მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

სადუნ მანკაბერდელი, XIII .-ის მეორე ნახევარი,

მონღოლთა პეროდის პოლიტიკური მოღვაწე

 

   სადუნ მანკაბერდელი ძე შერბაროქისანასომხარი ქურთი, მონღოლთაგან საქართველოში აღზევებული და განდიდებულიკაცი ბრძენი და გონიერი და კეთილის განმძრახავი და ჰაეროვანი, ძალითა ფრიად ძლიერი და მორკინალი რჩეული საჩინო და მოისარი Ãელოვანი”. მანენაკეთილმა და სიტყვათა მარჯუემ”. თაყვანისცა ულოსდაშეყუარებულ იქმნა ყაენ ულოსაგანდაიწყო განდიდებად”, “უმეტეს ყოველთა მთავართა მის ჟამისათა”.

   მონღოლთა ბატონობის დროს აღზევებული სადუნ მანკაბერდელის, ამ უსამშობლო მხვეჭელის, წარმომავლობაზე აზრთა სხვადასხვაობაა, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ყველაფერი იმთავითვე ნათელია: სადუნი მონღოლთა მეგობარი, მათი დაახლოებული პირია, “ენების მცოდნე”, მანკაბერდი კი ადგილია გუგარეთში. ამასთან გრიგოლ აკანელი, კირაკოზ განძაკეცი და ჟამთააღმწერელი მას ბეჯითად მიიჩნევენ ავაგ ათაბაგის აზნაურად, ანუ მხარგრძელთა ყმად. სადუნის ქურთ-სომხობას ეჭვის ქვეშ აყენებს ვახუშტის მიერ სადუნის მოხსენიება კახაბერის სახელით: “კახაბერ სადუნი განდიდებული იყო უმეტეს ყოველთა წარჩინებულთა”. არავინ იცის, საიდან გაჩნდა ვახუშტი ბატონიშვილთან სადუნთან ერთად სახელი კახაბერი. მანკაბერდელის პიროვნული თვისებები და საქმიანობა _ მოქნილობა, მომხვეჭელობა, განდიდებისა და გამდიდრებისათვის დროისა და ვითარების გამოყენება, დამპყრობლის ნდობისა და სიყვარულის მოპოვება, მიზნის მისაღწევად არარაინდული ხერხების უყოყმანოდ გამოყენება და თუნდაც, სომხურის, სპარსულისა და მონღოლურის სრულყოფილი ცოდნანაკლებად უთავსდება იმდროინდელ ქართველ მემამულე ფეოდალის ტიპს.

   სადუნ მანკაბერდელმა უპირველესად დამპყრობლისყაენის ნდობა, სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. მომხიბლველი გარეგნობის ახოვანმა ვაჟკაცმა საჭიდაოდ თავად გამოიწვია მონღოლთა უპირველესი დაუმარცხებელი მორკინალი და ჰულაგუ ყაენის წინაშე იოლად სძლია მას. მანკაბერდელის ჭიდაობით აღტაცებულ ყაენს მაშინვე უბოძებია მისთვის 9 დანაშაულის პატიების სიგელი. ყაენის კარზე სადუნის პოპულარულობას და პატივისცემას ხელს უწყობდა მისი ენამზეობა, საქებრ-მაამებელი თქმის უნარი და თარჯიმნობისას სინამდვილის ნაცვლად ორივე მხარისათვის სასურველი სურათის წარმოდგენა. სხვა ფაქტორებთან ერთად სადუნ მანკაბერდელის თარჯიმნობამაც გადაარჩინა სიკვდილით დასჯისაგან მეფე დავით ულუ და სარგის ჯაყელი. “ენამძიმემეფის თქმულს იგიკეთილად თარგმნიდა და კაზმავდა”. მეფემ მადლიერება იმით გამოხატა, რომსახლი ავაგისი” (ავაგ მხარგრძელი) სადუნს ჩააბარა და ხვაშაგისგვანცასა და ავაგის ქალიშვილისმეურვედ დანიშნა. იმხანად მას ეჯიბობაც ებოძა. ხვაშაგი აბაღა-ხანის მეუღლე გახდა. ეს დამოყვრებაც უმტკივნეულოდ გამოიყენა მანკაბერდელმა და საქართველოს პირველ კაცად აღმასვლა იწყო.

   დავით ლაშას ძის გარდაცვალების შემდეგ აბაღა ყაენმა საქართველოს მეფედ უფლისწული დემეტრე დაამტკიცა. მცირეწლოვან მეფეს მეურვედ სადუნ მანკაბერდელი დაუნიშნა. დემეტრემ ათაბაგობა მას ურდოშივე უბოძა. იგიგანდიდებულ იქმნა უმეტეს ყოველთა მთავართა მის ჟამისათა”. სადუნმა პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობით ბევრად გაუსწრო თავის პატრონსმხარგრძელს, ათაბაგიც გახდა და ამირსპასალარიც. “ყოველი საბრძანებელი ყაენისა მისთა ხელთა შინა იყო”. მეფე დემეტრე II დიდხანს იყოხელთა შინა სადუნისათა”. იგი მიზნის მისაღწევად არავის და არაფერს ერიდებოდა. 1278 წელს მეფეს გამოსტყუა თელავი, ბელაქანი დასხუა მრავალნი ქუეყანაი”. მერე კი დრო იხელთა და როცა კი ურდოში მეფე დემეტრეს იმდენისაფასემოსთხოვეს, რომ მისი გადახდა მეფეს არ შეეძლო, თავად შესთავაზა მეფეს თავისი საფასე, ოღონდ დმანისისა და მისი შემოგარენის ბოძების ფასად. შემდეგ მიიღო ყარსიც და იგი თავის რეზიდენციად აქცია. ასემოივერგა”  კარის ქვეყანა და ცოლად ახალციხელის ასული მოიყვანა. იოლად მიაღწია თავისი უძრავ-მოძრავი ქონების მონღოლური გადასახადისაგან ცხრა წლით განთავისუფლებასაც. ერთი სიტყვით, ყაენისაგან ხელდასმული და ზურგგამაგრებული მხვეჭელი ქვეყანას თავის ნებაზე განაგებდა. ეს კი იყო, ამას კეთილი შედეგიც ჰქონდა, ქვეყანამ რამდენამდე მოისვენა თათართა შემოსევებისაგან, ნოინთა ძალადობისა და თვითნებობისაგან. ჟამთააღმწერლის თქმით, “ესრეთ აღშენდა საქართველო”.

   მისი ზნეობრივი ავლა-დიდება ყველაფერში ჩანდა, რასაც მოთმინებით იტანდა ერი და ბერი, მაგრამ როცაუწესო ქმნა და არღუნის შვილს დაევაჭრადა ცოლი მისიმეფე დემეტრეს და თამარი _ მესამე ცოლად დაისვა, კათალიკოსმა ნიკოლოზმა შეაჩვენა იგი.

   ძნელბედობის ჟამს უკიდეგანოდ გამდიდრებული და მონღოლთაგან განდიდებული სადუნი, ბუნებრივია, შურს აღძრავდა ძირძველ მაგრამ გაღატაკებულ და უფლებააყრილ ქართველ არისტოკრატთა შორის; მეფესაც არაფრად ეამებოდა უცხო ტომის შვილის, ბუნებითა და ქცევით მდაბალი აზნაურის შეუზღუდავი ძალაუფლება. მანკაბერდელი 1282 წელს გარდაიცვალა. მეფემ მის შვილს ხუტლუბუღას ათაბაგობა აღარ უბოძა, თუმცა ამირსპასალარად კი დანიშნა. სადუნის უფლებრივი მდგომარეობა არ თავსდებოდა ქართული სახელმწიფოებრივი ნორმების ფარგლებში, იგი უფრო შუასაუკუნოვანი ტიპის ავანტიურისტია, რომელმაც, მიუხედავად დაბალი წარმომავლობისა,   ნიჭიერების, მოქნილობის და პირმოთნეობის წყალობით მოახერხა დამპყრობლის კარზე დაწინაურება და თავის ძველ პატრონებზე აღზევება

 

 

 

 

წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

 

1.  ჟამთააღმწერელი, ასწლოვანი მატიანე, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და ლექსიკონი დაურთო . კიკნაძემ. თბ. 1987.

2.  ვახუშტი ბატონიშვილი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. ქართლის ცხოვრება. . IV. თბ. 1973 .

3.  გრიგოლ აკანელიმოისართა ტომის ისტორია, სომხური ტექსტის ქართული თარგმანით და კომენტარებით გამოსცა . შოშიაშვილმა. თბ. 1961 .

4.  ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, II, თბილისი, 1982.

5.  . ბერძენიშვილი. საქართველოს ისტორიის საკითხები, III. 1966, . VI, 1973.

6.  . კაციტაძე, საქართველოს ისტორიის აღმოსავლური მასალები, თბ. 1981.

7.  საქართველოს ისტორიის ნარკვევები, III, 1979.

8.  . მაისურაძე, ქართველი და სომეხი ხალხების ურთიერთობა XIII-XVIII საუკუნეებში, თბ. 1982.

9.  . გაბაშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები იაპონელი მეცნიერის სეიჩი კოტაგავას შრომებშიმნათობი” 1987 . 6

10. . დათუაშვილი, სადუნ მანკაბერდელის ვინაობისათვის, ქუთაისის უნივერსიტეტის მოამბე, 1993, 2

11. ქსე, IX,

 

 

 

 

მოამზადა ცისანა აბულაძემ