მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

დომენტი IV, კათალიკოსი

ქართლის (აღმოსავლეთ საქართველოს) კათალიკოსი XVIII . პირველი მეოთ-ხედში

 

 

 

დომენტი კათალიკოსი იყო შვილი ირანის მდვანბეგის და ქართლის ჯანიშინის, ლევან მუხრანბატონისა (ქართლის მეფის ვახტანგ V-ის ძე) და თუთა გურიელისა (ქაიხოსრო გურიელის ასული). დომენტი ბატონიშვილი უნ-და დაბადებულიყო 1677 წელს. (1678 წელს გარდაიცვალა დომენტი ბატონიშ-ვილის დედა, თუთა გურიელი). ლევან ბატონიშვილს დაობლებული შვილების გასაზრდელად სასახლეში გამზრდელი მიუყვანია, ვინმე Bბარბარა. იერუ-სალიმის ჯვრის მონასტრის ერთ-ერთ ქართულ ხელნაწერზე 1688/1689 მო-თავსებულ მინაწერში დომენტი კათალიკოსი დიდი მადლიერებითა და პა-ტივისცემით იხსენიებს თავის გამზრდელს: “.. ეჰა, შენ, წმიდაო დავით წი-ნასწარმეტყველო, შემწე მეყავ ტომსა შენსა, ქართველთ ბატონიშვილს, დომენტი-ყოფილს დამიანეს. ოდეს მოველ, თაყვანი ვეც მე ცოდვილმა წმიდა ქალაქს. მოიხსენე, უფალო გამზრდელი ჩემი ბარბარა~.

დომენტი ბატონიშვილს ბავშვობიდანვე ამზადებდნენ საეკლესიო ცხო-ვრებისათვის. XVII საუკუნის 80-იან წლებში ლევან ბატონიშვილის მიერ პა-პუა მაღალაძისათვის მიცემულ წყალობის სიგელში ის უკვე ბერად მოიხ-სენიება. მუხრანის ბაგრატიონთა მწიგნობრობით განთქმულ ოჯახში დომენ-ტის იმდროინდელ ქართულ არისტოკრატულ ოჯახებში მიღებული განათლება მიუღია. დომენტი კათალიკოსის კულტურულ-ლიტერატურული მოღვაწეობა მოწმობს, რომ მას კარგად სცოდნია როგორც საერო, ასევე სასულიერო მწერლობა და უცხო ბერძნული და თურქული ენები.

1689 წელს იერუსალიმის ჯვრის მონასტერში მყოფი ახალგაზრდა ბერი პატრიარქ დოსითეოზს იეროდიაკონად უკურთხებია. იერუსალიმში ის ავად გამხდარა. დომენტის მონასტრის ძმების დახმარებით შეუნარჩუნებია სიცო-ცხლე. იერუსალიმში ყოფნის დროს დაახლოვებია დომენტი ანთიმოზ ივერი-ელს და სტამბის მოღვაწეებს. მათგან დომენტი ბატონიშვილს შეუსწავლია წიგნის ბეჭდვის საქმე. საქართველოში დაბრუნების შემდეგ დომენტი არჩილ მეფესთან (დომენტი კათალიკოსის ბიძა) ერთად რუსეთში წასულა.

იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ქართული ხელნაწერების მინაწერებში დომენტი კათალიკოსი თავის თავს ორი სახელით დომენტი-ყოფილ დამიანედ მოიხსენიებს. როგორც ჩანს, ბატონიშვილ დომენტის კურთხევის შემდეგ მი-უღია სახელი დამიანე (.რაფავა), სხვა მოსაზრებით დომენტიმ სახელიდა-მიანემიიღო იერსულამში, სადაც გადაუწყვეტია სადაც მას  განუზრახავს მას დიდი მაზარის (დიდი სქიმა) შემოსვა და სახელად მიუღია დამიანე.

იოანე ბატონიშვილის დახასიათებით: `მამა დომენტი კათალიკოზი ... იყო მონოზონებით სრული, მეცნიერი და საღმრთოთა წერილთა შინა გა-მოცდილი, ამასთან მყუდრო, მშვიდი და მდაბალი, და ფრიად მლოცავი, პოლეტიკისა შინაცა კარგი ესრეთ, რომელ მტრენიცა მისნი ჰყვარობდნენ. და მრავალგზის დაშვრა ესე ქართველთათვის ყაენთან თუ ხონთქართან გაგზავ-ნით. და ესრეთ კეთილად დაასრულა ცხოვრება თვისი~.

1702 წელს ქართლის გამგებელი გახდა ვახტანგი (დომენტის ძმა). ის ენერგიულად შეუდგა ქვეყნის განვითარებისათვის საჭირო ღონისძიეების გა-ტარებას. ვახტანგმა უპირველეს ამოცანად დაისახა მოშლილი საეკლესიო წე-სების აღდგენა. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, 1705 წელს: `შეითქუნენ ეპისკოპოსნი და არქიმანდრიტნი და არღარა ინებეს ნიკოლაოზ (ქართლის იმ-ჟამინდელი კათალიკოსი), რამეთუ არს სოფლიერი, და ევდემოსს დაუდვეს უმეცრება, და გამორჩევით დაადგინეს, ნებითა ვახტანგისითა, კათალიკოზად დომენტი ძე ლევანისა და ძმა ვახტანგისა, ახლად მოსრული რუსეთიდამ...” დომენტის აღსაყდრების შესახებ ცნობები დაუცავს იასე ტლასაძეს (“კალი-კოზ-ბაქარიანი”):

 

`კათალიკოსად ვეკურთხე ტარ ჟანი ბანი ჯდებოდა,

ჩემი ძმა იჯდა ხელმწიფედ, ჩემ ზეით ვინ დაჯდებოდა.

რასაც შევატყვი ჭკუითა, ის ჩემი რჩევა ჯდებოდა,

როგორ მეგონა სხვა ბერი ჩემს ტახტზე ვინ დაჯდებოდა~.

 

ამ ცნობის თანახმად (ტარ-ჟან-ბანი), დომენტი კათალიკოსად 1704 წელს უკურთხებიათ, თუმცა თავად კათალიკოს დომენტის ბეჭდებზე ამოკვეთილი თარიღებში 1705 წელია მითითებული. გარდა ათარიღისა, დომენტის ერთ-ერთ ბეჭედზე ამოკვეთილია წარწერა `კათალიკოზ-პატრიარქი დომენტი...~ ჩანს, დომენტი კათალიკოსმა აღიდგინა პატრიარქის ტიტული. ეს კი დიდი მნიშვ-ნელობის ფაქტი იყო იმდროინდელი ქართლისათვის. ქართველ კათალიკოსთა ტიტულატურაში პატრიარქის ტიტულის აღდგენა ქართული ეკლესიის ავ-ტოკეფალურობას უსვამდა ხაზს და ფორმალურად მსოფლიო იერარქიების _ ანტიოქიის, კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, იერუსალიმის პატრიარქების თანასწორად წარმოადგენდა ჩვენ ეკლესიას (. ქავთარია).

დომენტი კათალიკოსი დიდი მონდომებით შეუდგა საეკლესიო საქმეების მოწესრიეგებას _ დაიწყო საეკლესიო სამართლის ამოქმედება, სამწყსოთა სადაო საზღვრების გადაშინჯვა, სამეურნეო საქმეების მოწესრიგება, სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა ტყვეებით ვაჭრობას. დიდ ყურადრებას აქცევდა იგი მრევლის მორალურ-ზნეობრივი შეგნების ამაღლებას. დომენტის მეცადინეო-ბით მცხეთის ტახტმა დაიბრუნა დაკარგული მამულები კახეთში, რისთვისაც 1707 წელს შაჰის ნებართვა მიუღია.

1712 წელს ვახტანგ ჯანიშინის (ვახტანგ VI) ირანში გაწვევამ დიდი ხნით შეაფერხა საქართველოს კულტურული აღმავლობის პროცესი, რომელ-საც სათავესი ვახტანგი და დომენტი კათალიკოსი ედგნენ. ქართლის გამგე-ბლობა ვახტანგმა ტავის უმცროს ძმას სვიმონ ბატონიშვილს გადასცა. არსე-ბობს ფრანგი კათოლიკე მისიონერების ცნობები, თითქოს 1715 წელს დომენ-ტის უცდია ხელში ჩაეგდო ქართლის ტახტის განზრახვა სპარსეთის შაჰისათ-ვისაც უცნობებია. თითქოს დომენტი ისპაჰანშიც ჩასულა, მაგრამ ლევანს (დომენტის მამა) უღირსი მოქმედებისათვის შვილი დაუსჯია (. ტაბაღუა). ასეთ ფაქტებს არც თანადროული ქართული წყაროები  (“მე მამიგონეს ტყუილი, კაცის ყურს სმენოდეს აროდეს~_ისე ტლაშაძე, `კათალიკოს-ბაქარიანი~) და არც იმდროინდელ მოვლენათა ქრონოლოგია ( ლევან ბატონ-იშვილი გარდაიცვალა 1709 წელს). (. ქავთარია). დომენტი IV-ის აღმსარე-ბლობის შესახებ . თამარაშვილი მიუთითებს ვატიკანის არქივში დაცულ ერთ ცნობაზე, რომლის თანახმად, 708 წელს, ირანში ყოფნის დროს, დომენტი დაკავშირებია კარმელიტ ბერებს და განუცხადებია მზადყოფნა მიეღო კათო-ლიკობა. ეს შეუტყვია შაჰს და მისგან გამაჰმადიანება მოუთხოვია, ამიტომ კათალიკოსს გამოპარვა დაუპირებია. როგორც შემდგომი მვლენებიდან ჩანს, დომენტის კათოლიკურ აღმსარებლობაზე გადასვლის განზრახვაზეც (იმდრო-ინდელი ბევრი ქართველი მოღვაწე კათოლიკობასთან ქვენისადმი დასავლეთის დახმარების იმედს აკავშირებდა) აუღია ხელი.

ირანიდან დაბრუნების შემდეგ ის ჩვეული გულმოდგინებით აგრძე-ლებდა მოღვაწეობას ქართული ეკლესიის გაძლიერებისათვის.

ვახტანგის ირანში წასვლის შემდეგ ქართლში პოლიტიკური სიტუაცია მკვეთრად დაიძაბა. ვახტანგი რჯულის გამოცვლაზე უარს აცხადებდა, ამიყ-ტომ მისი ირანში ყოფნა გაჭიანურდა. ამასობაში ქართლში შეუპოვარი ბრძოლა გაჩაღდა ტახტის მაძიებელ ბატონიშვილთა შორის. ქვეყნისათვის განსაკუთრებულად საზიანო იყო გამაჰმადიანებული ტახტისმაძიებლის, იესე ბატონიშვლის მოქმედებები. რა მოიმოქმედა ამ დროს დომენტი კათალიკოს-პატრიარქმა? მან საეკლესიო კრება მოიწვია, სადაც, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, გადაწყდა, ნება დაერთოთ ვახტანგისათვის მიეღო მაჰმადიანობა. ამით დომენტი კათალიკოსმა საფრთხის ქვეშ დააყენა საკუთარი რეპუტაცია და გადაიმტერა ტახტის მოსურნე ძმები. სვიმონ ბატონიშვილს `ზაკვით~ შეუ-პყრია კათალიკოსი და ბაქარ ბატონიშვილთან გაუგზავნია, “რათა აღმოხადოს თუალნი. გარნა არა ჰყო ესე დედოფალმან რუსუდან (ვახტანგ VI-ის მეუღლე) იყოფებოდა მათ თანა პატივით~.

1714 წელს  ქართლში სპარსოფილობით გამორჩეული იესე გამეფდა. პატივ-სცა დომენტის და დაადგინა კუალად კათალიკოსად~. კათალიკოს-პატრიარქსა და მის მაჰმადიან ძმას შორის ურთიერთობა, როგორც ჩანს, სიამტკბილობით არ გამოირჩეოდა. იესეს უგვანო საქციელმა, მისმა მრავალ-ცოლიანობამ, განცხრომის მოყვარულობამ, არაეკლესიურმა და არაეთიკურმა ცხოვრების წესმა ქართული სამღვდელოების აღშფოთება გამოიწვია. ვახუშტი ბატონიშვილის გადმოცემით, იესე `ამხილეს კათალიკოზ-ეპისკოპოზთა ...”

ვახტანგ VI-ის თანამოაზრე და თანამოღვაწე დომენტი კათალიკოსისათ-ვის ჯერ სიმონის, შემდეგ კი იესეს მმართველობის ხანა მძიმე იყო. 1619 წელს ვხტანგ VI საქართველოში დაბრუნდა. ირანიდან მისი გამოშვების მიზანი იყო შეეჩერებინა ირანის პროვინციებზე ლეკთა მარბიებელი თავდასხმები და კვლავ დაპირისპირებოდა ავღანებს. ვახტანგი შეეცადა ირანის ნდობა სა-ქართველლოსათვის სასიკეთოდ გამოეყენებინა, მაგრამ ურთულესმა საერ-თაშორისო ვითარებამ და კავკასიის პოლიტიკაში რუსეთის  ჩართვამ მდგო-მარეობა კიდევ უფრო დაძაბა. 1723 წელს ქართლში ოსმალთა ბატონობის პე-რიოდი დაიწყო. ვახტანგი მრავალრიცხოვანი ამალით რუსეთს გაემგზავრა ქვეყანაში დატრიალებულმა უბედურებამ რადიკალურად შეცვალა დო-მენტი კათალიკოსის შემდგომი ცხოვრება. ოსმალთაგან განრიდებას კათალი-კოსი მცირე ხანს ლორის ციხეში ცდილა. აქედან ქსნის საერისთავოში მი-სულა. სამი თვის შემდეგ თბილისსი დაბრუნებულა. 1725 წელს დომენტის სტამბოლში წვევის ფირმანი მოუვიდა. `შემდგომად მიინდო ფაშამ კათალოზი დომენტი. არამედ კათალიკოზი ევედრა, რათა წარავლინოს წინაშე ხონთქრი-სა, რამეთუ ჰგონებდა მუნით ლხინებასა რასმე ქართლისასა~ (ვახუშტი ბა-ტონიშვილი).

ქვეყნისათვის დამაშვრალი კათალიკოს-პატრიარქი სტამბულში ჩავიდა. იგი პატივით მიიღეს, `მისცეს პატივი დიდი უმეტესი პატრიარქთა და უსმინეს ყოველნი” (ვახუშტი), მაგრამ აქ მას ახალი განსაცდელი ელოდა. ოსმალთაგან თბილისში დასმულმა ისაყ ფაშამ კათალიკოსის მაღალი ავტორიტეტის დასა-ცემად იგი სულთნის კარზე დააბეზღა, რის გამოც  კათალიკოზი თენადოსის კუნძულზე გადაასახლეს. გადასახლებაში დომენტი კათალიკოსმა 15 წლი გაატარა და მხოლოდ 1739 წელს დაბრუნებულა საქართველოში (. ქავთარია). ქართველმა სამღვდელოებამ დომენტი კათალიკოსს დიდი პატივი მიაგო და ჩამოსვლისთანავე კათალიკოსის ტახტზე დასვა. კათალიკოს-პატრიარქი კვლავ ჩვეული ენერგიით შეუდგა ეკლესიაზე ზრუნვას.

აყსაყდრების დღიდან მოყოლებული სიცოცხლის ბოლომდე, დომენტი კათალიკოსი სათავეში ედგა ყოველგვარ კულტურულ საქმიანობას საქართ-ველოში. კათალიკოს-პატრიარქი ბევრ დროს და სახსრებს ახმარდა ქართველი საეკლესიო მოღვაწეების მარად საზრუნავ საქმეს _ საეკლესიო წიგნების მო-პოვებას, მათ გადაწერა-გამრავლებას. ცნობილია მისი მეცადინეობით 1705-1710 წლებში გადაწერილი ოთხთავი, ეფრემ ასურის და ბასილი დიდისასკეტიკ-ონები”. დომენტის ინიციატივით შეუდგენიათ ეროვნულ წმინდანთა მო-ქალაქეობრივი ღვაწლის ამსახველი ჰაგიოგრაფიული კრებული. დიდი შრომა გაუწევია დომენტი კათალიკოსს ახალი რედაქციის სადღესასწაულოზე (A-425). დომენტის ინიციატივით მასში შეუტანიათ იმ ქართველ წმინდანთა სვი-ნაქსარული ცხოვრებანი, რომლებიც მანამდე მხოლოდ იხსენიებოდნენ. ესენია: აბიბოს ნეკრესელის, ანტონ მარტყოფელის, კოსტანტი კახის, წმინდა ნინოს, აბოს, გობრონის, დავით და კონსტანტინეს, პეტრე იბერის, ქეთევანის სვი-ნაქსარული ცხოვრებათა ახალი, მანამდე უცნობი რედაქციები. დომენტი კათალიკოსს დიდი ამაგი დაუდია `კურთხევანისერთ-ერთი რედაქციის შექმ-ნაზე. ხელნაწერი მას დასაბეჭდადაც გაუმზადებია და საკუთარი ხარჯით დაუბეჭდინებია კიდეც ვახტანგ VI-ის სტამბაში (A-420; 4 -).

დომენტი კათალიკოსი გარდაიცვალა 1742 წლის იანვარში. ის დაკრძა-ლული იქნა მცხეთაში.

 

 

 

wyaroebi da samecniero literatura:

xelnawerTa erovnuli centris xelnawerebi:  Ad-30; Ad-323.

1.        T. Jordania, qronikebi, 3, Tbilisi, 1967, gv, 21-22. 157.

2.       ioane batoniSvili, kalmasoba, qarTuli proza, VI, Tbilisi, 1984, gv. 494).

3.       vaxuSti batoniSvili, aRwera samefosa saqarTvelosa, qarTlis cxovreba, IV, teqsti dadgenili yvela ZiriTadi xelnaweris mixedviT s. yauxCiSvilis mier, Tbilisi, 1973 w., gv.460, 481.

4.       iese tlaSaZe, baqariani, gamosacemad moamzada sol. yubaneiSvilma. Tbilisi, 1962 gv. 39.

5.       m. TamaraSvili, `istoria kaTolikosobisa qarTvelTa Soris, Tbilisi, 1902.

6.       i. tabaRua, saqarTvelo-safrangeTis urTierToba, Tbilisi, 1972, gv. 288, 304.

7.       p. karbelaSvili, ierarqia saqarTvelos eklesiisa. Tbilisi, 1904, gv. 131.

8.       i. doliZe, qarTuli samarTlis Zeglebi, III, Tbilisi, 1970, gv. 644.

9.       qarTul xelnawerTa aRweriloba, A koleqcia, I, Tbilisi, 1973 gv. 126, 212; I2, Tbilisi, 1976. gv. 81, 332-335.

10.    pirTa anotirebuli leqsikoni, I, Tbilisi, 1991, gv 324).

11.     m. qavTaria, ramdenime sakiTxi domenti kaTalikosis biografiidan, kreb. `literaturuli Ziebani~ XXIII, Tbilisi, 2002, gv 119-122.

12.    m. rafava, ierusalimuri koleqciis qarTul xelnawerTa minawerebis mniSvneloba me-17 s. saqarTvelos istoriisaTvis, enisa da literaturis seria, 1-4, 1999, gv 194-195.

13.    g. paiWaZe, vaxtang VI, Tbilisi, 1981, gv. 32.

 

 

 

 

moamzada naTia fsuturma