მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

გიორგი სააკაძე (1570 - 1629 წწ.)

გიორგი სააკაძე, დიდი მოურავი, გამოჩენილ სარდალი, სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე

 

არცერთ ქართველ მოღვაწეს არ რგებია წილად იმდენი ურთიერთგამომრიცხავი შეფასება, ქება თუ გაკიცხვა, რამდენიც გიორგი სააკძეს. მართლაც, ძნელია მისი ცხოვრების ერთმნიშვნელოვნად შეფასება. ამის შესაძლებლობას არც წყაროები იძლევა, რომელთა ავტორები გამოხატულად ტენდენციურები არიან და არც სააკაძის ცხოვრების ქრონიკა.

გიორგი სააკაძის პირად ბედში ერთდროულად აირეკლა იმდროინდელი საქართველოს ცვალებადი პოლიტიკური მდგომარეობა, ფეოდალური საზოგადოების ცნობიერება, პიროვნული ინდივიდულიზმის პრობლემა და ქართველი  ხალხის გმირული სულისკვეთება

გიორგი სააკაძე სამეფო აზნაურთა საგვარეულოს ეკუთვნოდა, რომელსაც მკვიდრი მამულები ატენისა და თეძმის ხეობებში ჰქონდა. გიორგის მამას, სიაუშ სააკაძეს, სვიმონ I-ის კარზე ჯერ მოლარის თანამდებობა ეკავა, შემდეგ თბილისის მოურავი გახდა.

გიორგი სააკაძე ჯერ გიორგი X-ის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ლუარსაბ II-ის კარზე დაწინაურდა. 1608 წლიდან იგი თბილისის მოურავი ჩანს. ეს თანამდებობა მას სამეფო დარბაზის წევრობის უფლებას აძლევდა, სადაც ენერგიულმა და ნიჭიერმა სააკაძემ ახალგაზრდა მეფის დიდი ნდობა მოიპოვა და მისი უახლოესი მრჩეველი გახდა. 1609 წელს ტაშისკართან სააკაძის სარდლობით ოსმალთა ჯარზე მოპოვებულმა ბრწყინვალე გამარჯვებამ კიდევ უფრო გაზარდა მისი ავტორიტეტი. ამ ბრძოლამ გამოავლინა სააკაძის სამხედრო ნიჭიერება: მისი გაბედული გეგმები, მტრისათვის მოულოდნელი ტაქტიკური სვლები, სწრაფი მანევრირების უნარი შემდგომში არაერთგზის გამოუჩენია და მისი არაერთი გამარჯვების საწინდარი გამხდარა.

მეფესთან სიახლოვე სააკაძემ ქართლში ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცებისათვის და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის გამოიყენა. თავის ირგვლივ დარაზმა აზნაურთა ფენა, რომელიც მოკლე ხანში კარგად ორგანიზებულ სამხედრო ძალად იქცა. გარდა აზნაურებისა, სააკაძეს გვერდით ედგა ნაწილი ქართლის დიდი თავადებისა _ ნუგზარ არაგვის ერისთავი, თეიმურაზ მუხრანბატონი, იესე ქსნის ერისთავი, ზაზა ციციშვილი, ბააკა ხერხეულიძე. ამ ძალის არსებობა, როგორც სააკაძის ბიოგრაფი იოსებ თბილელი იუწყება, თავადთა სხვა უფრო დიდი ნაწილის (ციციშვილები, ბარათშვილები, ჯავახიშვილები), შეშფოთებას იწვევდა. “თავადებს საქართველოს გაერთიანება მეფე-თავადთა კავშირად ჰქონდათ წარმოდგენილი, ხოლო სააკაძე ამ ბრძოლაში აზნაურთა ფენას ეყრდნობოდა. ეს იყო საქართველოს გაერთიანების აზნაურული იდეა (. ბერძენიშვილი).

1611 წელს ლუარსაბ მეფემ იქორწინა სააკაძის დაზე. ამ ქორწინებამ კიდევ უფრო გააძლიერა მისი მდგომარეობა, მაგრამ ასევე გააძლიერა მის მოშურნეთა რიგები. ქართლის ძირძველი არისტოკრატიული ოჯახებისათვის აზნაურის ესოდენ აღზევება უკიდურესად შეურაცხმყოფელი იყო. მათთვის სააკაძე მხოლოდ ავანტურისტი იყო, რომელმაც გადაააბიჯა ყოველგვარ დადგენილ ზღვარს და მიიტაცა მათი მემკვიდრეობითი უფლებები. ამიტომ თავადებმა განიზრახეს მისი გზიდან ჩამოშორება. “თავადთა და დიდებულთა ქართლისათა და რომელიცა არა იყო მოურავის მოყუარე, იწყინეს და ბეზღობა დაუწყეს მოურავსა... და უმეტესად სუფრაჯმან შადიმან ბარათაშვილმან დაუცადაებელად დაუწყო ბეზღობა მოურავსა...” (ბერი ეგნატაშვილი). თავადებმა მეფე დაარწმუნეს, რომ სააკაძეს მისი მოკვლა ჰქონდა განზრახული და  დედოფალთან სასწრაფოდ განშორება მოსთხოვეს. დიდი ჭოჭმანის შემდეგ ლუარსაბი დათანხმდა.  1612 წლის 12 მაისს თავადებმა სააკაძე ნადირობის საბაბით მეფის საზაფხულო სადგომში დაიბარეს, სადაც მისთვის სასიკვდილო განაჩენი უნდა აღესრულებინათ. სააკაძემ შეიტყო შეთქმულების ამბავი და ოჯახიანად ირანში გადაიხვეწა.

კახეთში შაჰ-აბასის ოთხგზისი (1614-1617) შემოსევის დროს სააკაძე ირანში იმყოფებოდა. ამ დროს ლუარსაბ მეფე პატიმრობაში იყო, ქართლში მმართველობა _ სრულიად მოშლილი. ბაგრატ-ხანს (1916-1619), რომელსაც შაჰისაგან ქართლის საქმეები ჰქონდა ჩაბარებული, სინამდვილეში არავინ ემორჩილებოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ შაჰმა ბაგრატის ძეს, მცირეწლოვან სიმონ-ხანს  ჩააბარა ქართლის მართვა-გამგეობა, მრჩევლად კი გიორგი სააკაძე დაუყენა. ამ თანამდებობის ბოძებით შაჰმა გიორგი სააკაძისადმი სრული მდობა გამოხატა და ნება დართო მას ქართლში ხანგრძლი დროით დარჩენილიყო. ამ პერიოდიდან იწყება სააკაძის ფარული სამზადისი ანტიირანული აჯანყებისათვის.

გიორგი სააკაძეს, რომლის ხელში უკვე დიდი ძალაუფლება აღმოჩნდა თავ მოყრილი, სრულებით არ უცდია შურისძიება თავის დაუძინებელ მტრებზე. პირიქით, ყოველ ღონეს ხმარობდა მათ შემოსარიგებლად. ამავე დროს აფართოებდა მომხრეთა წრეს, რადგან ფარულად  სააკაძე ქართლში აჯანყებას ამზადებდა. ამასობაში შაჰს კახეთიდან უსიამოვნო ამბები მისდიოდა _ კახელები თითქოს აჯანებას აპირებდნენ. შაჰ-აბასმა კახეთისა და ქართლის საკითხის საბოლოომოგვარებაგადაწყვიტა. “ბრძანება იყო ყაენისა, რომე კახი კაცი გაეწყვიტათ და კახეთში ყიზილბაში დაესახლათ”, _ ასე წერდა მოგვიანებით როსტომ მეფე. 1624 წლის ბოლოს შაჰმა სააკაძე და მისი სიძე ზურაბ ერისთავი ირანში გაიწვია და მოკლე ხანში ქართლ-კახეთის საბოლოო დასაშოშმინებლად უკან გამოუშვა ყარჩიხა-ხანის არმიასთან ერთად. მაგრამ შაჰი ბოლომდე მაინც არ ენდობოდა სააკაძეს, ამიტომ მისი ვაჟი პაატა და ზურაბ ერისთავის მეუღლე მძევლებად დაიტოვა. ყარჩიხა-ხანს საიდუმლოდ სააკაძის მოკვლაც ჰქონდა დავალებული. არც სააკაძე ყოფილა უქმად. მას წინასწარ ჰქონდა მომზადებული აჯანყების გეგმა და დავალებები გადანაწილებული ქართველი სარდლებისათვის

მარტყოფის ბრძოლა. 1625 წლის 25 მარტს მარტყოფის ველზე დაბანაკებულ მტრის ჯარს მოულოდნელად ქართველები დაესხნენ თავს. ყარჩიხა-ხანმა სასწრაფოდ გამართა თათბირი, რომელზედაც სააკაძეც მიიწვია. სააკაძემ და მისმა მხლებლებმა მახვილები იშიშვლეს და ყიზილბაშთა მთელი მხედრობა კარავშივე ამოხოცეს. სარდლების გარეშე დარჩენილი ჯარი აირია და უწესრიგოდ დაიწყო უკან დახევა. ქართველები დაედევნენ და დიდი ზარალი მიაყენეს. შემდეგ სააკაძემ ალყაში მოიმწყვდია თბილისი, გადავიდა კახეთში, აქ ჩამოსახლებული ღურქმანთა ტომები გაჟლიტა და განჯა-ყარაბაღიც დალაშქრარამდენიმე დღეში ქართველებმა კახეთიდან და ქართლიდან მტერი სულ გადარეკეს. მხოლოდ თბილისის ციხე რჩებოდა ირანელთა ხელში. განრისხებულმა შაჰ-აბასმა, უპირველეს ყოვლისა, სააკაძის ვაჟი პაატა მოკლა და მამას მისი თავი გაუგზავნა. უბედურმა მამამ მოგვიანებით თბილისელ ვაჭრებს მოაძებნინა პაატას საფლავი და მისი სხეული საქართველოში ჩამოასვენებინა. პაატა ერთაწმინდაში, სააკაძეთა საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს.

ირანისა და ოსმალეთის სამხედრო-სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიკური ინტერესები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე გადიოდა. მათი ასწლოვანი საომარი დაპირისპირებაც აქ ხდებოდა და სწრაფად ცვალებადი უპირატესობით მიმდინა¬რეობდა. ეს ქართველებს ავალდებულებდა პოლიტიკური და სამხედრო პროცე¬სების შუაგულში ყოფნას, რათა მოსალოდნელი შედეგები წინასწარ დაენახათ და შესაბამისად შეეცვალათ ორიენტაცია. გეოგრაფიული მდებარეობა და პოლიტი¬კური ვითარება გუშინდელ მტერს დღეს მოყვრად უხდიდა და, პირიქით, დღევანდელ მოყვარეს _ ხვალ მტრად. სააკაძემაც, რაკი ირანსუღალატა”, სხვაგან უნდა ეძია დახმარება, ესსხვაჰანკი ოსმალეთი იყო.

გიორგი სააკაძემ _ შორსმჭვრეტელმა პოლიტიკოსმა და გამჭრიახმა მთავარ¬სარდალმა კარგად იცოდა, რომ შაჰ-აბასი არ დაახანებდა და მარტყოფთან მარცხის პასუხად უფრო დიდ ომს დაიწყებდა. ამიტომაც ყარჩიღა-ხანზე გამარჯვებისთანავე სააკაძემ აღმოსავლეთ ანატოლიაში მყოფ დიდვეზირს ჰაფიზ ფაშას ელჩები გაუგზავნამოურავი ვეზირს ურჩევდა ესარგებლა შექმნილი ვითარებით და სთავაზობდა ქართლ-კახეთიდან და შირვან-შექიდან ყიზილბაშების განდევნის კონკრეტულ გეგმას და მასში მონაწილეობის მიღებას. მაგრამ ოსმალეთმა იმხანად ირანთან აქტიური სამხედრო ოპერაციებისაგან თავი შეიკავა.

მარაბდის ბრძოლა. სააკაძის მოლოდინი გამართლდა. მრისხანე შაჰ-აბასმა ახალ ძალებს მოუყარა თავი და ისა-ხან ყორჩიბაშის მეთაურობით საქართველოში გამოგზავნა. ქართველები ბრძოლას მოელოდნენ და საგანგებოდ ემზადებოდნენ. გაიმართა სამხედრო თათბირი, რომელსაც ესრებოდნენ ქართლისა და კახეთის სარდლები და სამღვდელო პირები. თათბირზე კვლავ იჩინა თავი წოდებრივმა ამპარტავნობამ. კრებამ უარყო სააკაძის სამხედრო გეგმა, რომლის თანახმად მტერი კოჯორ-ტაბახმელას ვიწრობებში უნდა შეეტყუებინათ. გადაწყდა ბრძოლა გაემართათ მარაბდის გაშლილ ველზე. ქართული ჯარის მთავარსარდლობა თეიმურაზ მეფემ აიღო თავის თავზე. მარაბდის ბრძოლა 1625 წლის 1 ივლისს გაიმართა. ეს იყო თავგანწირული, გმირული ბრძოლა, რომელიც ქართველთა დიდი უპირატესობით მიმდინარეობდა. დღის ბოლოს გამარჯვებაში დარწმუნებული ქართველთა ლაშქრის სიმწყობრე დაირღვაამასობაში ირანელებს Aაზერბაიჯანის ბეგლარბეგის დამხმარე დიდი ჯარი შემოუერთდა, რამაც საბოლოოდ ქართველთა დამარცხება განაპირობა. მარაბდის ველზე სახელოვანი ქართველი ვაჟკაცები და მათთან ერთად მებრძოლი სასულიერო პირები დაწვნენ.

ქართველები მარცხს არ შეგუებიან. სააკაძის ხელმძღვანელობით პარტიზანულ ბრძოლაზე გადავიდნენ და პატარ-პატარა რაზმებით მოულოდნელ თავდასხმებს აწყობდნენ მტერზეერთ-ერთი ასეთი თავდასხმის შედეგად სააკაძემ ქსნის ხეობიდან თბილისისაკენ მომავალი 12 ათასიანი ჯარი გაწყვიტა. ამ ბრძოლებმა საბოლოოდ ააღებინა შაჰ-აბასს ხელი ქართველი ხალხის აყრისა და  გადასახლების თაობაზე, მაგრამ ქართლ-კახეთი ისევ ირანელთა ბატონობის ქვეშ რჩებოდაქართლის თავადები ისევ სვიმონ-ხანს მიუვიდნენ. სააკაძე კი კვლავ მარტო აღმოჩნდა ამ დიდ ბრძოლაში.

იგი ქართლიდან სამცხეში გადავიდა, სადაც სათავეში ჩაუდგა ყიზილბაშთა წინააღმდეგ ბრძოლასაქედან მან კვლავ გაგზავნა ელჩი ოსმალეთის სულთანთან და ირანელთა წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა შესთავაზასულთანმა მურად IV- მოურავს `წყალობის სიგელი~ (`ისთიმალეთ-ნამე) გამოუგზავნა, რომლითაც, აღმოსავლური შესხმა-შექების შემდეგ, ატყობინებდა, რომ მან ბრძანებულებები დაგზავნა, რათა სააკაძის ხელმძღვანელობით საბრძოლველად გამოსულიყვნენ ბათუმისა და ჩილდირის ბეგლარბეგები და სანჯაყ¬ბეგები, ტრაპიზონისა და ერზერუმის ზიამები და თიმარიოტები, დაღესტნიდან მთავრები, ხოლო სტამბოლიდან იანიჩრები, რომლებიც ვითომცდა გემებით ჩავიდოდნენ ტრაპიზონში, საიდანაც ხმელეთით შეუერთდებოდნენ მთავარსარდლად დანიშნულ მოურავს. ყველაფერი ეს ლიტონ დაპირებად დარჩა.

ამის შემდეგ სააკაძე დასავლეთ საქართველოში გადავიდა, აქ ჯერ გიორგი იმერთა მეფეს, შემდეგ ლევან დადიანს ეწვია. მართალია, მათგან მხარდაჭერის პირობა მიიღო, მაგრამ ოსმალთა ხელქვეშეთ მყოფ მეფე-მთავრებს საქართველოს განთავისუფლებისათვის დიდ ეროვნულ ბრძოლაში ჩაბმის რეალური შესაძლებლობა არ ჰქონდათ. 1626 წლიდან სააკაძე კვლავ ქართლშია თეიმურაზთან ერთად და ქართლ-კახეთის ციხეებიდან ყიზილბაშებს ერეკება. შემდეგ დაღესტნელთა რიგი დადგა, სასტიკად დაამარცხა მათი მოთარეშე რაზმები და კახეთის საზღვრები გაამაგრა. სააკაძის თავადაუზოგავი და კარგად ორგანიზებული ბრძოლის შედეგად ქართლ-კახეთი, თეიმურაზ მეფით სათავეში, დროებით აერთიანდა. მხოლოდ თბილისი რჩებოდა მტრის ხელში.

საქართველოს გასაერთიანებლად უზომოდ დამაშვრალ სარდალს იქნებ მიეღწია კიდეც მიზნისათვის, რომ არა ირანისგან ზურგგამაგრებული მოშურნე თავადების დამღუპველი დაპირისპირება. ამ დაპირისპირების სათავეში თეიმურაზ მეფე იდგა, რომლის იჭვნეულ პატივმოყვარეობას სტანჯავდა სააკაძის სახელი. 1626 წელს ბაზალეთთან გამართულ ძმათაშორის ომში გორგი სააკაძე დამარცხდა და იძულებული გახდა ახლობლებითურთ ჯერ ახალციხეში გადასუ¬ლიყო, შემდეგ კი ოსმალეთში, სადაც დიდი სიხარულითა და იმედით შეხვდნენ. ერზერუმში მოურავი 1627 წლის 15 ოქტომბერს ჩავიდა. ოსმალური წყაროების მიხედვით (ქათიბ ჩელები, იბრაჰიმ ფეჩევი, მუსტაფა ნაიმა) მან აქტიური მონაწილეობა მიიღო აჯანყებული აბაზა ფაშას წინააღმდეგ ბრძოლაში - მისი მოსვლით ჯარი გაძლიერდა, გამხიარულდა~.

როგორც ითქვა, მოურავი ოსმალეთში დიდი პატივით მიიღეს. ყიზილბაშებთან მისი წარმატებული ბრძოლები მაღალი პორტის წინაშე დამსახურებად შეფასდა. სტამბოლში მიიწვიეს, მაჰმადის სჯული მიაღებინეს, წინადაცვეთის ცერემონიალი ზღაპრული ზეიმით გადაიხადეს. სახელად მეჰმედი დაარქვეს, მაგრამ მაინც მოურავ-ხანად იხსენიებდნენ.

გამაჰმადიანება მის `ქართველობას~ არას აკლებდა - ისქანდერ მუნშის მიხედვით, იგი ირანში 1614 წელს გამაჰმადიანდა. _ ირანშიც მუსლიმად აცხადებდა თავსო. სულთნის კარზე კაფუჯი-ბაშიდ დანიშნეს, თან ყარამანიის, ანუ კონიის ბეგლარბეგობა (=მირმირანი) უბოძეს. მოურავ-ხანის ასეთმა აღზევებამ ბევრს შური აღუძრა. მათგან ერთ ოსმალოს, დამაჯერებლობისათვის (რადგან სპარსული კარგად იცოდა), სპარსულ ენაზე ათქმევინა:

`ღვინის მსმელი ვარ, ფლავსაც ღვინოს ვაყოლებ,

ამიტომაც ფიზიკურად ხარს დავემსგავსე,

მე არც გიაური ვარ, არც მუსლიმი და არც იუდეველი,

მე ვარ მოურავი, მირმირანი (=ბეგლარბეგი) ყარამანიისა.~

ოსმალური ისტორიული წყაროების მიხედვით, კონიაში მოურავის თანმხლები პირები (40_50 კაცი) ცუდად იქცეოდნენ. ადგილობრივ მოსახლეობას ძარცვავდნენ, დიდგვაროვნებსაც კი აბუჩად იგდებდნენ, რითაც მოურავს სახელს უტეხდნენ. არც მოურავი გამოირჩეოდა სუნიტი მაჰმადიანების ზნე-ჩვეულებებისა და ოსმალური კანონების ცოდნით. ამბობენ, რომ იგი ყიზილბაშური თავსაბურავით დადიოდა. მას მუთესელიმად (გადასახადის ამკრები) დაუნიშნავს ერთი ხუცესი (ქეშიშ=მღვდელი) და მისთვის მოვალეობის ასრულება რამდენიმე აზნაურის თანხლებით დაუვალებია. ამათი თავაშვებულობით შეწუხებულ მოსახლეობას მიუმართავს ხუსრევ ფაშასთვის, რომელიც ბაღდადის ასაღებად გამზადებული ყარამანიაში იდგა. ჩადენილ `ბოროტებათა~ პასუხად ხოსროვ ფაშასაგან სასჯელის მიღების შიშით, მოურავი, თანმხლები პირებითურთ, იქაურობას განერიდა, საქართველოსკენ იბრუნა პირი, მაგრამ გზების არცოდნის გამო შორს ვერ წავიდა. თავის მხრივ, დიდვეზირმა გაქცევა მოურავის ღალატად მიიჩნია და საქართველოში დაბრუნების მცდელობად აღიარა. მისი ბრძანებით მოურავი უფროსი ვაჟითა და თანმხლები აზნაუ¬რებით მალათიაში დაიჭირეს და 1629 წლის 3 ოქტომბერს ალეპოში მიიყვანეს. დიდვეზირის კარვის წინ პირველად ყვითელ ხალათგადაცმული, ხელებზე ბორკილებ¬დადებული თეთრწვერა მოურავი დასვეს; შემდეგ კი მისი შვილი და ორმოცი-ორმოცდაათი მხლებელი. ყველას თავი მოკვეთეს.

ოსმალებმა გიორგი სააკაძის სიკვდილით დასჯა დიდვეზირის სისხლისღვრის წყურ¬ვილს მიაწერეს. სისხლისღვრის სურვილმა მოაკვლევინა წარსულში ასეთი დამსა¬ხურებული გმირი მოხუცი და ამით ირანის შაჰს შური აძიებინა~ (ქათიბ ჩელები).

მხოლოდ ხოსრო-ფაშას `მუხანათობითა~ და `სისხლისღვრისმოყვარეობით~ გიორგი სააკაძის სიკვდილით დასჯა გულუბრყვილო ახსნა იქნებოდა. ამის თაობაზე ქართულ, სპარსულ, თურქულ, სომხურ, რუსულ თუ ევროპულ წყაროებში ერთმანეთის შემავსებელი, უფრო ხშირად კი ერთურთის გამომრიცხავი ცნობებია დაცული. შესაბამისად იმისა, თუ რომელ წყაროს ეძლევა უპირატესობა, სხვაობს ქართულ მეცნიერთა (. ფურცელაძე, . კაკაბაძე, . ანთელავა, . სვანიძე, . გელა¬შვილი) თვალსაზრისიც. სინამდვილესთან უფრო ახლო უნდა იყვნენ ის მკვლევა¬რები, რომლებიც სააკაძის სიცოცხლის ასეთ დასასრულს შაჰ-აბას გარდაცვა¬ლების (1629 წლის იანვარი) შემდეგ ირანში მომხდარ ცვლილებებს უკავშირებენ.

სვიმონ I-ის ძმისწულის (დაუდ-ხანის შვილის) ხოსრო-მირზას ძალის¬ხმევით ავიდა ტახტზე შაჰ-სეფი I (1629_42); ხოსრო-მირზა ირანის ყულარაღასად (ყულების ჯარის=`შაჰის მონების~) სარდლად დაინიშნა. `სეფიანთა ირანის სამხედრო და პოლიტიკურ ასპარეზზე ამ დროს მოღვაწე ქართველებიდან გამოირჩეოდა უნდილაძიანთ ფეოდალური სახლი. ერთი სიტყვით, ირანში პოლიტიკურ ასპარეზზე მოღვაწე ქართველების რიცხვი და გავლენა ძალზე გაიზარდა. ამ ვითარებაში გარკვეული მოურავი, ცხადია, შეეცდებოდა საქართველოს გაერთიანების მისთვის სანუკვარი ოცნების განხორციელებას და მოინდომებდა შაჰის კარზე მოღვაწე ქართული ფესვების მაღალჩინოსნებთან დაკავშირებას. იქნებ ამას გულისხმობდა ფარსადან გორგიჯანიძე სულთან მურად IV-სა და დიდვეზირ ხოსრო-ფაშას საუბარს რომ აღწერს: ბაღდადიდან დაბრუნებულ დიდვეზირს სულთანი ეკითხება _ `სად არის მოურავიო. იმან მოახსენა რაფუზი (რაფიზი, აქ = ირანელი) იყო და მოვაკვლევინეო~.

გიორგი სააკაძე ოსმალურ წყაროებში დიდი პატივისცემით, მოწიწებითა და სიყვა¬რულით იხსენიება მეჰმედად. `მონათლულს~ მხოლოდ ძველი სახელით `მაურავ~, `მაურავ-ხან~ ან `მაღრავ-ხან~-ად იცნობენ. დიდვეზირს ხოსრო-ფაშას კი `უაზროდ სისხლმღვრელს~, `მუხანათსა~ და ჯალათს უწოდებენ. უფლის სამართლიანობის ნიმუშად მიიჩნევენ მის აღსასრულს: `კაცის მკვლელი ჯაცის ხელითვე მოკვდებაო, თვითონაც მისი (. სააკაძის ..) ბედი გაიზიარა და მსგავსი სასჯელი მიეზღო~. მას 1631 წელს თოკატში თავი წააგდებინეს.

ოსმალო დიდებულთა ბიოგრაფიულ ლექსიკონში _ `სიჯილი-ოსმანი-ში წერია: მეჰმედ ფაშა მოურავმა ქართველთა სპარსელებთან ბრძოლაში დიდი სიმამაცე გამოიჩინა. შემდეგ არზრუმში გადმოვიდა და ოსმალთა მთავარსარდალს მორჩი¬ლება გამოუცხადა. სტამბოლს გაიგზავნა, მაჰმადიანობა მიიღო და სახელად მეჰმედი შეერქვა. კაფუჯიბაშის თანამდებობა მიეცა და სამეფო ჯარში გაიგზავნა. შემდეგ ის გახდა კონიის ბეგლარბეგი. 1038 წელს შვილთან ერთად მოკლეს. საშუალო ტანისა, თეთრწვეროსანი მამაცი კაცი იყო~. სხვები სიძლიერით სპილოს ადარებდნენ.

მისი ოჯახი ერზერუმში დასახლებულა. XVII -ის 30-იანი წლების ბოლოს როსტომ მეფეს ერზერუმიდან გადმოუყვანია გიორგის შვილი _ იორამი და მამისეული მამული მიუცია. ქალიშვილი ანა-ხანუმი ერზერუმში გარდაცვლილა, მამისა და ძმის სიკვდილით დასჯიდან 20 წლის შემდეგ ერზერუმში მურად ფაშას მეჩეთის სასაფლაოსთან, კუთხეში, ყიბლის მიმართულებით, ახლაც დგას მავზო¬ლეუმი (თურბე). ოთხ სვეტზე დაყრდნობილი, ოთხივე მხარეს ღია მავზოლეუმში 3 აკლდამაა _ ერთი დიდი და ორი პატარა. დიდს წარწერა არა აქვს, ორ პატარაზე კი წარწერა გადაშლილია. ასე რომ, გარდაცვლილთა ვინაობის გარკვევა შეუძლებელია, მაგრამ მავზოლეუმის ჩრდილო მხარეს, მარჯვენა კუთხეში ჩასმულია 32,5×42 სმ. მარმარილოს დაფა, რომელზედაც ლამაზი სულსით 4 სტრიქონზე წერია:

ეჰ, წავიდა მოურავ-ხანის იშვიათი სილამაზის ქალიშვილი.

როცა მან სამოთხის მიწა დაამშვენა, ფერიები დაუპირისპირდნენ,

მერე კი მსახურებად დაუდგნენ. მის

ასაკს დაახლოებით ამბობენ, ადრე გავიდა ამ ქვეყნიდან.

რა დასანანია, ნაზი (ჰაეროვანი) ანა-ხანუმის გარდაცვალება.

ჰიჯრით 1059 . = 1649 .

 

 

wyaroebi da samecniero literatura:

1. vaxuSti batoniSvili, aRwera samefosa saqarTvelosa, qarTlis cxovreba, t.IV, s. yauxCiSvilis gamoc. Tbilisi, 1973.

2. beri egnataSvili, axali qarTlis cxovreba, qarTlis cxovreba, s. yauxCiSvilis gamoc. t.II, Tbilisi, 1959.

3. იოსებ თბილელი, დიდმოურავიანი, გ. ლეონიძის რედაქციით,თბილისი, 1939.

4. arCiliani, al. baramiZisa da n. berZeniSvilis red. II, gv. 68-77.

5. farsadan gorgijaniZis istoria, gamocemuli s. kakabaZis mier, `saisto­rio moambe~, t.II, Tbilisi, 1925.

6. isqander munSis cnobebi saqarTvelos Sesaxeb, sparsuli teqsti qarTu­li TargmaniTa da SesavliTurT gamosca vl. fuTuriZem, Tbilisi, 1969.

7. a. furcelaZe, brZola saqarTvelos mosaspobad da saqarTvelos Sesaer­Teblad anu giorgi saakaZe da misi dro, Tbilisi, 1888.

8. qaTib Celebis cnobebi saqarTvelosa da kavkasiis Sesaxeb, Turqulidan Targmna, Sesavali da saZieblebi daurTo g. alaniam, Tbilisi, 1978.

9.  xonTqris mier didi mouravisadmi gacemuli sigeli, enimkis moambe, t.XIII, Tbilisi, 1942.

10. ibrahim feCevis cnobebi saqarTvelosa da kavkasiis Sesaxeb, Turquli teqsti qarTuli TargmaniTurT gamosca, Sesavali da SeniSvnebi daurTo s. jiqiam, Tbilisi, 1964.

11. mustafa naima, cnobebi saqarTvelosa da kavkasiis Sesaxeb, Turquli teqsti qarTuli TargmaniT, gamokvleviTa da SeniSvnebiT gamosacemad moamzada n. Sengeliam, Tbilisi, 1979.

12. mehmed sureia, sijeli osmanie, t.IV, stamboli, 1893-1894.

13. ფერიდან-ბეგი, სულთნის მიწერ-მოწერის კრებული, ტ.2.

14. ს.ჯიქია, ხონთქრის მიერ დიდი მოურავისადმი გაგzავნილი სიგელი/ ენიმკის მოამბე, ტ13. 1942.

15. ს.ჯიქია, ცნობა დიდი მოურავის უკანასკნელი დღეების სესახებ ოსმალეთში, იქვე.

 

16. saqarTvelos istoriis narkvevebi, t.IV, Tbilisi, 1973. gv. 274-297.

17. g. jamburia, giorgi saakaZe, Tbilisi, 1964.

18. m. svaniZe, saqarTvelo-osmaleTis urTierTobis istoriidan, XVI_XVII ss. Tbilisi, 1971.

19. i. anTelava, giorgi saakaZis ukanaskneli dReebis Sesaxeb osmaleTSi, mnaTobi, 1979, #2.

20.  I.H. Konyali, Abideleri ve Kitabeleri ile Erzurum Tarihi.

 

21. ვ.ჩოჩიევი, ოსმალეთის სულთნის მურად მე-4-ის მიერ გიორგი მოურავისადმი გაგზავნილი სიგელის თარიღი/სტალინის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები,მე-7, 1957.

22. ს.კაკაბაძე, გიორგი საააკაძის აღსასრული/მნათობი, 1942, #3.

23. გ.ჯამბურია, გიორგისააკაძე, თბილისი, 1964.

24. ი.ანთელავა, გიორგი სააკაძის უკანასკნელი დღეების შესახებ ოსმალეთში/მნათობი, 1997, #10.

25. მ.სვანიძე, გიორგი სააკაძე ოსმალეთში (ნარკვევები), თბილისი, 1990.

26. მ.სვანიძე, საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან, თბილისი, 1971.

27. მ, სვანიძე,საქართველო-ოსმალეთის ისტორიის ნარკვევები, თბილისი, 1990;

28. J.Hammer, GOR,t.IX,IV.

29. Mufassal΄Osmanli Tarihi (ოსმალეთის ვრცელი ისტორია), t.IV

 

 

 

მოამზადა ცისანა აბულაძემ

გიორგი სააკაძე

XVII ს. კრისტოფორო დე კასტელი