მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 

სტეფანე მტბევარი, IX .–ის მეორე ნახევარი

საეკლესიო მოღვაწე, მწერალი

 

 

ძველი ქართული მწერლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი სტეფანე მტბევარი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა IX-X საუკუნეებში. იგი თავის თხზულებაში "წამებაი წმიდისა მოწამისა გობრონისი, რომელი განიყვანეს ყველის ციხით" აღწერილი ამბების თანამედროვედ გვევლინება. ავტორის ბიოგრაფიიდან ზოგიერთი ფაქტის დადგენა თვით აღნიშნული თხზულებიდან შეიძლება. "გობრონის წამებიდანვე" აშკარაა, რომ იგი ყოფილა ტბეთის ეპისკოპოსი და აშოტ ერისთავთ-ერისთავისაგან დაკვეთილი ჰქონია დაეწერა წიგნი მიქელ-გობრონის შესახებ.

აშოტ ერისთავთ-ერისთავი, სუმბატ დავითის ძის ცნობით, გურგენ კურაპალატის ძე იყო, კლარჯეთის ბაგრატიონთა ერთ-ერთი წარმომადგენელი. აშოტ გურგენის ძე, კუხის სახელწოდებით ცნობილი, მთავრობდა შავშეთში 896-918 წლებში.

"მატიანე ქართლისაის" და სუმბატ დავითის ძის ქრონიკის თანახმად, აშოტ კუხს ტბეთში დაუარსებია საეპისკოპოსო საყდარი, რომლის პირველ ეპისკოპოსად სწორედ სტეფანე მტბევარი გაუწესებია.

შავშეთი, ტაო და კლარჯეთი, როგორც მშვიდობიანი ცხოვრებისა და შემოქმედებისათვის შედარებით დაცული მხარე, ქართული სამონასტრო ცხოვრების ძირითად კერად ითვლებოდა. ქვეყნის კულტურული ცხოვრების მაჯისცემას ტბეთიც ეხმაურებოდა. იგიც იმ "სამღუდელმოძღუროთა" რიცხვს ეკუთვნოდა, რომელიც ყოველნაირად ხელს უწყობდა ქარტული მწიგნობრობის განვითარებას. ტბეთის მოღვაწეთაგან ერთ-ერთ პირველთაგანია "გობრონის წამების" ავტორი სტეფანე მტბევარი. ქართული მწერლობის ისტორიაში იგი ცნობილია როგორც მწერალი-აგიოგრაფი, მაგრამ ამასთანავე ეგზეგეტიკური ლიტერატურითაც ყოფილა დაინტერესებული. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ "თარგმანება დავითის ფსალმუნებისა" სომხურიდან ქართულად თარგმნილი ტექსტი ვინმე დაჩის სტეფანე მტბევარისათვის გაუგზავნია გასაცნობად და შესაფასებლად. თარგმანისათვის თან დაურთავს წერილი, რომელშიც დაჩი მოკრძალებით მიმართავს სტეფანე მტბევარს, როგორც ამ საქმის საუკეთესო მცოდნეს და აუწყებს რა თავისი შრომის ძირითად მიზანს სთხოვს მას გაეცნოს თარგმანს და სათანადოდ შეაფასოს იგი.

სტეფანე მტბევარი მოხსენებულია აგრეთვე "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში" იმ "ბრძენთა და სრულთა მამათა" შორის (სოფრონ შატბერდელი, ილარიონ პარხელი), რომელთაგან, გიორგი მერჩულეს მითითებით, მოსალოდნელი იყო გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების აღწერა.

სტეფანეს თხზულების ძირითადი ფაბულა ასეთია: X საუკუნის დასწყისში (914.) სომხეთსა და საქართველოს შემოესია იუსუფ აბუსაჭის ძე (აბულ-კასიმი), რომელმაც მოაოხრა რა სომხეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი, გადავიდა კახეთში, განაგრძო გზა ქართლისაკენ, დალაშქრა სამცხე-ჯავახეთი და შეჩერდა ყველის ციხეში.

აბულ-კასიმის მრისხანებას ბევრი შეეწირა მსხვერპლად, განსაკუთრებით გამოირჩეოდა მიქელ-გობრონი, რომელმაც უარი თქვა გამაჰმადიანებაზე და ამირას ბრძანებით სიკვდილით დაისაჯა. აბულ-კასიმს ვერც სომხეთის მეფე სუმბატ აშოტის ძე გადაურჩა.

სტეფანე მტბევარი უმთავრეს ნაწილს "გობრონის წამებაში" მიქელ-გობრონის თავგადასავლის აღწერას უთმობს.

მიქელ-გობრონის თავგადასავალი საინტერესო სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებასთან არის გადახლართული. "გობრონის წამების" ტექსტში, გარდა აგიოგრაფიული ლიტერატურული შაბლონისა, მოცემულია ისტორიული ღირებულების მასალა, რომელიც, მისი ხასიათისა და მნიშვნელობის მიხედვით, შეიძლება შემდეგნაირად განაწილდეს:

1.     ცნობები ქართული ეკლესიისა და მმართველი წრეების სარწმუნოებრივი პოლიტიკის შესახებ;

2.     ცნობები საქართველოსა და სომხეთის გეოგრაფიიდან;

3.     საქართველოს პოლიტიკური და სოციალური ვითარება.

"გობრონის წამების" ავტორი, სტეფანე მტბევარი, მსგავსად სხვა ჰაგიოგრაფებისა, პოლიტიკურ მოვლენებს ბიბლიური პროვიდენციალიზმის საფუძველზე უძებნის ახსნას ("მიშუებითა ღმრთისაითა"). არაბთა რისხვას, აბულ-კასიმისაგან მოვლენილს, სტეფანე მტბევარი "კაცთა უკეთურების გამო" ღმრთის შურისძიებად მიიჩნევს. მაგრამ ამ "უკეთურებას" ავტორი მხოლოდ სომხეთს მიაწერს და ავიწყდება, რომ არაბთა თარეში ერთნაირად დამარბეველი და შემავიწროებელი იყო როგორც სომხეთისათვის, ასევე საქართველოსათვისაც.

ძირითადად სტეფანე მტბევარის თხზულებას ეყრდნობა "მატიანე ქართლისაი" არაბთა 914. ლაშქრობის გადმოცემისას. ქართულ წყაროებში არსებულ ცნობათა სიმცირეს აღნიშნულ მოვლენაზე სომეხი ისტორიკოსების იოანე დრასხანაკერტეცის (IX- X სს.) და სტეფანოს ტარონეცის (X- XI სს.) თხზულებები ავსებენ.

სტეფანე მტბევარისგობრონის წამებაძვირფას წყაროს წარმოადგენს X -ის დასწყისის საქართველოსა და სომხეთის პოლიტიკური ვითარების შესასწავლად

 

 

 

                წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.     “მარტვილობაი გობრონისი”/ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურისს ძეგლები, წიგნი I, .აბულაძის რედაქციით, თბილისი, 1963;

2.     მატიანე ქარტლისაი/ქართლის ცხოვრება, . ყაუხჩიშვილის გამოცემა, .I,თბილისი, 1955;

3.     სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ,გამოცემა მესამე, თბილისი, 1949;

4.     გიორგი მერჩულე, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება, . ყუბანეიშვილის გამოც. თბილისი, 1946;

5.     სომხური სვინაქსარი (“ჰაისმავუნრქი”).

6.     .კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, .I, თბილისი, 1941;

7.     ივ.ჯავახიშვილი, ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა, წიგნი I, ძველი ქართული საისტორიო მწერლობა (V-XVIII სს.)თბილისი, 1945;

8.     .აბულაძექართული და სომხური ლიტერატურული ურთიერთობა IX-X სს. გამოკვლევა და ტექსტები, თბილისი, 1944;

9.     . ლორთქიფანიძე, ფეოდალური ხანის ქართული საისტორიო მწერლობა, თბილისი, 1966;

10.    საქართველო IV-X საუკუნეებში/საქართველოს ისტორიის ნარკვევები, .II, თბილისი, 1973.

11.    . ბერძენიშვილი, ივ.ჯავახიშვილი, . ჯანაშია, საქართველოს ისტორია, ნაწილი 1, . ჯანაშიას რედაქციით, თბილისი, 1948;

12.    ანანია შირაკაცი, სომხური გეოგრაფია (სომხ. ენაზე);

13.    Aрмянская география 7-го в. изд. К.П.Паткановаб СПб, 1877.

14.    . ჯანაშია, შრომები II, თბილისი, 1952;

15.    ივ. ჯავახიშვილი, ქართული სამართლის ისტორია, წიგნი II, 1928;

16.    . ბარამიძე, ნარკვვები მხატვრული პროზის ისტორიიდან, თბილისი, 1966.

 

 

 

 

მოამზადა ელენე ცაგარეიშვილმა