მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 

სალომე ქართველი

XIII საუკუნის მეორე ნახევარი, საქართველოს ეკლესიის წმინდანი, ხსენებს დღე 20 ივლისი/ 2 აგვისტო.

 

 

 

        იერუსალიმელი მოწამის, სალომე ქართველის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები შემონახული არ არის. საფიქრებელია, რომ მან მოწამეობრივი სიკვდილი არაბ მამლუქთა ხელიდან მიიღო (დაახლოებით ამავე პერიოდში აწამეს მამლუქებმა იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტრის წინამძღვარი ლუკა მუხაიძე).

უსჯულოთა ხელში ჩავარდნილმა სალომემ თავდაპირველად უარყო ქრისტიანობა, მაგრამ შემდგომ კვლავ აღიარა იგი და მოწამეობრივად აღესრულა _ მას თავი მოკვეთეს, მისი გვამი კი ცეცხლში დაწვეს: `სალომე... პირველ შესცთა სპარსთა მიერ (`სპარსი~ ძველ ქართულ ტექსტებში იხმარება ზოგადად, მაჰმადიანის და არა ეთნიკური სპარსელის მნიშვნელობით) და ქრისტე უარყო. ამისა შემდგომად კვალად აღიარა სარწმუნოება ქრისტესი და თავი წარეკუეთა და ცეცხლისა მიერ სრულ იქმნა წამება მისი~.

          ტიმოთე გაბაშვილი (XVIII .), ქართველი ეპისკოპოსი და მომლოცველი, პალესტინის ქართული სიძველეების პირველი მკვლევარი, მოგვითხრობს, რომ სალომე ქართველი უსჯულოებმა შეიპყრეს და  აიძულებდნენ, უარი ეთქვა ქრისტიანობაზე სალომემ გაკიცხა მოძალადეების  სარწმუნოება, რის შემდეგაც იგი ცეცხლითა და მახვილით აწამეს. ტიმოთეს სიტყვებით, ეს მომხდარა 20 ივლისს, იერუსალიმის ჯვრის მონასტერში: `მუნ (იგულისხმება ჯვრის მონასტერი) წამებულა წმინდა მოწამე სალომე, რამეთუ შეუპყრიესთ უსჯულოთა და დატევებისათვის სჯულისა აიძულებდენ რა, განბასრა სარწმუნოება მათი ნემან მან. ამისა შემდგომად ცეცხლითა და მახვილით უწამებიათ სანატრელი იგი~.

 

 

 

წყაროები და  სამეცნიერო ლიტერატურა:

 

1. გაბაშვილი, ., მიმოსლვა, გამოც. ელ. მეტრეველის მიერ, თბ., 1957, 83.

2. მენაბდე, ., ძველი ქართული მწერლობის კერები, II, თბ., 1980, 103, 145.

3. მეტრეველი, ., მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიიდან, თბ., 1960, 33, 104, 163.

 

 

 

 

მოამზადა თინა ცერაძემ