მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
                

 

 

ბექა და ბეშქენ ოპიზრები

XII –XIII სს.-ების ცნობილი ოქრომჭედლები, “ოპიზის მხატვრული სკოლის წარმომადგენლები

 

ქართული ჭედურობა დამოუკიდებელ სახეს X საუკუნიდან ავლენს. XII .-ის II ნახევარსა და XIII .-ის დასაწყისში ქართული ოქრომქანდაკებლობა ოპიზელ ოსტატებსბექა და ბეშქენ ოპიზრებს უკავშირდება. ბიოგრაფიული ცნობები მათ შესახებ არაა  ცნობილი, თუმცა ამ შემოქმედთა მხატვრულ ინდივიდუალობასა და ოსტატობაზე ნათლად მეტყველებს მათი ნამუშევრები.

ბექა ოპიზრის მიერ შესრულებულია ანჩისხატის მაცხოვრის მოჩარჩოება (1184-1193 წწ.), რომელიც ამჟამად დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში და წყაროსთავის სახარების ყდის მოჭედილობა, რომელიც ჯერ გელათში ინახებოდა, ამჟამად კი  ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული

როგორც ცნობილია, ბექას მოუჭედია ანჩის სახარების ყდაც, რომელიც დღეისათვის დაკარგულიამის შესახებ ცნობა დაცულია თავად ხელნაწერის მინაწერში: “მოვაჭედინე ღმრთისა მიერ კურთხეულსა ღირსსა ოქროÁ მქანდაკებელსა ბექასა”. სამეცნიერო ლიტერატურაში მითითებულია მოჭედულობის სავარაუდო თარიღი – 1193-1206/7წწ. (თამარისა და ლაშას სიცოცხლეში).

ბექა ოპიზარმა მნიშვნელოვნად შეცვალა ჩუქურთმის მხატვრული დანიშნულება და მიზანდასახულობა, ადამიანის ფიგურისა და ჩუქურთმის მხატვრული ურთიერთობა; მან თავისებური მხატვრული სახე მისცა ჩუქურთმას და განსაკუთრებული ადგილი მიუჩინა მას მხატვრულ კომპოზიციაში (. ამირანაშვილი)..

წყაროსთავის სახარება ბექას ადრეული ნამუშევარია. ხელნაწერი გადაწერილია 1195 .-. იგი ამავე წელსაა მოჭედილი ტბეთის ეპისკოპოსის, იოანე მტბევარის დაკვეთით. ხელნაწერი გადაწერილია იოვანე ფუკარალისძისა და გიორგი სეთაისძის მიერ. ყდის ზურგზე ამოკვეთილია მინაწერი: “ქრისტე, შეიწყალე ოქრომჭედელი ბექაÁ ოპიზარი”.

სახარების ყდა ორი მოოქრული ვერცხლის ფირფიტისაგან შედგება. ერთ-ერთ მათგანზე გამოსახულია ჯვარცმა, ზურგზე კი ვედრება. სცენები სიმეტრიულია, ცენტრში ძირითადი კომპოზიციაა, რომელიც გაწონასწორებულია გვერდითი ფიგურებით. მხატვრულ ელემენტადაა გააზრებული მოხდენილი ასომთავრულით შესრულებული წარწერები. არშიები ორნამენტული მოტივითაა შევსებული, რომელიც წინა პირზე ძვირფასი თვლებით, ხოლო ზურგზე ჯვრისებურად აგებული ჰორიზონტალური მკლავებითაა დასრულებული. სცენები და ყოველი მონაკვეთი კომპოზიციისა რელიეფური გრეხილითაა შემოსაზღვრული; კომპოზიცია დეკორატიულ-ორნამენტული ხასიათისაა (. ხუსკივაძე). ამასთანავე ოსტატი სცილდება   ამ სტილის საზღვრებს  და გარკვეულად პლასტიკის ამოცანას რელიეფურ ქანდაკებაში წყვეტს. ( ამირანაშვილი) . 

ბექას მეორე ნამუშევარია ანჩისხატის მაცხოვრის ხატის მოჭედილობაეს ტრიპტიქონი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ოსტატის მიერაა შესრულებული და ქრონოლოგიურად VI-XVII სს.-ებს განეკუკთვნება. ბექას  ხატის ორნამენტული ჩარჩო მოუჭედავს ანჩელი ეპისკოპოსის იოანე რკინაელის დაკვეთით და თამარ მეფის სახსრებით – “ნივთის ბოძებით”, რაზედაც მიგვანიშნებს მოჩარჩოების ქვედა წარწერა. როგორც ჩანს, ბექა ოპიზარი ამ დროისათვის უკვე ცნობილი ოსტატია, რომელსაც ანდეს ასეთი საგანგებო დაკვეთის შესრულება.

ხატის ჩარჩო განიერია. იგი შეიცავს ფიგურალურ გამოსახულებებს  - მიქელისა და გაბრიელის, იოანე მახარებლის, პეტრე და პავლე მოციქულების, ღვთისმშობლისა და იოანე ნათლისმცემლის. ცენტრში მაცხოვარია, ხატის ცენტრალური გამოსახულება. ფიგურები მაღალი რელიეფითაა წარმოდგენილი, ფონად ხალიჩისებური ორნამენტია გამოყენებული, რომლის როლი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ზომით, ასევე ფუნქციით. მისი განუმეორებელი მოხაზულობა ორიგინალურია და ოსტატობის უაღრესად მაღალ დონეზე მიუთითებს. საერთოდ, ანჩისხატის მაცხოვრის ხატის მოჭედილობა შუასაუკუნეების ქართული ოქრომჭედლობის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს.

ბეშქენ ოპიზრი ბექას უფროსი თანამედროვეა. მის შემოქმედებაზე საუბარი მხოლოდ ერთი ნიმუშის, ბერთის სახარების მოჭედილობის მაგალითზეა შესაძლებელი. ოსტატის სხვა ნახელავი არაა შემორჩენილი. ბეშქენის მიერ შესრულებული მოჭედილობის კომპოზიციაში მთავარი ყურადღება ადამიანის რელიეფურ ფიგურას ეთმობა; იგი დიდი მასშტაბითაა მოცემული და შენარჩუნებული აქვს მონუმენტური სტილი. ამასთან მას ერთგვარი სიმშრალე და არქაიზმი ახასიათებს, რითაც მჭიდროდ უკავშირდება  წინა პერიოდის ოქრომჭედლობის ტრადიციას. ბერთის სახარება დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ფონდში (Q-906).

ბექა და ბეშქენ ოპიზართა შემოქმედებამ შექმნაოპიზის სკოლისსაკუთარი მხატვრული სტილი, რომელიც, ერთი მხრივ, ეფუძნებოდა ქართული ჭედვითი ხელოვნების ტრადიციებს და, მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად განსაზღვრავდა რელიეფური პლასტიკის შემდგომ განვითარებას.

 

 

 

 

wyaroebi da samecniero literatura:

xelnawerebi: Q-906, Q-907

  1. S. amiranaSvili, qarTuli xelovnebis istoria, Tbilisi, 1961w.

  2. S. amiranaSvili, beqa opizari, Tbilisi, 1956w.

  3. leila xuskivaZe, beqa opizari, Tbilisi, 1976w.

  4. v. beriZe, Zveli qarTveli ostatebi, Tbilisi, 1967

 

 moamzada Tamar abulaZem