მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 ყვარყვარე II, ათაბაგი

სამცხის ათაბაგი 1451_1498 წწ.-ში, სპასალარი, ჯაყელ-ციხისჯვარელი.

 

 

      ”პატრონიყვარყვარე, ერთი იმათგანი იყო, ვისაცმეფობა შეუძნდა”(სურდა), მაგრამ როცა ეს სურვილი ვერ დაიკმაყოფილა, თავისი უაღრესად ძლიერი ხასიათით, დიდი გავლენებით და აქტიური პოლიტიკური საქმიანობით ნებსით თუ უნებლიეთ ხელი შეუწყო საქართველოს პოლიტიკური რღვევის პროცესს.    

      ყვარყვარე ათაბაგმა ძალაუფლებისაკენ დაუცხრომელი სწრაფვა, ენერგიულობა და ყოველივე ამასთან შეზავებული პოლიტიკური ახლომხედველობა ჯერ კიდევ ათაბაგობამდე გამოამჟღავნა. 1447 წელს მან ათაბაგობა წაართვა საკუთარ ძმას, აღბუღას. აღბუღამ საშველად მეფე გიორგი VIII- მიმართა. გიორგიმ ძალა გამოიყენა და აღბუღას ათაბაგობის პატივი დაუბრუნა, ხოლო ყვარყვარე თავის კარზეამყოფა”. ამიერიდანიქმნა ყვარყვარე ქუეგამხედველი მეფისა”. აღბუღას გარდაცვალების შემდეგ ათაბაგად აღზევებულ ყვარყვარეს ასპარეზი მიეცა თავისი პოლიტიკური ზრახვების, სულიერი და ზნეობრივი ავლადიდების გამომჟღავნებისა. მისი განზრახვით და წაქეზებით ერთიანი საქართველოს მეფეს გიორგი VIII- გურია-სამეგრელო-იმერეთის ერისთავები გაუორგულდნენ. ბაგრატ ერისთავმა, რომელიც ალექსანდრე დიდის ძმისწული და მაშასადამე, გიორგი VIII-ის ბიძაშვილი იყო, იმერეთში გამეფება მოიწადინამაშინ მეფე გიორგი იმერეთში გადავიდა ურჩი ფეოდალის გონზე მოსაყვანად და ყვარყვარესაც მოუწოდაშთამოსვლა სპითა”, მაგრამ ყვარყვარე ადგილიდან არ დაძრულა. ერისთავთაგან სამტროდ განწირული მეფე ჩიხორთან ბრძოლაში დამარცხდა, რის შემდეგ ბაგრატმა თავი იმერეთის მეფედ გამოაცხადა.

      1465 წელს, როცა ყვარყვარეს თავგასულობის აღსაკვეთად გიორგი მეფე სამცხისკენ დაიძრა, ფარავანზე დაბანაკდა. აქ ყვარყვარემ ღალატით შეიპყრო მეფე და დატყვევებული სამცხეში ჩაიყვანა. მაგრამ ყვარყვარემ, რომელსაც მეფობა სურდა, ბაგრატისაგან  საჭირო თანადგომა ვერ ჰპოვა და ტყვედქმნილი მეფე სიძედ მოიკიდა _ ცოლად შერთო თავისი ასული თამარი.

      თავისი ხანგრძლივი ათაბაგობის მანძილზე ყვარყვარე სამცხეს სრულიად დამოუკიდებლად მართავდა. მაშინაც კი, როცა რომის პაპის თაოსნობით ანტიოსმალური კოალიციის შექმნაზე წარმოებდა მოლაპარაკებებიქართველმა მეფე-მთავრებმა კავშირი ყვეს, ერთმანეთს შორის მშვიდობისა და თავდაუსხმელობის პირობა დადეს. ბურგუნდიის მთავარს გიორგი მეფე წერს, რომ ტრაპიზონის იმპერატორი, სამეგრელო-აფხაზეთის მთავრები და სომხეთის ბატონიჩვენ შემოგვპირდა ჯარის მოცემასო”, ყვარყვარეს შესახებ კი აცნობებს: “თვით მოდის 20 ათასი ცხენოსნითო”. ყვარყვარე კოალიციის დამოუკიდებელ წევრად ცნობდა თავს, რის ნიშნად გიორგი მეფის ელჩობისაგან დამოუკიდებლად, თავისი ელჩი, ფარსადანიგააგზავნა რომის პაპთან და დასავლეთ ევროპის ქვეყნების მეთაურებთან.

      ყვარყვარეს, როგორც საზღვრისპირა ქვეყნის მფლობელს, ოსმალების დამარცხება საათაბაგოს ძველი ტერიტორიების დასაბრუნებლად და ახლის შესამატებლად უნდოდა. “დავიპყრობთ მთელ ანატოლიას და ყველა ქვეყანას, რომელიც ოსმალოს ამ მხარეს უჭირავსო”, _ არწმუნებდა ბურგუნდიის მთავარს. კოალიციის ჩაშლას არ შეუშლია ხელი ყვარყვარესათვის, რომ 1479 წელსელალდის ზედა” 447 თათარი ამოეხოცა, 1491 წელს კი 30 ათასიანი მხედრობით არზრუმზე გაელაშქრაქალაქი გაეძარცვა და თავის მოხარკედ ექცია

      ყვარყვარე კარგად ხედავდა ოსმალთა გამეზობლებით მოახლოებულ საშიშროებას და ევროპის ქვეყნებს ძალთა გაერთიანებისაკენ მოუწოდებდა: “თუ ახლა ჩვენთან ერთად არაფერს იმოქმედებთ, შემდეგში, გულითაც რომ იმოქმედოთ, ვერაფერს გაარიგებთო”. _ ასეჭკვიანურადარიგებდა სამცხის მთავარი ევროპელ მტავარს, მაშინ, როდესაცსაკუთარ ქვეყანაში შიდაფეოდალური დაპირისპირების ოსტატად იქცა და ერთიანი საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაყოფის თავკაცი გახდა.

      თუმცა ყვარყვარე დამოუკიდებელი ხელისუფალი იყო, ფორმალურად ბაგრატის უზენაესოვბას მაინც სცნობდა. მაგრამ არ აღიარებდა კონსტანტინე II-, რასაც 1483 წლის არადეთის ომი ადასტურებს. ამ ომის შემდეგ საბოლოოდ გამოეყო იმერეთი ქართლს. კონსტანტინეს საზიანოდ 1484 წელს უკვე ხანშიშესულმა ყვარყვარემ იმდენი მოახერხა, რომ საკუთარი შვილიშვილი, გიორგი VIII-ისა და თამარის ვაჟი, ახალგაზრდა ვახტანგი, დროებით ქართლის ტახტზეც კი აიყვანა.

      სამცხის ათაბაგს იმდენად აბრმავებდა საკუთარი დამოუკიდებლობის სურვილი, რომ ეკლესიის გამოყოფაზეც დაიწყო ზრუნვა, სამცხის ეკლესიის მცხეთის საკათალიკოსო საყდრისაგან ჩამოშორებას ეცადა. მაწყვერელ ეპისკოპოსს მან სამცხის ეპისკოპოსთა უფროსობა მიანიჭა, რათაA მაწყვერელს უმცხეთოდ ეკურთხებინა ადგილობრივი მღვდელმთავრები და დიაკვნები; რათა ადგილობრივ ეკლესიებში წირვა-ლოცვის დროს მეფე და კათალიკოსი არ მოეხსენებინათ. ამჯერად ეს ჩანაფიქრი ვერ განახორციელა ყვარყვარემ.   

      სამცხის სეპარატისტი ათაბაგები იმასაც ვერ ეგუებოდნენ, რომ საათაბაგოს საზღვრებში არსებული მონასტრების პატრონები საქართველოს მეფე და ქართლის კათალიკოს-პატრიარქი იყვნენ. სრული ხელმწიფების მოყვარულმა ათაბაგებმა დიდი როლი ითამაშეს საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის საქმეში. ჯერ კიდევ 1415 წელს მეფე ალექსანდრე I-მა (დიდი) აღკვეთა ივანე ათაბაგის სეპარატისტული ქმედება, მაგრამ ნახევარი საუკუნის შემდეგდიდმაყვარყვარემ შეძლო ათაბაგთა ტრადიციული მისწრაფებების  განხორციელება. მისი 50 წლიანი ათაბაგობის დროს სამცხე-საათაბაგო რეალურად დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულად იქცა. მისი ზეობის შემდეგ ათაბაგობა საბოლოოდ დაუმკვიდრდა ჯაყელ-ციხისჯვარელთა საგვარეულოსდედა ეკლესიიდან გამოყოფა კი  ვერც მისმა მემკვიდრემ, მზეჭაბუკმა მოახერხა.   ყვარყვარე II გარდაიცვალა 1498 წლის 1 ივლისს, კვირა დღეს. როგორც ჩანს, ხანგრძლივმა მმართველობამ, საკუთარი სამფლობელოს გაზრდისათვის ზრუნვამ, შეუპოვარმა ხასიათმა შთამომავალთა შორის მასდიდისსახელი დაუმკვიდრაასეთი ეპითეტით სეპარატისტი მთავრისშემკობაასეთივესეპარატისტული თვითშეგნებისგამარჯვებას მოასწავებს უკვე გვიანი შუასაუკუნეების საზოგადოებაში, რომლსაც უკვე აღარ შეეძლო  ოდესღაც ერთიანი და ძლიერი საქართველოს პოლიტიკური და მორალური ავტორიტეტის ზიდვა.

 

 

wyaroebi  da samecniero literatura

  1. qarTlis cxovreba, beri egnataSvili, axali qarTlis cxovreba, teqsti dadgenili yvela ZiriTadi xelnaweris mixedviT s. yauxCiSvilis mier, t.II, Tbilisi, 1959.

  2. batoniSvili vaxuSti, aRwera samefosa saqarTvelosa, `qarTlis cxovreba~, t.IV, Tbilisi, 1973.

  3. T. Jordania, qronikebi, t.II, Tbilisi, 1897.

  4. j. odiSeli, mcire qronikebi, Tbilisi, 1968.

  5. qr.SaraSiZe, samxreT saqarTvelos istoriis masalebi, Tbilisi, 1961.

  6. qr. SaraSiZe, saqarTvelos istoriis masalebi XV-XVIII ss. masalebi saqarTvelosa da kavkasiis istoriisaTvis, nakv. 30, Tbilisi, 1954. 

  7. m.TamaraSvili, istoria kaTalikosobisa qarTvelTa soris, Tbilisi, 1902.

  8. iv. javaxiSvili, qarTveli eris istoria, III, Tbilisi, 1982.

  9. n. berZeniSvili, Очерк из истории развития феодальных отношений в Грузии (ХІІІХVІ вв), saqarTvelos istoriis sakiTxebi, t.II, Tbilisi, 1965.

  10. saqarTvelos istoriis narkvevebi,  III, Tbilisi, 1979.

  11. m. svaniZe, saqarTvelo-osmaleTis urTierTobis istoriidan, XVI_XVII ss. Tbilisi, 1971.

  12. somxur xelnawerTa XIV-XV saukuneebis anderZebis (hiSatakaranebis ) cnobebi saqarTvelos Sesaxeb, Zveli somxuridan Targmna, Sesavali, komentarebi da SeniSvnebi daurTo a. abdalaZem, Tbilisi, 1978.

  13. S. lomsaZe, samcxe-javaxeTi, Tbilisi, 1975.

  14. qse, 10, Tbilisi, 1986.

 

 

moamzada cisana abulaZem