მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

ფარსადან გორგიჯანიძე  (1626-1696)

 მწიგნობარი, ისტორიკოსი, XVII საუკუნის საქართველოს ისტორიის მის მიერ აღწერილი მოვლენების თანამედროვე

 

ფარსადანი გორიდან იყო წარმოშობით, დაბადებულა 1626 წელს. დაახლოებით 10 წლისა იქნებოდა, როდესაც უნახავს როსტომ მეფეს, მოსწონებია გონებამახვილი ყმაწვილი და წაუყვანია სასახლეში აღსაზრდელად. როსტომსავე შეურჩევია მისთვის ცოლი და ქორწილსაც დასწრებია დედოფალთან ერთად. როსტომის სასახლეში ფარსადანი კარგად დაუფლებია სპარსულ ენას. როსტომს რამდენჯერმე გაუგზავნია იგი ირანში  საგანგებო დავალებებით. როესტომისავე რეკომენდაციით, შაჰ-სეფიმ 1656 წელს ფარსადანი ისფაჰანის ტარუღად დანიშნა. მანმადე მას მაჰმადიანობა მიუღია. უნდა აღინიშნოს, შაჰ-აბას I-ის დროიდან მოყოლებული, ისფაჰანის ტარუღას მოვალეობას ირანში ასი წლის განმავლობაში ქართველები ასრულებდნენ. ქართველის დანიშვნა ამ თანამდებობაზე შაჰის სტრატეგიული მიზანდასახულობით იყო განპირობებული. სეფიანთა ირანის დედაქალაქს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა ქვეყნის გაძლიერება-განმტკიცების საქმეშიის ირანული სამყაროს პოლიტიკური ცენტრი, უდიდესი სავაჭრო-სახელოსნო ქალაქი და ამავე დროს შაჰის დასაყრდენი იყო. ამდენად, ისპაჰანის ტარუღა შაჰის უახლოესი, ნდობით აღჭურვილი პირი და მის წყალობაზე დამოკიდებული ადამიანი უნდა ყოფილიყო.

ფარსადანს, დიდხანს არ მოუხდა ამ თანამდებობაზე ყოფნა. სპარსელი ისტორიკოსის მოჰამედ თაჰერის ცნობით, გამოუცდელმა ფარსადანმა ისფაჰანის მოსახლეობას დიდი და გაუმართლებელი მოთხოვნები წაუყენა, რამაც ქალაქის მცხოვრებთა აღშფოთება გამოიწვია. ამას დაემატა ირანის მდივანბეგის მტრული განწყობაც მის მიმართ; შაჰი ხშირად ფარსადანს ხშირად სამდივანბეგო სამსახუსაც ავალებდა, რაც ირანის მდივანბეგის ოღურლუბეგის პირადი შუღლის მიზეზი გახდა. მან აუმხედრა ფარსადანს ისფაჰანის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი. შაჰ აბას II-ის ბრძანებით დაინიშნა გამოძიება და ფარსადანი გაამართლეს, თუმცა შაჰის ფირმანით იგი მაინც გადააყენეს თანამდებობიდან, ოღურლუბეგს კი თვალები დათხარეს. შაჰმა ფარსადანს ეშიკაღასობა (ცერემონმეისტერობა) უბოძა, ამის შემდეგ ფარსადანი თავისი ცხოვრების 40 წელი ირანში გაატარა.

ფარსადან გორგიჯანიძეს თავის საისტორიო თხზულებაში ჩაურთავს ზოგიერთი ეპიზოდი, რომლებიც ნათელს ჰფენს მისი ბიოგრაფიის დეტალებს. იგი საკუთარ თავსუბრალოდ შებეზღებულადამიანს უწოდებს  და ამაში ქართველ მეფეებს ადანაშაულებს, თუმცა მისივე ავტობიოგრაფიიდან ვიცით, რომ როსტომმა მას დიდი ამაგი დასდო.

ცნობილია ისიც, რომ  ფარსადანი და მისი ძმა რაღაც მიზეზის გამო შაჰ-სეფის შეურისხავს და  შუშტარში გადაუსახლებია, სადაც ექვსი წელი ყოფილა: “შუშტარს უბრალოთ ტყუეთ ვიყავ ფარსადან ლექსის წერია”. ფარსადანი მეორე განსაცდელის შესახებაც გვიამბობს: 1689 წელს იგი გარეული აღმოჩნდა ერეკლე I-ის და მის ვაზირ ყიასას შორის ჩამოვარდნილ ინტრიგაში. ფარსადანი კიდევ ერთხელ შეურისხავთ. მას შემოსწყრა როგორც ქართველი მეფე, ისე ირანის შაჰი. ასე ცხოვრობდა და მსახურობდა ფარსადანი აბას II-ისა და სულეიმანის კარზე ირანში 40 წლის განმავლობაში. როგორც ირკვევა, ფარსადანი სწორედ ასეთშერისხვისწლებში იწყებდა ლიტერატურულ საქმიანობას.

ფარსადანმა ირანში დაწერა თავისი თხზულება. მანსწავლულ კაცთაკომისიაზე ბევრად ადრე სცადა სპარსული წყაროების საფუძველზე აღედგინაქართლის ცხოვრებისნაკლული პერიოდი _ XIV- XVII საუკუნეების საქრთველოს ისტორია. მან ქართული ისტორიოგრაფია არა მარტო შეავსო სპარსული წყაროებიდან ამოკრეფილი ცნობებით, არამედ  აღმოსავლური ისტორიოგრაფიის ტრადიციებიც შემოიტანა.

ფარსადან გორგიჯანიძისისტორიისპირველი სამი ნაწილი, რომელიც მოიცავს პერიოდს ქრისტიანობის გავრცელებიდან XVII საუკუნის 60-იან წლებამდეკომპილაციური ხასიათისაა. მისი წერისას ავტორს გამოუყენებია ზეპირგადმოცემები, ქართული, სპარსული და სომხური წყაროები. ფარსადან გორგიჯანიძისისტორიის”  შედარებამ თამარის ისტორიკოსის შრომასთან (“ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი”) დაასწლოვან მატიანესთანგამოავლინა მთელი რიგი ისეთი წაკითხვები, რომლებიცქართლის ცხოვრებისბევრად უფრო ძველი და სრული ნუსხიდან მომდინარეობენ, ვიდრე ჩვენთვის ცნობილი ნუსხებია. ამდენად, მისისტორიასრიგ შემთხვევაში პირველწყაროს მნიშვნელობაც კი ენიჭებაგორგიჯანიძისისტორია” 1694 წლის პირველ ნახევარზე წყდება. განსაკუთრებით ღირებულია XVII -ის ისტორიის მისეული გადმოცემა – 1635-1695 წლების ამბები, თვითმხილველისა და პროირანული ორიენტაციის მქონე ისტორკოსის მიერ ასახული მოვლენები.

ფარსადან გორგიჯანიძემ თავისისტორიაშიუცვლელად შეიტანა ისკანდერ მუნშის ცნობილი თხზულების ვრცელი მონაკვეთები. მუნშის თხზულებათარიხ- ალემ არა- აბასიშეიცავს შაჰ-აბასის ცხოვრების ვრცელ აღწერას, რისთვისაც გამოყენებულია მრავალრიცხოვანი წყაროები, მათ შორის XVI საუკუნის ისტორიკოსის ჰასან რუმლუს თხზულებააჰსათუნ თავარიხი” (“საუკეთესო ისტორიათა შორის”), რომელიც წარმოადგენს მსოფლიო ისტორიის ტიპის ვრცელ თორმეტტომიან თხზულებასფარსადანი იყენებდა აგრეთვე შერიფ ედ-დინ ალი იეზდის, ჰუსეინისა და სხვათა თხზულებებს, სომხურ წყაროებს;

გორგიჯანიძის თხზულებაში მნიშვნელოვანი ცნობებია წარმოდგენილი ირანის, საქართველოს, სომხეთისა და Aაზერბაიჯანის ისტორიიდან. ავტორი წერდა ხალხური, ბუნებრივი კილოთი, საინტერესოდ, ხშირად საკუთარი ინტერპრეტაციით წარმოადგენდა ისტორიულ ფაქტებს. მკვლევართა აზრით, თავისი პროფესიონალიზმით, პირუთვნელობითა და ობიექტურობით იგი არ ჩამოუვარდებოდა თანადროული სპარსელ ისტორიკოსებ და XVIII საუკუნის ევროპული იდტირიოგრაფიის სიმაღლეზე იდგა (. გაბაშვილი, . კიკნაძე).

ფარსადან გორგიჯანიძეს ეკუთვნის აგრეთვე ჯამი აბასის თხზულებისმუსლიმთა სამართლის წიგნისქართული თარგმანი და ქართულ-არაბულ-სპარსული ლექსიკონი, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ უძველეს უცხოენოვან ლექსიკონს საქართველოში.

ფარსადანმა გარკვეული წვლილი შეიტანაშაჰ-ნამესქართული ვერსიების ფორმირების საქმეშიც; მას გადაუწერიაროსტომიანი” – “მანუჩარით ბაჰმანამდის ორსა თვესა დავსწერია” – ამბობს იგი. აღნიშნული მონაკვეთი, ფაქტიურად მთელიროსტომიანი”, გადამწერის ოთხი ელეგიური სტროფის ჩანართით დაცულია ლენინგრადულ ხელნაწერში №15 და მისგან გადაწერილ S-1580-ში.

გორგიჯანიძის თხზულებები საინტერესოა თანადროული საზოგადოების ზნეობრივი სურათის წარმოსაჩენადაც; მაგალითად, ავტორი საკუთარ შვილს ურჩევს უპირველესად ქონების შეძენას, რადგან, მისი აზრით, “უქონობას ყოველი ჭირი სჯობს”; ამასთან ადამიანი მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა ზრუნავდეს, არავის უნდა ენდოს და სხვ. ავტორის ცხოვრებისეული პოზიციის შემუშავებაში, ცხადია, გადამწყვეტი როლი ითამაშა მძიმე პირადმა გამოცდილებამ, ქვეყნის ბედუკუღმართობამ, ფეოდალური საზოგადოების თავკერძობამ და გაუტანლობამ, რამაც თავისი დაღი დაასვა ფარსადან გორგიჯანიძის ცხოვრებას.   

 

 

 

    wyaroebi da  samecniero literatura:

  1. მ. ჯანაშვილი, ფარსადან გორგიჯანიძე და მისნი შრომანი,. ტფ. 1896

  2. s. kakabaZe, ფარსადან გორგიჯანიძე, საქართველოს ცხოვრება, საისტორიო მოამბე, ტ. II, თბ. 1925წ.

  3.  Gfhcflfy Ujhubl;fyblpt7Bcnjhbz Uhepbb7 gthtdjl H8 R8 Rbryflpt7 b B8D8Genehblpt7 N,bkbcb7 !))_8

     4.   ფარსადან გორგიჯანიძე, ქართულ-არაბულ-სპარსული ლექსიკონი, თბ. 1941

     5.   რ. კიკნაძე, ფარსადან გორგიჯანიძე და ”ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი”, თბ. 1975

     6.   H8 R8 Rbryflpt7 Jxthrb gj bcnjxybrjdtltyb. bcnjhb Uhepbb7 Gfhcflfy Ujhubl;fyblpt b 3Rfhnkbc w[jdht,f

 

 

moamzada Tamar abulaZem