მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 

სვიმეონ კათალიკოსი, XI .

 

 

 

ახალციხის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ინახება ეტრატზე გადაწერილი სახარება. იგი ცნობილია ჯერ კიდევ XIX -ის დასასრულიდან, როდესაც თედო ჟორდანიამ `ქრონიკების~ მეორე წიგნში მოათავსა მისი აღწერილობა და ცნობები ხელნაწერის შესახებ. ბოლოს, ილია აბულაძის მიერ შედგენილი ამ ხელნაწერის აღწერილობა, გამოქვეყნებული 1987 წელს ახალციხის მუზეუმის ხელნაწერთა აღწერილობაში. ხელნაწერი მრავალმხრივ საინტერესოა, განსაკუთრებით კი მისი ანდერძ-მოსახსენებლებით. იგი ორი ნაწილისაგან შედგება. პირველია, საკუთრივ სახარება-ოთხთავი, ხოლო მეორეა - `განყოფაი, სახარებისაი, დღესასწაულთა წელიწდისათაი, სვინაქსრისა წესითა რჩევითი~. პირველ, ძირითად ნაწილში მოთავსებულია ორი მოსახსენებელი. ორივე ეკუთვნის ხელნაწერის გადამწერ საბას, ხოლო მეორე ნაწილში სამი ანდერძ-მოსახსენებელიაორი მოკლე და ერთი ვრცელი.ჴპირველი მოსახსენებნლის ტექსტი ასეთია: `ქრისტე, შეიწყალე გიორგი, ამენ.~ ხოლო მეორეა – `ქრისტე ადიდენ სვიმეონ კათალიკოსი~. ვრცელი მოასხსენებლის დასასრულს ნათქვამია:

`გევედრები წმიდანო ღმრთისანო, ვასსაცა მოიწიოს წმიდაი ესე წიგნი, სწერდეთ ანუ იკითხვიდეთ, სენებულ გუყვენით წმიდათა შინა ლოცვათა თქვენთა, პირველად, აღმზრდელნი ჩემნი, სვიმეონ აფხაზეთისა კათალიკოსი, და მოძღვარი ჩემი დიმიტრი, და შემდგომად, სულიერნი მოძღვარნი და მშობელნი ჩემნი~ და .. ანდერძის ავტორია გიორგი ხუცესმონაზონი. სხვადასხვა მკვლევარი ამ ხელნაწერს სხვადასხვა დროით თარიღებდა, მაგრამ ბოლოს შეთანხმდნენ იმაზე, რომ ხელნაწერის თარიღია XI -ის ბოლო. ამის მიხედვით, გამოდის, რომ სვიმეონი არის საისტორიო წყაროებით ჩვენთვის ცნობილი პირველი აფხაზეთის კათალიკოსი. აფხაზეთის კათალიკოსები, რომლებიც ქართლის კათალიკოსების იურისდიქციაში შედიოდნენ, ქართულ საისტორიო წყაროებში XIII -დან ჩანან, მაგრამ სვიმეონი, როგორც ითქვა, XI -ის მოღვაწეა და მას თავის გამზრდელად მოიხსენიებს ამ მნიშვნელოვანი ხელნაწერის _ ახალციხის სახარების გადამწერიგიორგი ხუცესმონაზონი

 

 

მოამზადა ვალერი სილოგავამ