მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 

სოლომონ I, იმერეთის მეფე 1752-1782 წლებში

გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე

 

 

 

        სოლომონ I-ის იმერეთის ტახტზე ასვლას წინ უძღოდა თითქმის საუკუნოვანი არეულობა იმერეთის სამეფოში. იმერეთის ციხეებში ჩამდგარი ოსმალური გარნიზონები, ოსმალური ხარკიმეფისა და მთავრების ურთიერთბრძოლა, ტყვეებით ვაჭრობა, ტახტისმაძიებელთა ინტრიგები, ეკლესიის უნიათობა, ქვეყანას ანაქიაში ძირავდა. სოლომონის გამეფებას ეწინააღმდეგებოდნენ რაჭის ერისთავი, გურიელი, აბაშიძეების ძლიერი საგვარეულო. ტახტისათვის მებრძოლ პრეტედენტთა ცხარე ბრძოლაში სოლომონმა გაიმარჯვა. სოლომონმა ცოლად შეირთო ოდიშის მთავრის კაცია დადიანის და მარიამი და ამით ძლიერი მოკავშირე გაიჩინა. რამდენიმე წელიწადში სოლომონმა შეძლო თავისი მოწინააღმდეგეთა ალაგმვა და ხელისუფლების განმტკიცება. ამ მიზნით თანდათან ავიწროებდა გავლენიან თავკერძა თავადებს და აწინაურებდა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე საგვარეულოებს: წრეთლებს, აგიაშვილებს, ლორთქიფანიძეებს, მესხებს, ავალიანებს, იოსელუანებს, ღოღობერიძეებს, ყიფიანებს და სხვ. თავის მომხრეთაგან სოლომონმა ჩამოაყალიბა ერთგვარი პარტია (“ფიცის კაცნი”), რომლებიც ყოველ წელიწადს დათქმულ დღესა და ადგილზე იკრიბებოდნენ და მეფის ერთგულებაზე ფიცს დებდნენ.

      სოლომონმა დაამყარა საგადასახადო წესრიგი _ ზუსტად განსაზღვრა სახელმწიფო გადასახადთა ოდენობა, გლეხობის  დიდი ნაწილი საერთოდ გაათავისუფლა გადასახადებისაგან, და აუკრძალა მებატონეების ყმების უდანაშაულოდ გაყიდვა.

      თავდაპირველად სოლომონი ერიდებოდა ოსმალთა წინააღმდეგ აშკარა გამოსვლას, მაგრამ, როგორც კი ქვეყანაში შედარებითი წესრიგი აღადგინა, სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა ტყვეებით ვაჭრობას. ეს უკვე ოსმალებმა სერიოზულ გამოწვევად მიიჩნიეს. ოსმალეთი დიდად უწყობდა ხელს ტყვეებით ვაჭრობას _ შექმნილი იყო მთელი ქსელი ტყვეებით მოვაჭრეებისა, რომელშიც ერთნაირად მონაწილეობდნენ იმერელი თავადაზნაურობა და თურქი მეციხოვნეები. იმერეთის საგარეო ვაჭრობის დიდი წილი სწორედ ტყვეებით ვაჭრობაზე მოდიოდაამიტომ იყო, რომ ტყვეებით ვაჭრობის აკრძალვას ოსმალებთან ერთად მათთან დაკავშირებული თავადებიც ეწინააღმდეგებოდნენ.    სოლომონმა შესანიშნავად იცოდა, რომ შინაურ წინააღმდეგობას ვერ დაძლევდა ოსმალების განდევნის გარეშე. ამიტომ სოლომონი ფარულად შეუდგა საომარ მზადებას. პირველად ხანგრძლივი წყვეტილის შემდეგ იმერეთის მეფის გვერდით დაირაზმნენ: ოდიშის მთავარი, გურიის მათავრი, სამუზაყანოს მთავარი, იმერეთის თავადაზნაურობა და გლეხობა. ოსმალთა მხარეზე აღმოჩნდნენ როსტომ რაჭის ერისთავი და ლევან აბაშიძე.

      სოლომონმა საომრად ხრესილის მინდორი შეარჩია, სადაც ოსმალთა მთავარი ძალები იყვნენ თავმოყრილნი. საბრძოლო მოქმედებების დაწყების წინ სოლომონმა საიმედოდ ჩაკეტა გურიიდან, ფოთიდან და ახალციხიდან მომავალი გზები.  1757 წლის 14 დეკემბერს ხრესილის მინდორზე სოლომონ მეფის მეთაურობით ქართველმა ხალხმა გმირული ბრძოლა გადაიხადა და დიდი ნაბიჯი გადადგა სახელმწიფოებრივი ცხოვრების აღდგენისაკენ.

      ხრესილზე განცდილი მარცხი, ოსმალებმა, რასაკვირველია, არ აპატიეს სოლომონს. მომდევნო წელს ახალციხის საფაშოდან ორჯერ შემოიჭრნენ ლეკები იმერეთში. ერთ-ერთი თავდასხმის დროს გაძარცვეს გელათი, დაარბიეს სოფლები და დიდი ნადავლით დაბრუნდნენ უკან.

      არსებობს ერთი უცხოური ცნობა, რომელიც არაჩვეულებრივად ახასიათებს სოლომონის ხერხიანობას და პირად სიმამაცესსოლომონი პირადად ჩასულა ახალცოხის ფაშასთან და შეუჩივლია თურქ მეციხოვნეთაგან იმერეთის რბევის ამბავი. სოლომონს ფაშასათვის ერთგულება აღუთქვამს იმ შჲმთხვევაში, თუ ფაშა შეაჩერებდა თურქ მეციხოვნეებს. ფაშამ დაიჯერა სოლომონის ნათქვამი და სოლომონს მეციხოვნეთა დასასჯელად 3 ათას კაციანი ჯარი გაატანა. სოლომონმა ეს ამბავი შფარულად აცნობა თავის სარდლებს, მათ გზებზე ჩასაფრებები მოაწყვეს და სულ ერთიანად გაჟლიტეს თურქები. ეს ცნობა სინამდვილეს რომც არ შეეფერებოდესმაინც მნიშვნელოვანია სოლომონის მაღალი ავტორიტეტის და ხალხზე მისი მორალური ზეგავლენის შესაფასებლად.

      1757 წელსვე სოლომონი გამოხმაურებია  თეიმურაზ II-ის მოწოდებას, გადასულა აღმოსავლეთ საქართველოში და მიშველებია თეიმურაზსა და ერეკლეს ლეკების წინააღმდეგ ბრძოლაში.

      1759 წლიდან სოლომონმა საეკლესიო საქმეებს მიხედა. ეკლსია ამ დროს დაუძლურებული იყო მატერიალურად და მორალურად, თვით კათალიკოსი ბესარიონი, რაჭის ერისთავის ძმა, მეფეს ეწინააღმდეგებოდა და ვიწრო ფეოდალური ინტერესების მიღმა ვერ იხედებოდა. 1759 წლის 4-5 დეკემბერს მეფემ მოიწვია საეკლესიო კრება, რომელსაც ეკლესიის იერარქების გარდა ეწრებოდნენ დადიანი, გურიელი, იმერეთის გავლენიანი თავადები. კრებამ აღადგინა გაუქმებული ქუთაისის ეპარქია და დაუბრუნა მას მიტაცებული ყმა-მამული. ქუთაისის კათედრის მწყემსმთავრად კრებამ მაქსიმე აბაშიძე აირჩია. ეკლესიის  მამულები მთლიანად გაათავისუფლა გადასახადებისაგან. ასევე დაადგინა დასავლთი საქართველოს კათალიკოსის უფლებები მის ძველადვე კუთვნილ ქონებაზე. კრების მეორე სხდომა მიეძღვნა ტყვის სყიდვის პრობლემას. კრებამ დააკანონა შეჩვენება იმათთვის, ვინც ამ საქმეს გააგრძელებდა, ხოლო საერო კანონმდებლობით ასეთების მიმართ სიკვდილით დასჯა დაწესდა. ამავე დროს დადიან-გურიელმა და იმერეთის თავადებმა სოლომონ მეფის ერთგულებაზე დაიფიცეს.

      კრების დადგენილებები თანდათანობითი ამოქმედების შედეგად  დასავლეთი საქართველოს ეკლესია სამეფო ხელისუფლების მხარდამხარ სახელმწიფო ინტერესების სამსახურში ჩადგა.

       

სოლომონ მეფემ ქვეყნის ტავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად თავდაცვითი ნაგებობები მეფის იურისდიქციაში მოაქცია. ზოგი ციხე მან შეიძინა თავადებისაგან (ხორაგაული, ჩხერი), ზოგი ჩამოართვა ურჩ თავადებს  (კაცხი), ზოგიც ნებაყოფლობით გადასცეს (მოდინახე). ამასთანავე სოლომონი ზრუნავდა ყმა-გლეხების მდგომარეობის გაუმჯიბესებისათვის. სახელმწიფო მიწებს ურიგებდა სოლომონი თურთაგან დახსნილ ტყვეებს, ომში დატყვევებულ მაჰმადიან ქართველებს, ახალციხიდან გადმისულ ქართველ კათოლიკეებს.

      ახალგაზრდა მეფის მიერ ჩატარებულმა ამ ღონისძიებათა ერთობლიობამ იმერეთის მოსახლეობა გამოაფხიზლა. დამოუკიდებლობას მიჩვეულ გურია-ოდიშის მთავრებს, იმერელ თავადებს, სამღვდელოებას, დაჩაგრულ გლეხობას _ ყველას  გაეღვიძა სამშობლოს გრძნობა, ერთმანეთის მიმართ სოლიდარობის განცდა და აუმაღლდა მოვალეობის შეგნება საკუთარი ქვეყნის წინაშე.

      იმერეთის სამეფოს გაძლიერებას ფხიზლად ადევნებდა ტვალყურს ოსმალეთი. 1760 წელს ახალციხის ფაშამ სოლომონს მოსთხოვა გაეუქმებინა აკრძალვა ტყვის სყიდვის სესახებ. სოლომონმა უარით უპასუხა. ამას 1760- 1763 წლებში ოსმალთა სამი დიდი ლაშქრობა მოჰყვა. სოლომონმა სამივე ლაშქრობა წარმატებით მოიგერია. წყაროებიდან ცნობილია, რომ სოლომონს ფარულ დახმარებას უწევდა ერეკლე II.  ამ დამარცხებათა გამო ოსმალეთი უკვე საგანგებოდ მოემზადა   ახალი ლაშქრობისათვის. თან მოჰყავდათ იმერეთის ტახტის მაძირბრლი, სოლომონის ბიძაშვილი თეიმურაზ მამუკას ძე. 1765 წელს ოსმალთა ჯარი გურიასა და ოდიშში ჩადგნენ, აქ გაიზამთრეს  და  1766 წელს იმარეტს შეესივნენ. თურქბმა ქვემო იმერეთი დაიკავეს, სვერის ციხე და ქუთაისი აიღეს და თეიმურაზი მეფედ დასვეს. სოლომონი ამ დროს ოთხი კაცის თანხლებით მოდინახეს ციხეში იყო დამალული, საიდანაც  ჩრდილო კავკასიაში მყოფ რუს სარდლებს ჯარის მოშველებას ამაოდ სთხოვდა. თურქების ჯარმა ქვეყანა დაარბია და იმარეტს გაეცალა. ადგილზე 4 ათასი თურქი ჯარისკაცი დატოვეს. სოლომონი მაშინვე გამოვიდა საფარიდან და მოკლე ხანში მთელი იმერეთი კვლავ დაიკავა.   ოსმალეთის მთავრობას თავად აღარ უღირდა იმერეთისათვის სამხედრო კამპანების მოწყობა _ ეს აუნაზღაურებელ ფინანსურ დანახარჯებთან იყო დაკავშირებული. ამიტომ ოსმალეთი ადვილად დათანხმდა  ზავზე, რომლის პირობების შემუშავებაში ერეკლე II-ის დიპლომატიც მონაწილეობდა.  1767 წელს  ოსმალეთმა იმერეთის სამეფოსთა გააფორმა საზავო ხელშეკრულება, რომლის ტანახმად იმერეთიის სამეფო ცხადდებოდა ოსმალეთის არა ვასალურ, არამედ მფარველობაში მყოფ ქვეყნად. ხელშეკრულებაში აღარ იყო წამოყენებული ტყვეებით ვაჭრობის მოთხოვნა, იმარეთს ყოველწლიური ხარკის სახით უნდა გაეგზავნა 60 ქალიმხოლოდ ამჯერად ოსმალეთი არ მოითხოვდა, რომ ეს ქალები აუცილლებლად ქართველეი ყოფილიყვნენ. როგორც ირკვევა, სოლომონი ამ პირობასაც აღარ უსრულებდა ოსმალეთის მთავრობას.

      სოლომონს კიდევ ერთი შინაური ბრძოლა ჰქონდა გადასახდელი _ 1768 წელს სოლომონმა ტახტის მოცილე და თეიმურაზი და მისი მომხრეები საბოლოოდ დაამარცხა. მომდევნო წელს კი ოსმალეთის მთვარი დასაყრდენი _ რაჭის საერისთავო გააუქმა.

      მიუხედავად ოსმალეთთან მიღწეული წარმატებებისა, სოლომონს კარგად ესმოდა, რომ ადრე თუ გვიან ოსმალეთი მოისურვებდა დასავლეთ საქართველოში დაკარგული პოზიციების აღდგენას. იმერეთის ქვეყანა საკუთარი სახსრებით დიდხანს ვერ გაუძლებდა საომარ მდგომარეობას. ქვეყანას განვითარებისათვის გარანტირებული მშვიდობა ესაჭიროებოდა. ამიტომ სოლომონმა 1768 წელს, რუსეთ-ოსმალეთის მორიგი ომის წინ რუსეთში ელჩად გაგზავნა მაქსიმე ქუთათელი. უსეთ-თურქეთის ომის დაწყებასთან დაკავშირებითსოლომონ მეფემ  მაქსიმე აბაშიძე (ქუთათელი). ოსმალეთთან დაწყებული ომის პირობებში რუსეთის მთავრობამ ქუთაისის მიტროპოლიტის ჩამოსვლა დროულად მიიჩნია, რადგან შესაძლებლობა ეძლეოდათ  გამოეყენებინათ იმერეთის მეფე ოსმალეთის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ მაქსიმე ყიზლარიდან სასწრაფოდ მიიწვიეს პეტერბურგშიამავე დროს პეტრბურგიდან აცნობეს ყიზლარის კომენდატს, რომ უკან დაებრუნებინათ მაქსიმეს თანმხლები არქიმანდრიტი, რათა მას ეცნობებინა სოლომონ მეფისათვის რუსეთის მთავრობის მზადყოფნა დახმარებისათვის; ამასთანვე გაეტანებინათ არქიმანდრიტისათვის საიდუმლო მრჩევლის, გრაფ პანინის წერილი, რომელშიც ის გამოხატავდა რუსეთის მთავრობის სურვილს, სოლომონს ახლავე დაეწყო დივერსიული მოქმედებები თურქების წინააღმდეგ. წერილში ნათქვამი იყო ისიც, რომ სასურველი იქნებოდა, რომ სოლომონი ერეკლესთან ჩასულიყო თბილისში და ცდილიყო მის დაყოლიებას ერთობლივ მოქმედებაზე თურქთა წინააღმდეგ. ასეთი იყო რუსეთის გეგმა მიმდინარე მომენტისათვის. თავად სოლომონს კი თავისი ქვეყნის საამომავლო პერსპექტივა აწუხებდა და ამიტომ იმედის თვალით შეჰყურებდა ერთმორწმუნე ძლიერ სახელმწიფოს.

      სოლომონი ეკატერინე II-ისადმი მიწერილ წერილში იუწყებოდა: იმერეთის მეფემ ომი გამოუცხადა თურქებს _ შეუწყვიტა მათ ტყვეების მიცემა და მრავალი დამარცხებაც აგემა. იმერეთის მეფე ჰპირდებოდა იმპერატორს მის ქვეშევრდომობაში შესვლას, თუ კი იგი დაიხსნიდა ოსმალთაგანსთხოვდა მცირე სამხედრო ძალას, რომ შეძლებოდა ოსმალთა წინააღმდეგობის გაწევა.

რუსული გეგმაზე თანახმობის ნიშნად, სოლომონი 1769 წლის 21 მაისს თბილისს ეწვია, აქ იგი ერეკლეს ეთათბირა, ერთად შეიმუშავეს კონკრეტული მოთხოვნები და რუსეთში ელჩების გაგზავნა გადაწყვიტეს. სოლომონმა რუსეთში დავით კვინიხაძე გააგაზვნა.

      ეკატერინემ იმერეთში ოთხასკაციანი სამხედრო შენაერთი გააგზავნა გენერალ ტოტლებენის მეთაურობით. 1769 წლის სექტემბერში ტოტლებენი თავისი ჯარით იმერეთში შევიდა. ოქტომბრის თვეში ქართველები და რუსები შორაპნის ციხეს გარს შემოეტყნენ. ამ დროს სოლომონს ცნობა მოუვიდა, რომ თურქები დადიანთან ერტად იმერეთში შემოიჭრნენ. სოლომონი იძულებული თავისი ხალხი მოეხსნა და  წასულიყო, შორაპანთან კი ტოტლებენი დატოვა. ტოტლებენმაც თვითნებურად მოხსსნა ალყა და ქართლში გადავიდა.

1770 წელს საქართველოში  მყოფ რუსეთის ჯარს ახალი ნაწილები დაემატა. სულ საქართველოში 4 ათასამდე რუსმა ჯარისკაცმა მოიყარა თავი. როდესაც ერეკლე დარწმუნდა, რომ ეკატერინე მართლაც  აგზავნიდა ჯარს, ომში ჩაება. ასპინძის ცნობილი ბრძოლის შემდეგ, რომელშიც ტოტლებენს არავითარი მონაწილეობა არ მიუღია, რუსთა ჯარი იმერეთში გადავიდა. ამჯერად ტოტლებენი დაეხმარა იმერეთის მეფეს და შეერთებული ჯარით ცუცხვათისშორაპნის, ქუთაისის და ბაღდადის ციხეები აიღეს. ცნობილია, რომ ქუთაისის თურქი მეციხოვნეები ტოტლებენმა მშვიდობიანად გააპარა. ტოტლებენის თვითნებურმა გადაწყვეტილებებმა სოლომონთანაც დაძაბა ურთიერთობა. 1770 წლის ოქტომბერში ტოტლებენი სოლომონ მეფის უკითხავად ფოთის ციხეს შემოადგა, რასაც ოსმალების მხრივ ფოთის მიმართულებით ახალი ნაწილების გადმოსროლა მოჰყვა. სოლომონ მეფემ სწრაფი სამხედრო მანევრით გზა გადაუკეტა გურიიდან ფოთისაკენ მომავალ ჯარებს. 1771 3 იანვარს რუსებმა ფოთი აიღეს.

      ახალციხის ფაშა  აგრძელებდა საქართველოში დამრბევი რაზმების შემოგზავნას. ოსმალთა წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედების მიზნით 1773 წელს  სოლომონმა და ერეკლემ თავიანთი კავშირი ხელშეკრულებით გააფორმეს და ხელშეკრულების ასლი რუსეთის მთავრობას გაუგაზავნეს. იმავე წელს ერეკლესა და სოლომონის ჯარები გორში შეიყარნენ და ჯავახეში ერთად გაილაშქრეს. ქართველთა შეერთებეულმა ჯარმა არტაანამდის მიაღწია, მაგრამ სოლომონი მოულოდნელად ავად გახდა და ჯარი უკან გამობრინდა.  1774 წელს რუსთა ჯარის წასვლის შემდეგ  ფაშამ იმერეთში ჯარი გაგზავნა თან დადიანიც წააქეზა სოლომონის წინააღმდეგ. ერეკლეს ჩრევით დადიანმა უარი თქვა მონაწილეობაზე. ერეკლე თავად ემზადებოდა იმერეთში გადასასვლელად, რომ თურქთა ჯარმა უკან დახევა დაიწყო. სოლომონი თავს დაესხა ჩხერიმელასთან ოსმალებს და გაანადგურა.

      1774 წელს სოლომონმა რუსეთში კვლავ გააგზავნა ელჩობა დავით კვინიხაძის მეთაურობით. იგი იმპერატორს იმერეთის მფარველობაში შესვლას სთხოვდა. ამ დროს უკვე დადებულლი იყო ქუჩუკ-კაინარჯის ზავი, რომლის შედეგების შესახებ სოლომონმა ეკატერინეს მიერ გამოგგზავნილი სიგელით შეიტყო. ამ ზავით იმერეთის ოსმალთა ბატონობა სრულად არ აღმოფხვრილა _ რუსეთი ოსმალეთს უბრუნებდა რუსული იარაღით აღებულ ციხეებს: ბაღდადს, შორაპანს და ქუთაისს, მაგრამ დანარჩენი ციხეები იმერეთის მეფეს რჩებოდა. ოსმალეთი უარს ამბობდა ადამიანების ხარკზე და ყოველგვარ გადასახდზევალდებულებას კისრულობდა არ შეევიწროებინა ქრისტიანული ეკლესიაეს დათმობები, უპირველეს ყოვლისა, სოლომონ მეფის გმირული ბრძოლის შედეგად იყო მიღწეული. ამდენად, ქუჩუკ-კაინარჯის ზავის შემდეგ იმერეთის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა და სოოლომონის ხელისუფლება უფრო განმტკიცდაადგილობრივი მთავრებიც ვეღარ ბედავდნენ ურჩობას.

      1776-1777 წლებში კათალიკოსმა მაქსიმე აბაშიძემ გურია-სამეგრელო მოიარა და თავისი ქადაგებებითა დასასჯულოგანკარგულებებით დასავლეთ საქართველოს საეკლესიო ერთობა განამტკიცა.

      სოლომონს კიდევ არაერთი ბრძოლის გადახდა მოუხდა შინაურ თუ გარეშე მტერთან. 1779 წელს ოსმალეთის მთავრობის დავალებით ოდიშში აფხაზებისა და ჩრდილო-დასავლეთ კავკასიელი მოლაშქრეებისაგან შემდგარი დიდძალი ჯარი შეიჭრა. სოლომონი სწრაფად გადავიდა ოდიშში და  დადიანთან ერთად რუხის ციხესთან ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. ამის შემდეგ ოსმალებმა ქვემო გურიის და  და აჭარის სიმაგრეებიდან დაიწყეს ორგანიზებული თავდასხმები იმერეთზე. 1781 წელს სოლომონმა აჭარაზე გალაშქრება სცადა, მაგარამ ამ ლაშქობას წარმატება არ მოჰყოლია.

      1783 წელს სოლომონმა მოინდომა აღმოსავლეთ საქართველოსა და რუსეთს შორის გაფრმებული ტრაქტატის მსგავსი ხელშეკრულება გაეფორმებინა რუსეთთან, ამ ამბავმა ოსმალეთი იმდენად შეაშფოთა, რომ საგანგებიო ელჩი გაუგზავნეს სოლომონს, რათა უარი ეთქვა რუსეთთან ურთიერთობაზე. ელჩი სოლომონს უარით გაუსტუმრებია.

      სოლომონ მეფეს პირდაპირი მემკვიდრე არ ჰყავდა (მისი ძე ალექსანდრე 1980 წელს გარდაიცვალა). ამიტომ წინდაწინ გადაწყვიტა ტახტის მემკვიდრის საკითხი, რათა მისი სიკვდილის შემდეგ ტახტის მაძიებელთა შორის ბრძოლა არ გაჩაღებულიყო. 1783 წელს მან თავისი მოძღვარი მიუგზავნა ერეკლე II- და აცნობა, რომ ტახტის მემკვიდრედ ნიშნავდა თავის ძმისწულსა და ერეკლე II-ის შვილიშვილს, დავით არჩილის ძეს (მომავალი სოლომონ II).

      1784 წელს სოლომონმა დიდი ბრძოლა გადაიხადა ქვემო გურიის გასათავისუფლებლად. ნაჭიშკრევთან გამართულ ცხარე ბრძოლაში იმერეთ-გურიის ლაშქარმა ქობულეთისა და ჩაქვის მხარე სულ გაწმინდა მტრისაგან, მაგრამ მეფის მტრებისაგან წინდაწინ გაფრთხილებულმა ოსმალო მეციხოვნეებმა ზურგიდან მოუარეს სოლომონს და დიდი დარტყმა მიაყენეს. ქვემო გურია ისე მტრის ხელში დარჩა კიდევ ერთი საუკუნის განმავლობაში. ეს მარცხი ჯანმრთელობაშერყეულმა მეფემ  ვეღარ გადაიტანა. 1784 წელს იგი გარდაიცვალა. სოლომონ I დაკრძალეს გელათის ღვთისმშობლის ტაძარში.

      სოლომონ I- თანამედროვენი ახასიათებენ, როგორც თავისი დროის უნიჭიერეს სახელმწიფო მოღვაწეს, უებრო მეომარს, ამასთანავე უაღრესად თავმდაბალ ადამიანს, რომელიც გამოირჩეოდა გარეგნული სისადავით, ზომიერი ქცევით, უბრალო ხალხთან ურთიერთობის უნარით

 

 

               წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.   პაპუნა ორბელიანი, ამბავნი ქართლისანი, . ცაგარეიშვილის გამოცემა, თბილისი, 1977.

2.   . დადიანი, ქართველთ ცხოვრება, გამოსცა . ბურჯანაძემ, თბილისი, 1962.

3.   ერთგულების პირობის წიგნი მამია გურიელისა სოლომონ I-ისადმი, ქართული სამართლის ძეგლები, . დოლიძის გამოცემა, II, გვ. 422-423.

4.   შეწირულების წიგნი სოლომონ I-ისა ქუთაისის ღმრთისმშობლისადმი, ქართული სამართლის ძეგლები, . დოლიძის გამოცემა, II, გვ. გვ. 428-433.

5.   მეგობრობის დადგენილება ერეკლე II-სა და სოლომონ I- შორის, ქართული სამართლის ძეგლები, . დოლიძის გამოცემა, II, თბილისი, 1965, გვ. 433-436

6.   . ბურჯანაძე, სოლომონ I-ის მეფობის პირველი პერიოდი, უნივერსიტეტის შრომები, XII, 1950.

7.   . ბურჯანაძე, იმერეთის სამეფო 1768-1784 წლებში,

8.   აკაკ, V, 91.

9.   . კაკაბაძე, საეკლესიო რეფორმებისათვის სოლომონ -ის დროს, 1913

10.  . კაკაბაძე, წერილები და მასალები საქართველოს ისტორიისათვის, I.

11.  . ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, II.

12. . ჩხატარაიშვილი, დასავლეთ საქართველოს გათავისუფლება ოსმალეთის ბატონობისაგან, მისივე: დასავლეთ საქართველო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში/ საქართველოს ისტორიის ნარკვევები, IV, თბილისი, 1973, გვ.გვ. 636-648, 740-754.


 

 

 

მოამზადა მზია სურგულაძემ

იმერთა მეფე სოლომონ  I

XVII ს. კრისტოფორო დე კასტელი