მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

გიორგი V ბრწყინვალე

საქართველოს მეფე 1318-1299; 1318-1346 წლებში

დემეტრე II თავდადებულის და ბექა  ჯაყელის ასულის, დედოფალ ნათიას ძე.

 

      მცირეწლოვანი გიორგი ყაზან ყაენმა 1299 წელს თბილისის მეფედ დანიშნა. ამ აქტით ყაენმა გიორგი თავის უფროს ძმას, მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყებულ დავი VIII- დაუპირისპირა. ამ დროს გიორგის არ შეეძლო მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯები გადაედგა. 1214 წელს, როდესაც ყაენმა ტახტი დავით VIII-ის ძეს, გიორგი მცირეს დაუმტკიცა, გიორგი დემეტრეს ძეს მისი მეურვეობა დაეკისრა. ჯერ კიდევ მცირეწლოვანი გიორგი მისმა გამზრდელმა ბაბუამ, ბექა ჯაყელმა  ჩობან ნოინს  გაუგზავნა, რამაც მასა დაჩობან ნოინს შორის ახლო ურთიერთობას ჩაუყარა საფუძველი. ჩობანი ოლჯაითი (1304-1317) და აბუსაიდ (1317-1335) ყაენების დროს საილხანოს ფაქტობრივი გამგებელი იყო. მისი ნდობა გიორგისადმი იმდენად დიდი იყო, რომ ჩობანი გიორგის საილხანოს საქმეებზეც  ეკითხებოდა რჩევას (ალ-კალკაშანდი).  1314/1314 წელს ილხანთA მბრძანებელს, ოლჯაითუ ყაენს აუჯანყდა რუმის გამგებელი Mაჰმუდ ფარვანე. აჯანყების ჩახშობა ყაენმა ჩობან ნოინს დაავალა, რომელმაც თან გაიყოლა გიორგი V. ამ გარემოებით უსარგებლია გიორგი მცირეს და თბილისს დაპატრონებია (იგი გარდაიცვალა ამ მოვლენიდან მალე). რუმის აჯანყების ჩახშობის შემდეგ ოლჯაითუ ყაენს ცვლის მისი მცირეწლოვანი ძე აბუსაიდი. ახალი ყაენის ტახტზე ასვლასთან დაკავშირებით გიორგი ურდოში გამოცხადდა. ჩობან ნოინმა იგი კარგად მიიღო, “განიხარა და შეიტკბო, ვითარცა შვილი, მისცა ყოველი საქართველო და ყოველი მთავარნი საქართველოსანი და შვილნი დავით მეფისანი და მესხნი, შვილნი ბექასნი”.      გიორგიმ ასევე მიიღო სამონღოლო ხარკის აკრეფის უფლება, რაც ნიშნავდა, რომ ამიერიდან მონღოლი მოხელეების თვითნებობა აილაგმებოდა. ჩობანისაგან ასეთი წყალობის გაცემა გიორგისადმი მარტო მისდამი კეთილგანწყობით არ იყო ნაკარნახევი. საილხანოს შინაგანი რყევა, _ გამუდმებული აჯანყებები და შეთქმულებები დაპყრობილი ტერიტორიებიდან ხარკის აკრეფა და ჯარის გამოყვანის საქმე უფრო ორგანიზებულ სისტემას მოითხოვდა. ილხანთა მმართველებს ერჩივნათ რამდენიმე ქართველი სამეფო-სამთავროს გამგებელთა ნაცვლად ერთ პირთან ჰქონოდათ საქმე. საქართველოსათვის ეს ვითარება ხელსაყრელი იყო, მაგრამ თავიანთ მამულებშიგახელმწიფებულ”   ქართველ ფეოდალებს, მათ შორის ბაგრატიოთა გვერდითი შტოს წარმომადგენლებს  აღარ სურდათ ერთი მეფის მორჩილება.

გიორგი V ფრთხილად მოქმედებდა. ჩობან ნოინთან კეთილი ურთიერთობა გიორგიმ ქვეყნის ეკონომიკურად მოსაძლიერებლად და წესრიგის აღსადგენად გამოიყენა. ამ დროს შიდა ქართლის ნაწილი და ქალაქი ჩრდილოეთიდან გადმოსულ ოსებს ეპყრათ. მათი ყაჩაღური თავდასხმები აწიოკებდა ქართლის მოსახლეობას. გიორგი მეფემ მტკიცედ შეუტია ოსებს, წაართვა მათ ციხეები და დაბები. ამ ბრძოლაში გიორგი ეყრდნობოდა მთის მოსახლეობას  ქსნის საერისთავოს (ცხრაზმისხეველნი) და არაგვის ხეობის მაცხოვრებლები. გორი სამი წლის ალყის შემდეგ გაათავისუფლა ოსებისაგან და განდევნა ისინი საქართველოს საზღვრებიდან.

ქვეყნის გამთლიანებისათვის გიორგის ბრძოლას ხელს უშლიდა მონღოლების მომხრე ქართველ ფეოდალთა თვითნებობა, მაგრამ მათ წინააღმდეგ აშკარა ბრძოლისათვის მეფე ხელსაყრელ ჟამს ელოდა. 1327-1329 წლებს შორის მეფემ ცივის მთაზე სადარბაზოდ მოიწვია ჰერეთ-კახეთის და ქვემო ქართლის ფეოდალები (რომელნი ჩინგიზთ მიუდგნენ) და სიკვდილით დასაჯა ისინი.

1320-იან წლებში ილხანთა სახელმწიფო კვლავ შიდა არეულობამ მოიცვა. ურთიერთობა დაიძაბა ჩობან ნოინსა და უკვე სრულწლოვან აბუ საიდ ყაენს შორის. ჩობანის დიდი გავლენით სხვა მრავალი მონღოლი დიდებულიც უკმაყოფილო იყო. 1327 წელს იგი ღალატით  მოკლეს. ამ დროიდან ილხანთა სახელმწიფო სულ უფრო და ფრო სუსტდება. 1335 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა ახალგაზრდა ყაენი აბუსაიდი. ამის შემდეგ იწყება გაუთავებელმა ბრძოლები ყაენის ტახტისათვის, რამაც შედეგად უზარმაზარი იმპერიის ერთმანეთისადმი სამტროდ დაპირისპირებულ სამთავროებად დაშლა გამოიწვია.

გიორგი მეფე გარემოებას აკვირდებოდა და მონღოლთა საბოლოო განდევნისათვის შესაფერ დროს ელოდა. ჩობან ნოინის მოკვლის შემდეგ იგი აქტიურ მოქმედებაზე გადადის. “მაშინ იცა ჟამი ბრწყინვალემან მეფემან გიორგი და განახსნა თათარნი საქართველოსაგან, რომელნიმე გონიერებითა, რომელნიმე ბრძოლითა და ძლიერებითა და მოსრნა ყოველნივე საზღვართაგან თვითა (ასწლოვანი მატიანე).

დავით ნარინის გარდაცვალების შემდეგ იმერეთის ტახტისათვის მისი მემკვიდრეები ებრძოდნენ ერთმანეთს. 1329 წელს გარდაიცვალა მეფე მიქელი, დავით ნარინის ძე. ამით ისარგებლა გიორგი მეფემ, “ეზრახა იგი იმერთა, გარდავლო მთა ლიხისა სპითა, და ამისი მხილველნი იმერნი ყოველნი მოერთოდენ სიხარულითა” (ვახუშტი). მიქელის მემკვიდრეს, ბაგრატს, უცდია წინააღმდეგობა, იგი ქუთაისის ციხეში გამაგრებულა, მაგრამ შებრძოლება  ვეღარ გაუბედნია _ “ევედრა მეფესა გიორგის, რათა არა-რაი ავნოს სიკუდილითა, ანუ პატიმრობითა”. გიორგის შეუწყნარებია ბაგრატის თხოვნა და იგი შორაპნის ერისთავად დაუნიშნავს. ამის შემდეგ დადიანი, გურიელი, შერვაშიძე და სვანთა ერისთავიც ნებით მისვლიან გიორგი მეფეს და მორჩილება გამოუცხადებიათ. იმერეთის შემოერთების შემდეგ სამცხე-საათაბაგოს ჯერი დადგა. ეს იყო ვრცელი ტერიტორია ტაშისკარიდან სპერამდე და შავი ზღვის სანაპირომდე, რომელსაც XIII საუკუნის 60-იანი წლებიდან ათაბაგები საქართველოს მეფისაგან დამოუკიდებლად მართავდნენ და მისი გვერდის ავლით ემორჩილებოდნენ  მონღოლებს. ამ მხარის მმართველ ათაბაგ ჯაყელებთან გიორგის უახლოესი ნათესაობა აკავშირებდა. 1334 წელს, სარგის II ჯაყელის გარდაცვალების შემდეგ, გიორგი ჩავიდა სამცხეში და ნიშნად მისი უზენაესი უფლებისა, თავად დაუმტკიცა ათაბაგობა სარგისის ძეს ყვარყვარეს.

მონღოლთა ბატონობის პერიოდში მთის მოსახლეობაში სახელმწიფო წესრიგი მოიშალა: მთიელები მეფის მოხელეებს ეურჩებოდნენ და ხშირად ხოცავდნენ, უარს ამბობდნენ სამხედრო სამსახურზე, ცალკეული ხევების მაცხოვრებლები ერთმანეთს არბევდნენ, საქონელს ტაცებდნენ და ციხეებს უნგრევდნენ, შერყეული იყო ეკლესიის გავლენა. განსაკუთრებით დიდი მტრობა იყო ჩამოვარდნილი ცხრაზმისხეველთა და არაგველებს შორის. იმ დროის წყაროების ცნობით, ასეთი ბოროტმოქმედებანიულუსობის” (მონღოლური ბატონობის) შედეგად მიაჩნდათ. გიორგი მეფე თავად ჩავიდა მთაში, მოიარა ყველა ხეობა, გაეცნო მდგომარეობას და შემდეგ დიდმოხელეთა და ხევისბერთა მონაწილეობით საგანგებოდ მთის მოსახლეობისათვის შეიმუშავა კანონმდებლობა (“ძეგლისდება”). ძეგლისდებამ გაითვალისწინა ადგილობრივი ადათები, მაგრამ გაამკაცრა სასჯელის ზომები, ისინი შეუფარდა დაზარალებულის სოციალურ მდგომარეობას (ბარში გავრცელებული სამართლის ზომების მსგავსად),  აღადგინა საეკლესიო სამართალი, განსაზღვრა ადგილობრივ საეკლესიო ხელისუფალთა კომპეტენციასასჯულო საქმეში”.

ის დიდი ღონისძიებებირომლებსაც ქვეყნის ხელახალი გაერთიანება მოითხოვდა, ვერ გატარდებოდა მონღოლთა ბატონობის დროს შერყვნილი სახელმწიფოს მართვა-გამგეობის სისტემის აღდგენის გარეშე. წყაროები ამის შესახებ პირდაპირ არაფერს იუწყებიან, მაგრამ ამ ნაკლოვანებას ავსებს  “ხელმწიფის კარის გარიგება”, _ ძეგლი, რომელსაც ყველა მკვლევარი XIV საუკუნეს და, კერძოდ, გიორგი V-ის მოღვაწეობის ხანას აკუთვნებს. ეს დოკუმენტი ხაზს უსვამს მეფის ერთპიროვნულ მმართველობას, განსაზღვრავს ცენტრალური აპარატის სტრუქტურას და მისდამი დაქვემდებარებული უწყებების ფუნქციებსსაქვეყნოდ გამრიგე (ადგილობრივი) მოხელეებს საქმიანობის ხასიათს, ეხება საეკლესიო მმართველობას, აღწერს სამეფო კარის ეტიკეტს. კარის გარიგებაში წარმოდგენილი მართვა-გამგეობის სისტემა სრულყოფილია მაღალი ფეოდალური წყობილების შესაფერისად. მას ატყვია განვლილი ძნელბედობის კვალი და ასახავს ძველი სახელმწიფო ინსტიტუტების აღდგენისმცდელობას  (. ლომინაძე).

XIV საუკუნის დასაწყისში საქართველოში ტრიალებდა მონღოლური ფული, .. “ყაზანური თეთრიილხანთა სახელმწიფოს ნგრევის შედეგად ეს ფული ხმარებიდან ამოვარდა. გიორგი მეფის ინიციატივით ადგილზე დაიწყეს ახალი ვერცხლის ფულისგიორგაულისმოჭრა, რაც კიდევ ერთი ნიშანი იყო საქართველოს დამოუკიდებელი პოლიტიკისა. ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობაზე გიორგის დროინდელ საქართველოში მეტყველებს წყაროთა ცნობები ქალაქების: თბილისის, ახალციხის, ალის, ყარაღაჯის და სხვ. ხალხმრავლობისა და სიმდიდრის შეასახებ (მაგ. რომის პაპის იოანე XXII-ის ეპისტოლეში თბილისი იწოდებახალხმრავალ, მარჯვე და მდიდარ ქალაქად”). იმდროინდელი ქართული წყაროები მოწმობენ მეურნეობის ცალკეული დარგების ( მეღვინეობის, მეხილეობის, მესაქონლეობის და მემინდვრეობის) სწრაფი აღმავლობის შესახებ.

საგარეო მდგომარეობა. ქვეყნის ხელახალი გაერთიანების შედეგად საქარველო თითქმის ძველ საზღვრებში აღდგა. გიორგის წინამძღოლობით  ქართულ ჯარს დაულაშქრავს მოსაზღვრე მხარეები ჩრდილოეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით (ოსები, დურძუკენი, ხუნძებირანი, ყარაბაღი, შარვანი), იქედან მონღოლები განუდევნია და ეს ქვეყნებიმოხარკე ჰყვნა” (ვახუშტი 256).

გიორგი V- ცხოველი დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა იმ დროის წამყვან სახელმწიფოებთან: ეგვიპტესთან, ბიზანტიასთან, ტრაპიზონის საკეისროსთან, რომის პაპთან. საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას და მისი საერთაშორისო პრესტიჟის დადასტურებას წარმოადგენდა გიორგი V-ის ორი წარმატებული ელჩობა ეგვიპტის სულთანთან იერუსალიმში არსებული ქართული მონასტრების გამოხსნისა და მათთვის ძველი უფლებების დაბრუნების მიზნით. პირველი ელჩობის დროს (ელჩებად იყვნენ პიპა ქსნის ერისთავი  და დეკანოზი იოანე ბანდაისძე), ეგვიპტის სულთანიყოველი სათხოვარისშესრულებას შეჰპირდა ქართველ მეფეს, სამაგიეროდ მისგან სამხედრო დახმარების პირობა მიიღოამ ელჩობათა შედეგად საქართველოს  დაუბრუნდა ჯვრის მონასტერი დაკლიტენი იერუსალიმისანი” (წმინდა საფლავის ტაძრის გასაღები). ცნობილია, რომ ჯვრის მონასტერი ჯერ კიდევ დავით VIII- დაიბრუნა, მაგრამ, როგორც ჩანს, ქართველებმა იგი ისევ დაკარგეს. გიორგი V-ის დიდი ღვაწლზე იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ქართველთა ხელში გადმოსვლის საქმეში ადასტურებს ჯვრის მონასტრის სააღაპე წიგნში მის სახელზე განწესებული აღაპები. ერთ-ერთ აღაპში იგი ჯვრის მეორედ მაშენებლადაც ყოფილა მოხსენიებული (ელ. მეტრეველი).

არაბი ავტორის, ალ-აინის ცნობით, ოქროს ურდოს ყაენი ეგვიპტის სულთნისადმი გაგზავნილ წერილში აღშფოთებას ვერ მალავდა იმის გამო, რომ მის წარგზავნილ შეიხს  ნება არ დართეს იერუსალიმში მეჩეთი აეგო მაშინ, როცა საქართველოს მეფეს იქ ეკლესიის შენების ნება მისცესო (Тизенгаузен).

 ამ ელჩობების შედეგები ასახავდა საქართველოს გაზრდილ საერთაშორისო ავტორიტეტს და ეგვიპტის აშკარა დაინტერესებას საქართველოთი, რაც გიორგი V-ის წარმატებული პოლიტიკის გამოხატულება იყო.

საქართველოს უსაფრთხოებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ტრაპიზონის საკეისროს, რომლის მოსახლეობის დიდ ნაწილს ლაზები და ჭანები შეადგენდნენ. ეს სამეფო სამხრეთ-დასავლეთის მხრიდან უშუალოდ ესაზღვრებოდა სამცხე-საათაბაგოს. ტრაპიზონის საკეისროს პოლიტიკურ ცხოვრებას საქართველოს მეფეები მუდამ ფხიზლად ადევნებდნენ თვალს. ცდილობდნენ  იქ პროქართული ორიენტაციის სამეფო კანდიდატებს გაემარჯვნათ. ბიზანტიელი მემატიანეების, მიხეილ პანარეტოსის  და ნიკიფორე გრიგორასის ცნობებით, 1341 წელს ტრაპიზონის საკეისროს ტახტისათვის ორი პოლიტიკური ჯგუფი დაუპირისპირდა ერთმანეთს. ერთის სათავეში აღმოჩნდა დედოფალი ირინე, პალეოლოგოსთა დინასტიის წარმომადგენელი და გარდაცვლილი ბასილი კეისრის ქვრივი, ხოლო მეორის _ ალექსი II კომნენოსის (1328-1341) ასული ანა (ანა-ხუტლუ). წყაროს ცნობით, ეს ანა-ხუტლუ 1341 წლის ივლისის დასაწყისში, ტრაპიზონში თურქების შემოჭრის შემდეგლაზეთშიგარბის და იმავე თვეში იქიდან ჯარით ბრუნდება, რომლის დახმარებით ტახტზე ადის. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ წყაროსლაზეთშისაქართველო იგულისხმება, სადაც სამხედრო დახმარებას იღებს ანა-ხუტლუ.   ამ სახით საქართველოს  სამეფო კარი ჩარეულა ტრაპიზონის საქმეებში და ხელი შეუწყვია იქ პროქართული დაჯგუფების წარმატებისათვის (ანა-ხუტლუს დედა ბექა ჯაყელის ასული იყო, .. გიორგი V- დეიდაშვილად ერგებოდა).

გიორგი V- ჰქონდა მიმოწერა რომის პაპთან იოანე XXII-თან. როგორც ჩანს, პაპისა და გიორგი მეფის შეთანხმებით, 1329/1330 წელს კათოლიკური საეპისკოპოსო ცენტრი სმირნიდან (იზმირი) თბილისში, იმხანად როგორც უფრო დაცულ ადგილასგადმოიტანეს. (. თამარაშვილი). ამას, ცხდაია, მოჰყვა კათოლიკური ელემენტის გაძლიერება საქართველოში და დასავლეთ ევროპასთან დიპლომატიური და სავაჭრო ურთიერთობის გაცხოველება. მაგ., ცნობილია, რომ გიორგი მეფე საფრანგეთის მეფე ფილიპე VI ვალუას წმინდა მიწის გამოსახსნელად 30 ათასი მოლაშქრის გამოყვანას ჰპირდებოდა. საქართველოში უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს ვენეციელი და გენუელი ვაჭრები.

ამრიგად, გიორგი V-ის მეფობა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი წარმატებული პერიოდია. ამიტომაც შეარქვა მას შთამომავლობამბრწყინვალე”.

 

     wyaroebi da samecniero literatura:

  1. JamTaaRmwereli (igive aswlovani matiane) /qarTlis cxovreba t. II, teqsti dadgenili yvela ZiriTadi xelnaweris mixedviT s. yauxCiSvilis mier, Tbilisi, 1959.
  2. vaxuSti, aRwera samefosa saqarTvelosa/ qarTlis cxovreba, t. IV, teqsti dadgenili yvela ZiriTadi xelnaweris mixedviT s. yauxCiSvilis mier, Tbilisi, 1973.
  3. (georgika t.7, 177(XIV s. II nax. istoria, georgika 7, ).Б,Г. Тизенгаузен, Заметка Эль Калькашанди о грузинах,ЗВОРАО, т I,  вып. 3, СП, 1886,  214-215.
  4. m.TamaraSvili, istoria kaTokikobisa saqarTveloSi, Tbilisi, 1902.
  5. xelmwifis karis garigeba/ qarTuli samarTlis Zeglebi, teqstebi gamosca, saZieblebi da SeniSvnebi daurTo i. doliZem, Tbilisi, 1965.
  6. Zegli erisTavTa / qarTuli samarTlis Zeglebi, teqstebi gamosca, saZieblebi da SeniSvnebi daurTo i. doliZem, Tbilisi, 1965.
  7. e. metreveli, masalebi ierusalimis qarTuli koloniis istoriisaTvis, Tbilisi, 1962.
  8. iv. javaxiSvili, qarTveli eris istoria III, Tbilisi, 1966.
  9. n. berZeniSvili, saqarTvelos istoriis sakiTxebi t. VI, Tbilisi,  1973.
  10. d. goColeiSvili, saqarTvelo-egviptis urTierTobis istoriidan/Tsu Sromebi, istoriis seria,t. 184, 1977.
  11. b. lominaZe, saqarTvelo XIV s. pirvel naxevarSi, giorgi brwyinvale/ saqarTvelos istoriis narkvevebi t.IV, Tbilisi, 1979.
  12. i. tabaRua, saqarTvelo evropis arqivebsa da wignTsacavebSi, t.II, 1984, 213.
  13. v. kiknaZe, saqarTvelos istoriis sagreo urTierTobis istoriidan/mnaTobi, #9, 1982,
  14. v. kiknaZe, saqarTvelos istoriis evropuli wyaroebi /mnaTobi, #4, 1984, gv.158-164.
  15. v. kiknaZe, saqarTvelo XIV saukuneSi, Tbilisi,1989.
  16. d. niniZe, XIV saukuniis damdegis saqarTvelos istoriis ramdenime istoriul-qronologiuri sakiTxi/ Tsu Sromebi #283, 1989.
  17. d. niniZe, saqarTvelos saxelmwifos sagareo politikuri urTierTobebi XIV saukunis 20-40-ian wlebSi. giorgi brwyinvalis diplomatia/ qarTuli diplomatiiis istoriis narkvevebi, 1998.

 

moamzada mzia surgulaZem