მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

წმ. აბო თბილელი

 

 

 

არჩილი მეფე, წმინდანი

ძე სტეფანოზ ერისმთავარისა, ქართლის ერისმთავარი/მეფე VIII . შუა ხანებში, მოკლეს არაბებმა ქრისტიანობის ერთგულებისათვის, ხსენების დღე 21 ივნისი.

 

 

 

წმ. მოწამე არჩილი იყო ქართლის სამეფო დინასტიის, ფარნავაზიან-ხოსროიანთა შთამომავალი, ძე სტეფანოზ ერისმთავრისა, უმცროსი ძმა ერისმთავარ მირისა. ატენის სიონის ფრესკულ წარწერაში სტეფანოზის მოხსენიება, როგორცქართველთა და მეგრელთა ერისთავთ-ერისთავთა უფლისა”, უჩვენებს, რომ სტეფანოზის ხელქვეით ამ დროს ქართლისა და დასავლეთ საქართველოს დიდი ნაწილი იყო გაერთიანებული. ამ პოლიტიკური ვითარების ანარეკლია ისც, რომ მურვან ყრუსაგან განრიდებული მირი და არჩილი დიდი ამალით ეგრისში და შემდეგ აფხაზეთში გადადიან

 “ქართლის ცხოვრებაშიარჩილის პირველი ხსენება სწორედ ამ ლაშქრობასთანაა დაკავშირებული, რომელიც უნდა მომხდარიყო 735/736 წელს. ამ დროს არაბთა სარდლის, მურვან ყრუს ძირითადი ამოცანა იყო ხაზარების შემუსრვა, მაგრამ გზად ქართველების დასჯაც ჰქონდა განზრახული, რომლებმაც 729/730 წელს ხაზარების დახმარებით არაბთა სარდალი ჯარაჰ იბნ-აბდალაჰი სასტიკად დაამარცხეს.

დასავლეთში გადასული ერისმთვარი მირი და მისი ძმა არჩილი აფხაზთა ერისთავ ლეონთან ერთად ანაკოფიის ციხეში გამაგრდნენ. არაბები დადევნებიან მირსა და არჩილს და გზადაგზა დაუნგრევიათყოველნი ქალაქნი და სიმაგრენი ეგრისის ქუეყანისანი...” (სწორედ ამ ლაქშქრობის დროს შეიპყრეს არაბებმა არგვეთის მთავრები დავით და კონსტანტინე). გადამწყვეტი ბრძოლის წინ, მემატიანის გადმოცემითმირი და არჩილი მხურვალედ ლოცულობდნენ ღვთისმშობლის ხატის წინაშე. ღამით წამოსულა ძლიერი წვიმა, ამის შედეგად აბაშა და ცხენისწყალი ისე ადიდებულან, რომ ნაპირები მოურღვევიათ და თან წაულეკიათ იქვე დაბანაკებული მტრის ჯარი. მტერს დიდი ზარალი უნახავს. მეორე დღეს გამართულ ბრძოლაში ქართველებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს. არაბთა მხედრობა უკან დახევისას  კოლხეთის ჭაობებში ჩაეფლო და მხოლოდ მცირე ნაწილმა ძლივს მოახერხა გურია-სპერის გზით ქვეყნიდან გაღწევა.

ანაკოფიის ბრძოლაში მძიმედ დაიჭრა მირიც. სიკვდილის წინ მირმა, რომელსაც ვაჟი მემკვიდრე არ ჰყავდა, არჩილს უანდერძა სამეფოს ნახევარი, რომლის შემადგენლობაში შედიოდა: ეგრისი, სვანეთი, თაკვერი, არგვეთი და გურია. მეორე ნახევარი, ანდერძის თანახმად, უნდა განაწილებულიყო მირის შვიდ ასულს შორის, რომლებიც უნდა მიეთხოვებინათ შვიდი ერისთავისათვის. არჩილმა შეასრულა ძმის ანდერძი, ძმისწულები დააქორწინა ერისთავებზე და მემკვიდრების უფლებით მისცა მათ მამულები. კახეთის მიწები დაურიგა თავის ყმა-აზნაურებს (ვასალებს). ამგვარად, არჩილის ამ ღონისძიების წყალობით, ერისთავების ფაქტობრივ გამთავრებას ლეგიტიმური საფუძველი მიენიჭა

მშვიდობიან წლებში არჩილმა დიდი სააღმშენებლო სამუშაოები წამოიწყო აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში: ბიზანტიის საზღვარზე, გურიაში, ააშენა ციხე-სიმაგრიე, დაიწყო არაბთაგან აოხრებული ქართლის მოშენება. განსაკუთრებით დიდი სამუშაოები ჩაატარა არჩილმა კახეთსა და ჰერეთში. აქ მან ააშენა რამდენიმე ეკლესია, ქრისტეს რჯულზე მოაქცია ნუხპატელები (ისტორიული ალბანეთის ერთ-ერთი მკვიდრი ტომი). ვასალური ურთიერთობის წესზე არჩილმა შეივრდომა არაბთაგან დევნილი  სომეხი წარჩინებულები, მათ შორის ბაგრატუნთა სახლის წარმომადგენლები და მათ შაქსა და ჰერეთში. ამრიგად, არჩილის დროს, მემატიანეთა ჩვენებით, ქართლის პოლიტიკურ სივრცეში ძალზე ფართო არეალია მოქცეული, სადაც ვრცელდება ქართული ფეოდალური კულტურის მძლავრი ნაკადი. როგორც ჩანს, ამიტომაც უწოდებენ წყაროები არჩილს მეფეს.

ლეონტი მროველის მონათხრობის მიხედვით, არჩილის მეფობის დასასრულს კვლავ შემოიჭრნენ არაბები. მათ მოაოხრეს ქართლი და კახეთში შესაჭრელად ემზადებოდნენ. მათი შეჩერების მიზნით, მოხუცი არჩილი თავად ეახლა არაბთა სარდალ ჭიჭნაუმ-ასიმს და სთხოვა, არ დაენგრია ქვეყანა და მოსახლეობისათვის გამაჰმადიანება არ დაეძალებინა. ჭიჭნაუმ-ასიმმა იგი კარგად მიიღო, აღუთქვა საბოძვარი და მფარველობა, თუ კი იგი გამაჰმადიანდებოდა. არჩილმა მტკიცე უარი განუცხადა არაბ სარდალს. ჭიჭნაუმს არ სურდა არჩილის დასჯა, რადგან მოეწონა მხნე მოხუცი და მის მიმართ პატივისცემის გრძნობა აღეძრა, ამიტომ მისი დაპატიმრება ბრძანა იმ იმედით, რომ დროთა განმავლობაში დაიყოლიებდა მას რჯულის გამოცვლაზე.

ამ დროს სარდალთან მისულა ერთი გამაჰმადიანებული გარდაბნელი მთავარი, რომელსაც ძველი სასისხლო დავა ჰქონია არჩილის სახლთან. შურისძიების მიზნით ამ კაცმა შეაგულიანა არაბთა სარდალი, აუწყა, რომ არჩილმა იცოდა ქართლის მეფეთა საგანძურის ადგილსამყოფელი, აგრეთვე იმ განძის ადგილი, რომელიც ვითომ ჰერაკლე კეისარს დაუფლავს ქართლში ყოფნის დროს. ასიმმა მოაყვანინა არჩილი, კვლავ მოსთხოვა გამაჰმადიანება და  საგანძურის ადგილის გამხელა. სამაგიეროდ შეჰპირდა ქართლის მიცემას.

არჩილმა იუარა ასეთი ადგილების ცოდნა და განაცხადა, რომ არ გაცვლიდაწარუვალ დიდებას” (ქრისტეს რჯულს) მსწრაფლ წარმავალ დიდებასა და პატივზე. მაშინ სარდალმა ბრძანა არჩილის სიკვდილით დასჯა. განაჩენის აღსრულების შემდეგ კახეთიდან მოსულან არჩილის ერთგული ყმები _ გოდერძიანები და მამეანები, მოუპარავთ მეფის ცხედარი და წაუსვენებიათ ნოტოკრას (ერწო, მცხეთის ჩრდილოეთი მხარე), სადაცარჩილისავე აშენებულ ეკლესიაში მიაბარეს მიწას. წყარო გვაუწყებს, რომ არჩილის ცოლმა უხვად დაასაჩუქრა ეს პირები.

აარჩილის გრდაცვალების სავარაუდო თარიღი დღემდე საკამათოდ რჩება, რადგანქართლის ცხოვრებისის ფენა, რომელშიცარჩილის ცხოვრებაარის შესული, ქრონოლოგიურ წყვეტილებს შეიცავს. ამიტომ მისი გარდაცვალების სავარაუდო თარიღი მერყეობს 744-დან 787 წლამდე

თუ როდის დააწესა ეკლესიამ მისი ხსენების დღე, ზუსტად ცნობილი არ არის, მაგრამ იმას, რომ ეს მისი აღსრულებიდან მალე მომხდარა, ადასტურებს იოანე-ზოსიმეს კალენდარი (X საუკუნისს II ნახევარი), რომელშიც არჩილის ხსენება მოდის 15 იანვარზე.

არსებობს მოსაზრება, რომარჩილის წამება”, რომელიც ლეონტი მროველს მიეწერება, ემყარება არჩილის თანამედროვის მონათხრობს და ჯუანშერის თხზულებას (. ხოშტარია-ბროსე).  ორივე ეს თხზულება საფუძვლად დაედოარჩილის წამების” XVIII საუკუნეში შესრულებულ ორ ახალ ვერსიას. პირველი ეკუთვნის ბესარიონ ორბელიშვილს (ქართლის კათალიკოსი 1730-1737 წლებში), რომელსაც მეტაფრასული მწერლობისათვის დამახასიათებელი ხერხებით გადაუმუშავებია პირველწყაროებიავტორი ამდიდრებს თავის თხრობას ემოციური შეფერილობის პასაჟებით  და არჩილის სახეში ქრისტიანული რწმენის ერთგულების იდეას ოსტატურად აერთიანებს სამშობლოს სამსახურის იდეასთან. მეორე ვერსიის ავტორია ანტონ ბაგრატიონი (ქართლის კატალიკოსი 1744-1786 წლებში). მან თავისმარტირიკაშიშეიტანაარჩილის წამებაც”, რომელსაც დაურთო ვრცელი საღვთისმეტყველიო შესავალი და გმირის სულიერი თვისებების წარმომჩენი შესხმა-ქება. ანტონს ეკუთვნის აგრეთვე არჩილისადმი მიძღვნილი 2 ჰიმნოგრაფიული კანონი. ისინი შეტანილია ანტონის თვენში (-1464). არჩილის ხსენების დღე ანტონმა გადაიტანა 21 ივნისს, რათა არ დამთხვეოდა დიდმარხვის დღეებს.

 

 

 

      wyaroebi da samecniero literatura:

  1. juanSeri, “arCil Ze stefanozisa...”, /qarTlis cxovreba I, teqsti dadgenili yvela ZiriTadi xelnaweris mixedviT s. yauxCiSvilis mier, Tbilisi, 1955, 241-244.

  2. leonti mroveli, “wameba wmidisa da didebulisa mowamisa arCilisi, romeli iyo mefe qarTlisa” /qarTlis cxovreba I, teqsti dadgenili yvela ZiriTadi xelnaweris mixedviT s. yauxCiSvilis mier, Tbilisi, 1955, 245-248.  

  3. anton bagrationi, wyobilsityvaoba /gamosacemad moamzada, gamokvleva da leqsikoni daurTo i. lolaSvilma. Tbilisi, 1980. 224.

  4. besarion orbeliSvili, Sesxma da wameba wmidisa da didebulisa mowamisa arCilisi/ Zveli qarTuli agiografiuli literaturis Zeglebi, dasabeWdad moamzades, gamokvleva, leqsikoni da saZieblebi daurtes e. gabiZaSvilma da m. qavTariam  t.5. 1989w. gv. 95-108.t. VI, 1980, gv.67-84.

  5. samecniero literatura:

  6. k. kekeliZe, leonti mroveli/ Zveli qarTuli literaturis istoria,Tbilisi,1980..

  7. saqarTvelos istoriis narkvevebi, Tbilisi, t 1973. t.2. 334-335, 375-377;

  8. n. berZeniSvili, saqarTvelos istoriis sakiTxebiVIII, Tbilisi, 1990, 269-271, 315-317.

  9. g.mamulia, arCil mefis reformebis legendis genezisi da misi politikuri tendencia / Ziebani sdaqarTvelosa da kavkasiis istoriisaTvis, Tbilisi, 1976, 116-120.

  10. d.musxeliSvili, saqarTvelos istoriuli geografiis ZiriTadi sakiTxebi, t.2, Tbilisi, 1980, 62-99.  misive: saqarTvelo IV-VIII saukuneebSi, Tbilisi,2003.

  11. g.abramiSvili, stefanoz mamfalis freskuli warwera atenis sionSi, Tbilisi, 1977. 26-53.

  12. e. xoStaria-brose, leonti mroveli da qarTlis cxovreba, Tbilisi, 1996, 66-82.

  13. m.sanaZe, qarTlis samefo VII-VIII ssmijnaze; politikuri istoriidan/ mesxeTi, istoria da Tanamedroveoba, axalcixe, 2000, 15-23.

 

 

 

 

moamzada mzia surgulaZem

ლუარსაბ II და წმ. არჩილი

XIX ს.–ის მხატვრობა