჩვენთვის ცნობილი პირველი ნაწარმოები არის იოანე ანჩელისგალობანი ანჩისხატისანი”. ანჩის ხატის კარედის მოჭედილობაზე თვით მეფის ზრუნვა და, ამასთანავე, ხატისადმი ჰიმნოგრაფიული თხზულების მიძღვნა, ცხადია, ამ ხატისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების  გამომხატველიაიოანე ანჩელის ჰიმნოგრაფიული ნაწარმოებიგალობანი ანჩისხატისანი”(დაცულია ხელნაწერში A-1040, გადაწერილია XVIII საუკუნეში), შესაძლებელია, შექმნილიყო ანჩის ხატის კარედის შემკობის თანადროულად. საგალობლის ტექსტში უფლის ხატისადმი მძაფრად გამოხატული ვედრებისა და ლოცვის ინტონაციები, მოსალოდნელი საფრთხის განცდა, ბიბლიურ სახეთა მინიშნებებიმკვლევართ აფიქრებინებს, რომ საგალობელოი დაიწერა შამქორის ომის წინ (. სულავა).

              გადმოცემა ანჩის მაცხოვრის ხატის შესახებ, რომელსაც, ქართული საელესიო ტრადიციის თანახმად, ეწოდებახატი განკაცებისა”, ‘პირი ღმრთისა”, “ედესის ხატი”, ემყარება ედესის დასნეულებული მეფის, ავგაროზის განკურნების აპოკრიფულ თხრობას. ავგაროზმა თავი განიკურნა ტილოზე ქრისტეს სასწაულებრივად გადატანილი გამოსახულების შეხებით. ეს თქმულება გავრცელებული იყო სირიაში I_III საუკუნეებში. აქედან შევიდა იგი მთელ აღმოსავლეთის საქრისტიანოში, მათ შორის საქართველოში. ხელთუქმნელი ხატის შესახებ სხვადასხვა ვერსიას იცნობს  ბიზანტიური მწერლობაც (IV-X საუკუნეები). ხელთუქმნელი ხატის იკონოგრაფიული ტიპი ჩამოყალიბდა IV-V საუკუნეებში სირია-პალესტინაში. ხატწერიდან იგი გადავიდა კედლის მხატვრობაში.

               ქართულ მწერლობაში მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის საქართველოში მოხვედრის თაობაზე არსებობდა ორი ვერსია. პირველი ვერსია ასახულია იოანე ანჩელის საგალობელშიმეორე ვერსია კი შემონახულია არსენ ბულმაისიმისძის საგალობელსა და ანტონ მარტყოფელის ცხოვრებაში. ამ წყაროთა მიხედვით, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, კეცზე აღბეჭდილი, ანტონ მარტმყოფელმა გამოიტაცა ედესის ნესტორიანული ეკლესიიდან და საქართველოში  ჩამოიტანა. ფაქტია, რომ ზეპირგადმოცემა  საქართველოში ხელთუქმნელი ხატის არსებობის შესახებ იმ ზომამდე  პოპულარული ყოფილა, რომ იგი უკვე საქართველოს ძლიერების ხანაში ერის რჩეულობის იდეას დაუკავშირეს და მას არაერთი ლიტერატურული თუ ფერწერული ნაწარმოები უძღვნეს.

იოანე ანჩელისგალობანი ანჩისხატისანი”, გარკვეულწილად ეხმიანება ხატმებრძოლთა წინააღმდეგ ბრძოლის ეპოქას, რამდენადაც რწმენა ხელთუქმნელი ხატების არსებობის შესახებ თავად წარმოადგენდა ხატისთაყვანისმცემელთა მნიშვნელოვან არგუმენტს. იოანე ანჩელი კარგად იცნობს ეკლესიის მამების (Aბასილი დიდი, იოანე  დამასკელი) შეხედულებებს ხატთაყვანისმცემლობის ღვთაებრივი არსის შესახებ და, თავის მხრივ, ადასტურებს მათი აზრის ჭეშმარიტებას: “ესმოდენ ურწმუნოთა, რომელნი არა თაყუანისცემენ ხატსა ქრისტეს ღმრთისა და ყოველთა წმიდათა მისთა, იტყოდეს რაი ბასილი, ვითარმედ უკუე  პატივი ხატისა პირმშოისა მის სახისად აღიწევის, რომელსა ჩუენ, მორწმუნენი, თაყუანის-ვცემთ”.

 

 

 

      wyaroebi da samecniero literatura:

  1. S. amiranaSvili, beqa opizari, Tbilisi, 1956;

  2. Zveli qarTuli literaturis qrestomaTia I, Sedgenili s. yubaneiSvilis mier, Tbilisi, 1946;

  3. qarTul xelnawerTa aRweriloba, (axali Q koleqcia), t.II, Sedgenili T. bregaZis, T. enuqiZis mier, i. abulaZis redaqciiT, Tbilisi, 1958;

  4. nestan sulava, XII-XIII saukuneebis qarTuli himnografia, Tbilisi, “merani”, 2003.

  5. k.kekeliZe, Zveli qarTuli literaturis istoria, t. I, Tbilisi, 1980; qarTuli poezia: 1. Zveli qarTuli poezia V-X ss. Tbilisi, 1979.

  6. n. CxikvaZe, “avgarozis epistolis” Sesaxeb, Jurn. gza sameufo, 1996, #1.

  7. q. miqelaZe, xelTuqmneli xatis gamosaxuleba XII-XIII saukuneebis qarTul kedlis mxatvrobaSi, literatura da xelovneba, 1991, #3.

 

 

 

moamzada valeri silogavam