მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
                 

 

 

 

ბესარიონ ბარათაშვილ-ორბელიშვილი

ქართლის კათალიკოს პატრიარქი 1724-1738. საეკლესიო მოღვაწე, მწერალი

 

 

      ბესარიონ ბარათაშვილ-ორბელიშვილი, გარეჯის იაონე ნათლისმცემლის მონასტრის ბერი, შემდგომ ქართლის კათალიკოს-პატრიარქი, ეკუთვნოდა ორბელიშვილ-ბარათაშვილთა გავლენიან და კულტურული ტრადიციების მქონე დიდებულ საგვარეულოს. მისი დაბადების თარიღი უცნობია. არაფერი ვიცით მისი მშობლების შესახებ, გარდა იმისა, რომ მათ რქმევიათ მარიამი და ბეჟანი. როგორც ჩანს, მშობლებს მისთვის კარგი განათლება მიუციათ. განსაკუთრებით გაწაფული ყოფილა ბესარიონი საღვთისმეტყველო ფილოსოფიასა და დოგმატიკურ მწერლობაში. XVIII საუკუნის ქართული სასულიერო მწერალობის აღორძინება მნიშვნელოვანწილად უკავშირდება ბესარიონ ორბელიშვილის სახელს.

ბესარიონი იყო პირველი ტაოსანი იმ დიდი ჲროვნული საქმისა, რომელსაც შემდგომ სათავეში ცაუდგა ანტონ I კატალიკოსი (.ქავთარია).

      ბესარიონი მოღვაწეობს ჯერ დავით გარეჯის უდაბნოში, ხოლო შემდეგ 1724 წლიდან 1737 წლამდე იგი ქართლის ეკლესიას მეთაურობდა.

      ცნობილია, რომ გარეჯის ბერმონზვნობა ყოველთვის ცხოველ ინტერესს იჩენდა ქვეყნისათვის საჭირბოროტო საკითხებისადმი. განსაკუთრებული სიმწვავით უპირისპირდებოდნენ ისინი ტყვეთა გამყიდველებს, ადებინებდნენ წერილობით პირობას, ემუქრებოდნენ შეჩვენებით და სხვ. როგორც ირკვევა, ბესარიონიც აქტიურად იყო ჩაბმული ტყვეებით მოვაჭრეთა წინააღმდეგ ბრძოლაში. შემონახულია მამია გურიელის ფიცის წიგნი ბესარიონისადმი, საიდანაც ჩანს, რომ ბესარიონი საგანგებოდ ჩასულა გურიაში სააგიტაციოდ ტყვეთა სყიდვის წინააღმდეგ: “...ჩუენსა საბატონოში მოხველით და ტყვის აღთქმისა დადება გვიქადაგეთ; ჩუენცა შევისწავეთ და ჩუენსა საბატონოს კაცსა გაუსყიდველობისა აღთქმისა და საფიცარი გამოვართვით...” (ქავთარია, 83).   კათალიკოსი მომსწრე იყო იმ მღელვარე მოვლენებისა, რომლებიც თან ახლდა აღმოსავლეთ საქართველოში ჯერ ოსმალთა, შემდეგ შემდეგ ყიზილბაშთა გაბატონებას. 1735 წელს, როცა ოსმალთა პოზიციები აღმოსავლეთ კავკასიაში და საქართველოშიც აშკარად შესუსტდა, ქართული საზოგადოება რუსეთში გადახვეწილი ვახტანგ VI-ის დაბრუნებას ითხოვდა და   სრულ მხარდაჭერას სთავაზობდა ქვეყნის საბოლოო განთავისუფლებისათვის ბრძოლაში. ქართველი  პოლიტიკოსების  გათვლებს და საზოგადოებრივ განწყობილებებს  სრულიად იზიარებდა ქართლის კატალიკოსიც, რასაც საუკეთესოდ გამოხატავს მისი წერილი, მიწერილი ვახტანგ VI-ისადმი ჯერ კიდევ 1733 წელს:

      “ამ ქვეყანას ვის ამწყრალებთ, ამისთანა დრო ქვეყნის მოხმარებისა და დაჭერისა არ ყოფილა არას ელმწიფის ჟამში. წინანდელელმწიფეთა და თქვენს მამა-პაოათა სიზნრითაც ენატრებოდა, მაგრამ ვინ აღირსებდა, ახლა რომ თქვენ დრო და საქმე გაქუსთ. თუ მოინდომებთ, მარტო ქართლს არა დაძველიდგან საზღვრებს სულ შემოიკრებთ. წინაღმდეგი არავინ ჰსჩანს ასეთი, რომ შეეძლოს რამე. ღმერთმან იცის, ამათ, ვისაც ეს ქვეყანა დაუგდევით, თავი ელთ აღარა აქვსთ. შენი მეზობელი რომ არის, არაფერი შეუძლიან, თუმცა შეეძლოს რამე, რადგან თქვენ ამ ქვეყანას ასე უინადეთ და აღარა ინაღვლეთ რა, ის დაიჭერდა. არცა რას ქართველნი ინაღვლიდნენ, ასე თავი მოსძულდათ. თუ ქართველთას ბრძანებთ, ღმერთმან იცის, ყოველს კაცს უნდა მანდედამ შეწევნა. ერთმანერთი აღარაფერი სამდურავი არის, ყოველმან კაცმან თქვენს ერთგულებაზედ პირი შეკვრეს კიდეც. ვისმე არ უნდოდეს, არას კაცს თქვენი წინააღმდეგობა არ შეუძლია. თქვენგან ცდა და გაბედვა და ყოვლის კაცის დამონება სწორე იქმნება. სამი-ოთხი პოლკონი გამოითხოვეთ და სხვა არც კი გინდათ. ამათი საჭმელიც და საქმეც ამათ დაადევით. თუ გინდათ, სარის, თუ არ გინდათ, მანდ სხდომა და ბატონი ბრძანდებოდეთ. ბოლოს რაც მოხდეს, ნურავის დააბრალებთ. არც ღმერთთან გექნებათ პასუხი, არც კაცთან. ამ ქვეყნის სისხლსა და წახდენას თქვენგან იძევს ღმერთი. და შვილიშვილიც ვეღარ იშოვნის ამ ადგილსა. ამას რატომ არა ხედავთ, თუ ყეენი გაძAლიანდა, თქვენ აღარ შეგეხვეწებათ, არც არას მოგცემთ, თუ დიდის ხვეწნით და შუამავლობით მოგცესთ, რაც უწინ იყო, მუარესობა იქმნება. და თუ მაგათ ეს მთის ადგილები უთქვენოთ დაიჭირეს, და რადგანაც ხელი მიყვეს, კიდეც დაიჭერენ, კიდევ უფრო გასუბუქდებით და მაგდენი ყურის მოგდებაც არა იქნება რა. სარის დრო,თუ გინდა, არას ელმწიფეს ეს დრო არა ჰქონიათ. ადექით, ადექით, ნუ ჰყოვნით, თავად ორნივ წამობრძანდით, უმჯობესია. თუ არა, შვილი გამოგზავნე. წინააღმდეგი აღარავინ არის. ეგ მთის ადგილები დაიჭირეთ, იქიდამ მთა და ბარი ელთ დაგრჩებათ, ვერცა რას ყეენი დაგაკლებთ, ვერცა რას ხვანთქარი და მაგათაც პირნათლად დარჩებათ, სამიდღემშიოდ ეგენი ზურგად გეყოლებიან. ეს არის დრო და ჟამი”.

      ბესარიონ ორბელიშვილის ლიტერატურული ინტერესები გარეჯაში გამოიკვეთა. აქ მისი მასწავლებელი ყოფილა არაგვის ერისთვისშვილი ხუცესმონაზონი იოსები, რომელიც 10 წლის ასაკიდან იზრდებოდა  მონასტერში. ბესარიონს ახლო ურთიერთობა ჰქონია მაქსიმე ბოვნელთან, რომელსაც იგი სულერ ძმას ეძახდა და მისთვის საგანგებოდ ხელნაწერიც გადაუწერია.

      ბესარიონი დავით გარეჯის ლიტერატურული სკოლის შესანიშნავი წარმომადგენელიაიმდროინდელ აღმოსავლეთ საქართველოში დავითგარეჯა იყო ქართული ლიტერატურული ცხოვრების უმთავრესი კერა, აქ არ შემწყდარა ლიტერატურული საქმიანობა თვით ყველაზე მძიმე წლებშიც. ბესარიონი ერთდროულად წარმოგვიდგება როგორც დამკვეთი, მეცენატი, გადამწერი და ხელნაწერთა შემკაზმელი. მას გაუვლია საკმაოდ საინტერესო გზა მწიგნობრობისა მანამ, სანამ საკუთარ შემოქმედებას წარუდგენდა იმდროინდელ საზოგადოებას

      შემორჩენილია ბესარიონის მიერ გადაწერილი ხელნაწერები. აღსანიშნავია, რომ მას იზიდავდა ასკეტურ-დოგმატური ხასიათის თხზულებები. 1697 წლამდე მას გადაუწერია ,, ლავსაიკონიდა ეფრემ ასურის თხზულებანი. 1695 წლამდე გადაწერილი აქვს ჟამის წირვა, 1697 წელს იგი წერს იოანე სინელის კლემაქსს. 1715 წელს კი დაწერა ,, ცხოვრებაი და მოქალაქეობაი წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენსა გრიგოლი ჰრომისა პაპისაი”.

აღსანიშნავია რომ ბესარიონის ყველა ხენაწერს თან ახლავს ბესარიონისვე ანდერძი.

      ბესარიონი დავით გარეჯის ლიტერატორთა შორის სარგებლობდა საერთო ავტორიტეტითა და პოპულარობით. იგი, სანიშნავი მქადაგებელიც ყოფილა, _ ანტონ კათალიკოსი მას პავლეს ადარებს. მის ირგვლივ თავს იყრიდნენ ლიტერატურით დაინტერესებული ახალგაზრდა ბერები, რომელთაც ბესარიონი წრთვნიდა და გზას უჩვენებდა. არსებობს ვარაუდი, რომ იგი ტიმოთე გაბაშვილის მოძღვარიც იყო. ამის დასტურად მიიჩნევა ტიმოთეს მიერ ბესარიონის  ,,გრდემლისგადაწერა.

      ქართული საეკლესიო მწერლობის ისტორიაში ბესარიონი თვალსაჩინო ფიგურაა. Mმას დიდი დამსახურება მიუძღვის ქართულ აგიოგრაფიულ კრებულის სრულყოფაში. იმდროინდელი მოწინავე ქართველი საზოგადოება  ეროვნული თვითშეგნების ასამაღლებლად უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა ეროვნული _ უცხო გავლენებისაგან თავისუფალი მწერლობის განვითარებას. ამ დროს დიდი აღმავლობა განიცადა ქართული საეკლესიო მწერლობის ტრადიციულმა დარგმა _ აგიოგრაფიამ. იქმნება უკვე არსებული აგიოგრაფიული თხზულებების მეტაფრასული (განვრცობილი) რედაქციები, იწერება ახლები, გაჩნდა ქართველ წმინდანთა აგიოგრაფიული კორპუსის შექმნის საჭიროება. აგიოგრაფია იყო საშუალება ეროვნული ისტორიის გააზრებისა მისი უშუალო გმირების ცხოვრების მაგალითების ჩვენებით. ინიციატივა ქართული კრებულის შედგენისა ეკუთვნის დომენტი IV კათალიკოსს, თუმცა მის მიერ შედგენილი კრებული არ იყო სრული. ბესარიონ კათალიკოსმა იგი საკუთარი თხზულებებით განასრულა. მან თავისი ცხოვრების ოცი წელი მოანდომა რაჟდენ პირველმოწამის, არჩილ მეფის, ლუარსაბ მეფის, ბიძინა ჩოლაყაშვილის, ელიზბარ და შალვა ქსნის ერისთავების  მეტაფრასული წამებების აღწერას, მასვე აღუწერია ისე წილკნელის ცხოვრება. ამ თხზულებებში მღელვარედ, უდიდესი გულისტკივილით არის მოთხრობილი რეალურად მომხდარი ტრაგიკული ამბები, რომლებიც მკითხველსა თუ მსმენელში აღვივებდნენ პატრიოტულ სულისკვეთებას.

      ბესარიონ კათალიკოსის სახელი ქართული მწერლობის  ისტორიაში მაინც უმთავრესად დაკავშირებულია პოლემიკურ ნაშრომთან _ ,,გრდემლი”, რომელიც  ავტორს დავით გარეჯის უდაბნოში დაუწერია. ამ ნაწარმოების შექმნისაკენ ავტორს უბიძგა  საქართველოში კათოლიკობის პროპაგანდის გაძლიერებამ. კათოლიკე მისიონერებს საერო ხელისუფალნი კარგად იღებდნენ და ხელს უწყობდნენ მოსახლეობისათვის სასარგებლო საქმიანობაში, ხშირად დესპანებადაც იყენებდნენ დასავლეთ ევროპის ხელისუფლებთან, მაგრამ ქართველი სამღვდელოება კათოლიციზმით გატაცებაში საფრთხეს ხედავდა ეროვნული თვითმყოფადობისათვის, საფრთხეს ხედავდნენ ისინი ქართული ენისათვისაც, რადგან ვატიკანი მხოლოდ ლათინურ ენას და ლათინურ ლიტურგიეს ცნობდასაზოგადოებისათვის ამ საფრთხეების შესაცნობად არის  დაწერილიგრდემლი”. ბესარიონი კარგად იცნობს კათოლიკობისა და მართლმადიდებლობის დაპირისპირების ისტორიას, აყალიბებს ძირითად დოგმატურ განსხვავებებს, რომლებიც საბოლოოოდ გაფორმდა .. ფლორენციის კრებაზე. ბესარიონი საგანგებოდ განიხილავს კათოლიკურ დოგმატებს  და მათ განსაქიქებლად იმოწმებს ძალზე ფართო სპექტრის საღვთისმეტყველო ლიტერატურას.

      ძველ საქართველოში ,,გრდემლიდიდი პოპილარობით სარგებლობდა. ანტონ I კატალიკოსი თავის განთქმულწყობილსიტყვაობაში” Mგანსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს ბესარიონის, როგორც პოლემისტის, სიტყვის ძალას და ინტელექტს:

ბესარიონმან, კაცმან მარალ გონებამ,

მონაზონებრთა, ჰშრომათაგან ნეტარმან,

მწყსა ეკლესია ქრისტესი წესიერად,

სიტყვით მგელთაგან, სიტყვითა ჰსცვიდა სამწყსოს

 

 

 

 

 

    wyaroebi da samecniero literatura:

xelnawerebi: xec: A- fondi #148, #198, AD- 506, SD- 2351, S- 2938, sae, fondi 1448, sab. #955.

  1. luarsabis martviloba/ Zveli qarTuli literaturis qrestomaTia, Sedgenili s. yubaniSvilis mier, I, Tbilisi, 1946.
  2. m. qavTaria, ,,besarion orbeliSvilis cxovreba da moRvaweoba, ,, xelnawerTa institutis moambe “ I, 1959, gv.75-113.
  3. d. lomiZe, yizilbaSoba 1735-1749 wlebis aRmosavleT saqarTveloSi, Tbilisi, 2007.
  4. p. karbelaSvili, ierarqia saqarTvelos eklesiisa, Tbilisi. 1930w.
  5. k. kekeliZe, qarTuli literatuirs istoria, I, Tbilisi, 1980.
  6. T, Jordania, qronikebi, II, 1898.
  7. el. Mmetreveli, qarTuli agiografiuli krebuli da misi Semdgeneli, puSkinis saxelobis Tbilisis saxelmwifo pedagogiuri institutis moambe, VIII. 1950.

 

 

moamzada ana baqraZem